პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯონ მაკკეინი - სწრაფად გადავიდეთ ნატო-ს გაფართოების მორიგ რაუნდზე, საქართველოს ჩათვლით
ჯონ მაკკეინი - სწრაფად გადავიდეთ ნატო-ს გაფართოების მორიგ რაუნდზე, საქართველოს ჩათვლით

აშშ-ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი სე­ნა­ტო­რის, რეს­პუბ­ლი­კე­ლი ჯონ მა­კ­კე­ი­ნის აზ­რით, აშშ-მა უნდა გა­ა­ფარ­თო­ოს ქვე­ყა­ნა­ში მყო­ფი არა­სა­სურ­ვე­ლი რუ­სე­ბის ნუს­ხა, რომ­ლე­ბიც მაგ­ნიტსკის საქ­მეს­თან არი­ან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ასე­ვე და­აჩ­ქა­როს სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა და და­ეხ­მა­როს რუ­სულ ოპო­ზი­ცი­ას. ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი რეს­პუბ­ლი­კელ­მა სე­ნა­ტორ­მა რუ­სე­თის მიერ ამე­რი­კის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის ედ­ვარდ სნო­უ­დე­ნის­თვის თავ­შე­საფ­რის მი­ცე­მის შემ­დეგ გა­ა­კე­თა.

"პირ­ვე­ლი, რაც უნდა გა­ვა­კე­თოთ, უნდა გა­ვა­ფარ­თო­ოთ მაგ­ნიტსკის აქ­ტის სია, რათა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ვა­კის­როთ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის იმ უამ­რავ დამ­რღვევს, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში არ­სე­ბუ­ლი და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მით სარ­გებ­ლობს. რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნდა და­ვას­რუ­ლოთ ევ­რო­პა­ში ჩვე­ნი სა­რა­კე­ტო დაც­ვის სის­ტე­მის გან­ლა­გე­ბა და სწრა­ფად გა­და­ვი­დეთ ნატო-ს გა­ფარ­თო­ე­ბის მო­რიგ რა­უნ­დზე, სა­ქარ­თვე­ლოს ჩათ­ვლით", - გა­ნა­ცხა­და ჯონ მა­კ­კე­ინ­მა.

რუ­სე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სნო­უ­დე­ნის­თვის თავ­შე­საფ­რის მი­ცე­მის თა­ო­ბა­ზე რეს­პუბ­ლი­კელ­მა სე­ნა­ტორ­მა "ყვე­ლა ამე­რი­კე­ლის­თვის სი­ლის გაწ­ვნა" და "შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დაბ­ნე­ვის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მცდე­ლო­ბა" უწო­და.

"დროა, ფუნ­და­მენ­ტუ­რად გა­დავ­ხე­დოთ პუ­ტი­ნის რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. პუ­ტი­ნის რუ­სე­თის დღე­ვან­დელ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ ამ ქვე­ყა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა ილუ­ზია უნდა გა­უ­ქარ­წყლოს იმ ამე­რი­კე­ლებს, რომ­ლებ­საც რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბოლო წლე­ბია მცდა­რი მო­ლო­დი­ნე­ბი აქვთ. ჩვენ უკვე დიდი ხა­ნია გვჭირ­დე­ბა უფრო რე­ა­ლის­ტუ­რად შევ­ხე­დოთ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებს და იმე­დი მაქვს, დღეს ამას სა­ბო­ლო­ოდ და­ვი­წყებთ", - აღ­ნიშ­ნა ჯონ მა­კ­კე­ინ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ჯონ მაკკეინი - სწრაფად გადავიდეთ ნატო-ს გაფართოების მორიგ რაუნდზე, საქართველოს ჩათვლით

ჯონ მაკკეინი - სწრაფად გადავიდეთ ნატო-ს გაფართოების მორიგ რაუნდზე, საქართველოს ჩათვლით

აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სენატორის, რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინის აზრით, აშშ-მა უნდა გააფართოოს ქვეყანაში მყოფი არასასურველი რუსების ნუსხა, რომლებიც მაგნიტსკის საქმესთან არიან დაკავშირებული. ასევე დააჩქაროს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება და დაეხმაროს რუსულ ოპოზიციას. ეს განცხადებები რესპუბლიკელმა სენატორმა რუსეთის მიერ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის ედვარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემის შემდეგ გააკეთა.

"პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გავაფართოოთ მაგნიტსკის აქტის სია, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ ადამიანის უფლებების იმ უამრავ დამრღვევს, რომლებიც რუსეთში არსებული დაუსჯელობის სინდრომით სარგებლობს. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ ევროპაში ჩვენი სარაკეტო დაცვის სისტემის განლაგება და სწრაფად გადავიდეთ ნატო-ს გაფართოების მორიგ რაუნდზე, საქართველოს ჩათვლით", - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

რუსეთის გადაწყვეტილებას სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემის თაობაზე რესპუბლიკელმა სენატორმა "ყველა ამერიკელისთვის სილის გაწვნა" და "შეერთებული შტატების დაბნევის მიზანმიმართული მცდელობა" უწოდა.

"დროა, ფუნდამენტურად გადავხედოთ პუტინის რუსეთთან ურთიერთობას. პუტინის რუსეთის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ამ ქვეყანასთან დაკავშირებით ყველა ილუზია უნდა გაუქარწყლოს იმ ამერიკელებს, რომლებსაც რუსეთთან დაკავშირებით ბოლო წლებია მცდარი მოლოდინები აქვთ. ჩვენ უკვე დიდი ხანია გვჭირდება უფრო რეალისტურად შევხედოთ რუსეთთან ურთიერთობებს და იმედი მაქვს, დღეს ამას საბოლოოდ დავიწყებთ", - აღნიშნა ჯონ მაკკეინმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა