მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საფ­რთხეს გვიქ­მნი­ან ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი
რა საფ­რთხეს გვიქ­მნი­ან ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 68 000-მდე ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პი­რი ცხოვ­რობს, შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფი­ლის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს კი სტა­ცი­ო­ნარ­ში მხო­ლოდ 1300-მდე ადა­მი­ა­ნის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ათე­უ­ლა­თა­სო­ბით ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე პი­რი სტა­ცი­ო­ნარს მიღ­მა რჩე­ბა, მა­შინ რო­ცა არ არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი, არა­ვინ იცის, მკურ­ნა­ლო­ბის კურსს აგ­რძე­ლე­ბენ თუ არა და რო­დის შე­უქ­მნი­ან ისი­ნი გარ­შე­მომ­ყო­ფებს ხი­ფათს.

ნი­ნო ბე­რი­ძე: ვარ­კე­თილ­ში ვცხოვ­რობ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩე­მი 9 წლის გო­გო­ნა თა­ვის ორ თა­ნაკ­ლა­სელ­თან ერ­თად 146-ე სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბელ­თან გავ­გზავ­ნე, ექ­სკურ­სია ჩა­ი­შა­ლა და ბავ­შვე­ბის­თვის ფუ­ლი უკან უნ­და და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მა­ლე­ვე გო­გო­ნებს ჩე­მი დაც უკან გაჰ­ყვა. თურ­მე სკო­ლის ეზო­ში ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ონა­ნიზ­მით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და პა­ტა­რა გო­გო­ნე­ბი რომ და­ი­ნა­ხა, მა­თი და­ჭე­რა სცა­და. ბავ­შვე­ბი წი­ვილ­-კი­ვი­ლით გა­მოც­ვივ­დნენ ეზო­დან­. მა­მა­კაც­მა ჩე­მი დის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ბავ­შვე­ბის დევ­ნას თა­ვი და­ა­ნე­ბა და ისევ თა­ვი­სი საქ­მით და­კავ­და. ხმა­ურ­ზე გამ­ვლე­ლი ქა­ლიც შე­ვი­და ეზო­ში და ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს პატ­რუ­ლის გა­მო­ძა­ხე­ბით და­ემუ­ქრა, ლან­ძღვა და­უწყო და იმ საქ­მი­ა­ნო­ბის შეწყ­ვე­ტა მოს­თხო­ვა, მაგ­რამ მას წარ­ბიც არ შე­უხ­რი­ა...

ეკა ნერ­გა­ძე: კი­ნოს სახ­ლის სი­ახ­ლო­ვეს, გა­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ჩე­მი ახ­ლობ­ლის მე­ზობ­ლად ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბი­ჭი ცხოვ­რობს. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნორ­მა­ლუ­რად იქ­ცე­ვა, მაგ­რამ ზაფ­ხუ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბის­თა­ნა­ვე და­ა­ვა­დე­ბა უმ­წვავ­დე­ბა, აგ­რე­სი­უ­ლი და სა­ხი­ფა­თო ხდე­ბა. რამ­დენ­ჯერ­მე მა­მა­მის­ზე და­ნით გა­ი­წია და რომ არ ეყო­ჩა­ღა, ეს კა­ცი ცოცხ­ა­ლი ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და. მე­ზობ­ლე­ბი მი­სი ში­შით ეზო­ში ვერ გა­მო­დი­ან.

რა­ტომ არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ან­თა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლი და გარ­შე­მომ­ყოფ­თა და­სა­ცა­ვად ხდე­ბა თუ არა რის­კე­ბის პრე­ვენ­ცი­ა? - ამ კითხ­ვებ­ზე "ყვე­ლა სი­ახ­ლეს" ექი­მი-­ფსი­ქი­ატ­რი, ფსი­ქი­ატ­რთა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გამ­გე­ო­ბის წევ­რი მა­ნა­ნა ელი­აშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა:

- ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რეთ ყოფ­ნა იმით არ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ად­გი­ლი არ არის და სა­ხელ­მწი­ფო მათ მკურ­ნა­ლო­ბას არ აფი­ნან­სებს. იყო დრო, რო­დე­საც ფსი­ქი­ატ­რი­ა­ში სა­ერ­თოდ არ იყო და­ცუ­ლი პა­ცი­ენ­ტის უფ­ლე­ბე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსაფ­რთხო­ე­ბის მიზ­ნით, ისი­ნი წლო­ბით სტა­ცი­ო­ნარ­ში იყ­ვნენ გა­მო­კე­ტი­ლი. ეს სის­ტე­მა არა მარ­ტო საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, მთელ მსოფ­ლო­ში მოქ­მე­დებ­და, მაგ­რამ ახ­ლა და­სავ­ლეთ­მა უა­რი თქვა პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­მო­კეტ­ვა­ზე და თუ პა­ცი­ენტს მძი­მე სიმ­პტო­მე­ბი არა აქვს, მი­სი გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა ხდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოც ამ გზას გაჰ­ყვა. და­სავ­ლე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ პა­ცი­ენ­ტმა წამ­ლე­ბის მი­ღე­ბა შეწყ­ვი­ტა და სიმ­პტო­მე­ბი გა­უმ­წვავ­და, მას ად­გილ­ზე არა­ვინ მი­ა­კითხ­ავს. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მის გარ­შე­მომ­ყო­ფებს საფ­რთხე ექ­მნე­ბათ - გა­აჩ­ნი­ა, რა სიმ­პტო­მე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­დე­ბა. ჩვენ­თან პა­ცი­ენ­ტე­ბი ან პირ­და­პირ სტა­ცი­ო­ნარ­ში ხვდე­ბი­ან, ან სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მკურ­ნა­ლო­ბენ. თუ მას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ან სხვა მეთ­ვალ­ყუ­რე არ ჰყავს და წამ­ლებს თა­ვი­სი ნე­ბით არ იღებს, მა­შინ რის­კე­ბიც იზ­რდე­ბა. იმის­თვის, რომ არ მოხ­დეს მსგავ­სი ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსაფ­რთხო­ე­ბა და­ცუ­ლი იყოს, უნ­და შე­იქ­მნას ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი, გა­რე­მომ­სა­ხუ­რე­ბის სის­ტე­მა. რის­კე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, სა­ხელ­მწი­ფომ ამის­თვის ფუ­ლი უნ­და გა­მო­ყოს­. ჩვენ­ში ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის შე­ნახ­ვა ერთ დღე-­ღა­მე­ში სა­ხელ­მწი­ფოს მხო­ლოდ 15 ლა­რი უჯ­დე­ბა. არის კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მა - უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბი. ერ­თხელ ამე­რი­კე­ლი პა­ცი­ენ­ტი შე­მოგ­ვიყ­ვა­ნეს, ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და, მი­სი გა­რეთ გაშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. სა­ელ­ჩომ უა­რი თქვა მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვა­ზე, ასე­თი ტი­პის ხარ­ჯე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ გვაქ­ვსო. გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდით. ასე­თი­ვე სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნა ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქეს­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. ერ­თხელ კი უკ­რა­ი­ნე­ლი გო­გო­ნა შე­მო­იყ­ვა­ნეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში პროს­ტი­ტუ­ცი­ით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, მძი­მე ემო­ცი­ურ სტრესს ვე­ღარ გა­უძ­ლო და და­ა­ვა­დე­ბა გა­ნუ­ვი­თარ­და. ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი კან­ცე­ლა­რი­ას­თან იდ­გა და გამ­ვლე­ლებს ქვებს ეს­რო­და. სამ­ჯერ გად­მო­იყ­ვა­ნეს ჩვენ­თან...

მარი ონე­ზაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

რა საფ­რთხეს გვიქ­მნი­ან ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი

რა საფ­რთხეს გვიქ­მნი­ან ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 68 000-მდე ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პი­რი ცხოვ­რობს, შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფი­ლის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს კი სტა­ცი­ო­ნარ­ში მხო­ლოდ 1300-მდე ადა­მი­ა­ნის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ათე­უ­ლა­თა­სო­ბით ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე პი­რი სტა­ცი­ო­ნარს მიღ­მა რჩე­ბა, მა­შინ რო­ცა არ არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი, არა­ვინ იცის, მკურ­ნა­ლო­ბის კურსს აგ­რძე­ლე­ბენ თუ არა და რო­დის შე­უქ­მნი­ან ისი­ნი გარ­შე­მომ­ყო­ფებს ხი­ფათს.

ნი­ნო ბე­რი­ძე: ვარ­კე­თილ­ში ვცხოვ­რობ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩე­მი 9 წლის გო­გო­ნა თა­ვის ორ თა­ნაკ­ლა­სელ­თან ერ­თად 146-ე სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბელ­თან გავ­გზავ­ნე, ექ­სკურ­სია ჩა­ი­შა­ლა და ბავ­შვე­ბის­თვის ფუ­ლი უკან უნ­და და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მა­ლე­ვე გო­გო­ნებს ჩე­მი დაც უკან გაჰ­ყვა. თურმე სკო­ლის ეზო­ში ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ონა­ნიზ­მით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და პა­ტა­რა გო­გო­ნე­ბი რომ და­ი­ნა­ხა, მა­თი და­ჭე­რა სცა­და. ბავ­შვე­ბი წი­ვილ­-კი­ვი­ლით გა­მოც­ვივ­დნენ ეზო­დან­. მა­მა­კაც­მა ჩე­მი დის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ბავ­შვე­ბის დევ­ნას თა­ვი და­ა­ნე­ბა და ისევ თა­ვი­სი საქ­მით და­კავ­და. ხმა­ურ­ზე გამ­ვლე­ლი ქა­ლიც შე­ვი­და ეზო­ში და ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს პატ­რუ­ლის გა­მო­ძა­ხე­ბით და­ემუ­ქრა, ლან­ძღვა და­უწყო და იმ საქ­მი­ა­ნო­ბის შეწყ­ვე­ტა მოს­თხო­ვა, მაგ­რამ მას წარ­ბიც არ შე­უხ­რი­ა...

ეკა ნერ­გა­ძე: კი­ნოს სახ­ლის სი­ახ­ლო­ვეს, გა­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ჩე­მი ახ­ლობ­ლის მე­ზობ­ლად ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბი­ჭი ცხოვ­რობს. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნორ­მა­ლუ­რად იქ­ცე­ვა, მაგ­რამ ზაფ­ხუ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბის­თა­ნა­ვე და­ა­ვა­დე­ბა უმ­წვავ­დე­ბა, აგ­რე­სი­უ­ლი და სა­ხი­ფა­თო ხდე­ბა. რამ­დენ­ჯერ­მე მა­მა­მის­ზე და­ნით გა­ი­წია და რომ არ ეყო­ჩა­ღა, ეს კა­ცი ცოცხ­ა­ლი ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და. მე­ზობ­ლე­ბი მი­სი ში­შით ეზო­ში ვერ გა­მო­დი­ან.

რა­ტომ არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ან­თა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლი და გარ­შე­მომ­ყოფ­თა და­სა­ცა­ვად ხდე­ბა თუ არა რის­კე­ბის პრე­ვენ­ცი­ა? - ამ კითხ­ვებ­ზე "ყვე­ლა სი­ახ­ლეს" ექი­მი-­ფსი­ქი­ატ­რი, ფსი­ქი­ატ­რთა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გამ­გე­ო­ბის წევ­რი მა­ნა­ნა ელი­აშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა:

- ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რეთ ყოფ­ნა იმით არ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ად­გი­ლი არ არის და სა­ხელ­მწი­ფო მათ მკურ­ნა­ლო­ბას არ აფი­ნან­სებს. იყო დრო, რო­დე­საც ფსი­ქი­ატ­რი­ა­ში სა­ერ­თოდ არ იყო და­ცუ­ლი პა­ცი­ენ­ტის უფ­ლე­ბე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსაფ­რთხო­ე­ბის მიზ­ნით, ისი­ნი წლო­ბით სტა­ცი­ო­ნარ­ში იყ­ვნენ გა­მო­კე­ტი­ლი. ეს სის­ტე­მა არა მარ­ტო საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, მთელ მსოფ­ლო­ში მოქ­მე­დებ­და, მაგ­რამ ახ­ლა და­სავ­ლეთ­მა უა­რი თქვა პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­მო­კეტ­ვა­ზე და თუ პა­ცი­ენტს მძი­მე სიმ­პტო­მე­ბი არა აქვს, მი­სი გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა ხდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოც ამ გზას გაჰ­ყვა. დასავლეთისგან განსხვავებით სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ პა­ცი­ენ­ტმა წამ­ლე­ბის მი­ღე­ბა შეწყ­ვი­ტა და სიმ­პტო­მე­ბი გა­უმ­წვავ­და, მას ად­გილ­ზე არა­ვინ მი­ა­კითხ­ავს. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მის გარ­შე­მომ­ყო­ფებს საფ­რთხე ექ­მნე­ბათ - გა­აჩ­ნი­ა, რა სიმ­პტო­მე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­დე­ბა. ჩვენ­თან პა­ცი­ენ­ტე­ბი ან პირ­და­პირ სტა­ცი­ო­ნარ­ში ხვდე­ბი­ან, ან სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მკურ­ნა­ლო­ბენ. თუ მას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ან სხვა მეთ­ვალ­ყუ­რე არ ჰყავს და წამ­ლებს თა­ვი­სი ნე­ბით არ იღებს, მა­შინ რის­კე­ბიც იზ­რდე­ბა. იმის­თვის, რომ არ მოხ­დეს მსგავ­სი ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსაფ­რთხო­ე­ბა და­ცუ­ლი იყოს, უნ­და შე­იქ­მნას ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი, გა­რე­მომ­სა­ხუ­რე­ბის სის­ტე­მა. რის­კე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, სა­ხელ­მწი­ფომ ამის­თვის ფუ­ლი უნ­და გა­მო­ყოს­. ჩვენ­ში ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის შე­ნახ­ვა ერთ დღე-­ღა­მე­ში სა­ხელ­მწი­ფოს მხო­ლოდ 15 ლა­რი უჯ­დე­ბა. არის კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მა - უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბი. ერ­თხელ ამე­რი­კე­ლი პა­ცი­ენ­ტი შე­მოგ­ვიყ­ვა­ნეს, ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და, მი­სი გა­რეთ გაშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. სა­ელ­ჩომ უა­რი თქვა მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვა­ზე, ასე­თი ტი­პის ხარ­ჯე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ გვაქ­ვსო. გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდით. ასე­თი­ვე სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნა ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქეს­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. ერ­თხელ კი უკ­რა­ი­ნე­ლი გო­გო­ნა შე­მო­იყ­ვა­ნეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში პროს­ტი­ტუ­ცი­ით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, მძი­მე ემო­ცი­ურ სტრესს ვე­ღარ გა­უძ­ლო და და­ა­ვა­დე­ბა გა­ნუ­ვი­თარ­და. ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი კან­ცე­ლა­რი­ას­თან იდ­გა და გამ­ვლე­ლებს ქვებს ეს­რო­და. სამ­ჯერ გად­მო­იყ­ვა­ნეს ჩვენ­თან...

მარი ონეზაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია