მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში დანის ტარება აკრძალულია
21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში დანის ტარება აკრძალულია

ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია ახალ­გაზ­რდებს შო­რის ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი. თით­ქმის ყვე­ლა ჩვენ­განს გვეს­მის, ქუ­ჩა­ში რო­გორ კა­მა­თო­ბენ ახალ­გაზ­რდე­ბი, რო­გორ იგი­ნე­ბი­ან დე­დის მი­სა­მარ­თით და უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით რო­გორ ლან­ძღა­ვენ ერ­თმა­ნეთს. თუმ­ცა, ხში­რად ამას არ სჯერ­დე­ბი­ან და რაც ყვე­ლა­ზე სა­გან­გა­შოა, უმ­ნიშ­ვნე­ლო კონ­ფლიქ­ტის გამო შე­უძ­ლი­ათ, ხელ­ში დანა აი­ღონ და თა­ნა­ტო­ლი სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტონ. სამ­წუ­ხა­როდ, ამის უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს და ამ­ჯე­რად კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბის ჩა­მოთ­ვლას არ და­ვი­წყებ. ფაქ­ტია, მსგავ­სმა ქუ­ჩურ­მა გარ­ჩე­ვებ­მა და კა­მათ­მა ბევ­რი ახალ­გაზ­რდის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იხ­დის სას­ჯელს ცი­ხე­ში თა­ნა­ტო­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის, სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის­თვის. ბუ­ნებ­რი­ვია, ამით მათი ცხოვ­რე­ბაც ინ­გრე­ვა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი თა­ნამ­შრომ­ლის თქმით, ცივ ია­რაღს ახალ­გაზ­რდე­ბის დიდი ნა­წი­ლი ატა­რებს და ეს კვლავ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. ყო­ველ­დღი­უ­რად ძა­ლო­ვა­ნე­ბი ათო­ბით ადა­მი­ანს აკა­ვე­ბენ და­ნის ტა­რე­ბის­თვის. მათ შო­რის ბევ­რი სკო­ლის მოს­წავ­ლეა და ამის გამო ნა­სა­მარ­თლე­ვის სტა­ტუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი ხდე­ბა.

ახალ­გაზ­რდე­ბის დიდ ნა­წილს რა­ტომ­ღაც ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი ტრა­დი­ცია აქვს. ბევ­რი შე­საძ­ლოა, არც არას­დროს ყო­ფი­ლა კა­ნონ­დარ­ღვე­ვა­ში შემ­ჩნე­უ­ლი, მაგ­რამ ჯი­ბე­ში დანა მა­ინც უდევს. ამ­ბობს - ცივ ია­რაღს ჩემი მე­გო­ბა­რი ატა­რებს და უბ­რა­ლოდ, მეც მინ­დო­და, ეს ნივ­თი მქო­ნო­და, არა­ვის არა­ფერს ვუ­შა­ვე­ბო.

დღეს ინ­ტერ­ნე­ტიც აჭ­რე­ლე­ბუ­ლია რეკ­ლა­მე­ბით და ფირ­მე­ბი მსურ­ვე­ლებს ათა­სა­ნა­ირ და­ნას სთა­ვა­ზო­ბენ. მა­გა­ლი­თად, 30 ლა­რად შე­გიძ­ლია ინ­ტერ­ნე­ტით დანა შე­ი­ძი­ნო. "იდე­ა­ლუ­რი დანა ნა­დი­რო­ბი­სა და ლაშ­ქრო­ბის­თვის. და­ნის პირი დამ­ზა­დე­ბუ­ლია მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, უჟან­გა­ვი ფო­ლა­დის­გან", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში და თან ერ­თვის და­ნის ფოტო. სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად შე­უძ­ლია და­ნის შე­ძე­ნა მსურ­ველს. ძა­ლოვ­ნის თქმით, და­ნის გა­ყიდ­ვი­სას არა­ვინ აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას, მყიდ­ვე­ლი რამ­დე­ნი წლი­საა და არას­რულ­წლოვ­ნე­ბი ამ გზით თა­ვი­სუფ­ლად ახერ­ხე­ბენ და­ნის შე­ძე­ნას.

რაც ყვე­ლა­ზე სა­ყუ­რა­დღე­ბოა, ბევ­რმა თურ­მე არც იცის, რომ და­ნის ტა­რე­ბის­თვის პი­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დგე­ბა. არა­და, გა­სულ წელს ეს სა­კი­თხი დე­პუ­ტატ­მა გიგი წე­რე­თელ­მა წა­მოჭ­რა და მა­შინ მან შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტიც წა­რუდ­გი­ნა პარ­ლა­მენტს. წე­რე­თელ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნა მო­ი­თხო­ვა. ქუ­ჩებ­ში, სტა­დი­ო­ნებ­ზე, სკვე­რებ­ში, პარ­კებ­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, 21 წლის ასაკს მი­უღ­წე­ვე­ლი პი­რის მიერ ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბა კა­ნო­ნით იკ­რძა­ლე­ბა. თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ბევრ ახალ­გაზ­რდას არ აქვს.

ამ დღე­ებ­ში და­ნის ტა­რე­ბის­თვის სრულ­წლო­ვა­ნი ახალ­გაზ­რდაც და­ა­კა­ვეს.

"ჩემი შვი­ლი 20 წლი­საა, ჯარ­ში მსა­ხუ­რობს, სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­სა­ხურ­შია, ხელ­ში ავ­ტო­მა­ტი უჭი­რავს და პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ქუ­ჩა­ში იმის გამო და­ა­კა­ვეს, რომ ჯი­ბე­ში პა­ტა­რა დანა უპო­ვეს. პას­პორ­ტი მოს­თხო­ვეს, ნა­ხეს, 21 წლის არ იყო და საქ­მე აღიძ­რა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ეს ჩემ­თვის აღ­მო­ჩე­ნა იყო. ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დი, და­ნის ტა­რე­ბა სრულ­წლო­ვან ბიჭს რომ არ შე­ეძ­ლო. არც ჩემ­მა შვილ­მა იცო­და, თო­რემ ის კა­ნონს არ და­არ­ღვევ­და. სას­ჯელს ვერ ავ­ცდით. ვი­ნა­ი­დან პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იყო, 500-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა გა­მო­უ­წე­რეს და ერთი თვის ხელ­ფა­სის გა­დახ­დამ მო­უ­წია. ამის შე­სა­ხებ ხალ­ხს ინ­ფორ­მა­ცი­ას რა­ტომ არ აწ­ვდი­ან? რომ მცოდ­ნო­და, ბავ­შვს ვე­ტყო­დი და არ ატა­რებ­და. ვი­ცო­დი, დანა რომ ჰქონ­და. თუმ­ცა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ცუდი საქ­მის­თვის არ გა­მო­ი­ყე­ნებ­და. ეს გა­რე­მო­ე­ბე­ბი არა­ვინ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და ჯა­რი­მა გა­მოგ­ვი­წე­რეს", - მი­თხრა ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ. მან გვა­რის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა. რო­გორც გა­ირ­კვა, პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მელ­მა შემ­თხვე­ვით მის ჯი­ბე­ში დანა შე­ნიშ­ნა და ამი­ტომ გა­ა­ჩე­რა. რო­გორც წესი, პატ­რულს თუ არ აქვს ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, პი­რის ქუ­ჩა­ში ჩხრე­კა არ შე­უძ­ლია. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­თხრა, და­ნის აღ­მო­ჩე­ნა პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს, გან­სა­კუთ­რე­ბით - ზა­ფხულ­ში, რად­გან გა­მო­სა­ჩენ ად­გი­ლას უდევთ ახალ­გაზ­რდებს და­ნე­ბიო.

- არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მიერ ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა და ეს საფრ­თხეს პირ­ველ რიგ­ში მათ უქ­მნის. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ახალ­გაზ­რდა გა­უ­აზ­რებ­ლად იყე­ნებს და­ნას და ხში­რად ეს ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით მთავ­რდე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არას­რულ­წლოვ­ნე­ბის დაც­ვა ამ მავ­ნე ჩვე­ვი­სა­გან და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ასე­თი შე­დე­გე­ბი თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ. ამო­ღე­ბულ და­ნას ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბა და შემ­დეგ დად­გინ­დე­ბა, ის ცივ ია­რაღ­თა კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა თუ - არა. რო­გორც წესი, თით­ქმის ყვე­ლა სა­ხის და­ნის ტა­რე­ბა ის­ჯე­ბა და სამ­წუ­ხა­როდ, ამა­ზე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ვურ­ჩევ მშობ­ლებს, 21 წლამ­დე ასა­კის ახალ­გაზ­რდე­ბის ახ­ლობ­ლებს, მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა და არ მის­ცენ მათ მსგავ­სი ნივ­თე­ბით სი­ა­რუ­ლის უფ­ლე­ბა.

- კა­ნო­ნით რო­გორ რე­გუ­ლირ­დე­ბა ეს მუხ­ლი?

- 238-ე პრი­მა მუხ­ლი არე­გუ­ლი­რებს ამ სა­კითხს. თუ პი­როვ­ნე­ბა 21 წელ­საა მიღ­წე­უ­ლი და ის არ არის ადრე ნა­სა­მარ­თლე­ვი, არ აქვს წარ­სუ­ლი შე­ბღა­ლუ­ლი, შე­უძ­ლია, ცივი ია­რა­ღი ატა­როს. 21 წლამ­დე კი აკ­რძა­ლუ­ლია ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბა. ბოლო დროს ახალ­გაზ­რდებ­მა მა­სობ­რი­ვად და­ი­წყეს და­ნე­ბით სი­ა­რუ­ლი. მა­გა­ლი­თად, წუ­ხელ მო­რი­გე ვი­ყა­ვი და თბი­ლის­ში 16 ახალ­გაზ­რდა და­ვა­კა­ვეთ და­ნის ტა­რე­ბის­თვის. ბოლო 4 დღე­ში 48 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვავ­ლი­ნეთ. თით­ქმის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა იყო პირ­ვე­ლი და ამი­ტომ 500-500-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მით გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ. რო­გორც წესი, თუ პირი არას­რულ­წლო­ვა­ნია, მისი და­კი­თხვა მშობ­ლის თან­დას­წრე­ბით ხდე­ბა. Gგა­საკ­ვი­რია, მშობ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, ვი­ცო­დით ჩვე­ნი შვი­ლი და­ნას რომ ატა­რებ­და, მაგ­რამ არ დაგ­ვიშ­ლია, რად­გან არ ვი­ცო­დით, ეს თუ კა­ნო­ნით ის­ჯე­ბო­დაო.

- რა ტი­პის და­ნებს ატა­რე­ბენ ახალ­გაზ­რდე­ბი?

- პა­ტა­რა და­ნებს, მაგ­რამ ეს იკ­რძა­ლე­ბა. რო­გორც წესი, უდევთ შარ­ვლის პა­ტა­რა ჯი­ბე­ში, გა­მო­სა­ჩენ ად­გი­ლას და ამით ამის აფი­ში­რე­ბას აკე­თე­ბენ. ბევ­რს ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი აქვს დანა გა­სა­ღე­ბის ჩა­მო­სა­კიდ­ზე და ხელ­ში ატ­რი­ა­ლებს. სპე­ცი­ა­ლუ­რად ისეთ ად­გი­ლებ­ში აქვთ, რომ მე­ო­რე ადა­მი­ან­მა და­ი­ნა­ხოს. არ მა­ლა­ვენ. ძი­რი­თა­დად, მო­და­შია შვე­ი­ცა­რი­უ­ლი და­ნე­ბი და ამის გა­მო­წე­რას ინ­ტერ­ნე­ტით ახერ­ხე­ბენ. გუ­შინ პა­ტა­რა ბიჭი მო­დი­ო­და ქუ­ჩა­ში, და­ნას ხელ­ში ათა­მა­შებ­და და გა­ვა­ჩე­რეთ. აღ­მოჩ­ნდა 18 წლის. იგი­ვე პა­სუ­ხი ჰქონ­და, - არ ვი­ცო­დი, აკ­რძა­ლუ­ლი თუ იყოო. რა­ტომ­ღაც კა­ნონს ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ.

- ჩხრე­კას ვერ ატა­რებთ და აღ­მო­ჩე­ნა რა გზით ხდე­ბა?

- გან­სა­კუთ­რე­ბით იო­ლია ზა­ფხულ­ში გა­მოვ­ლე­ნა. ქუ­ჩა­ში მი­დის ახალ­გაზ­რდა და ვხე­დავთ, რო­გორ უდევს ჯი­ბე­ში დანა. მარ­თლა არ მა­ლა­ვენ. ბოლო დროს ანა­ლი­ზი გა­კეთ­და და გა­ირ­კვა, რომ ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბა მო­დად იქცა. ჯა­რი­მა პირ­ველ შემ­თხვე­ვა­შია 500 ლარი. თუ მე­ო­რედ იმა­ვე პირს და­ვა­კა­ვებთ, მა­შინ მას 2 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა. არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რა ფორ­მის და­ნას ატა­რებ, პა­ტა­რა და­ნი­თაც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი დაჭ­რა. სკო­ლის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე და­ვა­კა­ვე, შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო მშო­ბე­ლი, - ჩემს შვილს სულ ვა­კონ­ტრო­ლებ, გა­მოც­დე­ბიც უმაღ­ლეს ქუ­ლებ­ზე ჩა­ა­ბა­რა და იმის გამო რო­გორ უნდა შე­ე­ბღა­ლოს წარ­სუ­ლი, დანა ჯი­ბე­ში რომ ედოო. მო­ვუ­წო­დებ კი­დევ ერთხელ ყვე­ლას, შე­ა­მოწ­მონ შვი­ლე­ბი, მათ აუკ­რძა­ლონ ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბა და მერ­წმუ­ნეთ, ამით და­ნა­შა­ულ­საც ავი­ცი­ლებთ. ბევ­რი შე­იძ­ლე­ბა არც იყოს და­ნა­შა­უ­ლის­კენ მიდ­რე­კი­ლი და მხო­ლოდ იმის გამო ატა­რებ­დეს, რომ უბ­რა­ლოდ მის მე­გო­ბარ­საც აქვს დანა, მაგ­რამ კა­ნო­ნი კა­ნო­ნია და მისი დაც­ვა ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს ევა­ლე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქიც შე­აშ­ფო­თა ქუ­ჩა­ში მომ­ხდარ­მა და­ნა­შა­უ­ლებ­მა და წლე­ბის წინ მან მრევლს მო­უ­წო­და, ჯი­ბით დანა არ ატა­რონ. "ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ხში­რია მკვლე­ლო­ბე­ბი. ხში­რია შემ­თხვე­ვა, როცა ერთი ადა­მი­ა­ნი სა­სიკ­ვდი­ლოდ იმე­ტებს მე­ო­რეს. ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედრ ქვე­ყა­ნა­ში ეს სა­მარ­ცხვი­ნოა. მე ვთხო­ვე მოს­წავ­ლე­ებს, სტუ­დენ­ტებს და ახლა მოგ­მარ­თავთ ყვე­ლას, ნუ ატა­რებთ და­ნას ჯი­ბით, რად­გან ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რია, რომ ყვე­ლა­ფე­რი ავი­წყდე­ბა და კლავს სხვა ადა­მი­ანს. ამი­ტომ ყვე­ლას მოგ­მარ­თავთ, არ გინ­დათ, ნუ ატა­რებთ და­ნას ჯი­ბით, რომ ეშ­მაკ­მა არ გა­მო­გი­ყე­ნოთ თქვენ", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა მა­შინ, თა­ვის საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბა­ში. მორ­წმუ­ნე ახალ­გაზ­რდებ­მა პატ­რი­არ­ქის ეს მო­წო­დე­ბა მა­შინ აი­ტა­ცეს. თუმ­ცა, ალ­ბათ უწ­მინ­დე­სის სი­ტყვე­ბის შეხ­სე­ნე­ბა ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის არც ამ­ჯე­რად იქ­ნე­ბა ზედ­მე­ტი, ხში­რად რომ გა­იხ­სე­ნონ მისი კურ­თხე­ვა და დანა არ ატა­რონ ჯი­ბით.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში დანის ტარება აკრძალულია

21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში დანის ტარება აკრძალულია

ისევ აქტუალურია ახალგაზრდებს შორის ჩადენილი დანაშაულები. თითქმის ყველა ჩვენგანს გვესმის, ქუჩაში როგორ კამათობენ ახალგაზრდები, როგორ იგინებიან დედის მისამართით და უშვერი სიტყვებით როგორ ლანძღავენ ერთმანეთს. თუმცა, ხშირად ამას არ სჯერდებიან და რაც ყველაზე საგანგაშოა, უმნიშვნელო კონფლიქტის გამო შეუძლიათ, ხელში დანა აიღონ და თანატოლი სასიკვდილოდ გაიმეტონ. სამწუხაროდ, ამის უამრავი მაგალითი არსებობს და ამჯერად კონკრეტული ფაქტების ჩამოთვლას არ დავიწყებ. ფაქტია, მსგავსმა ქუჩურმა გარჩევებმა და კამათმა ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, ბევრი ადამიანი იხდის სასჯელს ციხეში თანატოლის მკვლელობისთვის, სხეულის დაზიანებისთვის. ბუნებრივია, ამით მათი ცხოვრებაც ინგრევა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, ცივ იარაღს ახალგაზრდების დიდი ნაწილი ატარებს და ეს კვლავ სერიოზული პრობლემაა. ყოველდღიურად ძალოვანები ათობით ადამიანს აკავებენ დანის ტარებისთვის. მათ შორის ბევრი სკოლის მოსწავლეა და ამის გამო ნასამართლევის სტატუსის მატარებელი ხდება.

ახალგაზრდების დიდ ნაწილს რატომღაც ცივი იარაღის ტარების გარკვეული ტრადიცია აქვს. ბევრი შესაძლოა, არც არასდროს ყოფილა კანონდარღვევაში შემჩნეული, მაგრამ ჯიბეში დანა მაინც უდევს. ამბობს - ცივ იარაღს ჩემი მეგობარი ატარებს და უბრალოდ, მეც მინდოდა, ეს ნივთი მქონოდა, არავის არაფერს ვუშავებო.

დღეს ინტერნეტიც აჭრელებულია რეკლამებით და ფირმები მსურველებს ათასანაირ დანას სთავაზობენ. მაგალითად, 30 ლარად შეგიძლია ინტერნეტით დანა შეიძინო. "იდეალური დანა ნადირობისა და ლაშქრობისთვის. დანის პირი დამზადებულია მაღალი ხარისხის, უჟანგავი ფოლადისგან", - აღნიშნულია განცხადებაში და თან ერთვის დანის ფოტო. სახლიდან გაუსვლელად შეუძლია დანის შეძენა მსურველს. ძალოვნის თქმით, დანის გაყიდვისას არავინ აქცევს ყურადღებას, მყიდველი რამდენი წლისაა და არასრულწლოვნები ამ გზით თავისუფლად ახერხებენ დანის შეძენას.

რაც ყველაზე საყურადღებოა, ბევრმა თურმე არც იცის, რომ დანის ტარებისთვის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება. არადა, გასულ წელს ეს საკითხი დეპუტატმა გიგი წერეთელმა წამოჭრა და მაშინ მან შესაბამისი კანონპროექტიც წარუდგინა პარლამენტს. წერეთელმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანა მოითხოვა. ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება კანონით იკრძალება. თუმცა, როგორც ირკვევა, ამის შესახებ ინფორმაცია ბევრ ახალგაზრდას არ აქვს.

ამ დღეებში დანის ტარებისთვის სრულწლოვანი ახალგაზრდაც დააკავეს.

"ჩემი შვილი 20 წლისაა, ჯარში მსახურობს, საკონტრაქტო სამსახურშია, ხელში ავტომატი უჭირავს და პოლიციელებმა ქუჩაში იმის გამო დააკავეს, რომ ჯიბეში პატარა დანა უპოვეს. პასპორტი მოსთხოვეს, ნახეს, 21 წლის არ იყო და საქმე აღიძრა. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო. ნამდვილად არ ვიცოდი, დანის ტარება სრულწლოვან ბიჭს რომ არ შეეძლო. არც ჩემმა შვილმა იცოდა, თორემ ის კანონს არ დაარღვევდა. სასჯელს ვერ ავცდით. ვინაიდან პირველი შემთხვევა იყო, 500-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს და ერთი თვის ხელფასის გადახდამ მოუწია. ამის შესახებ ხალხს ინფორმაციას რატომ არ აწვდიან? რომ მცოდნოდა, ბავშვს ვეტყოდი და არ ატარებდა. ვიცოდი, დანა რომ ჰქონდა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ცუდი საქმისთვის არ გამოიყენებდა. ეს გარემოებები არავინ გაითვალისწინა და ჯარიმა გამოგვიწერეს", - მითხრა ბატონმა გიორგიმ. მან გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა. როგორც გაირკვა, პატრულის თანამშრომელმა შემთხვევით მის ჯიბეში დანა შენიშნა და ამიტომ გააჩერა. როგორც წესი, პატრულს თუ არ აქვს ოპერატიული ინფორმაცია, პირის ქუჩაში ჩხრეკა არ შეუძლია. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მითხრა, დანის აღმოჩენა პრობლემას არ წარმოადგენს, განსაკუთრებით - ზაფხულში, რადგან გამოსაჩენ ადგილას უდევთ ახალგაზრდებს დანებიო.

- არასრულწლოვნების მიერ ცივი იარაღის ტარება საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და ეს საფრთხეს პირველ რიგში მათ უქმნის. უმეტეს შემთხვევაში, ახალგაზრდა გაუაზრებლად იყენებს დანას და ხშირად ეს ფატალური შედეგით მთავრდება. ძალიან მნიშვნელოვანია არასრულწლოვნების დაცვა ამ მავნე ჩვევისაგან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი შედეგები თავიდან ავიცილოთ. ამოღებულ დანას ექსპერტიზა უტარდება და შემდეგ დადგინდება, ის ცივ იარაღთა კატეგორიას განეკუთვნება თუ - არა. როგორც წესი, თითქმის ყველა სახის დანის ტარება ისჯება და სამწუხაროდ, ამაზე ინფორმირებული არ არის საზოგადოება. ვურჩევ მშობლებს, 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ახლობლებს, მიაქციონ ყურადღება და არ მისცენ მათ მსგავსი ნივთებით სიარულის უფლება.

- კანონით როგორ რეგულირდება ეს მუხლი?

- 238-ე პრიმა მუხლი არეგულირებს ამ საკითხს. თუ პიროვნება 21 წელსაა მიღწეული და ის არ არის ადრე ნასამართლევი, არ აქვს წარსული შებღალული, შეუძლია, ცივი იარაღი ატაროს. 21 წლამდე კი აკრძალულია ცივი იარაღის ტარება. ბოლო დროს ახალგაზრდებმა მასობრივად დაიწყეს დანებით სიარული. მაგალითად, წუხელ მორიგე ვიყავი და თბილისში 16 ახალგაზრდა დავაკავეთ დანის ტარებისთვის. ბოლო 4 დღეში 48 ადამიანი გამოვავლინეთ. თითქმის ყველა შემთხვევა იყო პირველი და ამიტომ 500-500-ლარიანი ჯარიმით გათავისუფლდნენ. როგორც წესი, თუ პირი არასრულწლოვანია, მისი დაკითხვა მშობლის თანდასწრებით ხდება. Gგასაკვირია, მშობლებიც ამბობენ, ვიცოდით ჩვენი შვილი დანას რომ ატარებდა, მაგრამ არ დაგვიშლია, რადგან არ ვიცოდით, ეს თუ კანონით ისჯებოდაო.

- რა ტიპის დანებს ატარებენ ახალგაზრდები?

- პატარა დანებს, მაგრამ ეს იკრძალება. როგორც წესი, უდევთ შარვლის პატარა ჯიბეში, გამოსაჩენ ადგილას და ამით ამის აფიშირებას აკეთებენ. ბევრს ჩამოკიდებული აქვს დანა გასაღების ჩამოსაკიდზე და ხელში ატრიალებს. სპეციალურად ისეთ ადგილებში აქვთ, რომ მეორე ადამიანმა დაინახოს. არ მალავენ. ძირითადად, მოდაშია შვეიცარიული დანები და ამის გამოწერას ინტერნეტით ახერხებენ. გუშინ პატარა ბიჭი მოდიოდა ქუჩაში, დანას ხელში ათამაშებდა და გავაჩერეთ. აღმოჩნდა 18 წლის. იგივე პასუხი ჰქონდა, - არ ვიცოდი, აკრძალული თუ იყოო. რატომღაც კანონს ყურადღებას არ აქცევენ.

- ჩხრეკას ვერ ატარებთ და აღმოჩენა რა გზით ხდება?

- განსაკუთრებით იოლია ზაფხულში გამოვლენა. ქუჩაში მიდის ახალგაზრდა და ვხედავთ, როგორ უდევს ჯიბეში დანა. მართლა არ მალავენ. ბოლო დროს ანალიზი გაკეთდა და გაირკვა, რომ ცივი იარაღის ტარება მოდად იქცა. ჯარიმა პირველ შემთხვევაშია 500 ლარი. თუ მეორედ იმავე პირს დავაკავებთ, მაშინ მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა ფორმის დანას ატარებ, პატარა დანითაც შეიძლება ადამიანი დაჭრა. სკოლის წარჩინებული მოსწავლე დავაკავე, შეწუხებული იყო მშობელი, - ჩემს შვილს სულ ვაკონტროლებ, გამოცდებიც უმაღლეს ქულებზე ჩააბარა და იმის გამო როგორ უნდა შეებღალოს წარსული, დანა ჯიბეში რომ ედოო. მოვუწოდებ კიდევ ერთხელ ყველას, შეამოწმონ შვილები, მათ აუკრძალონ ცივი იარაღის ტარება და მერწმუნეთ, ამით დანაშაულსაც ავიცილებთ. ბევრი შეიძლება არც იყოს დანაშაულისკენ მიდრეკილი და მხოლოდ იმის გამო ატარებდეს, რომ უბრალოდ მის მეგობარსაც აქვს დანა, მაგრამ კანონი კანონია და მისი დაცვა ყველა მოქალაქეს ევალება.

საქართველოს პატრიარქიც შეაშფოთა ქუჩაში მომხდარმა დანაშაულებმა და წლების წინ მან მრევლს მოუწოდა, ჯიბით დანა არ ატარონ. "ძალიან ვწუხვარ, რომ ხშირია მკვლელობები. ხშირია შემთხვევა, როცა ერთი ადამიანი სასიკვდილოდ იმეტებს მეორეს. ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ეს სამარცხვინოა. მე ვთხოვე მოსწავლეებს, სტუდენტებს და ახლა მოგმართავთ ყველას, ნუ ატარებთ დანას ჯიბით, რადგან ქართველი ადამიანი იმდენად ემოციურია, რომ ყველაფერი ავიწყდება და კლავს სხვა ადამიანს. ამიტომ ყველას მოგმართავთ, არ გინდათ, ნუ ატარებთ დანას ჯიბით, რომ ეშმაკმა არ გამოგიყენოთ თქვენ", - ბრძანა უწმინდესმა მაშინ, თავის საკვირაო ქადაგებაში. მორწმუნე ახალგაზრდებმა პატრიარქის ეს მოწოდება მაშინ აიტაცეს. თუმცა, ალბათ უწმინდესის სიტყვების შეხსენება ახალგაზრდებისთვის არც ამჯერად იქნება ზედმეტი, ხშირად რომ გაიხსენონ მისი კურთხევა და დანა არ ატარონ ჯიბით.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ