რაულ ბოვა - ქალების გულთამპყრობელი იტალიელი მსახიობი

რაულ ბოვა - ქალების გულთამპყრობელი იტალიელი მსახიობი

იტალიელი მსახიობი რაულ ბოვა უამრავი ქალის საოცნებო მამაკაცია. ის არაერთხელ დაასახელეს ყველა დროის ყველაზე მიმზიდველ მამაკაცად. როგორც პროდუსერები ამბობენ, თუ რაული სტუდიას სტუმრობს, ქუჩაში ქალების გრძელი რიგი დგას. მსახიობმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა და პირად ცხოვრებასა და კარიერაზე გულახდილად ისაუბრა.

- როგორ აღმოჩნდით გადასაღებ მოედანზე?

- ვიდრე მსახიობი გავხდებოდი, მოცურავე ვიყავი. პროფესიონალი სპორტსმენი გახლდით და პირველი 5 წლის მანძილზე პროფესიაში დიდ წარმატებას მივაღწიე. შემდეგ გარკვეული მიზეზის გამო ცურვას ჩამოვშორდი. ეს დიდი სტრესი იყო. მოულოდნელად მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ რეჟისორი სპორტული აღნაგობის კაცს ეძებდა. სცენარი რომ წავიკითხე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს ცხოვრებას ვკითხულობდი. მას შემდეგ სამსახიობო ოსტატობა გულით შემიყვარდა.

- თავისუფალ დროს რას აკეთებთ?

- იმ ხალხთან ვისვენებ, ვინც ძალიან მიყვარს. კარგი მეგობრები მყავს.

- რაც შეეხება ცურვას?

- 14 წელი ვცურავდი და წყალი ჩემი სტიქიაა. არ აქვს მნიშვნელობა, იტალიაში ვარ თუ სადმე სხვაგან, გადასაღები მოედნის შემდეგ საცურაო აუზზე მივდივარ.

- რას ნიშნავს თქვენთვის მსახიობობა?

- ჩვენს გარშემო უამრავი კარგი მსახიობია, მაგრამ მათ შორის დიდებულები არიან რობერტ დენირო, ალ პაჩინო და დასტინ ჰოფმანი. ეს სამეული ყველა ფილმში საოცრებებს ახდენს და ნამუშევარს განსაკუთრებულ მიმზიდველობას მატებს.

მომზადებულია ivillage.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება