გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში მომხდარ ინციდენტზე შსს განცხადებას ავრცელებს

გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში მომხდარ ინციდენტზე შსს განცხადებას ავრცელებს

გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, პირველი განყოფილების შენობის დაზიანების და პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული უშანგი თ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. განცხადების თანახმად, შემთხვევა ღამის საათებში მოხდა.

"2013 წლის 2 აგვისტოს, ღამის საათებში, ხელყუმბარით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი გლდანის მასივში მდებარე 1-ლი განყოფილების შენობაში შევიდა. მის მიერ ხელყუმბარის ამოქმედების შედეგად, ფეხის არეში მსუბუქად დაიჭრა პოლიციის თანამშრომელი და დაზიანდა პოლიციის შენობა. დაჭრილ პოლიციელს პირველადი სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაუწიეს. ამჟამად ის სამკურნალო დაწესებულებიდან უკვე გაწერილია. წინასწარი მონაცემებით, უშანგი თ. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დადგინდა, რომ ბრალდებული წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 19-109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2- ნაწილებით).

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ