სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პალიტრა L"-მა პროექტ "ჩემი რჩეული მსოფლიოს" პრეზენტაცია გამართა
"პალიტრა L"-მა პროექტ "ჩემი რჩეული მსოფლიოს" პრეზენტაცია გამართა

თბი­ლი­სის რკი­ნიგ­ზის პირ­ველ ბა­ქან­ზე პრო­ექტ "ჩემი რჩე­უ­ლი მსოფ­ლი­ოს" პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. დღე­ი­დან ყო­ველ ხუთ­შა­ბათს მკი­თხველს ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად "ჩვე­ნი რჩე­უ­ლი მსოფ­ლი­ოს" პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მსოფ­ლიო პრო­ზის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შე­ბის შე­ძე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" კრე­ა­ტი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა მა­რი­კა დარ­ჩი­ამ გა­ნა­ცხა­და, პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ის ად­გი­ლი სიმ­ბო­ლუ­რად შე­ირ­ჩა მათ­თვის, ვი­საც ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა და მგზავ­რო­ბა უყ­ვარს. მი­სი­ვე თქმით, მკი­თხვე­ლი ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად მსოფ­ლიო პრო­ზის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შე­ბის ტო­მე­უ­ლე­ბის შე­ძე­ნას მო­ა­ხერ­ხებს და ეს გა­მო­ცე­მე­ბი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან კრე­ა­ტი­უ­ლი, ლა­მა­ზი და ში­ნა­არ­სი­ა­ნი. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ვიქ­ტორ ჰი­უ­გოს 7 ტო­მე­უ­ლი გა­მო­ი­ცე­მა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა ნინო დე­კა­ნო­სი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მკი­თხვე­ლე­ბი გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში გა­მუდ­მე­ბით რე­კავ­დნენ და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამ­დნენ, რომ 50 წიგ­ნის პრო­ექ­ტში ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბის მხო­ლოდ ერთი ნა­წარ­მო­ე­ბი მოხ­ვდა. მი­სი­ვე თქმით, მკი­თხვე­ლე­ბის მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­და­წყდა, რომ მსოფ­ლიო პრო­ზის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შე­ბი ტო­მე­ბის სა­ხით გა­მო­ცე­მუ­ლი­ყო.

დღეს გა­მო­ი­ცა "ჩვე­ნი რჩე­უ­ლი მსოფ­ლი­ოს" პირ­ვე­ლი წიგ­ნი ვიქ­ტორ ჰი­უ­გოს "93 წელი", შემ­დე­გი გა­მო­ცე­მე­ბი იქ­ნე­ბა "პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძა­რი" და "საბ­რა­ლო­ნი", ხოლო მომ­დევ­ნო ავ­ტო­რი კი შტე­ფან ცვა­ი­გი იქ­ნე­ბა.

ამას­თან, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-მა 10 დღის წინ ჩა­ა­ტა­რა კონ­კურ­სი პრო­ექ­ტის სლო­გა­ნის მო­სა­ფიქ­რებ­ლად, კერ­ძოდ, მკი­თხვე­ლებს უნდა და­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ ფრა­ზა "მსოფ­ლი­ომ და­წე­რა, რომ შენ ...". აღ­ნიშ­ნულ კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა და­ვით დარ­ჩი­ამ, რო­მელ­მაც ფრა­ზა და­ას­რუ­ლა სი­ტყვე­ბით "გახ­დე უკე­თე­სი". "პა­ლიტ­რა მე­დი­ამ" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვიქ­ტორ ჰი­უ­გოს წიგ­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა.

პრო­ექტ "ჩემი რჩუ­ლი მსოფ­ლი­ოს შე­დევ­რე­ბის" შე­ძე­ნა მკი­თხველს ყო­ველ ხუთ­შა­ბათს, ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად 6 ლა­რად შე­ეძ­ლე­ბა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო: "ჩემი რჩუ­ლი მსოფ­ლიო" - "პა­ლიტ­რა-L"-ის ახა­ლი პრო­ექ­ტი და­ი­წყო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"პალიტრა L"-მა პროექტ "ჩემი რჩეული მსოფლიოს" პრეზენტაცია გამართა

"პალიტრა L"-მა პროექტ "ჩემი რჩეული მსოფლიოს" პრეზენტაცია გამართა

თბილისის რკინიგზის პირველ ბაქანზე პროექტ "ჩემი რჩეული მსოფლიოს" პრეზენტაცია გაიმართა. დღეიდან ყოველ ხუთშაბათს მკითხველს ჟურნალ "გზასთან" ერთად "ჩვენი რჩეული მსოფლიოს" პროექტის ფარგლებში მსოფლიო პროზის საუკეთესო ნიმუშების შეძენის შესაძლებლობა ექნება.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას "პალიტრა მედიის" კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ განაცხადა, პროექტის პრეზენტაციის ადგილი სიმბოლურად შეირჩა მათთვის, ვისაც ლიტერატურასთან ერთად ცხოვრება და მგზავრობა უყვარს. მისივე თქმით, მკითხველი ჟურნალ "გზასთან" ერთად მსოფლიო პროზის საუკეთესო ნიმუშების ტომეულების შეძენას მოახერხებს და ეს გამოცემები იქნება ძალიან კრეატიული, ლამაზი და შინაარსიანი. პროექტის ფარგლებში ვიქტორ ჰიუგოს 7 ტომეული გამოიცემა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარმა რედაქტორმა ნინო დეკანოსიძემ აღნიშნა, მკითხველები გამომცემლობაში გამუდმებით რეკავდნენ და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ 50 წიგნის პროექტში ცნობილი მწერლების მხოლოდ ერთი ნაწარმოები მოხვდა. მისივე თქმით, მკითხველების მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ მსოფლიო პროზის საუკეთესო ნიმუშები ტომების სახით გამოცემულიყო.

დღეს გამოიცა "ჩვენი რჩეული მსოფლიოს" პირველი წიგნი ვიქტორ ჰიუგოს "93 წელი", შემდეგი გამოცემები იქნება "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" და "საბრალონი", ხოლო მომდევნო ავტორი კი შტეფან ცვაიგი იქნება.

ამასთან, გამომცემლობა "პალიტრა L"-მა 10 დღის წინ ჩაატარა კონკურსი პროექტის სლოგანის მოსაფიქრებლად, კერძოდ, მკითხველებს უნდა დაესრულებინათ ფრაზა "მსოფლიომ დაწერა, რომ შენ ...". აღნიშნულ კონკურსში გაიმარჯვა დავით დარჩიამ, რომელმაც ფრაზა დაასრულა სიტყვებით "გახდე უკეთესი". "პალიტრა მედიამ" გამარჯვებული ვიქტორ ჰიუგოს წიგნით დააჯილდოვა.

პროექტ "ჩემი რჩული მსოფლიოს შედევრების" შეძენა მკითხველს ყოველ ხუთშაბათს, ჟურნალ "გზასთან" ერთად 6 ლარად შეეძლება.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო: "ჩემი რჩული მსოფლიო" - "პალიტრა-L"-ის ახალი პროექტი დაიწყო

"ინტერპრესნიუსი"

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"