მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატს ციხეში ნარკოტიკი სასქესო ორგანოთი ქმრისთვის შეჰქონდა
ადვოკატს ციხეში ნარკოტიკი სასქესო ორგანოთი ქმრისთვის შეჰქონდა

გა­სულ კვი­რას ქსნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­სუ­ლი ად­ვო­კა­ტი ნარ­კო­ტი­კის შე­ტა­ნას უჩ­ვე­უ­ლო მე­თო­დით ცდი­ლობ­და. მას ნარ­კო­ტი­კი სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ში ჰქონ­და გა­და­მა­ლუ­ლი. წამ­ლის შე­ტა­ნა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე ვერ შეძ­ლო, რად­გან სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ად­ვო­კა­ტი და­ა­კა­ვეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით პა­ტიმ­რის­თვის აკ­რძა­ლუ­ლი საგ­ნის - ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­და­ცე­მის მცდე­ლო­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი და აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა მო­ი­თხო­ვეს. ამო­ღე­ბულ ნივთს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და. გა­ირ­კვა, რომ მას­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ბუპ­რე­ნორ­ფი­ნის" შემ­ცვე­ლო­ბა მცი­რე იყო.

26 ივ­ლისს, სა­სა­მარ­თლომ ად­ვო­კატ მა­მუ­ჩაშ­ვი­ლის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ პრო­ცეს­ზე და­ა­სა­ბუ­თა თა­ვი­სი პო­ზი­ცია და ვი­ნა­ი­დან ბრალ­დე­ბულს მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში ედე­ბო­და ბრა­ლი, მის­თვის წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი ამ პო­ზი­ცი­ას არ და­ე­თან­ხმნენ და სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე იშუ­ამ­დგომ­ლეს, ბრალ­დე­ბუ­ლი 5.000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­დახ­დის სა­ნაც­ვლოდ გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ. სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბულ­მაც და­ა­ფიქ­სი­რა თა­ვი­სი პო­ზი­ცია და გულ­წრფე­ლად აღი­ა­რა ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულ მა­მუ­ჩაშ­ვილს გი­რა­ოს სა­ხით 10. 000 ლა­რის გა­დახ­და და­ა­კის­რა.

და­კა­ვე­ბუ­ლი ე. მა­მუ­ჩაშ­ვი­ლი ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რია. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის არ ასა­ხე­ლებს იმ პა­ტიმ­რის ვი­ნა­ო­ბას, ვის­თა­ნაც ნარ­კო­ტი­კი შეჰ­ქონ­და. ამ ნა­წილ­ში დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ იგი ცნო­ბილ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტ­თან, გიგა ბა­ლა­ვა­ძეს­თან შე­დი­ო­და. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლი 5-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რა­ტომ გა­რის­კა ად­ვო­კატ­მა ცი­ხე­ში ნარ­კო­ტი­კის შე­ტა­ნა? ამ კი­თხვას ის პა­სუხს არ სცემს. რო­გორც ირ­კვე­ვა, ად­ვო­კა­ტი თა­ვი­დან­ვე გა­შიფ­რუ­ლი იყო. ძა­ლო­ვა­ნებს ინ­ფორ­მა­ცია უკვე ჰქონ­დათ. ცი­ხის შე­სას­ვლელ­თან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი, იქვე ჰყავ­დათ ექი­მიც და ექოს­კო­პის­ტიც. ჩხრე­კა­ზე მი­სულ ად­ვო­კატს თურ­მე პირ­და­პირ უთხრეს, ვი­ცით, რის შე­ტა­ნა­საც აპი­რებ და ჯო­ბია, და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­როო. ეტყო­ბა, ად­ვო­კა­ტიც მიხ­ვდა, გა­შიფ­რუ­ლი რომ იყო, და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თი ძა­ლო­ვა­ნებს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­დას­ცა.

და­კა­ვე­ბუ­ლი ად­ვო­კა­ტი პა­ტი­მარ გიგა ბა­ლა­ვა­ძის მე­უღ­ლეა, სწო­რედ იმ პი­რის, ვის­თა­ნაც იმ დროს შე­დი­ო­და. თურ­მე მათ ერ­თმა­ნე­თი წლე­ბის წინ, ცი­ხე­ში გა­იც­ნეს. კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტ ბა­ლა­ვა­ძეს, ადრე რო­გორც სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კა­ტი, ისე იცავ­და. რო­გორც ჩანს, პა­ტი­მარ­მა მას თავი შე­აყ­ვა­რა და ცი­ხე­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორმ­და მათი ქორ­წი­ნე­ბა. პა­ტი­მარ­თან ოჯა­ხის წევ­რს შეხ­ვედ­რა თვე­ში მხო­ლოდ ერთხელ შე­უძ­ლია, ცალ­სა­ხაა, ად­ვო­კა­ტი თა­ვის სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას იყე­ნებ­და ქმარ­თან შე­სახ­ვედ­რად და ად­ვო­კა­ტის სტა­ტუ­სით ცი­ხე­ში მას ხში­რად აკი­თხავ­და.

გიგა ბა­ლა­ვა­ძე საკ­მა­ოდ მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბით იხ­დის სას­ჯელს. თა­ვის დრო­ზე ხმა­უ­რით მოხ­და მისი და­კა­ვე­ბა და 23-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ნარ­კო­ტი­კის შე­ტა­ნა­ზე პი­რის იძუ­ლე­ბით და­ყო­ლი­ე­ბის გამო მი­ე­ცე­მა თუ არა ის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, მან ცოლს და­უ­რე­კა და უთხრა, მან­ქა­ნით მო­გა­კი­თხა­ვენ და ცი­ხე­ში ის მო­გიყ­ვან­სო.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ალ­ბათ გა­არ­კვე­ვენ, სა­ი­დან აღ­მოჩ­ნდა ნარ­კო­ტი­კი ად­ვო­კა­ტის ხელ­ში. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ პირ­მა, რო­მელ­მაც ის ცი­ხე­ში მი­იყ­ვა­ნა, იქა­უ­რო­ბა სას­წრა­ფოდ მას შემ­დეგ და­ტო­ვა, როცა ად­ვო­კა­ტის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო. ძა­ლო­ვა­ნებ­მა იგი მცხე­თას­თან და­ა­კა­ვეს. მარ­თა­ლია, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ეჭვი ჰქონ­დათ, რომ ად­ვო­კატს ნარ­კო­ტი­კი სწო­რედ ამ პირ­მა გა­დას­ცა, მაგ­რამ ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს. ბრალ­დე­ბუ­ლი ად­ვო­კა­ტი არ ადას­ტუ­რებს ამ ფაქტს, თა­ვად და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რიც აცხა­დებ­და, რომ არა­ფე­რი იცო­და აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ. ამ­ბობს, რომ უბ­რა­ლოდ, ად­ვო­კა­ტი ცი­ხეს­თან მი­იყ­ვა­ნა. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პირი ძა­ლო­ვა­ნებ­მა იმა­ვე დღეს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და მხო­ლოდ მოწ­მის სტა­ტუ­სით დაჰ­კი­თხეს.

მა­მუ­ჩაშ­ვი­ლი არ არის პირ­ვე­ლი ად­ვო­კა­ტი, რო­მე­ლიც პა­ტი­მარ გიგა ბა­ლა­ვა­ძეს­თან კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თის შე­ტა­ნის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. 2005 წელს, ანა­ლო­გი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კი­დევ ერთი ქალ­ბა­ტო­ნი აღ­მოჩ­ნდა. ად­ვო­კა­ტი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-7 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სწო­რედ მა­შინ და­ა­კა­ვეს, როცა ის შეს­ვლას ბა­ლა­ვა­ძეს­თან აპი­რებ­და. მა­საც აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თის შე­ტა­ნა­ში დას­დეს ბრა­ლი. ჟღენტს პა­ტი­მარ­თან შე­სა­ტა­ნი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ფეხ­საც­მელ­ში აღ­მო­აჩ­ნდა გა­და­მა­ლუ­ლი. გიგა ბა­ლა­ვა­ძე მა­შინ ორ­თა­ჭა­ლა­ში, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იხ­დი­და სას­ჯელს.

გიგა ბა­ლა­ვა­ძე ხო­ნის მცხოვ­რე­ბია და საკ­მა­ოდ დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობ­და. ამ­ბობ­დნენ, ქურ­დად ცნო­ბილ­მა კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტეტ­მა, "დუ­დუ­კამ" მო­ნათ­ლაო. "დუ­დუ­კა" წლე­ბის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. გიგა ბა­ლა­ვა­ძის სა­ხე­ლი ასე­ვე კახი კა­ლა­ძის ძმის საქ­მეს­თა­ნაც იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მა­შინ ით­ქვა, რომ იგი კა­ლა­ძე­ე­ბის­თვის ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვას ცდი­ლობ­და. კა­ლა­ძე­ე­ბის ოჯახს ტე­ლე­ფო­ნით აც­ნო­ბეს, - ვი­ცით, გა­ტა­ცე­ბუ­ლი ლე­ვა­ნის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და იმ ად­გი­ლას გარ­კვე­უ­ლი თან­ხის გა­დახ­დის შემ­დეგ მი­გიყ­ვან­თო. ფუ­ლის გა­და­ცე­მის ფაქ­ტზე, მა­შინ ძა­ლო­ვა­ნებ­მა ერთი პირი და­ა­კა­ვეს. ეს ფაქ­ტი გახ­მა­ურ­და.

გიგა ბა­ლა­ვა­ძე 2001 წელს ხო­ნის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­ტა­ცე­ბის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს და სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძა­ლო­ვა­ნებ­მა მისი ძმის, ნოე ბა­ლა­ვა­ძის წი­ნა­აღ­მდე­გაც აღ­ძრეს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. ძა­ლო­ვა­ნე­ბი ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, - პა­ტიმ­რო­ბი­დან დახ­სნის მიზ­ნით, მის­მა ძმამ, ნოე ბა­ლა­ვა­ძემ, ბან­დის წევ­რებ­თან ერ­თად, რამ­დე­ნი­მე და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნაო. კერ­ძოდ, 2002 წლის 5 აპ­რილს, თბი­ლის­ში, გლ­და­ნის რა­ი­ონ­ში, სა­კუ­თა­რი ბი­ნი­დან გა­ი­ტა­ცეს არას­რულ­წლო­ვა­ნი ვა­ნი­კო ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი, რომ­ლის მშობ­ლებ­საც გა­მო­სას­ყი­დის სა­ხით მოს­თხო­ვეს 50.000 დო­ლა­რი. აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა ხან­გრძლი­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად 4.500 დო­ლა­რამ­დე ჩა­მო­ვი­და. გა­ტა­ცე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­მა ფული თბი­ლის­ში მცხოვ­რებ ნოე ბა­ლა­ვა­ძის მშობ­ლებს გა­დას­ცეს, რის შემ­დე­გაც გა­თა­ვი­სუფ­ლდა ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი, ხოლო თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მა­შინ ბა­ლა­ვა­ძე­ე­ბის მშობ­ლე­ბი და­ა­კა­ვეს.

ძა­ლი­ან ხმა­უ­რი­ა­ნი იყო ასე­ვე 2002 წელს, კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბის დროს, ხონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია. 23 აპ­რილს, დი­ლის 6 სა­ათ­ზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და იმე­რე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ოპე­რა­ტი­ულ­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. მათ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფის წევ­რო­ბა­ში ედე­ბო­დათ ბრა­ლი. გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, ისი­ნი 2001-2002 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხან­გრძლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე იტა­ცებ­დნენ ადა­მი­ა­ნებს ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით და ყა­ჩა­ღობ­დნენ. მა­შინ ხონ­ში მცხოვ­რე­ბი გი­გას ძმა, ნოე ბა­ლა­ვა­ძე და­ა­კა­ვეს; ასე­ვე და­ა­კა­ვეს ზუგ­დი­დე­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი გია ქარ­და­ვა, ხო­ნე­ლი სერ­გო დი­დი­ძე, თბი­ლი­სე­ლი და­ვით გამ­ხუ­აშ­ვი­ლი. ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლად იმ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი გიგა ბა­ლა­ვა­ძე და­სა­ხელ­და და ით­ქვა, რომ ის ცი­ხი­დან ახ­დენ­და და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბას.

კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტ გიგა ბა­ლა­ვა­ძე­ზე 90-იან წლებ­ში ლე­გენ­დე­ბი და­დი­ო­და. ცოტა უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ მა­შინ იმა­საც ამ­ბობ­დნენ, მე­ხუ­თე სა­პყრო­ბი­ლე­ში კარგ აპარ­ტა­მენ­ტებ­ში მყოფ ბა­ლა­ვა­ძეს თა­ვის სა­კან­ში კრა­ნა­ხის მო­პა­რუ­ლი ტილო - "აღ­დგო­მა" კე­დელ­ზე უკი­დი­აო. ეს ის პე­რი­ო­დია, როცა ქურ­დე­ბი აბა­ნო­ში გა­სა­სე­ირ­ნებ­ლად დაჰ­ყავ­დათ. ამ­ბო­ბენ, ბა­ლა­ვა­ძემ იფიქ­რა, - ეს ტილო ყვე­ლა­ზე მე­ტად ცი­ხე­ში იქ­ნე­ბა და­ცუ­ლიო. შემ­დეგ თურ­მე ისიც შე­ი­ტყო, ძა­ლო­ვა­ნე­ბი მის სა­კან­ში ჩხრე­კას და ამ ნივ­თის ამო­ღე­ბას რომ აპი­რებ­დნენ და სპე­ცო­პე­რა­ცი­ას და­ას­წრო, - ნა­ხა­ტი იქი­დან ისე გა­აქ­რო, მისი ამო­ღე­ბა ძა­ლო­ვა­ნებ­მა ვერ შეძ­ლეს.

გიგა ბა­ლა­ვა­ძე ადრე რამ­დენ­ჯერ­მე ნა­სა­მარ­თლე­ვია, მას ბრა­ლი ედე­ბო­და ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბა­ში. ძა­ლო­ვან­თა მტკი­ცე­ბით, მა­შინ და­ნა­შა­უ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას სა­პა­ტიმ­რო­დან მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის მეშ­ვე­ო­ბით ახ­დენ­და. კონ­კრე­ტუ­ლად, დედა-შვი­ლის - ელ­გუ­ჯა გვი­ლა­ვა­სა და ელზა კა­ჭი­უ­რის გა­ტა­ცე­ბა­ში ამ­ხი­ლეს. ასე­ვე, მისი სა­ხე­ლი და­უ­კავ­ში­რეს თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მე­რის, ვანო ზო­დე­ლა­ვას შვი­ლის გა­ტა­ცე­ბას, მას ამ და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა­შიც ედე­ბო­და ბრა­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ად­ვო­კატ მა­მუ­ჩაშ­ვილს, მის საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 26 აგ­ვის­ტოს გა­ი­მარ­თე­ბა.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ადვოკატს ციხეში ნარკოტიკი სასქესო ორგანოთი ქმრისთვის შეჰქონდა

ადვოკატს ციხეში ნარკოტიკი სასქესო ორგანოთი ქმრისთვის შეჰქონდა

გასულ კვირას ქსნის დაწესებულებაში მისული ადვოკატი ნარკოტიკის შეტანას უჩვეულო მეთოდით ცდილობდა. მას ნარკოტიკი სასქესო ორგანოში ჰქონდა გადამალული. წამლის შეტანა დანიშნულების ადგილამდე ვერ შეძლო, რადგან სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებმა ადვოკატი დააკავეს.

სამართალდამცავებმა მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პატიმრისთვის აკრძალული საგნის - ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობაში დასდეს ბრალი და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვეს. ამოღებულ ნივთს ექსპერტიზა ჩაუტარდა. გაირკვა, რომ მასში ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შემცველობა მცირე იყო.

26 ივლისს, სასამართლომ ადვოკატ მამუჩაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. პროკურატურამ პროცესზე დაასაბუთა თავისი პოზიცია და ვინაიდან ბრალდებულს მძიმე დანაშაულში ედებოდა ბრალი, მისთვის წინასწარი პატიმრობა მოითხოვა, თუმცა დაკავებულის ადვოკატები ამ პოზიციას არ დაეთანხმნენ და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს, ბრალდებული 5.000-ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ. სხდომაზე ბრალდებულმაც დააფიქსირა თავისი პოზიცია და გულწრფელად აღიარა ჩადენილი დანაშაული. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულ მამუჩაშვილს გირაოს სახით 10. 000 ლარის გადახდა დააკისრა.

დაკავებული ე. მამუჩაშვილი ადვოკატთა ასოციაციის წევრია. ჩვენი ინფორმაციით, ის არ ასახელებს იმ პატიმრის ვინაობას, ვისთანაც ნარკოტიკი შეჰქონდა. ამ ნაწილში დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა ცნობილია, რომ იგი ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტთან, გიგა ბალავაძესთან შედიოდა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალი 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რატომ გარისკა ადვოკატმა ციხეში ნარკოტიკის შეტანა? ამ კითხვას ის პასუხს არ სცემს. როგორც ირკვევა, ადვოკატი თავიდანვე გაშიფრული იყო. ძალოვანებს ინფორმაცია უკვე ჰქონდათ. ციხის შესასვლელთან მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები, იქვე ჰყავდათ ექიმიც და ექოსკოპისტიც. ჩხრეკაზე მისულ ადვოკატს თურმე პირდაპირ უთხრეს, ვიცით, რის შეტანასაც აპირებ და ჯობია, დანაშაული აღიაროო. ეტყობა, ადვოკატიც მიხვდა, გაშიფრული რომ იყო, დანაშაული აღიარა და აკრძალული ნივთი ძალოვანებს ნებაყოფლობით გადასცა.

დაკავებული ადვოკატი პატიმარ გიგა ბალავაძის მეუღლეა, სწორედ იმ პირის, ვისთანაც იმ დროს შედიოდა. თურმე მათ ერთმანეთი წლების წინ, ციხეში გაიცნეს. კრიმინალურ ავტორიტეტ ბალავაძეს, ადრე როგორც სახაზინო ადვოკატი, ისე იცავდა. როგორც ჩანს, პატიმარმა მას თავი შეაყვარა და ციხეში ოფიციალურად გაფორმდა მათი ქორწინება. პატიმართან ოჯახის წევრს შეხვედრა თვეში მხოლოდ ერთხელ შეუძლია, ცალსახაა, ადვოკატი თავის სამსახურებრივ მოვალეობას იყენებდა ქმართან შესახვედრად და ადვოკატის სტატუსით ციხეში მას ხშირად აკითხავდა.

გიგა ბალავაძე საკმაოდ მძიმე ბრალდებებით იხდის სასჯელს. თავის დროზე ხმაურით მოხდა მისი დაკავება და 23-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ჯერჯერობით უცნობია, დაწესებულებაში ნარკოტიკის შეტანაზე პირის იძულებით დაყოლიების გამო მიეცემა თუ არა ის პასუხისგებაში, თუმცა ამბობენ, მან ცოლს დაურეკა და უთხრა, მანქანით მოგაკითხავენ და ციხეში ის მოგიყვანსო.

სამართალდამცავები ალბათ გაარკვევენ, საიდან აღმოჩნდა ნარკოტიკი ადვოკატის ხელში. ჩვენი ინფორმაციით, იმ პირმა, რომელმაც ის ციხეში მიიყვანა, იქაურობა სასწრაფოდ მას შემდეგ დატოვა, როცა ადვოკატის დაკავების შესახებ შეიტყო. ძალოვანებმა იგი მცხეთასთან დააკავეს. მართალია, სამართალდამცავებს ეჭვი ჰქონდათ, რომ ადვოკატს ნარკოტიკი სწორედ ამ პირმა გადასცა, მაგრამ ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. ბრალდებული ადვოკატი არ ადასტურებს ამ ფაქტს, თავად დაკავებული პირიც აცხადებდა, რომ არაფერი იცოდა აღნიშნულის შესახებ. ამბობს, რომ უბრალოდ, ადვოკატი ციხესთან მიიყვანა. ეჭვმიტანილი პირი ძალოვანებმა იმავე დღეს გაათავისუფლეს და მხოლოდ მოწმის სტატუსით დაჰკითხეს.

მამუჩაშვილი არ არის პირველი ადვოკატი, რომელიც პატიმარ გიგა ბალავაძესთან კანონსაწინააღმდეგო ნივთის შეტანის ბრალდებით დააკავეს. 2005 წელს, ანალოგიურ სიტუაციაში კიდევ ერთი ქალბატონი აღმოჩნდა. ადვოკატი სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში სწორედ მაშინ დააკავეს, როცა ის შესვლას ბალავაძესთან აპირებდა. მასაც აკრძალული ნივთის შეტანაში დასდეს ბრალი. ჟღენტს პატიმართან შესატანი მობილური ტელეფონი ფეხსაცმელში აღმოაჩნდა გადამალული. გიგა ბალავაძე მაშინ ორთაჭალაში, ე.წ. კანონიერი ქურდებისთვის განკუთვნილ დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს.

გიგა ბალავაძე ხონის მცხოვრებია და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ამბობდნენ, ქურდად ცნობილმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა, "დუდუკამ" მონათლაო. "დუდუკა" წლების წინ გარდაიცვალა. გიგა ბალავაძის სახელი ასევე კახი კალაძის ძმის საქმესთანაც იყო დაკავშირებული. მაშინ ითქვა, რომ იგი კალაძეებისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდა. კალაძეების ოჯახს ტელეფონით აცნობეს, - ვიცით, გატაცებული ლევანის ადგილსამყოფელი და იმ ადგილას გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ მიგიყვანთო. ფულის გადაცემის ფაქტზე, მაშინ ძალოვანებმა ერთი პირი დააკავეს. ეს ფაქტი გახმაურდა.

გიგა ბალავაძე 2001 წელს ხონის საკრებულოს თავმჯდომარის ავტომანქანის გატაცების ფაქტზე დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. მოგვიანებით ძალოვანებმა მისი ძმის, ნოე ბალავაძის წინააღმდეგაც აღძრეს სისხლის სამართლის საქმე. ძალოვანები ირწმუნებოდნენ, - პატიმრობიდან დახსნის მიზნით, მისმა ძმამ, ნოე ბალავაძემ, ბანდის წევრებთან ერთად, რამდენიმე დანაშაული ჩაიდინაო. კერძოდ, 2002 წლის 5 აპრილს, თბილისში, გლდანის რაიონში, საკუთარი ბინიდან გაიტაცეს არასრულწლოვანი ვანიკო ბერბიჭაშვილი, რომლის მშობლებსაც გამოსასყიდის სახით მოსთხოვეს 50.000 დოლარი. აღნიშნული თანხა ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად 4.500 დოლარამდე ჩამოვიდა. გატაცებულის ოჯახის წევრებმა ფული თბილისში მცხოვრებ ნოე ბალავაძის მშობლებს გადასცეს, რის შემდეგაც გათავისუფლდა ბერბიჭაშვილი, ხოლო თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მაშინ ბალავაძეების მშობლები დააკავეს.

ძალიან ხმაურიანი იყო ასევე 2002 წელს, კობა ნარჩემაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, ხონში განხორციელებული სპეცოპერაცია. 23 აპრილს, დილის 6 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოპერატიულმა სამსახურებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მათ ორგანიზებული შეიარაღებული დაჯგუფის წევრობაში ედებოდათ ბრალი. გამოძიების მტკიცებით, ისინი 2001-2002 წლებში საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე ხანგრძლივი დროის მანძილზე იტაცებდნენ ადამიანებს ფულის გამოძალვის მიზნით და ყაჩაღობდნენ. მაშინ ხონში მცხოვრები გიგას ძმა, ნოე ბალავაძე დააკავეს; ასევე დააკავეს ზუგდიდელი, წარსულში ნასამართლევი გია ქარდავა, ხონელი სერგო დიდიძე, თბილისელი დავით გამხუაშვილი. ჯგუფის ხელმძღვანელად იმჟამად პატიმრობაში მყოფი გიგა ბალავაძე დასახელდა და ითქვა, რომ ის ციხიდან ახდენდა დანაშაულის ორგანიზებას.

კრიმინალურ ავტორიტეტ გიგა ბალავაძეზე 90-იან წლებში ლეგენდები დადიოდა. ცოტა უცნაურია, მაგრამ მაშინ იმასაც ამბობდნენ, მეხუთე საპყრობილეში კარგ აპარტამენტებში მყოფ ბალავაძეს თავის საკანში კრანახის მოპარული ტილო - "აღდგომა" კედელზე უკიდიაო. ეს ის პერიოდია, როცა ქურდები აბანოში გასასეირნებლად დაჰყავდათ. ამბობენ, ბალავაძემ იფიქრა, - ეს ტილო ყველაზე მეტად ციხეში იქნება დაცულიო. შემდეგ თურმე ისიც შეიტყო, ძალოვანები მის საკანში ჩხრეკას და ამ ნივთის ამოღებას რომ აპირებდნენ და სპეცოპერაციას დაასწრო, - ნახატი იქიდან ისე გააქრო, მისი ამოღება ძალოვანებმა ვერ შეძლეს.

გიგა ბალავაძე ადრე რამდენჯერმე ნასამართლევია, მას ბრალი ედებოდა ადამიანების გატაცებაში. ძალოვანთა მტკიცებით, მაშინ დანაშაულების ორგანიზებას საპატიმროდან მობილური ტელეფონის მეშვეობით ახდენდა. კონკრეტულად, დედა-შვილის - ელგუჯა გვილავასა და ელზა კაჭიურის გატაცებაში ამხილეს. ასევე, მისი სახელი დაუკავშირეს თბილისის ყოფილი მერის, ვანო ზოდელავას შვილის გატაცებას, მას ამ დანაშაულის ორგანიზებაშიც ედებოდა ბრალი.

რაც შეეხება ადვოკატ მამუჩაშვილს, მის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 აგვისტოს გაიმართება.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ