სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია კორკოტაშვილი: "ნეტავი, მიშასთან რამე წაგებული ხომ არ გვაქვს? ერთი გვითხრას, რა?"
გია კორკოტაშვილი: "ნეტავი, მიშასთან რამე წაგებული ხომ არ გვაქვს? ერთი გვითხრას, რა?"

მას მერე, რაც ბაჩო ახა­ლა­ია გა­ა­მარ­თლეს, გია კორ­კო­ტაშ­ვილ­მა (კორ­კო­ტა) "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უცო­დი­ნა­რო­ბა­სა და უმოქ­მე­დო­ბა­ში ამ­ხი­ლა. ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ, "ამ­ბე­ბი.გე" გია კორ­კო­ტაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

- ბა­ტო­ნო გია, საკ­მა­ოდ მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეთ "ფე­ის­ბუ­ქის" თქვენს გვერ­დზე... ბაჩო ახა­ლა­ი­ას გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენს არ ეთან­ხმე­ბით, ხომ?

- დამ­ნა­შა­ვე ის სი­ტყვა არ არის, რაც ბაჩო ახა­ლა­ი­ას მი­სა­მარ­თით შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ით­ქვას. ვე­ლო­დე­ბი, კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბას, რომ ის კა­ნო­ნი­ე­რად და­ი­სა­ჯოს.

ბა­ტო­ნი ბაჩო რომ დამ­ნა­შა­ვეა, ამა­ზე ცი­ხი­დან გა­მო­სუ­ლი არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა, მათი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მე­ტყვე­ლებს. ის ადა­მი­ა­ნე­ბი მა­შინ იყ­ვნენ ტუ­სა­ღე­ბი, რო­დე­საც ბა­ტო­ნი ბაჩო ახა­ლა­ია ცი­ხე­ში "თა­ვის რე­ჟიმს" ამ­ყა­რებ­და. სა­პა­ტიმ­რო­ში რე­ჟი­მი სა­ჭი­როა, მაგ­რამ არა ისე­თი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ცო­ცხით გა­ა­უ­პა­ტი­უ­რო, ღირ­სე­ბა შე­უ­ლა­ხო, ცო­ლე­ბი გა­უ­უ­პა­ტი­უ­რო. უზარ­მა­ზა­რი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი არ­სე­ბობს იმ სი­სა­ძაგ­ლის, რაც ცი­ხე­ში ხდე­ბო­და. ეს ვინ­მეს მო­გო­ნი­ლი იგავ-არა­კე­ბი კი არ არის, ამას ის ადა­მი­ა­ნე­ბი ჰყვე­ბი­ან, ვინც იქი­დან გა­მო­ვიდ­ნენ. ვი­მე­ო­რებ, მათ შო­რის ერთი არ არის ჯან­მრთე­ლი. ჩა­ხე­დეთ მათ თვა­ლებ­ში და ყვე­ლა­ფერს მიხ­ვდე­ბით. ამის მერე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იმა­ზე ილა­პა­რა­კო, რომ ბაჩო ახა­ლა­ია "სუფ­თაა", მა­შინ თა­ვად ბაჩო ახა­ლა­ი­ამ თქვას ვინ არის დამ­ნა­შა­ვე? ვინ სჩა­დი­ო­და იმ სა­ში­ნე­ლე­ბებს და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ვინ მოქ­მე­დებ­და?

- "ფე­ის­ბუქ­ზე" "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მი­სა­მარ­თით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამთ...

- მინ­და, რომ "ოც­ნე­ბა" გა­მო­ფხიზ­ლდეს! ის დაკ­ვე­თა და მან­და­ტი, რაც ამომ­რჩევ­ლე­ბის­გან მი­ი­ღო ანუ ადა­მი­ა­ნებ­მა მი­ვა­ნი­ჭეთ, ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მალე და­კარ­გოს.

ვი­ნა­ი­დან, მა­გა­ლი­თად, გუ­ნა­ვა უნდა გა­მო­უშ­ვან თუ არა, ეს ყვე­ლა­ფე­რი "ოც­ნე­ბას", პრო­კუ­რა­ტუ­რას გათ­ვლი­ლი უნდა ჰქონ­დეს.

ბა­ტო­ნი მიშა, მი­შაა თუ ვინც არის, აღარ მინ­და, მა­გის სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა, რა­საც უნდა, იმას აკე­თებს. ნე­ტა­ვი, მი­შას­თან რამე წა­გე­ბუ­ლი ხომ არ გვაქვს? ერთი გვი­თხრას, რა?… ჩემი ნება რომ იყოს, მაგ ადა­მი­ანს სხვა­ნა­ი­რად მო­ვუვ­ლი­დი...

- "ფე­ის­ბუ­ქით" ერ­საც მო­უ­წო­დეთ: "გა­ინ­ძე­რი ეე­ე­ე­ე­ე­რრრრრრრო­ო­ო­ო­ოო!!!"

- ერი უნდა გა­მო­ფხიზ­ლდეს. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი არ ჩანს. ქარ­თვე­ლე­ბი რო­დემ­დე უნდა ელოდ­ნენ თეთრ ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი რა­ინ­დის შე­მო­გელ­ვე­ბას?!

არა­და, ქარ­თვე­ლებს თა­ნაგ­რძნო­ბის ათა­სი ეპი­თე­ტი გვაქს, ორ­თქლის გა­მოშ­ვე­ბაც გე­ნი­ა­ლუ­რად ვი­ცით და ისიც, რო­გორ უნდა მი­ვუ­სამ­ძიმ­როთ ერ­თმა­ნეთს პი­რა­დი ტრა­გე­დია, მაგ­რამ არ ვი­ცით მთა­ვა­რი, რაც უნდა ვი­ცო­დეთ. გა­ი­ხე­დეთ მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნებ­ში რა ხდე­ბა ან აფ­რი­კა ნა­ხეთ, ან - სი­რია... მა­ინ­ცდა­მა­ინც შვი­ლე­ბი უნდა გა­გი­უ­პა­ტი­უ­რონ, რომ ხმა ამო­ი­ღოთ?

- რო­გორ გგო­ნი­ათ, საქ­მე იქამ­დე მივა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი აჯანყდნენ?

- პრო­ტესტს კი გა­მოვ­თქვამთ, მაგ­რამ ისიც არის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ამ­ხე­ლა გვე­ლე­შა­პი მოგ­ვა­შო­რა თა­ვი­დან. ხალ­ხს მა­ინც მისი იმე­დი აქვს, მაგ­რამ მის გარ­შე­მო გუნ­დი არ ვარ­გა. ამი­ტომ, ბი­ძი­ნა­მაც კონ­კრე­ტუ­ლი რა­ღა­ცე­ბი უნდა გა­ა­კე­თოს, რად­გა­ნაც მისი გუნ­დი მას­ზე აბ­სო­ლუ­ტუ­რად უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს და ქარ­თველ ხალ­ხს, ამორ­ჩე­ველს ნერ­ვებს უშ­ლის! ამი­ტომ ბი­ძი­ნამ ვი­ღაც უნდა გა­აგ­დოს, და­სა­ჯოს...

- კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბა რომ და­ტო­ვა, ამა­ზე რას იტყვით?

- კობა და­ვი­თაშ­ვილს თა­ვის შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს, აიღო და და­ტო­ვა. ეტყო­ბა, იგ­რძნო რა­ღა­ცე­ბი...

- საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში აპი­რებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

- ვიცი. რამ­დე­ნად ძლი­ე­რი კან­დი­და­ტი იქ­ნე­ბა, ვერ გე­ტყვით. კო­ბას კრი­ტი­კას ვერ და­ვი­წყებ, კარ­გად ვიც­ნობ. რად­გან ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, ესე იგი, ელექ­ტო­რა­ტი ჰყავს, რომ­ლი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ა­ნახ­ვებს, სი­მარ­თლე სად არის. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, კობა დღემ­დე მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­დი­ო­და.

- რაც სა­თა­ვე­ში ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ვი­და, აქ­ტი­უ­რად გა­ის­მის სი­ტყვა - კო­ა­ბი­ტა­ცია.

- ეს სი­ტყვა ჩვე­ნი მე­ტყვე­ლე­ბი­დან ამო­სა­ძირ­კვია. ამის შე­სა­ტყვი­სი ქარ­თუ­ლი სი­ტყვა - ურ­თი­ერ­თო­ბა - არ­სე­ბობს და გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რა. ქარ­თულ ენა­ში საკ­მა­რი­სი სი­ტყვე­ბი არის და ვი­ღაც ჩი­ნოვ­ნი­კი­სა თუ კლერ­კის ნათ­ქვა­მე­ბის გა­მე­ო­რე­ბა არ გვჭირ­დე­ბა. რა­ტომ გვგო­ნია ქარ­თვე­ლებს, რომ თუ ვი­ღაც ევ­რო­პე­ლი ჩა­მო­ვი­და და რა­ღაც თქვა, აუ­ცი­ლებ­ლად ჭკვი­ა­ნურს იტყო­და.

რა დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე უნდა გვე­ლა­პა­რა­კოს ამე­რი­კამ, როცა მა­გის რჩე­უ­ლი მიშა სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გვამ­ყო­ფებ­და. ამი­ტომ, მაგ უცხო­ე­ლე­ბის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი ჩემ­თვის არა­ფერს ნიშ­ნავს!

დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თვე­ლი ხალ­ხი რას ფიქ­რობს, - დიახ, მში­ე­რი, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი და ღირ­სე­ბა­აყ­რი­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხი. ბა­ჩოს და­ი­ჭე­რენ თუ გა­მო­უშ­ვე­ბენ, ეს კა­ნონ­მა გან­სა­ზღვროს, მაგ­რამ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" გა­ღი­მე­ბულ სა­ხე­ებს რომ ვუ­ყუ­რებ, მე ის ხალ­ხი მახ­სენ­დე­ბა, ვინც ცი­ხი­დან გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და და სა­მარ­თალს ელო­დე­ბა. ამის შემ­დეგ რა უნდა იფიქ­რონ? "ნა­ცე­ბი" კი­დევ გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი და­დი­ან, არი­ქა, ბაჩო ახა­ლა­ია კი­დევ ერთ ელე­მენ­ტში გა­ა­მარ­თლეს. თუ სა­ბო­ლო­ოდ გა­ა­მარ­თლეს, იცით მერე ვის არ გა­ა­მარ­თლე­ბენ? ვინც ეგე­ნი გა­ა­მარ­თლა და უკვე სხვა­ნა­ი­რად წავა საქ­მე...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გია კორკოტაშვილი: "ნეტავი, მიშასთან რამე წაგებული ხომ არ გვაქვს? ერთი გვითხრას, რა?"

გია კორკოტაშვილი: "ნეტავი, მიშასთან რამე წაგებული ხომ არ გვაქვს? ერთი გვითხრას, რა?"

მას მერე, რაც ბაჩო ახალაია გაამართლეს, გია კორკოტაშვილმა (კორკოტა) "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ხელისუფლება უცოდინარობასა და უმოქმედობაში ამხილა. ამ თემაზე სასაუბროდ, "ამბები.გე" გია კორკოტაშვილს დაუკავშირდა.

- ბატონო გია, საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთეთ "ფეისბუქის" თქვენს გვერდზე... ბაჩო ახალაიას გამამართლებელ განაჩენს არ ეთანხმებით, ხომ?

- დამნაშავე ის სიტყვა არ არის, რაც ბაჩო ახალაიას მისამართით შეიძლება გამოითქვას. ველოდები, კანონის აღსრულებას, რომ ის კანონიერად დაისაჯოს.

ბატონი ბაჩო რომ დამნაშავეა, ამაზე ციხიდან გამოსული არაერთი ადამიანის ჯანმრთელობა, მათი ფსიქიკური მდგომარეობა მეტყველებს. ის ადამიანები მაშინ იყვნენ ტუსაღები, როდესაც ბატონი ბაჩო ახალაია ციხეში "თავის რეჟიმს" ამყარებდა. საპატიმროში რეჟიმი საჭიროა, მაგრამ არა ისეთი, რომ ადამიანები ცოცხით გააუპატიურო, ღირსება შეულახო, ცოლები გაუუპატიურო. უზარმაზარი ჩამონათვალი არსებობს იმ სისაძაგლის, რაც ციხეში ხდებოდა. ეს ვინმეს მოგონილი იგავ-არაკები კი არ არის, ამას ის ადამიანები ჰყვებიან, ვინც იქიდან გამოვიდნენ. ვიმეორებ, მათ შორის ერთი არ არის ჯანმრთელი. ჩახედეთ მათ თვალებში და ყველაფერს მიხვდებით. ამის მერე როგორ შეიძლება იმაზე ილაპარაკო, რომ ბაჩო ახალაია "სუფთაა", მაშინ თავად ბაჩო ახალაიამ თქვას ვინ არის დამნაშავე? ვინ სჩადიოდა იმ საშინელებებს და არაადამიანურად ვინ მოქმედებდა?

- "ფეისბუქზე" "ქართული ოცნების" მისამართით უკმაყოფილებას გამოთქვამთ...

- მინდა, რომ "ოცნება" გამოფხიზლდეს! ის დაკვეთა და მანდატი, რაც ამომრჩევლებისგან მიიღო ანუ ადამიანებმა მივანიჭეთ, ყველაფერი შეიძლება მალე დაკარგოს.

ვინაიდან, მაგალითად, გუნავა უნდა გამოუშვან თუ არა, ეს ყველაფერი "ოცნებას", პროკურატურას გათვლილი უნდა ჰქონდეს.

ბატონი მიშა, მიშაა თუ ვინც არის, აღარ მინდა, მაგის სახელის ხსენება, რასაც უნდა, იმას აკეთებს. ნეტავი, მიშასთან რამე წაგებული ხომ არ გვაქვს? ერთი გვითხრას, რა?… ჩემი ნება რომ იყოს, მაგ ადამიანს სხვანაირად მოვუვლიდი...

- "ფეისბუქით" ერსაც მოუწოდეთ: "გაინძერი ეეეეეერრრრრრროოოოოო!!!"

- ერი უნდა გამოფხიზლდეს. საზოგადოებრივი აზრი არ ჩანს. ქართველები როდემდე უნდა ელოდნენ თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდის შემოგელვებას?!

არადა, ქართველებს თანაგრძნობის ათასი ეპითეტი გვაქს, ორთქლის გამოშვებაც გენიალურად ვიცით და ისიც, როგორ უნდა მივუსამძიმროთ ერთმანეთს პირადი ტრაგედია, მაგრამ არ ვიცით მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ. გაიხედეთ მსოფლიოს ქვეყნებში რა ხდება ან აფრიკა ნახეთ, ან - სირია... მაინცდამაინც შვილები უნდა გაგიუპატიურონ, რომ ხმა ამოიღოთ?

- როგორ გგონიათ, საქმე იქამდე მივა, რომ ადამიანები აჯანყდნენ?

- პროტესტს კი გამოვთქვამთ, მაგრამ ისიც არის, ბიძინა ივანიშვილმა ამხელა გველეშაპი მოგვაშორა თავიდან. ხალხს მაინც მისი იმედი აქვს, მაგრამ მის გარშემო გუნდი არ ვარგა. ამიტომ, ბიძინამაც კონკრეტული რაღაცები უნდა გააკეთოს, რადგანაც მისი გუნდი მასზე აბსოლუტურად უარყოფითად მოქმედებს და ქართველ ხალხს, ამორჩეველს ნერვებს უშლის! ამიტომ ბიძინამ ვიღაც უნდა გააგდოს, დასაჯოს...

- კობა დავითაშვილმა უმრავლესობა რომ დატოვა, ამაზე რას იტყვით?

- კობა დავითაშვილს თავის შეხედულება აქვს, აიღო და დატოვა. ეტყობა, იგრძნო რაღაცები...

- საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.

- ვიცი. რამდენად ძლიერი კანდიდატი იქნება, ვერ გეტყვით. კობას კრიტიკას ვერ დავიწყებ, კარგად ვიცნობ. რადგან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ესე იგი, ელექტორატი ჰყავს, რომლითაც საზოგადოებას დაანახვებს, სიმართლე სად არის. ყოველ შემთხვევაში, კობა დღემდე მწვავე განცხადებებით გამოდიოდა.

- რაც სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა, აქტიურად გაისმის სიტყვა - კოაბიტაცია.

- ეს სიტყვა ჩვენი მეტყველებიდან ამოსაძირკვია. ამის შესატყვისი ქართული სიტყვა - ურთიერთობა - არსებობს და გამოვიყენოთ, რა. ქართულ ენაში საკმარისი სიტყვები არის და ვიღაც ჩინოვნიკისა თუ კლერკის ნათქვამების გამეორება არ გვჭირდება. რატომ გვგონია ქართველებს, რომ თუ ვიღაც ევროპელი ჩამოვიდა და რაღაც თქვა, აუცილებლად ჭკვიანურს იტყოდა.

რა დემოკრატიაზე უნდა გველაპარაკოს ამერიკამ, როცა მაგის რჩეული მიშა საშინელ მდგომარეობაში გვამყოფებდა. ამიტომ, მაგ უცხოელების გამონათქვამები ჩემთვის არაფერს ნიშნავს!

დღეს მნიშვნელოვანია ქართველი ხალხი რას ფიქრობს, - დიახ, მშიერი, გაუბედურებული და ღირსებააყრილი ქართველი ხალხი. ბაჩოს დაიჭერენ თუ გამოუშვებენ, ეს კანონმა განსაზღვროს, მაგრამ "ნაცმოძრაობის" გაღიმებულ სახეებს რომ ვუყურებ, მე ის ხალხი მახსენდება, ვინც ციხიდან გაუბედურებული გამოვიდა და სამართალს ელოდება. ამის შემდეგ რა უნდა იფიქრონ? "ნაცები" კიდევ გახარებულები დადიან, არიქა, ბაჩო ახალაია კიდევ ერთ ელემენტში გაამართლეს. თუ საბოლოოდ გაამართლეს, იცით მერე ვის არ გაამართლებენ? ვინც ეგენი გაამართლა და უკვე სხვანაირად წავა საქმე...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია