მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცეკვავენ ვარსკვლავებს" ნანკა კალატოზიშვილი წაიყვანს
"ცეკვავენ ვარსკვლავებს" ნანკა კალატოზიშვილი წაიყვანს

პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­სა­მე სე­ზო­ნის­თვის სამ­ზა­დი­სი და­ი­წყო, მაგ­რამ ბევ­რი რამ პრე­სის­თვის ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია, თუმ­ცა უკვე გა­ირ­კვა, რომ მას მსა­ხი­ო­ბი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი წა­იყ­ვანს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნან­კა ცოტა ხნის წინ დედა გახ­და, ბავ­შვი 6 აგ­ვის­ტოს 2 თვის ხდე­ბა. "ამ­ბე­ბი.გე" მსა­ხი­ობს და­უ­კავ­შირ­და.

- ნან­კა, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს" შენ წა­იყ­ვან. რას გვე­ტყვი ამა­ზე?

- დიახ, მე წა­ვუ­ძღვე­ბი ამ პრო­ექტს, ოღონდ, ვის­თან ერ­თად წა­ვიყ­ვან, ჯერ უც­ნო­ბია. სი­ახ­ლე ის არის, რომ შოუ ცირ­კში ჩა­ტარ­დე­ბა, რაც ძა­ლი­ან მომ­წონს. მგო­ნია, რომ ამ სივ­რცე­ში უკე­თე­სად წარ­მო­ა­ჩე­ნენ მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი თავს. რა­ღაც კარ­გი სი­ახ­ლეა და მომ­წონს... მო­ნა­წი­ლე­ე­ბის სა­ბო­ლოო სიის და­სად­გე­ნად ბჭო­ბა კვლა­ვაც მინ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა რა­ღა­ცე­ბი ცნო­ბი­ლია.

- ბევ­რს ეგო­ნა და ამა­ზე სა­უ­ბა­რიც იყო, რომ შენ უნდა ყო­ფი­ლი­ყა­ვი პრო­ექ­ტის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე, რომ უნდა გე­ცეკ­ვა...

- კი, ეს მეც მინ­დო­და, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ ორი­ვე სე­ზონ­ზე გას­ტრო­ლე­ბი და­მემ­თხვა, აქ არ ვი­ყა­ვი. მე­სა­მე სე­ზონ­ზე მა­ინც შე­იძ­ლე­ბო­და მე­ცეკ­ვა, მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ახა­ლი ნამ­შო­ბი­ა­რე­ვი ვარ, ფორ­მა­ში ჩად­გო­მა მჭირ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ჩემ­თვის კარ­გიც ყო­ფი­ლი­ყო მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - ისეთ რე­ჟიმ­ში უწევთ მო­ცეკ­ვა­ვე­ებს ყოფ­ნა, ხან­გრძლივ რე­პე­ტი­ცი­ებს გა­დი­ან, მაგ­რამ მთა­ვა­რი ის არის, დიდ­ხანს ჩემს პა­ტა­რას ვერ მი­ვა­ტო­ვებ. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, სულ მას­თან ვიყო, მეტი დრო შვილ­თან გა­ვა­ტა­რო, უჩე­მო­ბა რომ არ იგ­რძნოს. მოკ­ლედ, ახლა და­ნი­ელს ვჭირ­დე­ბი…

- ვის ჰგავს პა­ტა­რა და­ნი­ე­ლი?

- მა­მა­მისს, ირაკ­ლის, ოღონდ, ტუ­ჩე­ბი აქვს ჩემი. ისე, ირაკ­ლის მა­მა­საც ჰგავს... ხომ ვამ­ბობ, ნამ­დვი­ლი კე­ი­დი­აა!

შვილს და­ნის ვე­ძა­ხი. სას­წა­უ­ლი ბავ­შვია. მა­გი­ჟებს. პა­ტა­რა აფე­რის­ტი მეგ­რე­ლია... პირ­ველ დღე­ებ­ში მი­ჭირ­და იმის აღ­ქმა, რომ დედა გავ­ხდი და ეს უმ­წეო არ­სე­ბა, რო­მელ­საც ვუ­ყუ­რებ­დი, მა­ნამ­დე მუ­ცელ­ში მეჯ­და. ამის­გან შოკ­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ახლა ვხვდე­ბი, რომ დე­დო­ბა სა­ო­ცა­რი გრძნო­ბაა...

მე და ირაკ­ლი პა­ტა­რას გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი ვუ­ყუ­რებთ და ისიც დღი­თი­დღე გვაკ­ვირ­ვებს... ისე, თან­და­თან ვხვდე­ბი, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შვი­ლის გა­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აბ­სო­ლუ­ტუ­რად დრო­უ­ლად მი­ვი­ღე. დანი სა­უ­კე­თე­სო დროს და ასაკ­ში გა­ვა­ჩი­ნე. მი­მაჩ­ნია, რომ 30 წლამ­დე ამ ყვე­ლაფ­რის­თვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მზად არ ვი­ყა­ვი... ასე რომ, ჩემ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, სწორდ ახლა გა­მე­ჩი­ნა შვი­ლი, გა­ა­მარ­თლა. მგო­ნია, რომ შვი­ლის მი­მართ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა წინა წლებ­ში არ მექ­ნე­ბო­და. ახლა ამ ყვე­ლა­ფერს სხვა­ნა­ი­რად ვა­ფა­სებ.

- მოკ­ლედ, ბავ­შვს თვი­თონ ზრდი...

- კი და ძა­ლი­ან მომ­წონს ეს ამ­ბა­ვი. თა­ვი­დან ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე მყავ­და, ახლა რა­ღა­ცე­ბის და­მა­ტე­ბამ მო­მი­წია...

- ჯვრის­წე­რას და ხე­ლის მო­წე­რას ხომ არ აპი­რებთ?

- ამა­ზე ჯერ არც გვი­ფიქ­რია...

- გარ­და იმი­სა, რომ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს" წა­იყ­ვან, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად სხვა რა სი­ახ­ლე­ე­ბია შენ­თან?

- არის რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი. რამ­დე­ნი­მე­ში უკვე ჩა­ვერ­თე და არის რა­ღა­ცე­ბი, რა­შიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­მი­წევს ჩარ­თვა. არის ერთი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სე­რი­ა­ლი, რო­მელ­საც რე­ჟი­სო­რი ჯე­მალ მელ­ქა­ძე იღებს, სცე­ნარ­საც თა­ვად წერს, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნია. 10 სე­რია იქ­ნე­ბა და "ჯი­დი­ეს­ზე" გავა. მას­ში თორ­ნი­კე გოგ­რი­ჭი­ა­ნიც თა­მა­შობს. მოკ­ლედ, უკვე გვქონ­და გა­და­ღე­ბე­ბი და ვიძ­რო­მი­ა­ლეთ მეტ­როს მა­ღა­რო­ში, სა­კა­ნა­ლი­ზა­ცი­ოს მი­ლე­ბის სი­ახ­ლო­ვეს, სე­რი­ო­ზუ­ლი შრო­მა გავ­წი­ეთ. რო­გორც ვიცი, სე­რი­ა­ლი ეთერ­ში შე­მოდ­გო­მი­დან გავა. მას­ზე მუ­შა­ო­ბა მო­მე­წო­ნა...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ბმუ­ლი: imedi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

"ცეკვავენ ვარსკვლავებს" ნანკა კალატოზიშვილი წაიყვანს

"ცეკვავენ ვარსკვლავებს" ნანკა კალატოზიშვილი წაიყვანს

პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მესამე სეზონისთვის სამზადისი დაიწყო, მაგრამ ბევრი რამ პრესისთვის ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა უკვე გაირკვა, რომ მას მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი წაიყვანს. შეგახსენებთ, რომ ნანკა ცოტა ხნის წინ დედა გახდა, ბავშვი 6 აგვისტოს 2 თვის ხდება. "ამბები.გე" მსახიობს დაუკავშირდა.

- ნანკა, ცნობილი გახდა, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" შენ წაიყვან. რას გვეტყვი ამაზე?

- დიახ, მე წავუძღვები ამ პროექტს, ოღონდ, ვისთან ერთად წავიყვან, ჯერ უცნობია. სიახლე ის არის, რომ შოუ ცირკში ჩატარდება, რაც ძალიან მომწონს. მგონია, რომ ამ სივრცეში უკეთესად წარმოაჩენენ მოცეკვავეები თავს. რაღაც კარგი სიახლეა და მომწონს... მონაწილეების საბოლოო სიის დასადგენად ბჭობა კვლავაც მინდინარეობს, თუმცა რაღაცები ცნობილია.

- ბევრს ეგონა და ამაზე საუბარიც იყო, რომ შენ უნდა ყოფილიყავი პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, რომ უნდა გეცეკვა...

- კი, ეს მეც მინდოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ორივე სეზონზე გასტროლები დამემთხვა, აქ არ ვიყავი. მესამე სეზონზე მაინც შეიძლებოდა მეცეკვა, მაგრამ მოგეხსენებათ, ახალი ნამშობიარევი ვარ, ფორმაში ჩადგომა მჭირდება, შეიძლება ჩემთვის კარგიც ყოფილიყო მასში მონაწილეობა - ისეთ რეჟიმში უწევთ მოცეკვავეებს ყოფნა, ხანგრძლივ რეპეტიციებს გადიან, მაგრამ მთავარი ის არის, დიდხანს ჩემს პატარას ვერ მივატოვებ. მაქსიმალურად ვცდილობ, სულ მასთან ვიყო, მეტი დრო შვილთან გავატარო, უჩემობა რომ არ იგრძნოს. მოკლედ, ახლა დანიელს ვჭირდები…

- ვის ჰგავს პატარა დანიელი?

- მამამისს, ირაკლის, ოღონდ, ტუჩები აქვს ჩემი. ისე, ირაკლის მამასაც ჰგავს... ხომ ვამბობ, ნამდვილი კეიდიაა!

შვილს დანის ვეძახი. სასწაული ბავშვია. მაგიჟებს. პატარა აფერისტი მეგრელია... პირველ დღეებში მიჭირდა იმის აღქმა, რომ დედა გავხდი და ეს უმწეო არსება, რომელსაც ვუყურებდი, მანამდე მუცელში მეჯდა. ამისგან შოკში ვიყავი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ დედობა საოცარი გრძნობაა...

მე და ირაკლი პატარას გაოცებულები ვუყურებთ და ისიც დღითიდღე გვაკვირვებს... ისე, თანდათან ვხვდები, რომ გადაწყვეტილება, შვილის გაჩენასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად დროულად მივიღე. დანი საუკეთესო დროს და ასაკში გავაჩინე. მიმაჩნია, რომ 30 წლამდე ამ ყველაფრისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ ვიყავი... ასე რომ, ჩემმა გადაწყვეტილებამ, სწორდ ახლა გამეჩინა შვილი, გაამართლა. მგონია, რომ შვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულება წინა წლებში არ მექნებოდა. ახლა ამ ყველაფერს სხვანაირად ვაფასებ.

- მოკლედ, ბავშვს თვითონ ზრდი...

- კი და ძალიან მომწონს ეს ამბავი. თავიდან ბუნებრივ კვებაზე მყავდა, ახლა რაღაცების დამატებამ მომიწია...

- ჯვრისწერას და ხელის მოწერას ხომ არ აპირებთ?

- ამაზე ჯერ არც გვიფიქრია...

- გარდა იმისა, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" წაიყვან, შემოქმედებითად სხვა რა სიახლეებია შენთან?

- არის რამდენიმე პროექტი. რამდენიმეში უკვე ჩავერთე და არის რაღაცები, რაშიც მოგვიანებით მომიწევს ჩართვა. არის ერთი ძალიან საინტერესო სერიალი, რომელსაც რეჟისორი ჯემალ მელქაძე იღებს, სცენარსაც თავად წერს, ძალიან საინტერესო ადამიანია. 10 სერია იქნება და "ჯიდიესზე" გავა. მასში თორნიკე გოგრიჭიანიც თამაშობს. მოკლედ, უკვე გვქონდა გადაღებები და ვიძრომიალეთ მეტროს მაღაროში, საკანალიზაციოს მილების სიახლოვეს, სერიოზული შრომა გავწიეთ. როგორც ვიცი, სერიალი ეთერში შემოდგომიდან გავა. მასზე მუშაობა მომეწონა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ბმული: imedi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება