სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძიძა" მამები
"ძიძა" მამები

"ძიძა" მამა ქარ­თულ ხა­სი­ათს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბის უმე­ტე­სო­ბას მი­აჩ­ნია, რომ შვი­ლის მოვ­ლა მხო­ლოდ დე­დის პრე­რო­გა­ტი­ვაა და გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც კი, ბავ­შვის­თვის სა­ფე­ნის გა­მოც­ვლა ან მისი გა­მოკ­ვე­ბა მა­მის­თვის და­მამ­ცი­რე­ბე­ლია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა ასე არ ფიქ­რობს. ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­შიც არ­სე­ბო­ბენ ისე­თი მზრუნ­ვე­ლი მა­მე­ბი, რომ­ლებ­საც სა­კუ­თარ შვი­ლებ­ზე, დე­და­ზე მეტი ამა­გი მი­უ­ძღვით. მარ­თა­ლია, ეს ხან ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია და ხა­ნაც - იძუ­ლე­ბი­თი, მაგ­რამ შვი­ლებს მა­ინც კარ­გად პატ­რო­ნო­ბენ.

ჩემი რეს­პონ­დენ­ტე­ბის ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი კი იმა­ში გა­მოვ­ლინ­და, რომ ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლის­გან თავი შე­ი­კა­ვეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა ახ­ლო­ბელ­მა იცის მათი ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, მა­ინც - რას იტყვის ხალ­ხიო?!

რეზო:

- როცა დავ­ქორ­წინ­დით, 21 წლის გახ­ლდით, ჩემი მე­უღ­ლე კი - 15-ის. შე­უღ­ლე­ბამ­დე სულ რამ­დენ­ჯერ­მე ვნა­ხეთ ერ­თმა­ნე­თი. ლიკა საკ­მა­ოდ ლა­მა­ზი და ეფექ­ტუ­რი გოგო იყო. პირ­ვე­ლი ნახ­ვის­თა­ნა­ვე მო­მე­წო­ნა. სკო­ლის მოს­წავ­ლის გა­თხო­ვე­ბა­ზე და­თან­ხმე­ბას რა უნ­დო­და?! ორ კვი­რა­ში და­ვარ­წმუ­ნე, რომ ჩემი ცოლი უნდა გამ­ხდა­რი­ყო და გა­ვი­პა­რეთ. და­თუ­ნა ზუს­ტად 9 თვე­ში შეგ­ვე­ძი­ნა და ერთი კი არა, ორი ბავ­შვი მყავ­და მო­სავ­ლე­ლი, რად­გან ლი­კას შვი­ლის მოვ­ლა თო­ჯი­ნე­ბით თა­მა­ში ეგო­ნა. ჩემი მშობ­ლე­ბი რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობ­დნენ, ლი­კას მშობ­ლებს კი ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავ­დათ და ჩვენს და­სახ­მა­რებ­ლად არა­ვის ეცა­ლა.

- ცოლ-შვილს თუ "ზრდი­დით", თქვენს გა­მოკ­ვე­ბა­ზე ვინ ზრუ­ნავ­და?

- უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მეც არ მქონ­და. გა­უ­თხო­ვარ­მა მა­მი­დამ თბი­ლის­ში ბინა და­მი­ტო­ვა. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, რომ აქ ცხოვ­რე­ბა უფრო გა­მი­ად­ვილ­დე­ბო­და და მეც რა­ი­ო­ნი­დან ჩა­მოვ­ბარ­გდი. ხე­ლო­ბა მე­ხერ­ხე­ბო­და. ერთ ახ­ლო­ბელს შე­ვუ­ამ­ხა­ნაგ­დი და ბი­ნე­ბის რე­მონტს ვა­კე­თებ­დით. და­თუ­ნა რომ გაჩ­ნდა, ცოტა ხანს მუ­შა­ო­ბა შევ­წყვი­ტე, რათა შინ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ჩემი მშობ­ლე­ბი რა­ი­ო­ნი­დან პრო­დუქტს გვიგ­ზავ­ნიდ­ნენ, ლი­კას მშობ­ლე­ბიც მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­დნენ ჩვენს დახ­მა­რე­ბას და მშივ­რე­ბი არ ვყო­ფილ­ვართ. ბავ­შვი სამი თვის რომ გახ­და, სა­მუ­შა­ოს კვლავ და­ვუბ­რუნ­დი, თუმ­ცა ბავ­შვზე ისე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, სა­ათ­ში ერთხელ ვუ­რე­კავ­დი ლი­კას და ვა­მოწ­მებ­დი, თა­ვის დრო­ზე თუ და­ა­ძი­ნა, თუ აჭა­მა ან გა­მო­უც­ვა­ლა. იმ დრო­ის­თვის ლი­კას პამ­პერ­სის გა­მოც­ვლა უკვე ნას­წავ­ლი ჰქონ­და. თუმ­ცა, მა­ინც სულ მე­ში­ნო­და, ყუ­რა­დღე­ბა არ გაჰ­ფან­ტო­და და ბავ­შვს არა­ფე­რი და­მარ­თო­და. მერე ცხოვ­რე­ბა აი­რია. რე­მონ­ტის კი არა, საჭ­მლის ფული აღა­რა­ვის ჰქონ­და. ამი­ტომ ძი­რი­თა­დად, სახ­ლში მიხ­დე­ბო­და ყოფ­ნა. რა უნდა გვექ­ნა? ლი­კამ და­ი­წყო სამ­სა­ხუ­რის ძებ­ნა და სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ა­ში გამ­ყიდ­ვე­ლად მო­ე­წყო. მარ­თა­ლია, მცი­რე ხელ­ფა­სი ჰქონ­და, მაგ­რამ პუ­რის ფუ­ლად მა­ინც გვყოფ­ნი­და. მე და­თუ­ნას­თან ვი­ყა­ვი და ვუვ­ლი­დი. წიგ­ნებს ვუ­კი­თხავ­დი, ლა­პა­რაკს ვას­წავ­ლი­დი. მისი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის მომსწრეც მე ვი­ყა­ვი და პირ­ვე­ლი სი­ტყვე­ბი­საც.

დე­და­მი­სი ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში სამ­სა­ხურ­ში იყო და ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი არ უნა­ხავს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ლი­კამ ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ა­ში იშო­ვა სამ­სა­ხუ­რი და უკე­თე­სი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­და. ამ დროს მეც გა­მო­მიჩ­ნდა სა­მუ­შაო: ერთ-ერთ პა­ტა­რა ფირ­მა­ში კუ­რი­ე­რო­ბას მთა­ვა­ზობ­დნენ. ხელ­ფა­სი დიდი არ იყო, მაგ­რამ შე­მო­სა­ვა­ლი ხომ მა­ინც ერ­ქვა?! ბევ­რი ვიმ­სჯე­ლეთ მე და ლი­კამ, თუ ვინ მო­უვ­ლი­და ბავ­შვს. ჩემ­თან ყოფ­ნას ისე იყო შეჩ­ვე­უ­ლი, სა­ბავ­შვო ბაღ­ში არაფ­რით გა­ჩერ­და. ერთი კვი­რა ვა­ტა­რეთ და ყო­ველ სა­ღა­მოს ტი­რი­ლის­გან თვა­ლებ­და­სი­ვე­ბუ­ლი მოგ­ვყავ­და იქი­დან. ლი­კამ კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი თქვა შინ დაჯ­დო­მა­ზე, - ჩემი მო­წო­დე­ბა მუ­შა­ო­ბა­აო, გა­მო­ა­ცხა­და. ისე­დაც, ბავ­შვს ჩემ­თან ყოფ­ნა უფრო მოს­წონ­და. ამი­ტომ მას­თან ისევ მე დავ­რჩი. და­თუ­ნა რომ წა­მო­ი­ზარ­და, უკვე ისე ვი­ყა­ვით ამ მდგო­მა­რე­ო­ბას მიჩ­ვე­უ­ლე­ბი, სამ­სა­ხუ­რი აღარც მი­ძებ­ნია. ბავ­შვი სკო­ლა­შიც მე წა­ვიყ­ვა­ნე, ვა­მე­ცა­დი­ნებ­დი, ვა­სე­ირ­ნებ­დი... მოკ­ლედ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი "დედა" ვი­ყა­ვი, ოღონდ მა­მის "ტყავ­ში". და­თუ­ნა რომ 9 წლის იყო, ლი­კუ­ნამ გა­და­წყვი­ტა, - სა­ზღვარ­გა­რეთ თუ წა­ვალ, იქი­დან უკე­თე­სად შე­გი­ნა­ხავ­თო. წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­მი­წე­ვია და იტა­ლი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა. ახ­ლაც იქ არის. სა­ბუ­თე­ბი ვერ გა­ა­კე­თა და აქამ­დე ვერ ჩა­მო­ვი­და. 5 წე­ლია, და­თუ­ნას დედა არ უნა­ხავს. სამ­წუ­ხა­როდ, უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ მგო­ნი, აღარც ენატ­რე­ბა. შე­ეჩ­ვია მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბას და დე­დას მხო­ლოდ მა­შინ ახ­სე­ნებს, თუ რა­ი­მე ნივ­თის ყიდ­ვა სურს.

- მა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ თქვენს ლი­კუ­ნას შვი­ლი უყ­ვარს?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია! თვი­თონ გა­ა­ჩი­ნა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, შვი­ლი არ უყ­ვარ­დეს?! პა­ტა­რა იყო და რო­გორც და-ძმა, ისე გა­ი­ზარ­დნენ, თო­რემ რად­გან არ უვ­ლი­და, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ არ უყ­ვარს. ალ­ბათ იშ­ვი­ა­თია მამა, რო­მე­ლიც შვილ­ზე ჩემ­სა­ვით ზრუ­ნავს. ვინც ბავ­შვს პამ­პერსს არ უც­ვლის, იმ მა­მას შვი­ლი არ უყ­ვარს? ასე­ვეა, ლი­კუ­ნას შემ­თხვე­ვა­შიც...

შემ­დე­გი "ძიძა" მამა ინ­ტერ­ვი­უ­ზე სა­ერ­თოდ არ დამ­თან­ხმდა, სა­მა­გი­ე­როდ, ჩემ­თან სა­უ­ბარ­ზე უარი არ უთ­ქვამს მის დას... კა­კის­თვის ბავ­შვის მოვ­ლა არა­ვის და­უ­ვა­ლე­ბია, მაგ­რამ თა­ვად სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნევს, რომ შვილ­ზე იზ­რუ­ნოს...

ირა:

- ჩემი ძმა, კაკი 3 წე­ლია, რაც და­ქორ­წინ­და. მა­ნამ­დე, ერთ-ერთ ოჯახ­ში მძღო­ლად მუ­შა­ობ­და. მისი ცოლი შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი­და­ნაა. ქორ­წი­ლიც ცო­ლის მშობ­ლებ­მა გა­და­უ­ხა­დეს და სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­შიც მათ გა­უშ­ვეს პა­რიზ­ში. არ იფიქ­როთ, თით­ქოს კა­კიმ ეკა ფუ­ლის გამო მო­იყ­ვა­ნა ცო­ლად, მათ მარ­თლა უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი. უბ­რა­ლოდ, შე­უღ­ლე­ბის შემ­დეგ ჩემი რძლის ოჯახ­მა კა­კის მძღო­ლო­ბა იუ­კად­რი­სა და სამ­სა­ხუ­რის­თვის თავი და­ა­ნე­ბე­ბი­ნეს. ეს არც ჩემს ძმას გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია, რად­გან ცო­ლის ძვი­რად ღი­რე­ბულ მან­ქა­ნა­ზე დაჯ­და, სა­ცხოვ­რებ­ლა­დაც მის სა­მო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში გა­და­ბარ­გდა და თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და. მის მო­ვა­ლე­ო­ბა­ში დი­ლით ეკას სამ­სა­ხურ­ში მიყ­ვა­ნა და მერე ბა­ზარ­ში გავ­ლა შე­დი­ო­და. მარ­თა­ლია, სა­დილს დამ­ხმა­რე ქალი აკე­თებ­და, მაგ­რამ "დი­ა­სახ­ლი­სი" ფაქ­ტობ­რი­ვად, კაკი გახ­და. ოჯახს ფი­ნან­სუ­რად ეკა და მისი მშობ­ლე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ. ჩემი რძა­ლი მალე და­ორ­სულ­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მუ­ცე­ლი მო­ე­შა­ლა, რის შემ­დე­გაც ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბა დას­ჭირ­და. მერე კვლავ და­ორ­სულ­და, მაგ­რამ ისე­თი მძი­მე ფეხ­მძი­მო­ბა ჰქონ­და, მთე­ლი 9 თვე იწვა. ალ­ბათ კა­კის­ნა­ი­რი ქმა­რი ყვე­ლამ უნდა ინატ­როს, რად­გან ისე უვ­ლი­და მწო­ლი­ა­რე ცოლს, ექთა­ნის აყ­ვა­ნა არც დას­ჭირ­ვე­ბი­ათ. არა­და, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე ეს ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებ­და. ცოლი კარ­გია, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, კაც­მა ოჯახ­ში ქა­ლის ფუნ­ქცი­ე­ბი არ უნდა შე­ი­თავ­სოს. საჭ­მე­ლი ეკას­თვის ლო­გინ­ში მიჰ­ქონ­და, თა­ვი­სი ხე­ლით აჭ­მევ­და და სა­პირ­ფა­რე­შო­შიც გაჰ­ყავ­და. ამის გამო, კა­კის ხში­რად ვსაყ­ვე­დუ­რობ­დი, ზოგ­ჯერ დავ­ცი­ნო­დი კი­დეც, მაგ­რამ სა­ერ­თოდ არ მის­მენ­და.

მერე პა­ტა­რა ელე­ნე შე­ე­ძი­ნათ. მარ­თლაც, ულა­მა­ზე­სი ძმის­შვი­ლი მყავს, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია, მაგ­რამ გა­ვოც­დი, როცა შე­ვი­ტყვე, რომ ბავ­შვის მოვ­ლა სა­კუ­თარ თავ­ზე კა­კიმ აიღო. ვიდ­რე ეკას დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და, შინ იყო, მაგ­რამ ამ­ბობ­და, ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ქალი თავს უნდა გა­უფრ­თხილ­დე­სო და ბავ­შვის მოვ­ლით თავს არ იწუ­ხებ­და. ელე­ნეს და­ბა­დე­ბის შემ­დეგ, ეკას დედა სა­ცხოვ­რებ­ლად ცოტა ხნით მათ­თან კი გა­და­ვი­და, მაგ­რამ რამ­დენ­ჯე­რაც ბავ­შვის სა­ნა­ხა­ვად მი­ვე­დი, მას სულ მა­მა­მი­სის მუ­ცელ­ზე ეძი­ნა. ვერც დედა და ვერც ბე­ბია ვერ აძი­ნე­ბენ, მხო­ლოდ ჩემ­თან იძი­ნებ­სო, - უხა­რია კა­კის. ელე­ნეს ისე დაჰ­ფო­ფი­ნებს, აფ­თი­აქ­ში უამ­რა­ვი ბა­ქი­ლი და პირ­ბა­დე შე­უ­ძე­ნია და სტუ­მარს შინ ისე არ შე­უშ­ვებს, თუ ამ ატ­რი­ბუ­ტე­ბით არ შე­მო­სავს. ბავ­შვი პა­ტა­რაა და რა ვიცი, რო­მელ ვირუსს მო­უ­ტან­თო?! - ამ­ბობს ხოლ­მე. ამა­ზეც შე­ნიშ­ვნა მი­ვე­ცი, - ბავ­შვს აქ დე­დაც ჰყავს და ბე­ბი­აც, რა სა­ჭი­როა, შენ რომ დე­და­სა­ვით უვლი, რო­მე­ლი მამა იქ­ცე­ვა ასე-მეთ­ქი?! არაფ­რის გა­გო­ნე­ბა არ უნდა: შენ რომ გე­ყო­ლე­ბა შვი­ლი, შენს ქმარს ახ­ლოს ნუ მი­ა­კა­რებ, ჩემს შვილს კი მე მო­ვუვ­ლიო!

- ეკას ბავ­შვის აღ­ზრდა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ სურს?

- არა მგო­ნია. ვერ ვი­ტყვი, - ბავ­შვი არ უყ­ვარს-მეთ­ქი. ელე­ნე ისე­თი ლა­მა­ზი და საყ­ვა­რე­ლია, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ვინ­მეს არ უყ­ვარ­დეს, მაგ­რამ თუ გა­მო­საც­ვლე­ლი აქვს ან ჭამა უწევს, ეკა დე­და­მისს ეძა­ხის, მაგ­რამ კაკი მას­ზე წინ გარ­ბის და ბავ­შვზე ზრუნ­ვას იწყებს. ამის გამო, სი­დედრთან შე­კა­მა­თე­ბაც კი მო­უ­ვი­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მა­თაც არ მოს­წონთ, რომ ჩემს ძმა­ში დე­დუ­რი ინ­სტინ­ქტი უფრო მე­ტად არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე - კა­ცუ­რი. იმის ნაც­ვლად, რომ სამ­სა­ხუ­რი მო­ძებ­ნოს, დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ეკა კვლავ სამ­სა­ხურ­ში გა­უშ­ვა (ბან­კში მუ­შა­ობს), სი­დედ­რსაც დე­ლი­კა­ტუ­რად სთხო­ვა, - შენს ოჯახს და­უბ­რუნ­დი, ბავ­შვს მე მივ­ხე­და­ვო და გა­და­სა­რევ ძი­ძად გა­და­იქ­ცა.

- ახლა ბავ­შვს მარ­ტო უვ­ლის?

- არა. ეკამ ძიძა და­ი­ქი­რა­ვა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს აკე­თებს, რად­გან ბავ­შვზე ზრუნ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას კაკი არ აძ­ლევს. სხვა­თა შო­რის, 3 მარტს, დე­დის დღეს მათ­თან დავ­რე­კე. ყურ­მი­ლი ჩემ­მა რძალ­მა აიღო. ვუ­თხა­რი: ჩემს ძმას და­უ­ძა­ხე, დე­დის დღე უნდა მი­ვუ­ლო­ცო-მეთ­ქი. გა­ი­ცი­ნა და და­უ­ძა­ხა. მეც მი­ვუ­ლო­ცე. კა­კიმ ეს იუ­მო­რით მი­ი­ღო და მად­ლო­ბაც გა­და­მი­ხა­და. არ ვიცი, მო­მა­ვალ­ში რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა მათი ოჯა­ხუ­რი იდი­ლია. იმე­დია, ელე­ნე რომ წა­მო­იზ­რდე­ბა და ბაღ­ში წავა, კა­კიც შე­იც­ვლის ცხოვ­რე­ბის წესს...

ალ­ბათ არ შე­იძ­ლე­ბა, სუ­ბი­ექ­ტუ­რი ვიყო, მაგ­რამ მე­სა­მე "ძიძა" მამა პირ­ვე­ლი ორის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა. ინ­ტერ­ვი­უ­ზე მა­ნაც კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი თქვა, თუმ­ცა მის მე­უღ­ლეს სუ­ლაც არ ერი­დე­ბა აღი­ა­როს, რომ კარ­გი ქმა­რი ჰყავს, რო­მე­ლიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ძი­ძაც აღ­მოჩ­ნდა...

მაია:

- მე და ლა­შას ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი, მაგ­რამ ყვე­ლა ახ­ლო­ბე­ლი ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, რად­გან ლაშა არ მუ­შა­ობ­და. გარ­და ამი­სა, ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­ში თა­მა­შობ­და. ბინა, რო­მელ­შიც ის და მა­მა­მი­სი ცხოვ­რობ­დნენ, გა­ყი­დეს, რათა გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლიყ­ვნენ და სხვა უბან­ში გა­და­სუ­ლიყ­ვნენ. ვიდ­რე რა­მეს მო­ძებ­ნიდ­ნენ, ლა­შამ იმ ფუ­ლის ნა­ხე­ვა­რი ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­ში წა­ა­გო, მე­ო­რე ნა­ხევ­რით კი ბინა და­ი­გი­რა­ვეს და დღემ­დე იმ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობთ.

- რო­გორ და­ქორ­წინ­დით?

- ჩემი მშობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გამო, გა­ვი­პა­რეთ, თუმ­ცა ჩე­მე­ბი მა­ლე­ვე შე­მი­რიგ­დნენ და მა­ტე­რი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბა­საც გვი­წევ­დნენ. ლა­შას მამა მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ მისი შე­მო­სა­ვა­ლი ჩვენს ოჯახს არ ჰყოფ­ნი­და. თან, სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი და სწავ­ლის სა­ფა­სუ­რიც გა­და­სახ­დე­ლი იყო! ვერ ვი­ტყვი, რომ ლაშა ჩვენს მდგო­მა­რე­ო­ბას არ გა­ნიც­დი­და. რამ­დენ­ჯერ­მე მა­მა­მის­თან, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვას მის­მა ორ­გა­ნიზ­მმა ვერ გა­უძ­ლო: რა­საც ხელ­ფა­სის სა­ხით აი­ღებ­და, მის­სა­ვე მკურ­ნა­ლო­ბას ხმარ­დე­ბო­და. ამი­ტომ სამ­სა­ხურს თავი და­ა­ნე­ბა. გა­თხო­ვე­ბი­დან ცოტა ხან­ში და­ვორ­სულ­დი. თან ვსწავ­ლობ­დი, თან ოჯახს ვუვ­ლი­დი. ლა­შას ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო დეპ­რე­სია რომ შე­მო­აწ­ვე­ბო­და, ჩემი ოქ­როს სამ­კა­უ­ლი ლომ­ბარ­დში მიჰ­ქონ­და და აღე­ბულ ფულს ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­ში ფლან­გავ­და. ამის გამო, ხში­რად ვჩხუ­ბობ­დით. მერე მა­რი­ა­მიც გაჩ­ნდა. მარ­თა­ლია, ლაშა ბავ­შვის მოვ­ლა­ში ისე მეხ­მა­რე­ბო­და, რომ სხვა არა­ნა­ი­რი დამ­ხმა­რე არ მჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ რამ­დენ­ჯერ­მე კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის ფული ძლივს, ვა­ლით რომ შეგ­ვი­კო­წი­წე­ბია, ვი­თომ გა­და­სახ­დე­ლად წა­სუ­ლი ამ ფულ­საც ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­ში დებ­და. ის პე­რი­ო­დი მარ­თლაც მძი­მე იყო ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

- რო­გორ გა­მოხ­ვე­დით ამ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბი­დან?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­მა­კა­ცის­თვის უფრო რთუ­ლია სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა, ვიდ­რე - ქა­ლის­თვის. ლა­შას მა­მა­მაც და­კარ­გა სამ­სა­ხუ­რი და სა­ცხოვ­რებ­ლად სო­ფელ­ში გა­და­ბარ­გდა. ყვე­ლა ახ­ლო­ბელ­სა თუ მე­გო­ბარს ვთხოვ­დი: იქ­ნებ სად­მე და­მა­საქ­მოთ-მეთ­ქი. ბევ­რი და­პი­რე­ბაც მი­ვი­ღე, მაგ­რამ საკ­მა­ოდ გვი­ან და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. მა­შინ მა­რი­ა­მი უკვე ერთ წელ­ზე მეტი ხნის იყო. ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში კონ­სულ­ტან­ტად მო­ვე­წყვე. ვერ ვი­ტყვი, რომ მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი მაქვს, მაგ­რამ რა შე­და­რე­ბაა - ჩვენს ოჯახს ეს თან­ხაც ძა­ლი­ან წა­ად­გა. ის მა­ინც არ მქონ­და სა­ნერ­ვი­უ­ლო, რომ ბავ­შვი მში­ე­რი მე­ყო­ლე­ბო­და... არ­ჩე­ვა­ნი არ გვქონ­და: ჩემი მშობ­ლე­ბი და­სავ­ლეთ­ში ცხოვ­რო­ბენ, ლა­შას დედა არ ჰყავს, ამი­ტომ, თუ მე სამ­სა­ხურ­ში ვივ­ლი­დი, ბავ­შვის­თვის ლა­შას უნდა მო­ევ­ლო. უპ­რობ­ლე­მოდ დამ­თან­ხმდა. სხვა­თა შო­რის, ერთი წუ­თი­თაც არ მი­ნერ­ვი­უ­ლია, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ბავ­შვს სა­კუ­თარ თავ­ზე კარ­გად მი­ხე­დავ­და. ასეც მოხ­და. ყო­ველ სა­ღა­მოს, შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, ბედ­ნი­ერ მა­რი­ამს ვხე­დავ­დი. ძა­ლი­ან მოს­წონ­და მა­მას­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი. ახ­ლაც, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ მა­რი­ამ­მა ჩემ­თან და­ი­ძი­ნოს. აუ­ცი­ლებ­ლად მა­მი­კომ უნდა და­ა­ძი­ნოს. ჩემ­ზე მე­ტად მამა უყ­ვარს.

- ლაშა აზარ­ტულ თა­მა­შებს შე­ეშ­ვა?

- სხვა რა გზა ჰქონ­და?! ისე­თი და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა, რომ ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­ში შვილ­თან ერ­თად ევლო. იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, შინ ბავ­შვთან მჯდა­რი­ყო. გა­მო­სა­ვა­ლი მო­ძებ­ნა და ინ­ტერ­ნეტ­ში, "პო­კე­რის" ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამას სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და და შე­სა­ბა­მი­სად, ამ თა­მაშ­ში ბავ­შვიც გა­ერ­კვა. ერთხე­ლაც (მა­შინ მა­რი­ა­მი 2 წლის იყო), ლაშა ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, "პო­კე­რის" ტურ­ნირს თა­მა­შობ­და. ბავ­შვმა წყა­ლი სთხო­ვა. ლაშა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­ვი­და, ამ დროს კარ­ტი და­რიგ­და. დრომ წი­კწი­კი რომ და­ი­წყო, მა­რი­ამ­მა და­უ­ძა­ხა, - მამა, ჩქა­რა მოდი, ხუ­თი­ა­ნი მო­გი­ვი­და და წა­ა­გეო. ამ ამ­ბავს დღემ­დე დიდი ხა­ლი­სით ვიხ­სე­ნებთ.

- ახლა რა მდგო­მა­რე­ო­ბაა თქვენს ოჯახ­ში?

- ახლა უკე­თე­სად ვართ. ახ­ლობ­ლის დახ­მა­რე­ბით, ლა­შამ პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყო. მე კვლავ იმ მა­ღა­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ. მა­რი­ა­მი უკვე 3 წლის არის და სა­ბავ­შვო ბაღ­ში და­დის. ახლა, ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში სო­ფელ­ში, ჩემს მშობ­ლებ­თა­ნაა და მე და მა­მა­მისს სულ გვე­ნატ­რე­ბა. ისიც გა­ნიც­დის უჩ­ვე­ნოდ ყოფ­ნას, მაგ­რამ რა ვქნათ, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის. ნამ­დვი­ლად, ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ ლაშა ჩემი მე­უღ­ლეა. სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­შიც ყო­ველ­თვის მეხ­მა­რე­ბო­და. საჭ­მე­ლიც არა­ერ­თხელ მო­უმ­ზა­დე­ბია ჩემ­თვის და გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ჭურ­ჭე­ლიც და­უ­რე­ცხავს. მარ­თა­ლია, უნაკ­ლო არ არის, მაგ­რამ მარ­თლა კარ­გი "ძიძა" და მე­ო­ჯა­ხე ქმა­რი აღ­მოჩ­ნდა. მა­რი­ა­მი მას ყვე­ლა­ფერს უჯე­რებს, მისი ხათ­რი აქვს და თან, აკონ­ტრო­ლებს კი­დეც: რო­გორც კი ლა­შას ხელ­ში ლუ­დის ბოთლს შე­ნიშ­ნავს, მა­შინ­ვე მივა და ეტყვის, - მამა, შენ­თვის ლუდი არ შე­იძ­ლე­ბა, ცუ­დად გახ­დე­ბიო...

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ძიძა" მამები

"ძიძა" მამები

"ძიძა" მამა ქართულ ხასიათს არ შეესაბამება. ქართველი მამაკაცების უმეტესობას მიაჩნია, რომ შვილის მოვლა მხოლოდ დედის პრეროგატივაა და გამოუვალ მდგომარეობაშიც კი, ბავშვისთვის საფენის გამოცვლა ან მისი გამოკვება მამისთვის დამამცირებელია. საბედნიეროდ, ყველა ასე არ ფიქრობს. ქართულ რეალობაშიც არსებობენ ისეთი მზრუნველი მამები, რომლებსაც საკუთარ შვილებზე, დედაზე მეტი ამაგი მიუძღვით. მართალია, ეს ხან ნებაყოფლობითია და ხანაც - იძულებითი, მაგრამ შვილებს მაინც კარგად პატრონობენ.

ჩემი რესპონდენტების ქართული ხასიათი კი იმაში გამოვლინდა, რომ ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ახლობელმა იცის მათი ოჯახური მდგომარეობა, მაინც - რას იტყვის ხალხიო?!

რეზო:

- როცა დავქორწინდით, 21 წლის გახლდით, ჩემი მეუღლე კი - 15-ის. შეუღლებამდე სულ რამდენჯერმე ვნახეთ ერთმანეთი. ლიკა საკმაოდ ლამაზი და ეფექტური გოგო იყო. პირველი ნახვისთანავე მომეწონა. სკოლის მოსწავლის გათხოვებაზე დათანხმებას რა უნდოდა?! ორ კვირაში დავარწმუნე, რომ ჩემი ცოლი უნდა გამხდარიყო და გავიპარეთ. დათუნა ზუსტად 9 თვეში შეგვეძინა და ერთი კი არა, ორი ბავშვი მყავდა მოსავლელი, რადგან ლიკას შვილის მოვლა თოჯინებით თამაში ეგონა. ჩემი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ, ლიკას მშობლებს კი ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდათ და ჩვენს დასახმარებლად არავის ეცალა.

- ცოლ-შვილს თუ "ზრდიდით", თქვენს გამოკვებაზე ვინ ზრუნავდა?

- უმაღლესი განათლება მეც არ მქონდა. გაუთხოვარმა მამიდამ თბილისში ბინა დამიტოვა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ აქ ცხოვრება უფრო გამიადვილდებოდა და მეც რაიონიდან ჩამოვბარგდი. ხელობა მეხერხებოდა. ერთ ახლობელს შევუამხანაგდი და ბინების რემონტს ვაკეთებდით. დათუნა რომ გაჩნდა, ცოტა ხანს მუშაობა შევწყვიტე, რათა შინ ვყოფილიყავი. ჩემი მშობლები რაიონიდან პროდუქტს გვიგზავნიდნენ, ლიკას მშობლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ ჩვენს დახმარებას და მშივრები არ ვყოფილვართ. ბავშვი სამი თვის რომ გახდა, სამუშაოს კვლავ დავუბრუნდი, თუმცა ბავშვზე ისე ვნერვიულობდი, საათში ერთხელ ვურეკავდი ლიკას და ვამოწმებდი, თავის დროზე თუ დააძინა, თუ აჭამა ან გამოუცვალა. იმ დროისთვის ლიკას პამპერსის გამოცვლა უკვე ნასწავლი ჰქონდა. თუმცა, მაინც სულ მეშინოდა, ყურადღება არ გაჰფანტოდა და ბავშვს არაფერი დამართოდა. მერე ცხოვრება აირია. რემონტის კი არა, საჭმლის ფული აღარავის ჰქონდა. ამიტომ ძირითადად, სახლში მიხდებოდა ყოფნა. რა უნდა გვექნა? ლიკამ დაიწყო სამსახურის ძებნა და სურსათის მაღაზიაში გამყიდველად მოეწყო. მართალია, მცირე ხელფასი ჰქონდა, მაგრამ პურის ფულად მაინც გვყოფნიდა. მე დათუნასთან ვიყავი და ვუვლიდი. წიგნებს ვუკითხავდი, ლაპარაკს ვასწავლიდი. მისი პირველი ნაბიჯების მომსწრეც მე ვიყავი და პირველი სიტყვებისაც.

დედამისი ორივე შემთხვევაში სამსახურში იყო და ეს მნიშვნელოვანი მოვლენები არ უნახავს. მოგვიანებით ლიკამ ტანსაცმლის მაღაზიაში იშოვა სამსახური და უკეთესი შემოსავალი ჰქონდა. ამ დროს მეც გამომიჩნდა სამუშაო: ერთ-ერთ პატარა ფირმაში კურიერობას მთავაზობდნენ. ხელფასი დიდი არ იყო, მაგრამ შემოსავალი ხომ მაინც ერქვა?! ბევრი ვიმსჯელეთ მე და ლიკამ, თუ ვინ მოუვლიდა ბავშვს. ჩემთან ყოფნას ისე იყო შეჩვეული, საბავშვო ბაღში არაფრით გაჩერდა. ერთი კვირა ვატარეთ და ყოველ საღამოს ტირილისგან თვალებდასივებული მოგვყავდა იქიდან. ლიკამ კატეგორიული უარი თქვა შინ დაჯდომაზე, - ჩემი მოწოდება მუშაობააო, გამოაცხადა. ისედაც, ბავშვს ჩემთან ყოფნა უფრო მოსწონდა. ამიტომ მასთან ისევ მე დავრჩი. დათუნა რომ წამოიზარდა, უკვე ისე ვიყავით ამ მდგომარეობას მიჩვეულები, სამსახური აღარც მიძებნია. ბავშვი სკოლაშიც მე წავიყვანე, ვამეცადინებდი, ვასეირნებდი... მოკლედ, ჩვეულებრივი "დედა" ვიყავი, ოღონდ მამის "ტყავში". დათუნა რომ 9 წლის იყო, ლიკუნამ გადაწყვიტა, - საზღვარგარეთ თუ წავალ, იქიდან უკეთესად შეგინახავთო. წინააღმდეგობა არ გამიწევია და იტალიაში გაემგზავრა. ახლაც იქ არის. საბუთები ვერ გააკეთა და აქამდე ვერ ჩამოვიდა. 5 წელია, დათუნას დედა არ უნახავს. სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ მგონი, აღარც ენატრება. შეეჩვია მის გარეშე ცხოვრებას და დედას მხოლოდ მაშინ ახსენებს, თუ რაიმე ნივთის ყიდვა სურს.

- მაპატიეთ, მაგრამ თქვენს ლიკუნას შვილი უყვარს?

- რასაკვირველია! თვითონ გააჩინა და როგორ შეიძლება, შვილი არ უყვარდეს?! პატარა იყო და როგორც და-ძმა, ისე გაიზარდნენ, თორემ რადგან არ უვლიდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უყვარს. ალბათ იშვიათია მამა, რომელიც შვილზე ჩემსავით ზრუნავს. ვინც ბავშვს პამპერსს არ უცვლის, იმ მამას შვილი არ უყვარს? ასევეა, ლიკუნას შემთხვევაშიც...

შემდეგი "ძიძა" მამა ინტერვიუზე საერთოდ არ დამთანხმდა, სამაგიეროდ, ჩემთან საუბარზე უარი არ უთქვამს მის დას... კაკისთვის ბავშვის მოვლა არავის დაუვალებია, მაგრამ თავად საჭიროდ მიიჩნევს, რომ შვილზე იზრუნოს...

ირა:

- ჩემი ძმა, კაკი 3 წელია, რაც დაქორწინდა. მანამდე, ერთ-ერთ ოჯახში მძღოლად მუშაობდა. მისი ცოლი შეძლებული ოჯახიდანაა. ქორწილიც ცოლის მშობლებმა გადაუხადეს და საქორწინო მოგზაურობაშიც მათ გაუშვეს პარიზში. არ იფიქროთ, თითქოს კაკიმ ეკა ფულის გამო მოიყვანა ცოლად, მათ მართლა უყვარდათ ერთმანეთი. უბრალოდ, შეუღლების შემდეგ ჩემი რძლის ოჯახმა კაკის მძღოლობა იუკადრისა და სამსახურისთვის თავი დაანებებინეს. ეს არც ჩემს ძმას გაუპროტესტებია, რადგან ცოლის ძვირად ღირებულ მანქანაზე დაჯდა, საცხოვრებლადაც მის სამოთახიან ბინაში გადაბარგდა და თავს ბედნიერად გრძნობდა. მის მოვალეობაში დილით ეკას სამსახურში მიყვანა და მერე ბაზარში გავლა შედიოდა. მართალია, სადილს დამხმარე ქალი აკეთებდა, მაგრამ "დიასახლისი" ფაქტობრივად, კაკი გახდა. ოჯახს ფინანსურად ეკა და მისი მშობლები უზრუნველყოფდნენ. ჩემი რძალი მალე დაორსულდა, მაგრამ სამწუხაროდ, მუცელი მოეშალა, რის შემდეგაც ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა. მერე კვლავ დაორსულდა, მაგრამ ისეთი მძიმე ფეხმძიმობა ჰქონდა, მთელი 9 თვე იწვა. ალბათ კაკისნაირი ქმარი ყველამ უნდა ინატროს, რადგან ისე უვლიდა მწოლიარე ცოლს, ექთანის აყვანა არც დასჭირვებიათ. არადა, ამის საშუალება ჰქონდათ. სიმართლე გითხრათ, მე ეს ამბავი ძალიან მაღიზიანებდა. ცოლი კარგია, მაგრამ ჩემი აზრით, კაცმა ოჯახში ქალის ფუნქციები არ უნდა შეითავსოს. საჭმელი ეკასთვის ლოგინში მიჰქონდა, თავისი ხელით აჭმევდა და საპირფარეშოშიც გაჰყავდა. ამის გამო, კაკის ხშირად ვსაყვედურობდი, ზოგჯერ დავცინოდი კიდეც, მაგრამ საერთოდ არ მისმენდა.

მერე პატარა ელენე შეეძინათ. მართლაც, ულამაზესი ძმისშვილი მყავს, ძალიან საყვარელია, მაგრამ გავოცდი, როცა შევიტყვე, რომ ბავშვის მოვლა საკუთარ თავზე კაკიმ აიღო. ვიდრე ეკას დეკრეტული შვებულება ჰქონდა, შინ იყო, მაგრამ ამბობდა, ახალნამშობიარები ქალი თავს უნდა გაუფრთხილდესო და ბავშვის მოვლით თავს არ იწუხებდა. ელენეს დაბადების შემდეგ, ეკას დედა საცხოვრებლად ცოტა ხნით მათთან კი გადავიდა, მაგრამ რამდენჯერაც ბავშვის სანახავად მივედი, მას სულ მამამისის მუცელზე ეძინა. ვერც დედა და ვერც ბებია ვერ აძინებენ, მხოლოდ ჩემთან იძინებსო, - უხარია კაკის. ელენეს ისე დაჰფოფინებს, აფთიაქში უამრავი ბაქილი და პირბადე შეუძენია და სტუმარს შინ ისე არ შეუშვებს, თუ ამ ატრიბუტებით არ შემოსავს. ბავშვი პატარაა და რა ვიცი, რომელ ვირუსს მოუტანთო?! - ამბობს ხოლმე. ამაზეც შენიშვნა მივეცი, - ბავშვს აქ დედაც ჰყავს და ბებიაც, რა საჭიროა, შენ რომ დედასავით უვლი, რომელი მამა იქცევა ასე-მეთქი?! არაფრის გაგონება არ უნდა: შენ რომ გეყოლება შვილი, შენს ქმარს ახლოს ნუ მიაკარებ, ჩემს შვილს კი მე მოვუვლიო!

- ეკას ბავშვის აღზრდაში მონაწილეობა არ სურს?

- არა მგონია. ვერ ვიტყვი, - ბავშვი არ უყვარს-მეთქი. ელენე ისეთი ლამაზი და საყვარელია, შეუძლებელია, ვინმეს არ უყვარდეს, მაგრამ თუ გამოსაცვლელი აქვს ან ჭამა უწევს, ეკა დედამისს ეძახის, მაგრამ კაკი მასზე წინ გარბის და ბავშვზე ზრუნვას იწყებს. ამის გამო, სიდედრთან შეკამათებაც კი მოუვიდა. რასაკვირველია, მათაც არ მოსწონთ, რომ ჩემს ძმაში დედური ინსტინქტი უფრო მეტად არის განვითარებული, ვიდრე - კაცური. იმის ნაცვლად, რომ სამსახური მოძებნოს, დეკრეტული შვებულების დამთავრების შემდეგ ეკა კვლავ სამსახურში გაუშვა (ბანკში მუშაობს), სიდედრსაც დელიკატურად სთხოვა, - შენს ოჯახს დაუბრუნდი, ბავშვს მე მივხედავო და გადასარევ ძიძად გადაიქცა.

- ახლა ბავშვს მარტო უვლის?

- არა. ეკამ ძიძა დაიქირავა, რომელიც მხოლოდ საოჯახო საქმეებს აკეთებს, რადგან ბავშვზე ზრუნვის საშუალებას კაკი არ აძლევს. სხვათა შორის, 3 მარტს, დედის დღეს მათთან დავრეკე. ყურმილი ჩემმა რძალმა აიღო. ვუთხარი: ჩემს ძმას დაუძახე, დედის დღე უნდა მივულოცო-მეთქი. გაიცინა და დაუძახა. მეც მივულოცე. კაკიმ ეს იუმორით მიიღო და მადლობაც გადამიხადა. არ ვიცი, მომავალში როგორ გაგრძელდება მათი ოჯახური იდილია. იმედია, ელენე რომ წამოიზრდება და ბაღში წავა, კაკიც შეიცვლის ცხოვრების წესს...

ალბათ არ შეიძლება, სუბიექტური ვიყო, მაგრამ მესამე "ძიძა" მამა პირველი ორისგან რადიკალურად განსხვავდება. ინტერვიუზე მანაც კატეგორიული უარი თქვა, თუმცა მის მეუღლეს სულაც არ ერიდება აღიაროს, რომ კარგი ქმარი ჰყავს, რომელიც არაჩვეულებრივი ძიძაც აღმოჩნდა...

მაია:

- მე და ლაშას ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ყველა ახლობელი ჩვენი ქორწინების წინააღმდეგი იყო, რადგან ლაშა არ მუშაობდა. გარდა ამისა, ტოტალიზატორში თამაშობდა. ბინა, რომელშიც ის და მამამისი ცხოვრობდნენ, გაყიდეს, რათა გაფართოებულიყვნენ და სხვა უბანში გადასულიყვნენ. ვიდრე რამეს მოძებნიდნენ, ლაშამ იმ ფულის ნახევარი ტოტალიზატორში წააგო, მეორე ნახევრით კი ბინა დაიგირავეს და დღემდე იმ ბინაში ვცხოვრობთ.

- როგორ დაქორწინდით?

- ჩემი მშობლების წინააღმდეგობის გამო, გავიპარეთ, თუმცა ჩემები მალევე შემირიგდნენ და მატერიალურ დახმარებასაც გვიწევდნენ. ლაშას მამა მუშაობდა, მაგრამ მისი შემოსავალი ჩვენს ოჯახს არ ჰყოფნიდა. თან, სტუდენტი ვიყავი და სწავლის საფასურიც გადასახდელი იყო! ვერ ვიტყვი, რომ ლაშა ჩვენს მდგომარეობას არ განიცდიდა. რამდენჯერმე მამამისთან, მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა, მაგრამ სამწუხაროდ, ფიზიკურ დატვირთვას მისმა ორგანიზმმა ვერ გაუძლო: რასაც ხელფასის სახით აიღებდა, მისსავე მკურნალობას ხმარდებოდა. ამიტომ სამსახურს თავი დაანება. გათხოვებიდან ცოტა ხანში დავორსულდი. თან ვსწავლობდი, თან ოჯახს ვუვლიდი. ლაშას ჩვენი მდგომარეობის გამო დეპრესია რომ შემოაწვებოდა, ჩემი ოქროს სამკაული ლომბარდში მიჰქონდა და აღებულ ფულს ტოტალიზატორში ფლანგავდა. ამის გამო, ხშირად ვჩხუბობდით. მერე მარიამიც გაჩნდა. მართალია, ლაშა ბავშვის მოვლაში ისე მეხმარებოდა, რომ სხვა არანაირი დამხმარე არ მჭირდებოდა, მაგრამ რამდენჯერმე კომუნალური გადასახადების ფული ძლივს, ვალით რომ შეგვიკოწიწებია, ვითომ გადასახდელად წასული ამ ფულსაც ტოტალიზატორში დებდა. ის პერიოდი მართლაც მძიმე იყო ჩვენს ცხოვრებაში.

- როგორ გამოხვედით ამ მძიმე მდგომარეობიდან?

- მოგეხსენებათ, საქართველოში მამაკაცისთვის უფრო რთულია სამსახურის შოვნა, ვიდრე - ქალისთვის. ლაშას მამამაც დაკარგა სამსახური და საცხოვრებლად სოფელში გადაბარგდა. ყველა ახლობელსა თუ მეგობარს ვთხოვდი: იქნებ სადმე დამასაქმოთ-მეთქი. ბევრი დაპირებაც მივიღე, მაგრამ საკმაოდ გვიან დავიწყე მუშაობა. მაშინ მარიამი უკვე ერთ წელზე მეტი ხნის იყო. ერთ-ერთ მაღაზიაში კონსულტანტად მოვეწყვე. ვერ ვიტყვი, რომ მაღალი ხელფასი მაქვს, მაგრამ რა შედარებაა - ჩვენს ოჯახს ეს თანხაც ძალიან წაადგა. ის მაინც არ მქონდა სანერვიულო, რომ ბავშვი მშიერი მეყოლებოდა... არჩევანი არ გვქონდა: ჩემი მშობლები დასავლეთში ცხოვრობენ, ლაშას დედა არ ჰყავს, ამიტომ, თუ მე სამსახურში ვივლიდი, ბავშვისთვის ლაშას უნდა მოევლო. უპრობლემოდ დამთანხმდა. სხვათა შორის, ერთი წუთითაც არ მინერვიულია, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ბავშვს საკუთარ თავზე კარგად მიხედავდა. ასეც მოხდა. ყოველ საღამოს, შინ დაბრუნებული, ბედნიერ მარიამს ვხედავდი. ძალიან მოსწონდა მამასთან ერთად გატარებული დღეები. ახლაც, გამორიცხულია, რომ მარიამმა ჩემთან დაიძინოს. აუცილებლად მამიკომ უნდა დააძინოს. ჩემზე მეტად მამა უყვარს.

- ლაშა აზარტულ თამაშებს შეეშვა?

- სხვა რა გზა ჰქონდა?! ისეთი დაუფიქრებელი ნამდვილად არ ყოფილა, რომ ტოტალიზატორში შვილთან ერთად ევლო. იძულებული იყო, შინ ბავშვთან მჯდარიყო. გამოსავალი მოძებნა და ინტერნეტში, "პოკერის" ჩემპიონატებში მონაწილეობდა. ამას სისტემატური ხასიათი ჰქონდა და შესაბამისად, ამ თამაშში ბავშვიც გაერკვა. ერთხელაც (მაშინ მარიამი 2 წლის იყო), ლაშა ჩვეულებისამებრ, "პოკერის" ტურნირს თამაშობდა. ბავშვმა წყალი სთხოვა. ლაშა სამზარეულოში გავიდა, ამ დროს კარტი დარიგდა. დრომ წიკწიკი რომ დაიწყო, მარიამმა დაუძახა, - მამა, ჩქარა მოდი, ხუთიანი მოგივიდა და წააგეო. ამ ამბავს დღემდე დიდი ხალისით ვიხსენებთ.

- ახლა რა მდგომარეობაა თქვენს ოჯახში?

- ახლა უკეთესად ვართ. ახლობლის დახმარებით, ლაშამ პატარა ბიზნესი წამოიწყო. მე კვლავ იმ მაღაზიაში ვმუშაობ. მარიამი უკვე 3 წლის არის და საბავშვო ბაღში დადის. ახლა, ზაფხულის პერიოდში სოფელში, ჩემს მშობლებთანაა და მე და მამამისს სულ გვენატრება. ისიც განიცდის უჩვენოდ ყოფნას, მაგრამ რა ვქნათ, სხვა გამოსავალი არ არის. ნამდვილად, ძალიან გამიმართლა, რომ ლაშა ჩემი მეუღლეა. საოჯახო საქმეშიც ყოველთვის მეხმარებოდა. საჭმელიც არაერთხელ მოუმზადებია ჩემთვის და გამოუვალ მდგომარეობაში, ჭურჭელიც დაურეცხავს. მართალია, უნაკლო არ არის, მაგრამ მართლა კარგი "ძიძა" და მეოჯახე ქმარი აღმოჩნდა. მარიამი მას ყველაფერს უჯერებს, მისი ხათრი აქვს და თან, აკონტროლებს კიდეც: როგორც კი ლაშას ხელში ლუდის ბოთლს შენიშნავს, მაშინვე მივა და ეტყვის, - მამა, შენთვის ლუდი არ შეიძლება, ცუდად გახდებიო...

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"პასუხს აგებენ სასამართლოს წინაშე" - რას პასუხობს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თბილისის საკრებულოს დეპუტატს

როგორი იქნება ლაგოდეხში ხის კენწეროების ბილიკი? - მსგავსი რამ მხოლოდ წამყვან პარკებშია(+ფოტო)

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერები საოკუპაციო ხაზისკენ ავტომობილებითა და მოტოციკლებით მიემართებიან