პარტნიორები:

    "გვიკრავდა თუ არა პრეზიდენტი ტაშს, არ დამინახავს, მთელი კონცერტი გოგოებს ვუყურებდი თვალებში"

    "გვიკრავდა თუ არა პრეზიდენტი ტაშს, არ დამინახავს, მთელი კონცერტი გოგოებს ვუყურებდი თვალებში"

    ჯგუფმა "ქუჩის ბიჭები" 20 წლის იუბილე 1 აგვისტოს, ბათუმში, "პიაცაზე" სოლო კონცერტით აღნიშნა. როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ, უზომოდ კმაყოფილები არიან - შეასრულეს 20 კომპოზიცია, მუსიკოსები სცენაზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იდგნენ.

    გურამ ლომიძე:

    - ჩვენს კონცერტს უამრავი ადამიანი დაესწრო - ჩვენი გულშემატკივრები და ფანები... უამრავი ბილეთი გაიყიდა და ხალხი კონცერტით კმაყოფილი დარჩა. ცოტა ხანში, საქართველოს მასშტაბით ტურნეს დავიწყებთ და კონცერტებს ყველაგან გავმართავთ.

    - გუშინდელი განცდა ჰგავდა თუ არა 20 წლის წინდანდელს, როდესაც პირველად სცენაზე ახვედით?

    - ოცი წლის წინ პირველად ავდიოდით სცენაზე და სხვანაირი მღელვარება გვქონდა, - არ ვიცოდით, რა იქნებოდა მერე... გუშინ კი სცენაზე დგომა უდიდესი პასუხისმგებლობა იყო.

    - ცნობილია, რომ კონცერტზე მიხეილ სააკაშვილიც გესტუმრათ...

    - კი და პირადად მე ძალიან გამიხარდა. მივედი და მივესალმე. მის სტუმრობას არ გავუოცებივარ, პირიქით. ისიც გამიხარდა, რომ ის საათ-ნახევრის მანძილზე "ქუჩის ბიჭების" კონცერტს ესწრებოდა...

    - ჯგუფის წევრებიდან ყველას შენსავით გაუხარდა პრეზიდენტის სტუმრობა?

    - არ ვიცი, მე ჩემს განცდების შესახებ გითხარით. ჩემთვის მის სტუმრობას არანაირი პრობლემა არ შეუქმნია. მე მიყვარს ჩვენი პრეზიდენტი!

    - ტაშს თუ გიკრავდათ?

    - ეგ არ დამინახავს, მთელი კონცერტის მანძილზე ჩემს ფანებს, თაყვანისმცემელ გოგოებს ვუყურებდი თვალებში. მოკლედ, გოგოებით ვიყავი გართული...

    ლალი ფაცია

    იხილეთ ვიდეო

    სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

    "სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

    „თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება