ცილისწამებისთვის ჩემს წინააღმდეგ სარჩელს ვერავინ შეიტანს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. თეა წულუკიანის განცხადებით, ცილისწამებისთვის სარჩელს ვერავინ შეიტანს, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსიდან ეს მუხლი ამოიღეს.
გიგი კალანდაძის განცხადებით კი, მოსამართლეზე, რომელიც მის საქმეს იხილავდა, იუსტიციის მინისტრი ზეწოლას ახორციელებდა. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას გენერალმა გიგი კალანდაძემ განაცხადა. კალანდაძე მოსამართლე გიორგი დარახველიძეს მადლობას უხდის იმისათვის, რომ თეა წულუკიანის ზეწოლის ქვეშ არ მოექცა.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიგი კალანდაძე აპირებს სამართლებრივად მოსთხოვოს პასუხს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანსა და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას.