პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ჩერგოლეიშვილი თეა წულუკიანს - "დიდი იმედი მაქვს, რომ გიგი კალანდაძე გიჩივლებს"
თამარ ჩერგოლეიშვილი თეა წულუკიანს - "დიდი იმედი მაქვს, რომ გიგი კალანდაძე გიჩივლებს"

ჟურ­ნალ "ტა­ბუ­ლას" რე­დაქ­ტო­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მიერ გიგი კა­ლან­და­ძის პა­სუ­ხად გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას "ფე­ის­ბუ­ქით" ეხ­მა­უ­რე­ბა.

"დიდი იმე­დი მაქვს, რომ გიგი კა­ლან­და­ძე გი­ჩივ­ლებს და იმ ოქმს ჩარ­ჩო­ში მო­ა­თავ­სებ, ზუს­ტად ისე, რო­გორც სა­ჯა­რო ად­მი­ნის­ტრა­ტო­რის დიპ­ლო­მი ჩას­ვი :)", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი და იქვე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის სი­ტყვე­ბი მოჰ­ყავს: "მე შე­მიძ­ლია ვი­ა­მა­ყო იმ და­კა­ვე­ბის ოქ­მით, რო­მე­ლიც ჩემ მიერ არის შედ­გე­ნი­ლი და რომ­ლი­თაც და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა გე­ნე­რა­ლი გიგი კა­ლან­და­ძე".

რო­გორც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა, გიგი კა­ლან­და­ძემ გუ­შინ პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, მო­სა­მარ­თლე­ზე, რო­მე­ლიც მის საქ­მეს იხი­ლავ­და, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი ზე­წო­ლას ახორ­ცი­ე­ლებ­და. კა­ლან­და­ძე მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი და­რახვე­ლი­ძეს მად­ლო­ბას უხ­დის იმი­სათ­ვის, რომ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ზე­წო­ლის ქვეშ არ მო­ექ­ცა.

კა­ლან­და­ძე აპი­რებს სა­მარ­თლებ­რი­ვად მოს­თხო­ვოს პა­სუხს იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს თეა წუ­ლუ­კი­ან­სა და თავ­დაც­ვის მი­ნისტრს ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას.

რო­გორც კა­ლან­და­ძემ სა­სა­მარ­თლო­ზე თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა, სა­მი­ნის­ტრო­ში მას ირაკ­ლი ალა­სა­ნია დახ­ვდა, რო­მელ­მაც მო­სა­ლოდ­ნე­ლი და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ამ­ცნო და ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის სა­ნაც­ვლოდ შეჰ­პირ­და, რომ მას არა­ფე­რი შე­ე­ხე­ბო­და. მას შემ­დეგ, რაც უარი მი­ი­ღო, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ იგი ოთახ­ში შე­იყ­ვა­ნა, სა­დაც იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი და რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ელო­და.

"მე შე­მიძ­ლია ვი­ა­მა­ყო იმ და­კა­ვე­ბის ოქ­მით, რო­მე­ლიც ჩემ მიერ არის შედ­გე­ნი­ლი და რომ­ლი­თაც და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა გე­ნე­რა­ლი გიგი კა­ლან­და­ძე", - ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ერ­თო­ე­ბუ­ლი შტა­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის გიგი კა­ლან­და­ძის დღე­ვან­დე­ლი ჩვე­ნე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრის თქმით, კა­ლან­და­ძემ ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ მისი და­კა­ვე­ბი­სას მისი ყვე­ლა უფ­ლე­ბა ზედ­მი­წევ­ნით იყო და­ცუ­ლი. "იმ პრო­ცე­სით, რო­მელ­საც გიგი კა­ლან­და­ძის და­კა­ვე­ბის პრო­ცე­სი ერ­ქვა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მიერ, მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ნე­ბის­მი­ე­რი სწავ­ლუ­ლი იუ­რის­ტი თუ პრაქ­ტი­კო­სი ია­მა­ყებს, იმი­ტომ, რომ იქ ნაჩ­ვე­ნე­ბი იქნა, თუ რო­გორ უნდა იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, მისი ყვე­ლა უფ­ლე­ბის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვით", - აღ­ნიშ­ნა წუ­ლუ­კი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

თამარ ჩერგოლეიშვილი თეა წულუკიანს - "დიდი იმედი მაქვს, რომ გიგი კალანდაძე გიჩივლებს"

თამარ ჩერგოლეიშვილი თეა წულუკიანს - "დიდი იმედი მაქვს, რომ გიგი კალანდაძე გიჩივლებს"

ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი იუსტიციის მინისტ თეა წულუკიანის მიერ გიგი კალანდაძის პასუხად გაკეთებულ განცხადებას "ფეისბუქით" ეხმაურება.

"დიდი იმედი მაქვს, რომ გიგი კალანდაძე გიჩივლებს და იმ ოქმს ჩარჩოში მოათავსებ, ზუსტად ისე, როგორც საჯარო ადმინისტრატორის დიპლომი ჩასვი :)", - წერს ჩერგოლეიშვილი და იქვე იუსტიციის მინისტრის სიტყვები მოჰყავს: "მე შემიძლია ვიამაყო იმ დაკავების ოქმით, რომელიც ჩემ მიერ არის შედგენილი და რომლითაც დაკავებული იქნა გენერალი გიგი კალანდაძე".

როგორც გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, გიგი კალანდაძემ გუშინ პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა, მოსამართლეზე, რომელიც მის საქმეს იხილავდა, იუსტიციის მინისტრი ზეწოლას ახორციელებდა. კალანდაძე მოსამართლე გიორგი დარახველიძეს მადლობას უხდის იმისათვის, რომ თეა წულუკიანის ზეწოლის ქვეშ არ მოექცა.

კალანდაძე აპირებს სამართლებრივად მოსთხოვოს პასუხს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანსა და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას.

როგორც კალანდაძემ სასამართლოზე თავის ჩვენებაში აღნიშნა, სამინისტროში მას ირაკლი ალასანია დახვდა, რომელმაც მოსალოდნელი დაკავების შესახებ ამცნო და ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ შეჰპირდა, რომ მას არაფერი შეეხებოდა. მას შემდეგ, რაც უარი მიიღო, ირაკლი ალასანიამ იგი ოთახში შეიყვანა, სადაც იუსტიციის მინისტრი, მთავარი პროკურორი და რამდენიმე ათეული სამართალდამცველი ელოდა.

"მე შემიძლია ვიამაყო იმ დაკავების ოქმით, რომელიც ჩემ მიერ არის შედგენილი და რომლითაც დაკავებული იქნა გენერალი გიგი კალანდაძე", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაერთოებული შტაბის ყოფილი უფროსის გიგი კალანდაძის დღევანდელი ჩვენების კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, კალანდაძემ ძალიან კარგად იცის, რომ მისი დაკავებისას მისი ყველა უფლება ზედმიწევნით იყო დაცული. "იმ პროცესით, რომელსაც გიგი კალანდაძის დაკავების პროცესი ერქვა იუსტიციის მინისტრის მიერ, მე დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი სწავლული იურისტი თუ პრაქტიკოსი იამაყებს, იმიტომ, რომ იქ ნაჩვენები იქნა, თუ როგორ უნდა იყოს დაკავებული ეჭვმიტანილი, მისი ყველა უფლების ზედმიწევნით დაცვით", - აღნიშნა წულუკიანმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს