ჰოლივუდის მსახიობი ამანდა სეიფრიდი კოლეგა ჯასტინ ლონგს ხვდება. ამ დღეებში წყვილი ერთად მივიდა ფილმ "ლავლეისის" პრემიერაზე, რომელშიც ამანდა მთავარ როლს ასრულებს. თვითმხილველთა თქმით, ჯასტინი სეიფრიდს მთელი საღამოს განმავლობაში გვერდიდან არ მოსცილებია.
"ერთად იყვნენ პრემიერის შემდეგ გამართულ წვეულებაზეც Refinery Roof, რესტორნის დაკეტვამდე. მთელი საღამო ცდილობდნენ მყუდრო ადგილი მოეძებნათ და მხოლოდ ორნი დარჩენილიყვნენ", - აცხადებს წყარო გამოცემა New York Post-თან საუბრისას.
წარსულში ამანდა რაიან ფილიპს და დომინიკ კუპერს ხვდებოდა, ხოლო ჯასტინ ლონგს ხანგრძლივი რომანი ჰქონდა დრიუ ბერიმორთან.
მართალია, სეიფრიდი ახალ ფილმში პორნო-ვარსკვლავს განასახიერებს, მაგრამ პირად ცხოვრებაში საკმაოდ თავშეკავებულია. მსახიობს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მამაკაცთან იქამდე არ ექნება ახლო ინტიმური ურთიერთობა, ვიდრე მისდამი სულიერ მიზიდულობას არ იგრძნობს.
მომზადებულია Showbiz Spy-ს მიხედვით.