Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარნეგის ცენტრი - ნუ იქნებით ევროპის იმედად
კარნეგის ცენტრი - ნუ იქნებით ევროპის იმედად

"ნუ იქ­ნე­ბით ევ­რო­პის იმე­დად", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს კარ­ნე­გის ცენ­ტრის მოს­კო­ვის სამ­სა­ხუ­რი სე­სი­ლი დრუ­ე­სა და ლი­ა­ნა ფიქ­სის სტა­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ზე. რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი­დან ხუთ წლის­თა­ვამ­დე, სა­ქარ­თვე­ლო და რუ­სე­თი კვლა­ვაც მთა­ვარ თე­მე­ბად იქ­ცნენ ამ­ჯე­რად პო­ზი­ტი­უ­რი ამ­ბე­ბით – შვიდ­წ­ლი­ა­ნი ბო­ი­კო­ტის შემ­დეგ ქარ­თუ­ლი ღვი­ნო რუ­სე­თის სუ­პერ­მარ­კა­ტე­ბის თა­რო­ებ­ზე გა­მოჩ­ნდა.

"ეს ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი მოვ­ლე­ნა თბი­ლის­ში ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დერ­ში­ფის წყა­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. 2012 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მისი მთავ­რო­ბის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის პრი­ო­რი­ტე­ტად რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა გა­მო­ა­ცხა­და. შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი კი, მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სი-მოს­კოვს შო­რის პირ­და­პი­რი რე­ი­სე­ბის აღ­დგე­ნა და სა­ვი­ზო რე­ჟი­მის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა წლის ბო­ლოს­თვის, პო­ლი­ტი­კუ­რი ავან­სცე­ნი­დან პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ვა­რა­უ­დო გა­დად­გო­მის შემ­დეგ იქ­ნე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი", - აღ­ნიშ­ნა­ვენ სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ ევ­რო­პის­თვის ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბა და რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის კურ­სის შეც­ვლა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რად­გან ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი შე­ეჩ­ვივ­ნენ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­სა და მის პრო­და­სავ­ლურ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას, რო­მე­ლიც მხარს უჭერ­და ევ­რო­კავ­შირ­სა და ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ხარ­ჯზე.

"მი­უ­ხე­და­ვად აფხა­ზეთ­თან და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­თან კონ­ფლიქ­ტის გა­დაჭ­რა­ში ნაკ­ლე­ბი წინსვლი­სა, სა­ქარ­თვე­ლო იქცა ევ­რო­კავ­ში­რის მცდე­ლო­ბის იმე­დად – გარ­და­ექ­მნა აღ­მო­სავ­ლეთ სა­მე­ზობ­ლო სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის ზო­ნად. ამ ფონ­ზე ივა­ნიშ­ვი­ლი ერ­თობ ამო­უც­ნო­ბად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რუ­სეთ­თან სა­ეჭ­ვო კონ­ტაქ­ტე­ბით. ძი­რი­თა­დი კი­თხვა კი კვლავ იგი­ვე რჩე­ბა: შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ყო­ფი­ლი ქვეყ­ნე­ბის­თვის ჰქონ­დეთ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ევ­რო­პას­თან და იმავდრო­უ­ლად რუ­სეთ­თა­ნაც?", - წე­რენ სე­სი­ლი დრუე და ლი­ა­ნა ფიქ­სი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი ასე­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ევ­რო­პამ უნდა აღი­ა­როს, რომ მისი მცდე­ლო­ბა სა­და­ვო ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გამო რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის კონ­ფლიქ­ტის და­რე­გუ­ლი­რე­ბი­სა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ აფერ­ხებს წარ­მა­ტე­ბას.

"კონ­ფლიქ­ტის "ცხე­ლი ფა­ზის" შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო სწრა­ფად და­ეშ­ვა ქვე­ვით ევ­რო­კავ­ში­რის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის დღის წეს­რი­გი­დან. რუ­სეთ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ზე რა­ი­მე ზე­წო­ლას შე­ა­ფერ­ხებს. მაგ­რამ ევ­რო­კავ­ში­რის ჩარ­თუ­ლო­ბის პო­ლი­ტი­კის სამი ძი­რი­თა­დი საყ­რდე­ნი კვლავ რჩე­ბა: საფ­რან­გე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ნი­კო­ლა სარ­კო­ზის შუ­ა­მავ­ლო­ბით მიღ­წე­უ­ლი რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბა; გა­რან­ტია არ იქ­ნას აღი­ა­რე­ბუ­ლი ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა (და სხვა ქვეყ­ნე­ბის დარ­წმუ­ნე­ბა, რომ ასე­ვე მო­იქ­ცნენ); ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია, და­აკ­ვირ­დეს სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბას", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

რო­გორც კარ­ნე­გის ცენ­ტრის ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბა ბუნ­დო­ვა­ნია და ჯე­რაც ნა­ხევ­რად შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი, ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის არა­ღი­ა­რე­ბა კი პა­სი­უ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის აქტი უფრო იყო, თუმ­ცა კონ­ფლიქ­ტის გა­დაჭ­რის პრო­ცეს­ში პო­ზი­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა ვერ იქო­ნია; ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია კი ერ­თგვა­რი "უკბი­ლო ვე­ფხვად" რჩე­ბა, რო­მელ­საც მხო­ლოდ იმის უფ­ლე­ბა აქვს, და­აკ­ვირ­დეს სა­სა­ზღვრო ზოლს სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან და არ შეს­წევს ძალა შე­ა­ჩე­როს ე.წ. სა­ზღვრის გავ­ლე­ბის პრო­ცე­სი.

"ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ევ­რო­კავ­ში­რი მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ახალ პო­ლი­ტი­კურ კურსს რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ევ­რო­პის ინ­ტე­რე­სებ­შიც შე­დის, რო­გორც ეს შტე­ფან ფუ­ლემ თქვა. თუმ­ცა, ევ­რო­პის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი წუ­ხან, რომ შე­საძ­ლოა მე­ო­რე "უკ­რა­ი­ნის სცე­ნა­რი" გან­ვი­თარ­დეს, ანუ სხვა სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, სა­ქარ­თვე­ლომ შე­საძ­ლოა სა­ბო­ლო­ოდ უარი თქვას ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე რუ­სე­თის მიერ ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის დათ­მო­ბის სა­ნაც­ვლოდ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნას სკეპ­ტი­ციზ­მით ხვდე­ბი­ან და ევ­რო­კავ­ში­რი ისევ და ისევ ეძებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­დან იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, რომ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უ­მუ­ჯო­ბე­სე­ბა უარ­ყო­ფი­თად არ აი­სა­ხე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, რო­მელ­საც სა­ვა­რა­უ­დოდ, ნო­ემ­ბერ­ში, ვილ­ნი­უს­ში გა­სა­მართ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის სა­მიტ­ზე მო­ე­წე­რე­ბა ხელი", - წე­რენ სე­სი­ლი დრუე და ლი­ა­ნა ფიქ­სი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი ასე­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ორაზ­რო­ვა­ნი გრძნო­ბე­ბი­სა და გა­ხუ­ნე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის ფონ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო არ უნდა ელო­დეს ევ­რო­პის­გან რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან მხარ­და­ჭე­რას რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გრძელ­ვა­დი­ან ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ა­ში.

"უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, არც ევ­რო­პუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის იმე­დი უნდა ჰქონ­დეთ, რომ აფხა­ზეთ­თან და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­თან კონ­ფლიქტს გა­დაჭ­რი­ან. სა­ქარ­თვე­ლომ ამ გზა­ზე თა­ვი­სით უნდა ია­როს და ამის უფ­ლე­ბა უნდა მი­ე­ცეს", - ნათ­ქვა­მია კარ­ნე­გის ცენ­ტრის სტა­ტი­ა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

კარნეგის ცენტრი - ნუ იქნებით ევროპის იმედად

კარნეგის ცენტრი - ნუ იქნებით ევროპის იმედად

"ნუ იქნებით ევროპის იმედად", - ამ სათაურით აქვეყნებს კარნეგის ცენტრის მოსკოვის სამსახური სესილი დრუესა და ლიანა ფიქსის სტატიას საქართველოზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2008 წლის აგვისტოს ომიდან ხუთ წლისთავამდე, საქართველო და რუსეთი კვლავაც მთავარ თემებად იქცნენ ამჯერად პოზიტიური ამბებით – შვიდწლიანი ბოიკოტის შემდეგ ქართული ღვინო რუსეთის სუპერმარკატების თაროებზე გამოჩნდა.

"ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა თბილისში ახალი პოლიტიკური ლიდერშიფის წყალობით განხორციელდა. 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მისი მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება გამოაცხადა. შემდგომი ნაბიჯები კი, მაგალითად, თბილისი-მოსკოვს შორის პირდაპირი რეისების აღდგენა და სავიზო რეჟიმის შემსუბუქება წლის ბოლოსთვის, პოლიტიკური ავანსცენიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო გადადგომის შემდეგ იქნება მოსალოდნელი", - აღნიშნავენ სტატიის ავტორები.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპისთვის ივანიშვილის გამარჯვება და რუსეთთან ურთიერთობის კურსის შეცვლა მოულოდნელი იყო, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ევროპელი ლიდერები შეეჩვივნენ პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის პროდასავლურ საგარეო პოლიტიკას, რომელიც მხარს უჭერდა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას რუსეთთან ურთიერთობების ხარჯზე.

"მიუხედავად აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტის გადაჭრაში ნაკლები წინსვლისა, საქართველო იქცა ევროკავშირის მცდელობის იმედად – გარდაექმნა აღმოსავლეთ სამეზობლო სტაბილურობისა და დემოკრატიის ზონად. ამ ფონზე ივანიშვილი ერთობ ამოუცნობად გამოიყურება, რუსეთთან საეჭვო კონტაქტებით. ძირითადი კითხვა კი კვლავ იგივე რჩება: შესაძლებელია თუ არა საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნებისთვის ჰქონდეთ კარგი ურთიერთობა ევროპასთან და იმავდროულად რუსეთთანაც?", - წერენ სესილი დრუე და ლიანა ფიქსი.

სტატიის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ევროპამ უნდა აღიაროს, რომ მისი მცდელობა სადავო ტერიტორიების გამო რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის დარეგულირებისა, მხოლოდ და მხოლოდ აფერხებს წარმატებას.

"კონფლიქტის "ცხელი ფაზის" შემდეგ, საქართველო სწრაფად დაეშვა ქვევით ევროკავშირის პრიორიტეტების დღის წესრიგიდან. რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება საქართველოზე რაიმე ზეწოლას შეაფერხებს. მაგრამ ევროკავშირის ჩართულობის პოლიტიკის სამი ძირითადი საყრდენი კვლავ რჩება: საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით მიღწეული რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო შეთანხმება; გარანტია არ იქნას აღიარებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა (და სხვა ქვეყნების დარწმუნება, რომ ასევე მოიქცნენ); ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია პასუხისმგებელია, დააკვირდეს სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას", - ნათქვამია სტატიაში.

როგორც კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რუსეთ-საქართველოს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება ბუნდოვანია და ჯერაც ნახევრად შეუსრულებელი, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის არაღიარება კი პასიური წინააღმდეგობის აქტი უფრო იყო, თუმცა კონფლიქტის გადაჭრის პროცესში პოზიტიური გავლენა ვერ იქონია; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კი ერთგვარი "უკბილო ვეფხვად" რჩება, რომელსაც მხოლოდ იმის უფლება აქვს, დააკვირდეს სასაზღვრო ზოლს საქართველოს მხრიდან და არ შესწევს ძალა შეაჩეროს ე.წ. საზღვრის გავლების პროცესი.

"ოფიციალურად, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ახალ პოლიტიკურ კურსს რუსეთთან მიმართებაში და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება ევროპის ინტერესებშიც შედის, როგორც ეს შტეფან ფულემ თქვა. თუმცა, ევროპის წევრი სახელმწიფოები წუხან, რომ შესაძლოა მეორე "უკრაინის სცენარი" განვითარდეს, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველომ შესაძლოა საბოლოოდ უარი თქვას ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დათმობის სანაცვლოდ. აქედან გამომდინარე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენას სკეპტიციზმით ხვდებიან და ევროკავშირი ისევ და ისევ ეძებს საქართველოს მთავრობიდან იმის მტკიცებულებას, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაუმუჯობესება უარყოფითად არ აისახება ევროკავშირი-საქართველოს მიმდინარე მოლაპარაკებებში ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე, რომელსაც სავარაუდოდ, ნოემბერში, ვილნიუსში გასამართ აღმოსავლეთ ევროპის სამიტზე მოეწერება ხელი", - წერენ სესილი დრუე და ლიანა ფიქსი.

სტატიის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ორაზროვანი გრძნობებისა და გახუნებული ინტერესების ფონზე, საქართველო არ უნდა ელოდეს ევროპისგან რაიმე მნიშვნელოვან მხარდაჭერას რუსეთთან ურთიერთობების გრძელვადიან ნორმალიზაციაში.

"უახლოეს მომავალში სავარაუდოდ, არც ევროპული ინიციატივის იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტს გადაჭრიან. საქართველომ ამ გზაზე თავისით უნდა იაროს და ამის უფლება უნდა მიეცეს", - ნათქვამია კარნეგის ცენტრის სტატიაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა