პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პროკრედიტ ბანკი" გარემოს დაცვასა და მის შენარჩუნებაზე ზრუნვას განაგრძობს
"პროკრედიტ ბანკი" გარემოს დაცვასა და მის შენარჩუნებაზე ზრუნვას განაგრძობს

"პროკ­რე­დიტ ბან­კის" ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და და­ფი­ნან­სე­ბით ბოლ­ნი­სის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დის­ველ­ში პა­ტა­რა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სკვე­რი გა­შენ­და. რო­გორც ბან­კში ამ­ბო­ბენ, სო­ფელ­ში მსგავ­სი ტი­პის სკვე­რი არ არ­სე­ბობ­და. სა­მუ­შა­ო­ებ­ში აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი "პროკ­რე­დიტ ბან­კის" მარ­ნე­უ­ლის ფი­ლი­ა­ლი­სა და მარ­კე­ტინ­გის გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ბაღ­ში 40-მდე სა­ხე­ო­ბის სხვა­დას­ხვა სა­ხის მცე­ნა­რე და­ირ­გო, მათ შო­რის ვერ­ცხლის­ფე­რი ნაძ­ვი, ტი­რი­ფი, ია­სა­მა­ნი, კავ­კა­სი­უ­რი სოჭი და სხვა. ასე­ვე გა­შენ­და ვარ­დე­ბის ულა­მა­ზე­სი ხე­ი­ვა­ნი, რო­მე­ლიც სო­ფელ­ში სა­სი­ა­მოვ­ნო, ჩრდი­ლი­ა­ნი მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი იქ­ნე­ბა.

"ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა ჩვე­ნი პა­ტა­რა სოფ­ლის­თვის. ძა­ლი­ან მი­ხა­რია რომ ბავ­შვებს სკო­ლას­თან ახ­ლოს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბაღი ექ­ნე­ბათ, სა­დაც შეძ­ლე­ბენ თა­მაშ­სა და წიგ­ნე­ბის კი­თხვას",- გა­ნა­ცხა­და სოფ­ლის ერთ-ერ­თმა მა­ცხოვ­რე­ბელ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ბან­კმა მრა­ვა­ლი ეკო­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა: და­სუფ­თავ­და და მო­წეს­რიგ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ბა­ღე­ბი, და­ირ­გა ხე­ე­ბი, და­ი­ნერ­გა ახა­ლი ეკო-სეს­ხი, ჩა­ტარ­და მრა­ვა­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ღა­მო. გარ­და ამი­სა, მე­სა­მე წე­ლია "პროკ­რე­დიტ ბან­კი" და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო­სა და კავ­კა­სი­ის ბუ­ნე­ბის ფონ­დის უც­ვლე­ლი პარტნი­ო­რია და ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას­თან ერ­თად, ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძალ­ში თა­ნამ­შრო­მელ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სხვა­დას­ხვა სა­ხის ეკო­ლო­გი­ურ ღო­ნის­ძი­ე­ბას მარ­თავს.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბან­კო ბა­ზარ­ზე მხო­ლოდ "პროკ­რე­დიტ ბანკს" აქვს ეკო ქვე­გან­ყო­ფი­ლე­ბა, რო­მელ­საც არა­მარ­ტო ბან­კის შიდა ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბის სის­ტე­მის შე­მუ­შა­ვე­ბა და და­ნერგვა ევა­ლე­ბა, არა­მედ ად­გენს სტან­დარ­ტებს ეკო სეს­ხე­ბის გა­სა­ცე­მად და ჩარ­თუ­ლია ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­სა და მხარ­და­ჭე­რა­ში", - აცხა­დე­ბენ ბან­კში.

შე­გახ­სე­ნებთ, პროკ­რე­დიტ ბან­კი მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ზო­მის სა­წარ­მო­ე­ბის კომ­პლექ­სურ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ბან­კია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც იუ­რი­დი­ულ და ფი­ზი­კურ პი­რებს სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბის ფარ­თო სპექტრს სთა­ვა­ზობს. ბან­კმა სა­ქარ­თვე­ლო­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა 1999 წელს და­ი­წყო და ამ­ჟა­მად ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 55 ფი­ლი­ა­ლი აქვს გახ­სნი­ლი. ბანკს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­რე­ი­ტინ­გო სა­ა­გენ­ტო Fitch ratings-დან მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს BB რე­ი­ტინ­გი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­საძ­ლო რე­ი­ტინ­გია. ბან­კი სა­ერ­თა­შო­რი­სო პროკ­რე­დიტ ჯგუ­ფის წევ­რია, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის, ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კი­სა და აფ­რი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­დი ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე 21 ქვე­ყა­ნა­სა და გერ­მა­ნი­ა­ში.

რა? სად? რა ფა­სად?

გა­ი­გეთ "რა­დიო მარ­კეტ­ში"

ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 10:50 და 11:50 სა­ათ­ზე

რა­დიო "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში - FM 103.9

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"პროკრედიტ ბანკი" გარემოს დაცვასა და მის შენარჩუნებაზე ზრუნვას განაგრძობს

"პროკრედიტ ბანკი" გარემოს დაცვასა და მის შენარჩუნებაზე ზრუნვას განაგრძობს

"პროკრედიტ ბანკის" ინიციატივითა და დაფინანსებით ბოლნისის რაიონის სოფელ დისველში პატარა საზოგადოებრივი სკვერი გაშენდა. როგორც ბანკში ამბობენ, სოფელში მსგავსი ტიპის სკვერი არ არსებობდა. სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართული "პროკრედიტ ბანკის" მარნეულის ფილიალისა და მარკეტინგის განყოფილების თანამშრომლები და ბაღში 40-მდე სახეობის სხვადასხვა სახის მცენარე დაირგო, მათ შორის ვერცხლისფერი ნაძვი, ტირიფი, იასამანი, კავკასიური სოჭი და სხვა. ასევე გაშენდა ვარდების ულამაზესი ხეივანი, რომელიც სოფელში სასიამოვნო, ჩრდილიანი მოსასვენებელი ადგილი იქნება.

"ეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი პატარა სოფლისთვის. ძალიან მიხარია რომ ბავშვებს სკოლასთან ახლოს შესანიშნავი ბაღი ექნებათ, სადაც შეძლებენ თამაშსა და წიგნების კითხვას",- განაცხადა სოფლის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.

შეგახსენებთ, ბანკმა მრავალი ეკოლოგიური პროექტი განახორციელა: დასუფთავდა და მოწესრიგდა საზოგადოებრივი ბაღები, დაირგა ხეები, დაინერგა ახალი ეკო-სესხი, ჩატარდა მრავალი საგანმანათლებლო საღამო. გარდა ამისა, მესამე წელია "პროკრედიტ ბანკი" დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდის უცვლელი პარტნიორია და ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, ლაგოდეხის ნაკრძალში თანამშრომელთა მონაწილეობით სხვადასხვა სახის ეკოლოგიურ ღონისძიებას მართავს.

"საქართველოს საბანკო ბაზარზე მხოლოდ "პროკრედიტ ბანკს" აქვს ეკო ქვეგანყოფილება, რომელსაც არამარტო ბანკის შიდა ენერგოეფექტურობის სისტემის შემუშავება და დანერგვა ევალება, არამედ ადგენს სტანდარტებს ეკო სესხების გასაცემად და ჩართულია ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებასა და მხარდაჭერაში", - აცხადებენ ბანკში.

შეგახსენებთ, პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 55 ფილიალი აქვს გახსნილი. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch ratings-დან მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის განვითარებადი ეკონომიკის მქონე 21 ქვეყანასა და გერმანიაში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ