მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მოზაიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსახიობის შემოქმედება რეპეტიციაა, სპექტაკლი - რეზულტატი"
"მსახიობის შემოქმედება რეპეტიციაა, სპექტაკლი - რეზულტატი"

მსა­ხი­ო­ბი გია ბურ­ჯა­ნა­ძე ამ­ჯე­რად იმ ადა­მი­ა­ნებს იხ­სე­ნებს, რომ­ლებ­მაც ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე მისი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში გარ­დამ­ტე­ხი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლეს. ყო­ფი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი პირ­ველ მწვრთნელ­ზე, უსაყ­ვარ­ლეს პე­და­გოგ­ზე და მსა­ხი­ობ მე­გო­ბარ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა, რო­მელ­თა რჩე­ვა-და­რი­გე­ბე­ბი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე მოჰ­ყვე­ბა...

"სერ­გო მას­წი" - ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი

- ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა რამ­დე­ნი­მე ეტა­პად შე­იძ­ლე­ბა და­ი­ყოს: ბი­ჭო­ბა, ახალ­გაზ­რდო­ბა და ე.წ. შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მეც იმ სამ ადა­მი­ან­ზე ვი­სა­უბ­რებ, რომ­ლებ­საც ჩემი გა­რე­მოც­ვი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის გარ­და, ჩემს კა­ცად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით. ბი­ჭო­ბის პე­რი­ოდ­ში კა­ლათ­ბურთს ვთა­მა­შობ­დი და ჩემი პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლი სერ­გო იშხნე­ლი გახ­ლდათ. მა­შინ ის საკ­მა­ოდ ახალ­გაზ­რდა - 28 წლის იყო, მაგ­რამ ჩვენ­თვის დიდ ავ­ტო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენ­და, თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ში სხვა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი "ჩა­ყა­რა". წეს­რიგს, ფიქ­რს, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ერ­თმა­ნეთ­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბას გვაჩ­ვევ­და. გვე­უბ­ნე­ბო­და, - არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ყვე­ლა­ნი დიდი სპორ­ტსმე­ნე­ბი გახ­დეთ, მაგ­რამ პი­როვ­ნე­ბა, ღირ­სე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და კა­ცე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყო­თო. ეს თვი­სე­ბე­ბი სწო­რედ მან გა­აღ­ვი­ვა ჩემ­ში. ამ­დე­ნი წელი გა­ვი­და, რაც კა­ლათ­ბურთს აღარ ვთა­მა­შობ, მაგ­რამ მის გვერ­დში დგო­მას დღე­საც ვგრძნობ და სხვა­თა შო­რის, ჩემი თა­ო­ბის კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბიც ზუს­ტად ასე არი­ან - ყვე­ლა­ფე­რი "სერ­გო მას­წის­გან" მო­დის. ახლა ის ჩვე­ნი მე­გო­ბა­რია. ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა თით­ქმის წა­ი­შა­ლა და ლხი­ნი, გა­ჭირ­ვე­ბა და ბევ­რი რამ ერ­თად გა­დაგ­ვი­ტა­ნია. "სერ­გო მას­წის" ფე­ნო­მე­ნი მეხ­სი­ე­რე­ბა­ში დღემ­დე ჩამ­რჩა.

- მა­გა­ლი­თად, რა რჩე­ვებს გაძ­ლევ­დათ?

- მკაც­რი იყო. მარ­თა­ლია, ტა­ნად დი­დე­ბი და ღო­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ სერ­გოს რიდი გვქონ­და; ის რომ დაგ­ვიყ­ვი­რებ­და ან კა­ცუ­რად, მშვი­დად დაგ­ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, ჩვენ­თვის მის სი­ტყვებს წონა და ფასი ჰქონ­და. იმ­დე­ნად სწორ აქ­ცენ­ტებს აკე­თებ­და, რომ ვხვდე­ბო­დით, ეს კაცი ყვე­ლა­ფერ­ში მარ­თა­ლი იყო. ერთ მა­გა­ლითს გე­ტყვით: სო­ხუმ­ში, პირ­ვე­ლო­ბა­ზე გვქონ­და თა­მა­ში და საკ­მა­ოდ რთუ­ლი მატ­ჩი იყო, "ქულა ქუ­ლა­ში" მი­დი­ო­და (ასე­თი ცნე­ბაა კა­ლათ­ბურთში). აშ­კა­რად ეტყო­ბო­და, მსა­ჯი ჩვენს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გუნდს ემ­ხრო­ბო­და. გუნ­დის კა­პი­ტა­ნი ვი­ყა­ვი, უკვე სამი პერ­სო­ნა­ლუ­რი ჯა­რი­მა მქონ­და მი­ღე­ბუ­ლი და მე­ო­თხეც რომ გა­მო­მი­ცხა­და, გავ­ღი­ზი­ან­დი. შე­ვე­კა­მა­თე. მა­ნაც რა­ღაც მი­თხრა და თავი ვე­ღარ შე­ვი­კა­ვე - ხმა­მაღ­ლა შე­ვა­გი­ნე. თა­მა­შის დას­რუ­ლე­ბამ­დე 40 წამი რჩე­ბო­და, მან კი ტექ­ნი­კუ­რი ჯა­რი­მაც მომ­ცა და მო­ედ­ნი­დან გა­მაგ­დო. ჩემ­თვის ეს სიკ­ვდი­ლის ტოლ­ფა­სი გახ­ლდათ. სა­ბო­ლო­ოდ, ბი­ჭებ­მა ეს მატ­ჩი მო­ი­გეს, დიდი ზე­ი­მი იყო, ხალ­ხი გვი­ლო­ცავ­და. სერ­გო რომ შე­მო­ვი­და, მის­გან შორს დგო­მა ვარ­ჩიე, რად­გან ისე­თი სახე ჰქონ­და, უკვე მივ­ხვდი, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო. მა­გი­დის გარ­შე­მო დამ­დევ­და და დავ­რბო­დით ასე (იცი­ნის). - ამ­დე­ნი ხალ­ხის თან­დას­წრე­ბით, მა­მის ტოლა კაცს რო­გორ შე­ა­გი­ნეო?! მე შენ გთხო­ვე, ჩემ­პი­ო­ნი გახ­დიო?! კა­ცად ვერ გა­მიზ­რდი­ხარ და შენი ჩემ­პი­ო­ნო­ბა რად მინ­დაო?! ახლა რომ ვუ­ფიქ­რდე­ბი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­თა­ლი იყო. ბევრ რა­მეს გვა­რი­გებ­და. საშ­ხა­პი­დან რომ გა­მოვ­დი­ო­დით, გვსაყ­ვე­დუ­რობ­და: ონ­კანს მოშ­ვე­ბულს რა­ტომ ტო­ვებთ? ამის­თვის ხომ ადა­მი­ა­ნე­ბი შრო­მო­ბენ, თქვენ კი ტყუ­ი­ლად ღვრით წყალ­სო! გვე­უბ­ნე­ბო­და, - დაგ­ვი­ა­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ეს შენი მე­გობ­რე­ბის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბაა; ვარ­ჯიშ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი უნდა მოხ­ვი­დეთ; კა­ლათ­ბურ­თი კო­ლექ­ტი­უ­რი სპორ­ტია და თა­ნა­გუნ­დელს ხელი არ უნდა შე­უ­შა­ლოო. მისი და­რი­გე­ბე­ბი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­მომ­ყვა.

სტუ­დენ­ტო­ბა - ახ­ლის შეც­ნო­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის მე­ო­რე ეტა­პი

- სერ­გოს შემ­დეგ, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ქალ­ბა­ტო­ნი ლილი იო­სე­ლი­ა­ნი შემ­ხვდა, რო­მელ­მაც ფაქ­ტობ­რი­ვად, გამ­ზარ­და; ჩემს მშობ­ლებს თით­ქმის წა­არ­თვა ჩემი თავი: ყვე­ლა­ნა­ი­რად მას­თან ვი­ყა­ვი, ის მზრდი­და არა მარ­ტო რო­გორც მსა­ხი­ობს, არა­მედ - რო­გორც პი­როვ­ნე­ბას. მა­საც ისე­თი­ვე თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­და, რო­გო­რიც სერ­გო "მას­წს". დიდი მსა­ხი­ო­ბო­ბა, დიდი სპორ­ტსმე­ნო­ბა, დიდი ხე­ლო­ვა­ნო­ბა ხომ ღმერ­თის­გან მო­დის. სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის, ყვე­ლა დიდი შე­მოქ­მე­დი გახ­დეს, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, პატ­რი­ო­ტი მო­ქა­ლა­ქე და კაცი იყო, ამას კი ყვე­ლა ვერ ახერ­ხებს. ლილი ფიქ­რს, სა­კუ­თარ თავ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბას, ერ­თმა­ნე­თის მი­მართ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გვაჩ­ვევ­და, რად­გან თე­ატ­რი კო­ლექ­ტი­უ­რი (ისე­ვე, რო­გორც კა­ლათ­ბურ­თი) შე­მოქ­მე­დე­ბაა და თი­თო­ე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბი ძა­ლი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი უნდა იყოს. რე­პე­ტი­ცი­ა­ზე დაგ­ვი­ა­ნე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ იყო. გვე­უბ­ნე­ბო­და, - სხვის კრი­ტი­კას კი ნუ მო­უნ­დე­ბით, სა­კუ­თა­რი თავი გა­აკ­რი­ტი­კე­თო. ლი­ლის­თვის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იწყე­ბო­და და მთავ­რდე­ბო­და თე­ატ­რით. მის­თვის ოჯა­ხი ჩვენ - სტუ­დენ­ტე­ბი და ცხო­ნე­ბუ­ლი ჯაბა იო­სე­ლი­ა­ნი ვი­ყა­ვით. შე­საძ­ლოა, ჩვენ­ზე უფრო მე­ტა­დაც კი ზრუ­ნავ­და, რად­გან მო­ზარ­დე­ბი გახ­ლდით. უნ­დო­და, ყო­ვე­ლი სტუ­დენ­ტის­გან მო­ქა­ლა­ქი­სა და შე­მოქ­მე­დის სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტი მი­ე­ღო და ეს მო­ა­ხერ­ხა კი­დეც. ქარ­თულ თე­ატ­რში თუკი ვინ­მე ბრწყინ­ვა­ლე მსა­ხი­ო­ბია, სწო­რედ მისი აღ­ზრდი­ლია. როცა რე­პე­ტი­ცია გვქონ­და, მის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, ვინ­მე გა­სარ­თო­ბად გა­ეშ­ვა. მსა­ხი­ო­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა - რე­პე­ტი­ცი­აა, სპექ­ტაკ­ლი უკვე რე­ზულ­ტა­ტია.

მახ­სოვს, თბი­ლი­სის "დი­ნა­მო" ევ­რო­პის ტურ­ნი­რებ­ზე კარ­გად რომ გა­მო­დი­ო­და, 1981 წელს, ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ზე გვინ­დო­და წას­ვლა და ქალ­ბა­ტონ ლი­ლის ვთხო­ვეთ, რე­პე­ტი­ცია დი­ლით ადრე დაგ­ვე­წყო, რათა სა­ღა­მოს მატ­ჩის­თვის გვე­ყუ­რე­ბი­ნა. გა­გიჟ­და, - ეს რო­გორ მა­კად­რეთ, რა დროს ფეხ­ბურ­თი­აო?! ავ­დე­ქით და სტა­დი­ონ­ზე წას­ვლა მა­საც შევ­თა­ვა­ზეთ. დაგ­ვთან­ხმდა, - ჯან­და­ბა­სო. ადა­მი­ა­ნის მსგავ­სი წა­მე­ბა ჯერ არ მი­ნა­ხავს - სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებ­და, მაგ­რამ იმის გამო, რომ მისი "შვი­ლე­ბი" - გო­გო­ე­ბიც და ბი­ჭე­ბიც ასე ან­თე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ხათ­რი აღარ გაგ­ვი­ტე­ხა. მერე რა­ღაც ხომ უნდა ეთ­ქვა და, - ნა­ხეთ, ამ ფეხ­ბურ­თი­და­ნაც მა­გა­ლი­თი გა­მო­ი­ტა­ნეთ - რა ლა­მა­ზად უხ­ტე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, თურ­მე ეს­თე­ტი­კა ფეხ­ბურთშიც ყო­ფი­ლაო! ამ დროს ეს ის თა­მა­ში იყო, როცა ლა­მის და­ლე­წეს ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი (იცი­ნის). რაც დიდ შე­მოქ­მე­დე­ბას­თან არის კავ­შირ­ში, გინდ სპორ­ტი იყოს, გინდ - ხე­ლოვ­ნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზია. ამ­დე­ნი წელი გა­ვი­და და ახ­ლაც რომ რა­ღა­ცას ვა­კე­თებ ან ვფიქ­რობ, გო­ნე­ბა­ში ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ რო­გორც ლი­ლის­თან გა­ვა­კე­თებ­დი, რო­გორც ის მე­ტყო­და, ისე უნდა მო­ვიქ­ცე - სამ­შობ­ლო­სა და ღმერ­თის წი­ნა­შე უნდა იყო მარ­თა­ლი, შენს საქ­მე­ში კი - სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­შე, თავი არა­ფერ­ში და­ზო­გოო. ლილი ღვთის­მო­სა­ვია და ჩვენც რწმე­ნით გაგვზარ­და. ასე­თი იყო ჩემი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პე­რი­ო­დი.

გოგი გე­ლო­ვა­ნი - მე­გობ­რო­ბის ეტა­ლო­ნი

- შემ­დეგ უკვე, შეგ­ნე­ბულ ცხოვ­რე­ბა­ში, ჩემ­ზე 38 წლით უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი მყავ­და - მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი გოგი გე­ლო­ვა­ნი. შე­სა­ნიშ­ნა­ვი პი­როვ­ნე­ბა იყო. მის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე (2005 წლამ­დე) ერთი დღე არ ყო­ფი­ლა, რომ უერ­თმა­ნე­თოდ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. შე­იძ­ლე­ბა, არ შევ­ხვედ­რო­დით, მაგ­რამ ტე­ლე­ფო­ნით მა­ინც აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­კი­თხავ­დით ერ­თმა­ნეთს. ამ­ბებს გა­მომ­კი­თხავ­და; თუ სახ­ლში არ ვი­ყა­ვი - ჩემს ცოლს ელა­პა­რა­კე­ბო­და. ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის ამაგ­და­რი იყო - არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, მაგ­რამ ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ლოტ­ბა­რი. სა­ოც­რად უყ­ვარ­და და აფა­სებ­და ქარ­თულ ფოლკ­ლორ­სა და ქარ­თულ სულს; სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტის სიმ­ღე­რებს ეძებ­და, შემ­დეგ კი ას­წავ­ლი­და და დღეს თუ მსა­ხი­ო­ბე­ბი მღე­რი­ან, ეს მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. წინა თა­ო­ბებ­ში ამას მან­ველ აფხა­ი­ძე აკე­თებ­და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში, მე­ო­რე კი გოგი იყო. ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, სუფ­რის წე­სე­ბი - ყვე­ლა­ფერს მის­გან ვსწავ­ლობ­დით. ისიც იმა­ვეს ამ­ბობ­და, - როცა ადა­მი­ანს უნდა შეხ­ვდე, დაგ­ვი­ა­ნე­ბა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?! გზა­ში შე­იძ­ლე­ბა, სა­ცო­ბი ან რა­ი­მე შე­ფერ­ხე­ბა იყოს, ამი­ტომ 15 წუ­თით ადრე მიდი, გა­ზე­თი იყი­დე, და­ჯე­ქი და წა­ი­კი­თხე. დაგ­ვი­ა­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა­აო. გოგი თვი­თო­ნაც ისე ცხოვ­რობ­და, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მხა­რე მის­თვის ბევ­რს არ წარ­მო­ად­გენ­და; მის­თვის მთა­ვა­რი - მისი სამ­ყა­რო იყო, ქარ­თუ­ლი სუ­ლი­ე­რე­ბი­თა და სიმ­ღე­რით სავ­სე. ეს, მე­გობ­რო­ბა­ზე თავ­და­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი იყო იმი­სა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძმა­კა­ცუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი ატა­რო. მისი მე­გობ­რე­ბი ჩემი მე­გობ­რე­ბი გახ­დნენ, მა­გა­ლი­თად: ცნო­ბი­ლი ექი­მი - ლე­ვან ჭა­ჭი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც უფ­როს ლე­ვანს ვე­ძა­ხით; ასე­ვე, ცნო­ბი­ლი ექი­მი - წოპე, ვახ­ტანგ ხურ­ცი­ძე და აწ უკვე გარ­დაც­ვლი­ლი - ზუ­რაბ ლეჟა­ვა, ჩვე­ნი მხატ­ვა­რი; დოდო აბა­ში­ძე გო­გის კლა­სე­ლი იყო და ასე შემ­დეგ... მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თად გა­მო­ი­ა­რეს, ულა­მა­ზე­სი სა­მე­გობ­რო იყო და ახალ­გაზ­რდა კა­ცის­თვის ისეც დიდი მა­გა­ლი­თია, რო­დე­საც ნამ­დვილ მე­გობ­რო­ბას უყუ­რებ. მათი მე­გობ­რო­ბა ლი­ტო­ნი სი­ტყვე­ბი არ იყო, ისი­ნი მარ­თლაც, ერ­თმა­ნე­თის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­დნენ.

ეს სამი ადა­მი­ა­ნი, ვის­ზეც ვი­სა­უბ­რე, იყ­ვნენ ისი­ნი, ვინც ჭეშ­მა­რი­ტად გარ­დამ­ტე­ხი როლი შე­ას­რუ­ლეს ჩემი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და რო­გო­რიც უნ­დო­დათ მათ, ისე­თი გავ­ხდი. რომ არა ჩემი ოჯა­ხი, გა­რე­მოც­ვა და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ალ­ბათ სხვა­ნა­ი­რი ვიქ­ნე­ბო­დი.

"თეთ­რი ბა­ი­რა­ღე­ბი"

- ყვე­ლა ფილ­მის გა­და­ღე­ბა თუ სპექ­ტაკ­ლის დად­გმა გა­მორ­ჩე­უ­ლი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, თუნ­დაც კო­ლექ­ტი­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. "თეთ­რი ბა­ი­რა­ღე­ბის" გა­და­ღე­ბებ­ზე, ძი­რი­თად სცე­ნებ­ში მა­მა­კა­ცე­ბი სულ ერ­თად ვი­ყა­ვით, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სცე­ნაა, სა­დაც ქა­ლე­ბი არი­ან - დე­დის სცე­ნა და ხან­და­ხან, ნუნუ ექი­მი თუ შე­მო­ვი­დო­და. ამ ფილ­მის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა და გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობ­და, რომ ამ­დე­ნი ნი­ჭი­ე­რი არ­ტის­ტის ერ­თად ყოფ­ნა აუ­ტა­ნე­ლია; გული გა­გის­კდე­ბა, ამ­დენ ბუმ­ბე­რაზს რომ უყუ­რებ: ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი, რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე, გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი, ლე­უ­შა ან­თა­ძე, გუ­რამ ფირ­ცხა­ლა­ვა, თენ­გიზ მა­ი­სუ­რა­ძე და სხვე­ბი. ეს გი­გას (ლორ­თქი­ფა­ნი­ძის. - ავტ.) ფე­ნო­მე­ნი იყო. თვი­თონ გახ­ლდათ ასე­თი ფე­ნო­მე­ნუ­რი, გა­ა­ნათ­ლოს მისი სული უფალ­მა; ნი­ჭი­ე­რი რომ იყო, ამი­ტო­მაც გიჟ­დე­ბო­და ნი­ჭი­ერ ხალ­ხზე და კარ­გად ეხერ­ხე­ბო­და მათი ერ­თად თავ­მოყ­რა. არ­ტის­ტე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. რომ არა ფე­ხის პრობ­ლე­მა, ალ­ბათ მსგავ­სი არ­ტის­ტი მე­ო­რე არ გვე­ყო­ლე­ბო­და. ამ­დენ ნი­ჭი­ერს ჯერ "დათა თუ­თაშ­ხი­ა­ში" მო­უ­ყა­რა ერ­თად თავი, მერე - "თეთრ ბა­ი­რა­ღებ­ში". დიდი დღე­სას­წა­უ­ლია, რო­დე­საც მსა­ხი­ო­ბიც და რე­ჟი­სო­რიც ნი­ჭი­ე­რია. შე­იძ­ლე­ბა, რამე მოხ­დეს და "და­ხო­ცონ" ერ­თმა­ნე­თი - ხან­და­ხან ეს ღმერ­თე­ბის შერ­კი­ნე­ბას ჰგავს, მაგ­რამ მათ­თან მუ­შა­ო­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვია.

ამ­ჟა­მინ­დე­ლი

შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა

- მსა­ხი­ო­ბე­ბი ჩვენს თავ­ზე არ ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი - მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რო­ლებს რე­ჟი­სო­რე­ბი ანა­წი­ლე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ბოლო პე­რი­ოდ­ში რა­ტომ­ღაც, "აკ­რძა­ლუ­ლი მსა­ხი­ო­ბი" ვი­ყა­ვი და ჩემი თე­ატ­რიც ამ აკ­რძალ­ვას ემორ­ჩი­ლე­ბო­და. მხო­ლოდ თე­მურ ჩხე­ი­ძის ძველ სპექ­ტაკ­ლებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ჩვე­ნი თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ფე­ხის ხმას იყო აყო­ლი­ლი, "შავი სი­ე­ბით" ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. სხვა თე­ატ­რებ­ში მიწ­ვე­ვით ვთა­მა­შობ­დი. ახლა ეს ტაბუ მო­მეხ­სნა და გა­და­ღე­ბებ­ზეც მი­მიწ­ვი­ეს.

სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბი მოს­კოვ­ში

- მარ­თა­ლია, სე­რი­ა­ლებს ჩვენ­თა­ნაც იღე­ბენ, მაგ­რამ იქ გა­ცი­ლე­ბით მეტ ჰო­ნო­რარს იხ­დი­ან. სა­ერ­თოდ, სე­რი­ა­ლე­ბი არ მიყ­ვარს, ვერ ვუ­ყუ­რებ, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში, მო­მე­წო­ნა სცე­ნა­რიც და ჩემი პერ­სო­ნა­ჟიც - ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, ტრა­გი­კუ­ლი რო­ლია. მოქ­მე­დე­ბა 1980-იან წლებ­ში ხდე­ბა. კაცს, რო­მელ­საც მთელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში თით­ქმის ყვე­ლა ემორ­ჩი­ლე­ბა, რო­მელ­საც აღი­ა­რე­ბენ, რო­გორც ნათ­ლი­ას და ასე ვთქვათ, ბო­სია (ოღონდ - არა პარ­ტი­უ­ლი), ოჯახ­ში ვერ და­უ­ლა­გე­ბია სი­ტუ­ა­ცია. მისი მე­ო­რე, ახალ­გაზ­რდა ცოლი მი­სი­ვე ქა­ლიშ­ვი­ლის საქმროს­თან ერ­თად გა­ი­პა­რე­ბა, ოჯა­ხი ინ­გრე­ვა და ტრა­გე­დია ხდე­ბა. ჩემი გმი­რი სწო­რედ ამ სი­ტუ­ა­ცი­ის და­ლა­გე­ბას ცდი­ლობს... სულ 8 სე­რი­აა და მოს­კოვ­ში წას­ვლა ალ­ბათ, მხო­ლოდ ერთხელ მო­მი­წევს. რე­ჟი­სორს გა­ვიც­ნობ და ვნა­ხოთ, რო­გორ ვი­მუ­შა­ვებთ.

კო­ნი­უნ­ქტუ­რის გავ­ლე­ნა ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე და ტა­ბუ­ახ­სნი­ლი "გა­შა­ვე­ბუ­ლი" მსა­ხი­ო­ბე­ბი

- რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, სამ­წუ­ხა­როდ, უკე­თესს არა­ფერს მთა­ვა­ზო­ბენ. იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ამ სფე­რო­ში ტრი­ა­ლე­ბენ, რა­ტომ­ღაც, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მსგავ­სი ხედ­ვა აქვთ და ამ­ბო­ბენ: გია ხომ პო­ლი­ტი­კა­შია წა­სუ­ლიო. უვი­ცე­ბი არი­ან. გია ბურ­ჯა­ნა­ძე რომ პო­ლი­ტი­კა­ში ყო­ფი­ლი­ყო, ახლა მი­ნის­ტრი ან დე­პუ­ტა­ტი იქ­ნე­ბო­და. ამას სა­მი­ვე მთავ­რო­ბა მთა­ვა­ზობ­და, მაგ­რამ უარი ვთქვი, და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად. თე­ატ­რში ჩემ­ნა­ი­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ცო­ტაა, რად­გა­ნაც ახალ თა­ო­ბას სა­თა­ნა­დოდ ვე­ღარ ზრდი­ან. კვი­რა­ში 2-3-ჯერ სპექ­ტაკლს ვთა­მა­შობ, მო­ვიდ­ნენ და მნა­ხონ, აბა, რო­მე­ლი­მეს შე­უძ­ლია ასე მუ­შა­ო­ბა? პო­ლი­ტი­კა­ში თვი­თონ არი­ან. გიას იმი­ტომ არ ეძა­ხი­ან სა­მუ­შა­ოდ, რომ კო­ნი­უნ­ქტუ­რას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან, რა­საც მე არას­დროს ვექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­დი. მე პო­ლი­ტი­კა­ში კი არ ვარ, არა­მედ ვცხოვ­რობ ისე, რო­გორც სწო­რად მი­მაჩ­ნია. როცა ქვე­ყა­ნას უჭირს, უკან და­ხე­ვა ღა­ლა­ტია. თუ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სათ­ქმე­ლი გაქვს და არ ამ­ბობ, ამას ვირ­თხო­ბა - "კრი­სო­ბა" ჰქვია, მე კი "კრი­სად" არა­ვის გა­ვუზ­რდი­ვარ. შე­მოქ­მე­დი ვარ და კა­ბი­ნეტ­ში გული გა­მის­კდე­ბა. ჩემი მხრი­დან, თუ რა­მეა გა­სა­კე­თე­ბე­ლი, ქვეყ­ნის­თვის არა­ფე­რი და­მიკ­ლია და მის სა­კე­თილ­დღეო საქ­მეს კა­ბი­ნე­ტე­ბის გა­რე­შეც ვა­კე­თებ.

- ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის­თვის თა­ნამ­დე­ბო­ბას სხვა ხიბ­ლი და ფი­ნან­სუ­რი სარ­გე­ბე­ლი აქვს.

- ჩემი აღ­მზრდე­ლე­ბი არას­დროს იბ­რძოდ­ნენ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის და მეც ასე ვარ. თუ არის, დიდი მად­ლო­ბა უფალს, არ არის და - რა მოხ­და მერე?! "არა მარ­ტო პუ­რი­თა ცხონ­დე­ბის კაცი". შენ ღმერ­თის სახ­ლი ხარ, ღმერ­თი შენ­შია და თუ ეს მარ­ტო ტა­ძარ­ში შეს­ვლი­სას ახ­სენ­დე­ბა ადა­მი­ანს და მი­აჩ­ნია, რომ ოჯახ­ში რა­მის მი­სა­ტა­ნად უნდა "იკ­რი­სოს", ძა­ლი­ან ცდე­ბა. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით, მსა­ხი­ო­ბი დღეს შიმ­ში­ლით აღარ კვდე­ბა. ვინ­მე გი­ნა­ხავთ, სიმ­დიდ­რე და აგა­რა­კე­ბი იმ ქვეყ­ნად წა­ე­ღოს? ორო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ, არც აგა­რა­კი მაქვს და არც რა­ი­მე­ზე გამ­ჩე­ნია პრე­ტენ­ზია. იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც და­გი­სა­ხე­ლეთ, არას­დროს ჰქო­ნი­ათ ქო­ნე­ბა, მაგ­რამ რა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - ის სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც მათ და­ტო­ვეს, თუნ­დაც ერთ კაც­ში (ჩემ გარ­და კი რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია, ვინც მათ ასე იხ­სე­ნებს!), თუ ის, რომ "კრი­სე­ბი­ვით" ეცხოვ­რათ და და­ეგ­რო­ვე­ბი­ნათ ის, რა­საც თან ვერ წა­ი­ღებ­დნენ?!.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"მსახიობის შემოქმედება რეპეტიციაა, სპექტაკლი - რეზულტატი"

"მსახიობის შემოქმედება რეპეტიციაა, სპექტაკლი - რეზულტატი"

მსახიობი გია ბურჯანაძე ამჯერად იმ ადამიანებს იხსენებს, რომლებმაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში გარდამტეხი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ყოფილი კალათბურთელი პირველ მწვრთნელზე, უსაყვარლეს პედაგოგზე და მსახიობ მეგობარზე გვესაუბრება, რომელთა რჩევა-დარიგებები მთელი ცხოვრების მანძილზე მოჰყვება...

"სერგო მასწი" - ცხოვრების პირველი მასწავლებელი

- ადამიანის ცხოვრება რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს: ბიჭობა, ახალგაზრდობა და ე.წ. შეგნებული ცხოვრება. აქედან გამომდინარე, მეც იმ სამ ადამიანზე ვისაუბრებ, რომლებსაც ჩემი გარემოცვისა და ოჯახის წევრების გარდა, ჩემს კაცად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვით. ბიჭობის პერიოდში კალათბურთს ვთამაშობდი და ჩემი პირველი მწვრთნელი სერგო იშხნელი გახლდათ. მაშინ ის საკმაოდ ახალგაზრდა - 28 წლის იყო, მაგრამ ჩვენთვის დიდ ავტორიტეტს წარმოადგენდა, თითოეულ ჩვენგანში სხვანაირი საფუძველი "ჩაყარა". წესრიგს, ფიქრს, პასუხისმგებლობას, ერთმანეთზე მზრუნველობას გვაჩვევდა. გვეუბნებოდა, - არ არის აუცილებელი, ყველანი დიდი სპორტსმენები გახდეთ, მაგრამ პიროვნება, ღირსეული მოქალაქეები და კაცები აუცილებლად უნდა იყოთო. ეს თვისებები სწორედ მან გააღვივა ჩემში. ამდენი წელი გავიდა, რაც კალათბურთს აღარ ვთამაშობ, მაგრამ მის გვერდში დგომას დღესაც ვგრძნობ და სხვათა შორის, ჩემი თაობის კალათბურთელებიც ზუსტად ასე არიან - ყველაფერი "სერგო მასწისგან" მოდის. ახლა ის ჩვენი მეგობარია. ასაკობრივი სხვაობა თითქმის წაიშალა და ლხინი, გაჭირვება და ბევრი რამ ერთად გადაგვიტანია. "სერგო მასწის" ფენომენი მეხსიერებაში დღემდე ჩამრჩა.

- მაგალითად, რა რჩევებს გაძლევდათ?

- მკაცრი იყო. მართალია, ტანად დიდები და ღონიერები ვიყავით, მაგრამ სერგოს რიდი გვქონდა; ის რომ დაგვიყვირებდა ან კაცურად, მშვიდად დაგველაპარაკებოდა, ჩვენთვის მის სიტყვებს წონა და ფასი ჰქონდა. იმდენად სწორ აქცენტებს აკეთებდა, რომ ვხვდებოდით, ეს კაცი ყველაფერში მართალი იყო. ერთ მაგალითს გეტყვით: სოხუმში, პირველობაზე გვქონდა თამაში და საკმაოდ რთული მატჩი იყო, "ქულა ქულაში" მიდიოდა (ასეთი ცნებაა კალათბურთში). აშკარად ეტყობოდა, მსაჯი ჩვენს მოწინააღმდეგე გუნდს ემხრობოდა. გუნდის კაპიტანი ვიყავი, უკვე სამი პერსონალური ჯარიმა მქონდა მიღებული და მეოთხეც რომ გამომიცხადა, გავღიზიანდი. შევეკამათე. მანაც რაღაც მითხრა და თავი ვეღარ შევიკავე - ხმამაღლა შევაგინე. თამაშის დასრულებამდე 40 წამი რჩებოდა, მან კი ტექნიკური ჯარიმაც მომცა და მოედნიდან გამაგდო. ჩემთვის ეს სიკვდილის ტოლფასი გახლდათ. საბოლოოდ, ბიჭებმა ეს მატჩი მოიგეს, დიდი ზეიმი იყო, ხალხი გვილოცავდა. სერგო რომ შემოვიდა, მისგან შორს დგომა ვარჩიე, რადგან ისეთი სახე ჰქონდა, უკვე მივხვდი, გაბრაზებული იყო. მაგიდის გარშემო დამდევდა და დავრბოდით ასე (იცინის). - ამდენი ხალხის თანდასწრებით, მამის ტოლა კაცს როგორ შეაგინეო?! მე შენ გთხოვე, ჩემპიონი გახდიო?! კაცად ვერ გამიზრდიხარ და შენი ჩემპიონობა რად მინდაო?! ახლა რომ ვუფიქრდები, აბსოლუტურად მართალი იყო. ბევრ რამეს გვარიგებდა. საშხაპიდან რომ გამოვდიოდით, გვსაყვედურობდა: ონკანს მოშვებულს რატომ ტოვებთ? ამისთვის ხომ ადამიანები შრომობენ, თქვენ კი ტყუილად ღვრით წყალსო! გვეუბნებოდა, - დაგვიანება არ შეიძლება, ეს შენი მეგობრების უპატივცემულობაა; ვარჯიშზე მომზადებულები უნდა მოხვიდეთ; კალათბურთი კოლექტიური სპორტია და თანაგუნდელს ხელი არ უნდა შეუშალოო. მისი დარიგებები მთელი ცხოვრება გამომყვა.

სტუდენტობა - ახლის შეცნობისა და ცხოვრების მეორე ეტაპი

- სერგოს შემდეგ, თეატრალურ ინსტიტუტში ქალბატონი ლილი იოსელიანი შემხვდა, რომელმაც ფაქტობრივად, გამზარდა; ჩემს მშობლებს თითქმის წაართვა ჩემი თავი: ყველანაირად მასთან ვიყავი, ის მზრდიდა არა მარტო როგორც მსახიობს, არამედ - როგორც პიროვნებას. მასაც ისეთივე თვისებები ჰქონდა, როგორიც სერგო "მასწს". დიდი მსახიობობა, დიდი სპორტსმენობა, დიდი ხელოვანობა ხომ ღმერთისგან მოდის. სავალდებულო არ არის, ყველა დიდი შემოქმედი გახდეს, მაგრამ აუცილებელია, პატრიოტი მოქალაქე და კაცი იყო, ამას კი ყველა ვერ ახერხებს. ლილი ფიქრს, საკუთარ თავში ჩაღრმავებას, ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობას გვაჩვევდა, რადგან თეატრი კოლექტიური (ისევე, როგორც კალათბურთი) შემოქმედებაა და თითოეული მსახიობი ძალიან მობილიზებული უნდა იყოს. რეპეტიციაზე დაგვიანება წარმოუდგენელი რამ იყო. გვეუბნებოდა, - სხვის კრიტიკას კი ნუ მოუნდებით, საკუთარი თავი გააკრიტიკეთო. ლილისთვის მთელი ცხოვრება იწყებოდა და მთავრდებოდა თეატრით. მისთვის ოჯახი ჩვენ - სტუდენტები და ცხონებული ჯაბა იოსელიანი ვიყავით. შესაძლოა, ჩვენზე უფრო მეტადაც კი ზრუნავდა, რადგან მოზარდები გახლდით. უნდოდა, ყოველი სტუდენტისგან მოქალაქისა და შემოქმედის საუკეთესო ვარიანტი მიეღო და ეს მოახერხა კიდეც. ქართულ თეატრში თუკი ვინმე ბრწყინვალე მსახიობია, სწორედ მისი აღზრდილია. როცა რეპეტიცია გვქონდა, მისთვის წარმოუდგენელი იყო, ვინმე გასართობად გაეშვა. მსახიობის შემოქმედება - რეპეტიციაა, სპექტაკლი უკვე რეზულტატია.

მახსოვს, თბილისის "დინამო" ევროპის ტურნირებზე კარგად რომ გამოდიოდა, 1981 წელს, ნახევარფინალზე გვინდოდა წასვლა და ქალბატონ ლილის ვთხოვეთ, რეპეტიცია დილით ადრე დაგვეწყო, რათა საღამოს მატჩისთვის გვეყურებინა. გაგიჟდა, - ეს როგორ მაკადრეთ, რა დროს ფეხბურთიაო?! ავდექით და სტადიონზე წასვლა მასაც შევთავაზეთ. დაგვთანხმდა, - ჯანდაბასო. ადამიანის მსგავსი წამება ჯერ არ მინახავს - საერთოდ არ აინტერესებდა, მაგრამ იმის გამო, რომ მისი "შვილები" - გოგოებიც და ბიჭებიც ასე ანთებულები ვიყავით, ხათრი აღარ გაგვიტეხა. მერე რაღაც ხომ უნდა ეთქვა და, - ნახეთ, ამ ფეხბურთიდანაც მაგალითი გამოიტანეთ - რა ლამაზად უხტებიან ერთმანეთს, თურმე ესთეტიკა ფეხბურთშიც ყოფილაო! ამ დროს ეს ის თამაში იყო, როცა ლამის დალეწეს ჩვენი ფეხბურთელები (იცინის). რაც დიდ შემოქმედებასთან არის კავშირში, გინდ სპორტი იყოს, გინდ - ხელოვნება, ყველაფერი ლამაზია. ამდენი წელი გავიდა და ახლაც რომ რაღაცას ვაკეთებ ან ვფიქრობ, გონებაში ვაცნობიერებ, რომ როგორც ლილისთან გავაკეთებდი, როგორც ის მეტყოდა, ისე უნდა მოვიქცე - სამშობლოსა და ღმერთის წინაშე უნდა იყო მართალი, შენს საქმეში კი - საკუთარი თავის წინაშე, თავი არაფერში დაზოგოო. ლილი ღვთისმოსავია და ჩვენც რწმენით გაგვზარდა. ასეთი იყო ჩემი ჩამოყალიბების პერიოდი.

გოგი გელოვანი - მეგობრობის ეტალონი

- შემდეგ უკვე, შეგნებულ ცხოვრებაში, ჩემზე 38 წლით უფროსი მეგობარი მყავდა - მარჯანიშვილის თეატრის ცნობილი მსახიობი გოგი გელოვანი. შესანიშნავი პიროვნება იყო. მის გარდაცვალებამდე (2005 წლამდე) ერთი დღე არ ყოფილა, რომ უერთმანეთოდ ვყოფილიყავით. შეიძლება, არ შევხვედროდით, მაგრამ ტელეფონით მაინც აუცილებლად მოვიკითხავდით ერთმანეთს. ამბებს გამომკითხავდა; თუ სახლში არ ვიყავი - ჩემს ცოლს ელაპარაკებოდა. ქართული სიმღერის ამაგდარი იყო - არაპროფესიონალი, მაგრამ ერთ-ერთი ცნობილი ლოტბარი. საოცრად უყვარდა და აფასებდა ქართულ ფოლკლორსა და ქართულ სულს; სხვადასხვა ვარიანტის სიმღერებს ეძებდა, შემდეგ კი ასწავლიდა და დღეს თუ მსახიობები მღერიან, ეს მისი დამსახურებაა. წინა თაობებში ამას მანველ აფხაიძე აკეთებდა რუსთაველის თეატრში, მეორე კი გოგი იყო. ქართული ტრადიციები, სუფრის წესები - ყველაფერს მისგან ვსწავლობდით. ისიც იმავეს ამბობდა, - როცა ადამიანს უნდა შეხვდე, დაგვიანება როგორ შეიძლება?! გზაში შეიძლება, საცობი ან რაიმე შეფერხება იყოს, ამიტომ 15 წუთით ადრე მიდი, გაზეთი იყიდე, დაჯექი და წაიკითხე. დაგვიანება ადამიანის უპატივცემულობააო. გოგი თვითონაც ისე ცხოვრობდა, რომ მატერიალური მხარე მისთვის ბევრს არ წარმოადგენდა; მისთვის მთავარი - მისი სამყარო იყო, ქართული სულიერებითა და სიმღერით სავსე. ეს, მეგობრობაზე თავდადებული ადამიანი, თვალსაჩინო მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება წლების განმავლობაში ძმაკაცური სიყვარული ატარო. მისი მეგობრები ჩემი მეგობრები გახდნენ, მაგალითად: ცნობილი ექიმი - ლევან ჭაჭიაშვილი, რომელსაც უფროს ლევანს ვეძახით; ასევე, ცნობილი ექიმი - წოპე, ვახტანგ ხურციძე და აწ უკვე გარდაცვლილი - ზურაბ ლეჟავა, ჩვენი მხატვარი; დოდო აბაშიძე გოგის კლასელი იყო და ასე შემდეგ... მთელი ცხოვრება ერთად გამოიარეს, ულამაზესი სამეგობრო იყო და ახალგაზრდა კაცისთვის ისეც დიდი მაგალითია, როდესაც ნამდვილ მეგობრობას უყურებ. მათი მეგობრობა ლიტონი სიტყვები არ იყო, ისინი მართლაც, ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრობდნენ.

ეს სამი ადამიანი, ვისზეც ვისაუბრე, იყვნენ ისინი, ვინც ჭეშმარიტად გარდამტეხი როლი შეასრულეს ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში და როგორიც უნდოდათ მათ, ისეთი გავხდი. რომ არა ჩემი ოჯახი, გარემოცვა და ეს ადამიანები, ალბათ სხვანაირი ვიქნებოდი.

"თეთრი ბაირაღები"

- ყველა ფილმის გადაღება თუ სპექტაკლის დადგმა გამორჩეული და აბსოლუტურად განსხვავებულია, თუნდაც კოლექტივიდან გამომდინარე. "თეთრი ბაირაღების" გადაღებებზე, ძირითად სცენებში მამაკაცები სულ ერთად ვიყავით, მხოლოდ რამდენიმე სცენაა, სადაც ქალები არიან - დედის სცენა და ხანდახან, ნუნუ ექიმი თუ შემოვიდოდა. ამ ფილმის განსაკუთრებულობა და გამორჩეულობა იმაში მდგომარეობდა, რომ ამდენი ნიჭიერი არტისტის ერთად ყოფნა აუტანელია; გული გაგისკდება, ამდენ ბუმბერაზს რომ უყურებ: ოთარ მეღვინეთუხუცესი, რამაზ ჩხიკვაძე, გივი ბერიკაშვილი, ლეუშა ანთაძე, გურამ ფირცხალავა, თენგიზ მაისურაძე და სხვები. ეს გიგას (ლორთქიფანიძის. - ავტ.) ფენომენი იყო. თვითონ გახლდათ ასეთი ფენომენური, გაანათლოს მისი სული უფალმა; ნიჭიერი რომ იყო, ამიტომაც გიჟდებოდა ნიჭიერ ხალხზე და კარგად ეხერხებოდა მათი ერთად თავმოყრა. არტისტები ძალიან უყვარდა. რომ არა ფეხის პრობლემა, ალბათ მსგავსი არტისტი მეორე არ გვეყოლებოდა. ამდენ ნიჭიერს ჯერ "დათა თუთაშხიაში" მოუყარა ერთად თავი, მერე - "თეთრ ბაირაღებში". დიდი დღესასწაულია, როდესაც მსახიობიც და რეჟისორიც ნიჭიერია. შეიძლება, რამე მოხდეს და "დახოცონ" ერთმანეთი - ხანდახან ეს ღმერთების შერკინებას ჰგავს, მაგრამ მათთან მუშაობა შესანიშნავია.

ამჟამინდელი

შემოქმედებითი ცხოვრება

- მსახიობები ჩვენს თავზე არ ვართ დამოკიდებულები - მოგეხსენებათ, როლებს რეჟისორები ანაწილებენ, საქართველოში კი ბოლო პერიოდში რატომღაც, "აკრძალული მსახიობი" ვიყავი და ჩემი თეატრიც ამ აკრძალვას ემორჩილებოდა. მხოლოდ თემურ ჩხეიძის ძველ სპექტაკლებში ვმონაწილეობდი. ჩვენი თეატრის ხელმძღვანელობა, სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობის" ფეხის ხმას იყო აყოლილი, "შავი სიებით" ხელმძღვანელობდა. სხვა თეატრებში მიწვევით ვთამაშობდი. ახლა ეს ტაბუ მომეხსნა და გადაღებებზეც მიმიწვიეს.

სერიალის გადაღებები მოსკოვში

- მართალია, სერიალებს ჩვენთანაც იღებენ, მაგრამ იქ გაცილებით მეტ ჰონორარს იხდიან. საერთოდ, სერიალები არ მიყვარს, ვერ ვუყურებ, მაგრამ ამ შემთხვევაში, მომეწონა სცენარიც და ჩემი პერსონაჟიც - ძალიან საინტერესო, ტრაგიკული როლია. მოქმედება 1980-იან წლებში ხდება. კაცს, რომელსაც მთელ საბჭოთა კავშირში თითქმის ყველა ემორჩილება, რომელსაც აღიარებენ, როგორც ნათლიას და ასე ვთქვათ, ბოსია (ოღონდ - არა პარტიული), ოჯახში ვერ დაულაგებია სიტუაცია. მისი მეორე, ახალგაზრდა ცოლი მისივე ქალიშვილის საქმროსთან ერთად გაიპარება, ოჯახი ინგრევა და ტრაგედია ხდება. ჩემი გმირი სწორედ ამ სიტუაციის დალაგებას ცდილობს... სულ 8 სერიაა და მოსკოვში წასვლა ალბათ, მხოლოდ ერთხელ მომიწევს. რეჟისორს გავიცნობ და ვნახოთ, როგორ ვიმუშავებთ.

კონიუნქტურის გავლენა ხელოვნებაზე და ტაბუახსნილი "გაშავებული" მსახიობები

- რაც შეეხება საქართველოს, სამწუხაროდ, უკეთესს არაფერს მთავაზობენ. იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროში ტრიალებენ, რატომღაც, "ნაციონალების" მსგავსი ხედვა აქვთ და ამბობენ: გია ხომ პოლიტიკაშია წასულიო. უვიცები არიან. გია ბურჯანაძე რომ პოლიტიკაში ყოფილიყო, ახლა მინისტრი ან დეპუტატი იქნებოდა. ამას სამივე მთავრობა მთავაზობდა, მაგრამ უარი ვთქვი, დასაბუთებულად. თეატრში ჩემნაირი პროფესიონალი, სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა, რადგანაც ახალ თაობას სათანადოდ ვეღარ ზრდიან. კვირაში 2-3-ჯერ სპექტაკლს ვთამაშობ, მოვიდნენ და მნახონ, აბა, რომელიმეს შეუძლია ასე მუშაობა? პოლიტიკაში თვითონ არიან. გიას იმიტომ არ ეძახიან სამუშაოდ, რომ კონიუნქტურას ექვემდებარებიან, რასაც მე არასდროს ვექვემდებარებოდი. მე პოლიტიკაში კი არ ვარ, არამედ ვცხოვრობ ისე, როგორც სწორად მიმაჩნია. როცა ქვეყანას უჭირს, უკან დახევა ღალატია. თუ განსხვავებული სათქმელი გაქვს და არ ამბობ, ამას ვირთხობა - "კრისობა" ჰქვია, მე კი "კრისად" არავის გავუზრდივარ. შემოქმედი ვარ და კაბინეტში გული გამისკდება. ჩემი მხრიდან, თუ რამეა გასაკეთებელი, ქვეყნისთვის არაფერი დამიკლია და მის საკეთილდღეო საქმეს კაბინეტების გარეშეც ვაკეთებ.

- ზოგიერთი ადამიანისთვის თანამდებობას სხვა ხიბლი და ფინანსური სარგებელი აქვს.

- ჩემი აღმზრდელები არასდროს იბრძოდნენ მატერიალური კეთილდღეობისთვის და მეც ასე ვარ. თუ არის, დიდი მადლობა უფალს, არ არის და - რა მოხდა მერე?! "არა მარტო პურითა ცხონდების კაცი". შენ ღმერთის სახლი ხარ, ღმერთი შენშია და თუ ეს მარტო ტაძარში შესვლისას ახსენდება ადამიანს და მიაჩნია, რომ ოჯახში რამის მისატანად უნდა "იკრისოს", ძალიან ცდება. მადლობა ღმერთს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის წყალობით, მსახიობი დღეს შიმშილით აღარ კვდება. ვინმე გინახავთ, სიმდიდრე და აგარაკები იმ ქვეყნად წაეღოს? ოროთახიან ბინაში ვცხოვრობ, არც აგარაკი მაქვს და არც რაიმეზე გამჩენია პრეტენზია. იმ ადამიანებს, ვინც დაგისახელეთ, არასდროს ჰქონიათ ქონება, მაგრამ რა უფრო მნიშვნელოვანია - ის სახელი, რომელიც მათ დატოვეს, თუნდაც ერთ კაცში (ჩემ გარდა კი რამდენი ადამიანია, ვინც მათ ასე იხსენებს!), თუ ის, რომ "კრისებივით" ეცხოვრათ და დაეგროვებინათ ის, რასაც თან ვერ წაიღებდნენ?!.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება