პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტერორისტ-რევოლუციონერ" ჯაბა სამუშიას საიქიოდან გარდაცვლილი ელაპარაკებოდა
"ტერორისტ-რევოლუციონერ" ჯაბა სამუშიას საიქიოდან გარდაცვლილი ელაპარაკებოდა

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ჯაბა სა­მუ­შია წლე­ბის წინ გა­ვი­ცა­ნი. მა­შინ პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ტაიმ-აუტი ჰქონ­და აღე­ბუ­ლი და რო­გორც ის­ტო­რი­კოს­თან, საკ­მა­ოდ ნა­ყო­ფი­ე­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი. იმ პე­რი­ოდ­ში ჯაბა ტაო-კლარ­ჯე­თის ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლებს იკ­ვლევ­და და დრო­დად­რო ვა­შუ­ქებ­დი მის წარ­მა­ტე­ბებს. მა­შინ ის უცო­ლოც გახ­ლდათ... ახლა კი 2 ცელ­ქი და ლა­მა­ზი ბი­ჭუ­ნას მა­მაა (მე­სა­მე ვაჟს მალე ელო­დე­ბა). წლე­ბია, მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი და­მი­წე­რია, თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­წყდა. მას შემ­დეგ უამ­რა­ვი რამ შე­იც­ვა­ლა მის ცხოვ­რე­ბა­ში და მინ­და, ერთი კარ­გი ქარ­თვე­ლი­სა და სამ­შობ­ლოს გულ­შე­მატ­კივ­რის შე­სა­ხებ გი­ამ­ბოთ. უფრო სწო­რად, ის თა­ვად მო­გიყ­ვე­ბათ და გა­გა­ხა­ლი­სებთ კი­დეც თავს გა­დახ­დე­ნი­ლი კუ­რი­ო­ზე­ბით. გუ­ლახ­დი­ლად გა­უმ­ხელს მკი­თხველს, რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ლექ­ტორ­მა სტუ­დენ­ტი გო­გო­ნას გუ­ლის მო­გე­ბა და რა­ტომ ურ­ჩევ­და სა­სი­მამ­რო, რომ და­ქორ­წი­ნე­ბა არ ეჩ­ქა­რა.

- მა­მა­ჩე­მი წარ­მო­შო­ბით სა­მეგ­რე­ლო­და­ნაა, წა­ლენ­ჯი­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი ლი­ა­დან. თბი­ლის­ში სტუ­დენ­ტო­ბის დროს ჩა­მო­ვი­და. ჩემი დიდი ბა­ბუა (დე­დის მხრი­დან) ვერ­ცხლის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ ნა­ძა­ლა­დევ­ში რომ მი­წე­ბი და­რიგ­და, იქ მი­ი­ღო სა­მო­სახ­ლო. დედა დე­დი­სერ­თა იყო და მა­მა­ჩე­მი ჩა­უ­სი­ძდა ქარ­თლე­ლებს (დე­დუ­ლე­თი სო­ფე­ლი რუ­ი­სია). და­ვი­ბა­დე 1971 წლის 15 აგ­ვის­ტოს. ნა­ხა­ლოვ­კა­ში, მე-14 სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. ეს სკო­ლა იმი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრებს "უშ­ვებს". მას სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა 2 მი­ნის­ტრი ჰყავს აღ­ზრდი­ლი - მი­ხე­ილ ჭკუ­ა­სე­ლი და ნო­დარ ხა­დუ­რი. ჩვენ ერთ პე­რი­ოდ­ში მოგ­ვიხ­და სწავ­ლა და სკო­ლი­დან­ვე ერ­თად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით მნიშ­ვნე­ლო­ვან ეროვ­ნულ პრო­ცე­სებ­ში. 1989 წელს ჩა­ვა­ბა­რე სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე და პირ­ვე­ლი­ვე კურ­სი­დან ჩა­ვერ­თე ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ში. პირ­ვე­ლად ბე­ბოს გა­ვუმ­ხი­ლე ამის შე­სა­ხებ. იყო პე­რი­ო­დი, როცა ერთ-ერთი მი­ტინ­გის დროს და­მა­პა­ტიმ­რეს და ერთი დღე-ღამე ვი­ყა­ვი ვა­კის პო­ლი­ცი­ა­ში. რო­გორც წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი, ლექ­ტო­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით გა­მო­მიშ­ვეს. როცა და­მა­კა­ვეს, ოჯა­ხის წევ­რებს არ შე­ვა­ტყო­ბი­ნე და მე­გობ­რე­ბიც გა­ვაფრ­თხი­ლე, რომ არა­ფე­რი ეთ­ქვათ მათ­თვის. შინ რომ არ მი­ვე­დი, ოჯახ­მა ინერ­ვი­უ­ლა. მა­შინ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი არ არ­სე­ბობ­და, ამი­ტომ ჩემს მე­გო­ბარს შინ და­უ­რე­კეს, მან კი უთხრა, რომ მე­ო­რე მე­გო­ბარ­თან დავ­რჩი.

აღ­მოჩ­ნდა, რომ იმ მი­ტინგზე და­ჭე­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი გა­მო­უ­ცხა­დე­ბი­ათ ლი­დე­რებს. მე­ო­რე დღეს მა­მა­ჩე­მი სამ­სა­ხურ­ში რომ მი­ვი­და, თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მი­უ­ლო­ცეს - შენი შვი­ლი და­უ­ჭე­რი­ა­თო. მი­უ­ლო­ცეს, რად­გან ეს დიდ ვაჟ­კა­ცო­ბად და ერის­კა­ცო­ბად ით­ვლე­ბო­და. გა­გიჟ­და მა­მა­ჩე­მი თურ­მე, მაგ­რამ მა­ლე­ვე გა­ი­გო, რომ უკვე სამ­შვი­დო­ბოს ვი­ყა­ვი და დამ­შვიდ­და. ჩვე­ნი ჯგუ­ფი ცნო­ბი­ლი იყო ლე­ნი­ნის ძეგ­ლე­ბის მტრო­ბით... ლა­მის ყვე­ლა ძეგლი გა­დავ­ღე­ბეთ, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად. ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ლე­ნი­ნის რამ­დე­ნი­მე დიდი ძეგლი იყო. ერთ-ერთი მათ­გა­ნი იდგა თბი­ლის­ში და მისი ზუს­ტი ასლი - ოზურ­გეთ­ში. გა­დავ­წყვი­ტეთ, ეს ძეგლიც შეგ­ვე­ღე­ბა. ოზურ­გეთ­ში მი­ტინ­გის­თვის ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ. ჩვენ რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, ფა­რუ­ლად ჩა­ვე­დით. ჩვენ­მა მე­გო­ბარ­მა გვი­მას­პინ­ძლა, რო­მე­ლიც მი­ტინ­გის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რიც იყო. გვე­გო­ნა, რომ უშიშ­რო­ე­ბა დაგ­ვდევ­და, ამი­ტომ ღამ­ღა­მო­ბით ყანა-ყანა დავ­დი­ო­დით, ეზო­დან ეზო­ში ვი­პა­რე­ბო­დით, ღა­მეს სხვა­დას­ხვა სახ­ლში ვა­თევ­დით, სრუ­ლი კონ­სპი­რა­ცია და ია­ტაკ­ქვე­შე­თი მო­ვა­წყვეთ.

მახ­სენ­დე­ბო­და ბოლ­შე­ვი­კუ­რი ია­ტაკ­ქვე­შე­თი... წი­ნას­წარ 2-3 კაცს ვგზავ­ნი­დით, რომ ენა­ხათ, ვინ­მე ხომ არ გვით­ვალ­თვა­ლებ­და ან გვდა­რა­ჯობ­და, შემ­დეგ ისი­ნი გვა­ნიშ­ნებ­დნენ, რომ გზა თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო და წელ­ში მოხ­რი­ლე­ბი გა­და­ვად­გილ­დე­ბო­დით. ერთი სი­ტყვით, უშიშ­რო­ე­ბას მთე­ლი მონ­დო­მე­ბით ვე­მა­ლე­ბო­დით. მო­ვი­და მი­ტინ­გის დღე. სა­ღე­ბავს ვას­ხამ­დით მა­ი­ო­ნე­ზის მი­ნის ქი­ლებ­ში და ძეგლს ვეს­რო­დით ხოლ­მე. ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ასე იყო: მი­ტინ­გის დროს ხალ­ხი გა­ი­წე­ო­და, ჩვენ, ოთხი "ტე­რო­რისტ-რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი" გა­მო­ვი­დო­დით და ძეგლს ვეს­რო­დით სა­ღე­ბა­ვე­ბი­ან ქი­ლებს. მი­ვე­დით, წინა რიგი მარ­თლაც გა­ი­ყო, გაგ­ვა­ტა­რეს და ქი­ლე­ბიც ვეს­რო­ლეთ, მაგ­რამ ამ დროს ქარ­მა და­უ­ბე­რა და სა­ღე­ბა­ვის წვე­თე­ბი ხალ­ხის­კენ წა­მო­ი­ღო. ლე­ნი­ნი კი "გავ­კრას­კეთ", მაგ­რამ მას­თან ერ­თად ჩვენც შე­ვი­ღე­ბეთ და უამ­რა­ვი მო­მი­ტინ­გეც გა­დავ­ღე­ბეთ. გა­ვი­და წლე­ბი. ჩემი ძმა და­ქორ­წინ­და ოზურ­გე­თელ გო­გო­ნა­ზე, მა­რი­ამ თო­ი­ძე­ზე. სტუმ­რად ვი­ყა­ვი ჩემი ძმის სი­მამ­რის ოჯახ­ში და სუფ­რას­თან აღ­მოჩ­ნდნენ ყო­ფი­ლი მი­ლი­ცი­ი­სა და უშიშ­რო­ე­ბის უფ­რო­სე­ბი. მათ­თან ეს ამ­ბა­ვი გა­ვიხ­სე­ნე. - უი, შვი­ლო, შენ ის ხარ, სი­მინ­დის ყა­ნებ­ში რომ დარ­ბო­დიო? თქვენ გგო­ნი­ათ, იმა­ლე­ბო­დით და არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და? მშვე­ნივ­რად ვი­ცო­დით, ვინ სად იყა­ვით, მაგ­რამ არ და­გი­ჭი­რეთ, ვის ჰქონ­და თქვე­ნი დარ­დი, ვქე­ი­ფობ­დი­თო... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩვენ გვე­გო­ნა, ისე­თი მაგ­რე­ბი ვი­ყა­ვით, რომ უშიშ­რო­ე­ბაც კი გა­ვა­ცუ­რეთ და ამათ ისე გა­ა­ბან­ძეს ჩვე­ნი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, რომ იმის შემ­დეგ ამ ამ­ბავს კუ­რი­ო­ზად ვყვე­ბი ხოლ­მე.

- კარ­გად მახ­სოვს, ერთი პე­რი­ო­დი პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას ჩა­მო­შორ­დი და მთლი­ა­ნად მეც­ნი­ე­რუ­ლი მუ­შა­ო­ბი­თა და პე­და­გო­გო­ბით იყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი.

- უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მთლი­ა­ნად ჩა­მოვ­შორ­დი პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას და მეც­ნი­ე­რე­ბას მივ­ხე­დე. ამ­ჟა­მად ვარ ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 2007 წლის ნო­ემ­ბრის ამ­ბე­ბის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, რომ პო­ლი­ტი­კა­ში დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი. ბევრ ჩემს სტუ­დენტს ახ­სოვს, რო­დე­საც 7 ნო­ემ­ბერს მი­ტინ­გი და­არ­ბი­ეს, მე ამ დროს ლექ­ცი­ას ვა­ტა­რებ­დი სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­ა­ში, - საკ­მა­ოდ დიდ აუ­დი­ტო­რი­ა­ში, 120 სტუ­დენ­ტი იყო ლექ­ცი­ა­ზე ჩა­წე­რი­ლი. შეს­ვე­ნე­ბი­სას სტუ­დენ­ტი შე­მო­ვი­და და მი­თხრა, რომ სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბო­და რუს­თა­ველ­ზე. გა­ვე­დი და ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვნა­ხე ის სა­ში­ნე­ლი კად­რე­ბი. უკან დავ­ბრუნ­დი, სტუ­დენ­ტებს ვუ­თხა­რი, - თქვე­ნი ად­გი­ლი ახლა რუს­თა­ველ­ზეა, ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, იქ ვი­ყოთ-მეთ­ქი. ლექ­ცია შევ­წყვი­ტე და სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად დარ­ბე­ვის ად­გილ­ზე მი­ვე­დი. ამ დროს უკვე სპეც­რაზ­მი სას­ტუმ­რო "თბი­ლის­თან" იდგა. ჩვენ თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ვი­ყა­ვით. სა­შიშ­რო­ე­ბა რომ ვიგ­რძე­ნით, თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სარ­დაფს შე­ვა­ფა­რეთ თავი. იქ ასო­ბით ადა­მი­ანს მო­ე­ყა­რა თავი. ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის დრო­ი­დან კარ­გად ვერ­კვე­ო­დი ამ ად­გი­ლებ­ში და დაც­ვას ვთხო­ვე, უკა­ნა ეზო­ში გა­სას­ვლე­ლი კარი გა­ე­ღო. ეს კარი თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე გა­დი­ო­და. ასე გა­მო­ვე­დით სამ­შვი­დო­ბოს და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­და­ვარ­ჩი­ნე. ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნებ­მა და­მაბ­რუ­ნა პო­ლი­ტი­კა­ში. მა­შინ ახა­ლი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იყო ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა, სა­დაც ლე­ვან ვე­ფხვა­ძის გარ­და არა­ვის ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ ნდო­ბით გან­ვე­წყვე მათ მი­მართ და შე­ვუ­ერ­თდი. ბევ­რი მე­კი­თხე­ბა, გა­დავ­ხე­დავ თუ არა ჩემს მოღ­ვა­წე­ო­ბას თუნ­დაც ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტებ­ში ყოფ­ნის გამო.

- ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ახლა "ოც­ნე­ბის" წევ­რი ხარ, ხოლო ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტებს ხში­რად მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ანუ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" სა­ტე­ლიტ პარ­ტი­ას უწო­დებ­დნენ და მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში სდებ­დნენ ბრალს.

- მე რო­გორ ვმუ­შა­ობ­დი, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად იცის. არ ყო­ფი­ლა არც ერთი თემა, რო­მელ­ზეც საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცი­ას უკან და­ე­ხი­ოს. შეგ­ვეძ­ლო, საკ­რე­ბუ­ლოს ფარ­გლებ­ში გარ­კვე­უ­ლი კო­ა­ბი­ტა­ცია გვქო­ნო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან", მაგ­რამ ეს არ გაგ­ვი­კე­თე­ბია. თვა­ლებს არა­ფერ­ზე ვხუ­ჭავ­დით და უკან არ ვი­ხევ­დით. არა­ფერს ვუთ­მობ­დით. ბოლო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე საკ­რე­ბუ­ლო­ში ის ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, ვინც დღეს ლი­დე­რე­ბი არი­ან და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­დი­ან. მათ­თან მა­ში­ნაც ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი და ბევრ სა­კი­თხზე სა­ერ­თო აზ­რიც გვქონ­და. ისიც გახ­სოვთ ალ­ბათ, რო­დე­საც დე­ნი­სა და ნაგ­ვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დის სიმ­ბო­ლო - ცო­ცხი და მრი­ცხვე­ლი ვა­ჩუ­ქე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას". ამ სხდო­მის შემ­დეგ ჩემი სამ­სა­ხუ­რი­დან გაშ­ვე­ბის სა­კი­თხიც კი დად­გა, მაგ­რამ გა­დავ­რჩი. საკ­რე­ბუ­ლო­ში არ­სე­ბულ ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბის ფრაქ­ცი­ას­თან კი­თხვე­ბი არა­ვის აქვს...

- გარ­და იმი­სა, რომ საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ, ასე­ვე ხარ ლექ­ტო­რი, ჟურ­ნალ "ის­ტო­რი­ა­ნის" რე­დაქ­ტო­რი და რა­დიო "პა­ლიტ­რა­ში" გა­და­ცე­მაც მიგ­ყავს. ამ ყვე­ლაფ­რის მერე ოჯა­ხის­თვის დრო გრჩე­ბა?

- დრო ისე მაქვს გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა­ფერს ვას­წრებ.

- საკ­რე­ბუ­ლო­ში მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან შეხ­ვედ­რა გი­წევს ალ­ბათ. რა პრობ­ლე­მე­ბით მო­დი­ან?

- დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 10-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი მო­დის, თი­თო­ე­უ­ლი 15-20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გიყ­ვე­ბა თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ. იქ დალ­ხე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნი არ მო­დის. ეს ძალ­ზე გთრგუ­ნავს და გუ­ნე­ბა­საც გი­ფუ­ჭებს. ერთხელ შე­მო­ვი­და თა­ნა­შემ­წე, ერ­თი­ა­ნად ცახ­ცა­ხებ­და. ხელ­ში რა­ღაც ფურ­ცე­ლი ეჭი­რა, - აი, ეს გან­ცხა­დე­ბაა შე­მო­სუ­ლი და გა­ე­ცა­ნი­თო, - გა­მო­მი­წო­და. თავ­ფურ­ცელ­ზე დაკ­რუ­ლი იყო ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის მოზ­რდი­ლი ფოტო. წე­რი­ლი კი იწყე­ბო­და ასე: "მე და­ვი­ღუ­პე აფხა­ზე­თის ომში" და ამას მოჰ­ყვე­ბო­და პა­ტა­რა ამ­ბა­ვი, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ და თხოვ­ნა დახ­მა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი პირ­ველ პირ­ში იყო და­წე­რი­ლი, რაც ძა­ლი­ან დამ­თრგუნ­ვე­ლი გახ­ლდათ. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იქ­მნე­ბო­და, რომ 90-იან წლებ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნი სა­ი­ქი­ო­დან მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. ამას მო­ფიქ­რე­ბა ხომ უნდა? გა­ჭირ­ვე­ბამ ხალ­ხს ფან­ტა­ზი­აც კი გა­ნუ­ვი­თა­რა. ზო­გი­ერ­თი იმის­თვი­საც მო­დის, რომ თურ­მე დე­დამ­თილ­თან ნა­ჩხუ­ბა­რია და გვთხოვს, რომ მე­უღ­ლის ოჯახ­თან შე­ვა­რი­გოთ. ერთი ქალ­ბა­ტო­ნი მო­ვი­და, რო­მელ­საც უამ­რა­ვი ოქ­როს ბე­ჭე­დი ეკე­თა, თი­თო­ე­უ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ალ­ბათ რამ­დე­ნი­მე ათა­სი იქ­ნე­ბო­და, ცხოვ­რობ­და თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ უბან­ში, კე­თილ­მო­წყო­ბილ ბი­ნა­ში და ჰყავ­და 3 სრულ­წლო­ვა­ნი, ჯან-ღო­ნით სავ­სე ვაჟი. ითხოვ­და 200 ლარს, წამ­ლე­ბის სა­ყიდ­ლად. ასე­თი მთხოვ­ნე­ლი ცოტა არ იყოს და აგ­რე­სი­ა­საც კი იწ­ვევს. მარ­თლა ვი­საც უჭირს, ზოგ­ჯერ ის ვერ მო­დის ჩვე­ნამ­დე... ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც მო­სუ­ლან, რომ­ლე­ბიც ჩი­ოდ­ნენ, რომ მე­ზობ­ლე­ბი ჯა­დოს უკე­თებ­დნენ და დახ­მა­რე­ბას ითხოვ­დნენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­შინ­ლად დამ­თრგუნ­ვე­ლია. რომ არა ჩემი შვი­ლე­ბი, ამას ალ­ბათ ვერ გა­ვუძ­ლებ­დი. შინ დაბ­რუ­ნე­ბულს ყვე­ლა­ფე­რი მა­ვი­წყდე­ბა და მთლი­ა­ნად ბავ­შვებ­ზე გა­და­ვერ­თვე­ბი ხოლ­მე.

- 2 ვაჟი გყავთ - ცოტ­ნე და თორ­ნი­კე და მე­სა­მეს ელო­დე­ბით...

- 3 ბი­ჭის მა­მო­ბა უკვე "გა­ნა­ჩე­ნია". ეს ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა...

- იმის შე­სა­ხე­ბაც გვი­ამ­ბე, რო­გორ და­ქორ­წინ­დი სა­კუ­თარ სტუ­დენტზე...

- (იცი­ნის) არა, მთლად ჩემი არ იყო... და­ვი­წყოთ იქი­დან, რომ ერთი პე­რი­ო­დი, კარ­გა ხნის მან­ძილ­ზე ვცხოვ­რობ­დი ლონ­დონ­ში. 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­ყო­ფი არ ვი­ყა­ვი. შემ­დეგ 2 კვი­რით დავ­ბრუნ­დი და ისევ ევ­რო­პა­ში გა­ვემ­გზავ­რე, სა­დაც კი­დევ კარ­გა ხანს შე­მოვ­რჩი. ასე რომ, ხან­გრძლი­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, მშობ­ლი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­საც და­ვუბ­რუნ­დი. 8 თე­ბერ­ვალს და­ი­წყო მე­ო­რე სე­მესტრის ლექ­ცი­ე­ბი და პირ­ვე­ლი­ვე ლექ­ცი­ა­ზე, დაგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მო­ვი­და სტუ­დენ­ტი გო­გო­ნა, რო­მელ­მაც ჩემი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. 2-სა­ა­თი­ა­ნი ლექ­ცია იყო და შეს­ვე­ნე­ბის მერე აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. მო­ვი­კი­თხე და აღ­მოჩ­ნდა, რომ თურ­მე იმ ჯგუ­ფის სტუ­დენ­ტი არ ყო­ფი­ლა, შეშ­ლია და შეც­დო­მით შე­მო­სუ­ლა ჩემს ლექ­ცი­ა­ზე.

ნინო გძე­ლი­ძე:

- იმ სე­მესტრში და­ვი­წყეთ ახა­ლი სა­გა­ნი - სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია. შე­სა­ბა­მი­სად, პირ­ვე­ლი ლექ­ცია იყო და ლექ­ტორს არ ვიც­ნობ­დი. ამი­ტომ, არც მი­ფიქ­რია, რომ აუ­დი­ტო­რია შე­მე­შა­ლა. ვი­ცო­დი, რომ 2 მეგ­რე­ლი ლექ­ტო­რი კი­თხუ­ლობ­და ლექ­ცი­ას - კუ­და­ვა და სა­მუ­შია და სულ არ ვი­ცო­დი, რო­მე­ლი რო­მე­ლი იყო. კი ამ­ბობ­დნენ ხოლ­მე, რომ ახალ­გაზ­რდა, უცო­ლო ლექ­ტო­რია, გვა­რად სა­მუ­ში­აო, მაგ­რამ მის ხილ­ვას ვერ ვე­ღირ­სე, რად­გან ევ­რო­პა­ში იყო. იმ დღეს კი ისე სა­ინ­ტე­რე­სოდ ჰყვე­ბო­და ლექ­ცი­ას, რომ გა­სუ­სუ­ლი ვუს­მენ­დი. მერე ხში­რად ვხე­დავ­დი ხოლ­მე ჩვენს აუ­დი­ტო­რი­ას­თან. ხან­და­ხან ცვლი­და ლექ­ცი­ას და ჩვენ­თან შე­მო­დი­ო­და. მე­გობ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ - სა­მუ­ში­ას მოს­წონ­ხა­რო, მაგ­რამ თავი შორს და­ვი­ჭი­რე. თუმ­ცა, მეც ვგრძნობ­დი, რომ ჩემ მი­მართ გულ­გრი­ლი არ იყო. ექ­სკურ­სი­ებს გვი­წყობ­და ხოლ­მე. ჩვენს ჯგუფს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­ა­ტა­რა.

ჯაბა:

- იმ პირ­ვე­ლი ლექ­ცი­ის მერე გა­მიჩ­ნდა ინ­ტე­რე­სი, მაგ­რამ 1 წელი არც მიც­დია და­ახ­ლო­ე­ბა. შო­რი­დან ვზვე­რავ­დი. შემ­დეგ კი ნელ-ნელა და­ვუ­ახ­ლოვ­დი და შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბიც გავ­ხდით.

- ყვე­ლა წე­სის დაც­ვით ითხო­ვე ნინო თუ გა­ი­პა­რეთ?

- სი­მარ­თლე თუ გინ­დათ, ისაა, რომ ნი­ნომ მო­მი­ტა­ცა (იცი­ნის). მან­ქა­ნის ტა­რე­ბა ვას­წავ­ლე და ერთხელ ქა­ლაქ­გა­რეთ გა­ვე­დით. სა­ჭეს­თან ნინო იჯდა. ორი­ენ­ტა­ცია ძა­ლი­ან ცუდი აქვს. ანა­ნურ­თან რომ მი­ვე­დით, ციხე იცნო და მიხ­ვდა, რომ თბი­ლი­სი­დან საკ­მა­ოდ შორს ვი­ყა­ვით. მე ვე­ხუმ­რე­ბო­დი, - ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­მი­ტა­ცე და ნება იბო­ძე და შინ და­მაბ­რუ­ნე, თო­რემ ახლა დე­დას და­ვუ­რე­კავ და ვე­ტყვი, რომ მო­ტა­ცე­ბუ­ლი ვარ-მეთ­ქი... ნი­ნოც ატირ­და, - სახ­ლში წა­მიყ­ვა­ნეო. თით­ქოს სა­ჭეს­თან მე ვი­ჯე­ქი. ერთი სი­ტყვით, იმ დღეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რდა და შინ და­მაბ­რუ­ნა. შემ­დეგ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვთხო­ვე მა­მა­მისს შვი­ლის ხელი. გა­დავ­წყვი­ტე, მო­მა­ვა­ლი სი­მამ­რი გა­მეც­ნო და რეს­ტო­რან­ში დავ­პა­ტი­ჟე. ვკი­თხე, რო­გორ მო­ვიქ­ცე, - ქარ­თუ­ლი პურ­მა­რი­ლი გა­ვაშ­ლე­ვი­ნო თუ ევ­რო­პუ­ლად, შამ­პა­ნუ­რი დავ­ლი­ოთ-მეთ­ქი? იმას უფიქ­რია - ასე­თი ახალ­გაზ­რდა პრო­ფე­სო­რია, იქ­ნებ წიგ­ნე­ბის მეტი არა­ფე­რი უნა­ხავს, დე­დი­კოს ბიჭი არ აღ­მოჩ­ნდე­სო და გა­და­წყვი­ტა, სმა­ში გა­მო­ვე­ცა­დე. ამი­ტომ, - ქარ­თუ­ლი პურ­მა­რი­ლი შე­უკ­ვე­თეო, მი­თხრა. სას­მელს კარ­გად ვი­ტან. შევ­ყე­ვით... ამ მთის ვთქვით, იმ მთის მოვ­ყე­ვით და ბო­ლოს მი­თხრა - ასე­თი კარ­გი ბიჭი ხარ, პრო­ფე­სო­რი, მო­ქე­ი­ფე, ცხოვ­რე­ბა აწყო­ბი­ლი გაქვს, ცოლი რად გინ­და, დრო ატა­რე, ტვირთს რა­ტომ იკი­დე­ბო? - ახლა ასე­თე­ბი არ გინ­და, საქ­მე არ ჩა­მი­შა­ლო, გა­ჩუმ­დი-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი.

- ნინო, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი კა­ვა­ლე­რი იყო ჯაბა?

- კი, ძა­ლი­ან. ყვა­ვი­ლებს ხში­რად მჩუქ­ნი­და ხოლ­მე. დი­ლით ვიღ­ვი­ძებ­დი და კარ­თან თა­ი­გუ­ლი მხვდე­ბო­და. ერთხელ ბე­ბია გარ­და­მეც­ვა­ლა. მა­შინ ჩემი და ჯა­ბას ურ­თი­ერ­თო­ბა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი იყო. ბე­ბი­ას ორ­მო­ცი ჯერ არ იყო გა­სუ­ლი, რომ მა­მა­ჩემ­მა დი­ლით სა­დარ­ბა­ზოს კარი გა­ა­ღო და უზარ­მა­ზა­რი თა­ი­გუ­ლი დახ­ვდა. დე­და­ჩემს აუ­ჯუ­ჯღუნ­და, - კარი რა­ტომ იყო და­კე­ტი­ლი, სამ­ძი­მარ­ზე მო­სუ­ლან და თა­ი­გუ­ლი კარ­თან და­უ­ტო­ვე­ბი­ა­თო. ის ყვა­ვი­ლე­ბი კი გა­და­ყა­რა. რა მათ­ქმე­ვი­ნებ­და, რომ მე მე­კუთ­ვნო­და? ჯაბა ახ­ლაც ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნია. სა­ღა­მოს სა­ნამ შინ მოვა, და­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა, რომ ბავ­შვე­ბი არ და­ვა­ძი­ნო. სურს, ცოტა ხანს ეთა­მა­შოს. მე ის მა­ო­ცებს, ასე დაღ­ლი­ლი მო­დის, ბავ­შვებ­თა­ნაც თა­მა­შობს და ისი­ნი რომ და­ი­ძი­ნე­ბენ, კი­დევ მუ­შა­ო­ბას იწყებს, ზის და წერს. კვი­რა­ში ერთხელ ექ­სკურ­სი­ა­ზე მივ­დი­ვართ ხოლ­მე. სა­ქარ­თვე­ლო მოვ­ლი­ლი გვაქვს. ჯაბა ცდი­ლობს, ბავ­შვებს სამ­შობ­ლო გა­აც­ნოს და შე­აყ­ვა­როს.

- სამ­სა­ხუ­რის ამ­ბებს გიყ­ვე­ბა ხოლ­მე?

- არ ვა­წუ­ხებ ზედ­მე­ტი შე­კი­თხვე­ბით.

ჯაბა:

- თა­ვი­დან, საკ­რე­ბუ­ლო­ში რომ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, სა­ღა­მო­ო­ბით შინ დაბ­რუ­ნე­ბულს, ნინო სუფ­რას მი­წყობ­და, გვერ­დით მო­მიჯ­დე­ბო­და და მთხოვ­და, მო­მე­ყო­ლა, რა მოხ­და იმ დღეს სამ­სა­ხურ­ში. ერთ დღეს ავი­რი­დე თა­ვი­დან, მე­ო­რე დღეს ავი­რი­დე და მერე ვუ­თხა­რი - და­ჯე­ქი ახლა და უნდა მო­გიყ­ვე-მეთ­ქი. და­ვი­წყე იმ დღის ამ­ბე­ბის დაწ­ვრი­ლე­ბით მო­ყო­ლა. 15-20 წუთი გა­უძ­ლო და ად­გო­მა და­ა­პი­რა, მაგ­რამ არ გა­ვუშ­ვი - და­ჯე­ქი, სა­ნამ ბო­ლომ­დე არ მო­გიყ­ვე­ბი, არ ადგე-მეთ­ქი... კარ­გა ხანს ვაწ­ვა­ლე ასე. ახლა ხმას აღარ იღებს. აღარ მა­წუ­ხებს ზედ­მე­ტი შე­კი­თხვე­ბით. ყვე­ლა­ფერს დავ­თმობ (ოჯახს არ ვგუ­ლის­ხმობ, რა თქმა უნდა), მაგ­რამ მეც­ნი­ე­რულ მუ­შა­ო­ბას - ვერა. ეს ისაა, რაც არა­სო­დეს მომ­წყინ­დე­ბა. ახლა მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ისე არ გვი­ჭირს, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­ფასს ჩემ­თვის გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­დეს, მაგ­რამ სტუ­დენ­ტე­ბი­სა და ამ ლექ­ცი­ე­ბის გა­რე­შე არ შე­მიძ­ლია... ეს ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ერთ სტუ­დენტზე კუ­რი­ოზს გა­ვიხ­სე­ნებ: ერ­თმა ბიჭ­მა მკი­თხა - ბა­ტო­ნო ჯაბა, სტა­ლი­ნი რა სპორ­ტით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლიო? იმა­ზე სა­ში­ნე­ლე­ბა არა­ფე­რია, როცა სტუ­დენ­ტი რა­მეს გკი­თხავს და შენ პა­სუ­ხი არ გაქვს. გო­ნე­ბა­ში სტა­ლი­ნის მთე­ლი ბი­ოგ­რა­ფია გა­და­ვაბ­რუ­ნე, მაგ­რამ პა­სუ­ხი ვერ ვი­პო­ვე. ბო­ლოს ვუ­თხა­რი - ჭი­და­ობ­და, მაგ­რამ მასე სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ჭი­და­ობს და ვერ ვი­ტყვი, რომ მაგ სპორ­ტით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი-მეთ­ქი. - კი მაგ­რამ, თუ სპორ­ტსმე­ნი არ იყო, "ადი­და­სე­ბი" რა­ტომ აც­ვი­აო? ლა­მის გავ­გიჟ­დი. თურ­მე სუ­რათ­ზე შარ­ვლის ზო­ლე­ბი ისე ჩან­და, რო­გორც "ადი­და­სის" ზო­ლე­ბი და ამ სუ­ლელ ბიჭს უფიქ­რია, რომ სპორ­ტსმე­ნი იყო და სპორ­ტუ­ლი შარ­ვა­ლი ეცვა... აბა, მოდი და ასეთ კუ­რი­ო­ზებს შე­ე­ლიე.

მარი ჯა­ფა­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"ტერორისტ-რევოლუციონერ" ჯაბა სამუშიას საიქიოდან გარდაცვლილი ელაპარაკებოდა

"ტერორისტ-რევოლუციონერ" ჯაბა სამუშიას საიქიოდან გარდაცვლილი ელაპარაკებოდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია წლების წინ გავიცანი. მაშინ პოლიტიკურ საქმიანობაში ტაიმ-აუტი ჰქონდა აღებული და როგორც ისტორიკოსთან, საკმაოდ ნაყოფიერად ვთანამშრომლობდი. იმ პერიოდში ჯაბა ტაო-კლარჯეთის ისტორიულ ძეგლებს იკვლევდა და დროდადრო ვაშუქებდი მის წარმატებებს. მაშინ ის უცოლოც გახლდათ... ახლა კი 2 ცელქი და ლამაზი ბიჭუნას მამაა (მესამე ვაჟს მალე ელოდება). წლებია, მის შესახებ არაფერი დამიწერია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი მეგობრული ურთიერთობა გაწყდა. მას შემდეგ უამრავი რამ შეიცვალა მის ცხოვრებაში და მინდა, ერთი კარგი ქართველისა და სამშობლოს გულშემატკივრის შესახებ გიამბოთ. უფრო სწორად, ის თავად მოგიყვებათ და გაგახალისებთ კიდეც თავს გადახდენილი კურიოზებით. გულახდილად გაუმხელს მკითხველს, როგორ მოახერხა ლექტორმა სტუდენტი გოგონას გულის მოგება და რატომ ურჩევდა სასიმამრო, რომ დაქორწინება არ ეჩქარა.

- მამაჩემი წარმოშობით სამეგრელოდანაა, წალენჯიხის რაიონის სოფელი ლიადან. თბილისში სტუდენტობის დროს ჩამოვიდა. ჩემი დიდი ბაბუა (დედის მხრიდან) ვერცხლის ქუჩაზე ცხოვრობდა, შემდეგ ნაძალადევში რომ მიწები დარიგდა, იქ მიიღო სამოსახლო. დედა დედისერთა იყო და მამაჩემი ჩაუსიძდა ქართლელებს (დედულეთი სოფელი რუისია). დავიბადე 1971 წლის 15 აგვისტოს. ნახალოვკაში, მე-14 საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ეს სკოლა იმითაა გამორჩეული, რომ ფინანსთა მინისტრებს "უშვებს". მას საქართველოს ფინანსთა 2 მინისტრი ჰყავს აღზრდილი - მიხეილ ჭკუასელი და ნოდარ ხადური. ჩვენ ერთ პერიოდში მოგვიხდა სწავლა და სკოლიდანვე ერთად ვმონაწილეობდით მნიშვნელოვან ეროვნულ პროცესებში. 1989 წელს ჩავაბარე სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე და პირველივე კურსიდან ჩავერთე ეროვნულ მოძრაობაში. პირველად ბებოს გავუმხილე ამის შესახებ. იყო პერიოდი, როცა ერთ-ერთი მიტინგის დროს დამაპატიმრეს და ერთი დღე-ღამე ვიყავი ვაკის პოლიციაში. როგორც წარჩინებული სტუდენტი, ლექტორის შუამდგომლობით გამომიშვეს. როცა დამაკავეს, ოჯახის წევრებს არ შევატყობინე და მეგობრებიც გავაფრთხილე, რომ არაფერი ეთქვათ მათთვის. შინ რომ არ მივედი, ოჯახმა ინერვიულა. მაშინ მობილური ტელეფონები არ არსებობდა, ამიტომ ჩემს მეგობარს შინ დაურეკეს, მან კი უთხრა, რომ მეორე მეგობართან დავრჩი.

აღმოჩნდა, რომ იმ მიტინგზე დაჭერილი ადამიანების სახელები და გვარები გამოუცხადებიათ ლიდერებს. მეორე დღეს მამაჩემი სამსახურში რომ მივიდა, თანამშრომლებმა მიულოცეს - შენი შვილი დაუჭერიათო. მიულოცეს, რადგან ეს დიდ ვაჟკაცობად და ერისკაცობად ითვლებოდა. გაგიჟდა მამაჩემი თურმე, მაგრამ მალევე გაიგო, რომ უკვე სამშვიდობოს ვიყავი და დამშვიდდა. ჩვენი ჯგუფი ცნობილი იყო ლენინის ძეგლების მტრობით... ლამის ყველა ძეგლი გადავღებეთ, პროტესტის ნიშნად. ყოფილ საბჭოთა კავშირში ლენინის რამდენიმე დიდი ძეგლი იყო. ერთ-ერთი მათგანი იდგა თბილისში და მისი ზუსტი ასლი - ოზურგეთში. გადავწყვიტეთ, ეს ძეგლიც შეგვეღება. ოზურგეთში მიტინგისთვის ემზადებოდნენ. ჩვენ რამდენიმე დღით ადრე, ფარულად ჩავედით. ჩვენმა მეგობარმა გვიმასპინძლა, რომელიც მიტინგის ორგანიზატორიც იყო. გვეგონა, რომ უშიშროება დაგვდევდა, ამიტომ ღამღამობით ყანა-ყანა დავდიოდით, ეზოდან ეზოში ვიპარებოდით, ღამეს სხვადასხვა სახლში ვათევდით, სრული კონსპირაცია და იატაკქვეშეთი მოვაწყვეთ.

მახსენდებოდა ბოლშევიკური იატაკქვეშეთი... წინასწარ 2-3 კაცს ვგზავნიდით, რომ ენახათ, ვინმე ხომ არ გვითვალთვალებდა ან გვდარაჯობდა, შემდეგ ისინი გვანიშნებდნენ, რომ გზა თავისუფალი იყო და წელში მოხრილები გადავადგილდებოდით. ერთი სიტყვით, უშიშროებას მთელი მონდომებით ვემალებოდით. მოვიდა მიტინგის დღე. საღებავს ვასხამდით მაიონეზის მინის ქილებში და ძეგლს ვესროდით ხოლმე. ჩაფიქრებული ასე იყო: მიტინგის დროს ხალხი გაიწეოდა, ჩვენ, ოთხი "ტერორისტ-რევოლუციონერი" გამოვიდოდით და ძეგლს ვესროდით საღებავებიან ქილებს. მივედით, წინა რიგი მართლაც გაიყო, გაგვატარეს და ქილებიც ვესროლეთ, მაგრამ ამ დროს ქარმა დაუბერა და საღებავის წვეთები ხალხისკენ წამოიღო. ლენინი კი "გავკრასკეთ", მაგრამ მასთან ერთად ჩვენც შევიღებეთ და უამრავი მომიტინგეც გადავღებეთ. გავიდა წლები. ჩემი ძმა დაქორწინდა ოზურგეთელ გოგონაზე, მარიამ თოიძეზე. სტუმრად ვიყავი ჩემი ძმის სიმამრის ოჯახში და სუფრასთან აღმოჩნდნენ ყოფილი მილიციისა და უშიშროების უფროსები. მათთან ეს ამბავი გავიხსენე. - უი, შვილო, შენ ის ხარ, სიმინდის ყანებში რომ დარბოდიო? თქვენ გგონიათ, იმალებოდით და არავინ არაფერი იცოდა? მშვენივრად ვიცოდით, ვინ სად იყავით, მაგრამ არ დაგიჭირეთ, ვის ჰქონდა თქვენი დარდი, ვქეიფობდითო... წარმოიდგინეთ, ჩვენ გვეგონა, ისეთი მაგრები ვიყავით, რომ უშიშროებაც კი გავაცურეთ და ამათ ისე გააბანძეს ჩვენი რევოლუციური საქმიანობა, რომ იმის შემდეგ ამ ამბავს კურიოზად ვყვები ხოლმე.

- კარგად მახსოვს, ერთი პერიოდი პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდი და მთლიანად მეცნიერული მუშაობითა და პედაგოგობით იყავი დაკავებული.

- უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მთლიანად ჩამოვშორდი პოლიტიკურ საქმიანობას და მეცნიერებას მივხედე. ამჟამად ვარ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი საქართველოს ისტორიის მიმართულებით. 2007 წლის ნოემბრის ამბების შემდეგ გადავწყვიტე, რომ პოლიტიკაში დავბრუნებულიყავი. ბევრ ჩემს სტუდენტს ახსოვს, როდესაც 7 ნოემბერს მიტინგი დაარბიეს, მე ამ დროს ლექციას ვატარებდი სამხედრო ისტორიაში, - საკმაოდ დიდ აუდიტორიაში, 120 სტუდენტი იყო ლექციაზე ჩაწერილი. შესვენებისას სტუდენტი შემოვიდა და მითხრა, რომ საშინელება ხდებოდა რუსთაველზე. გავედი და ტელევიზორში ვნახე ის საშინელი კადრები. უკან დავბრუნდი, სტუდენტებს ვუთხარი, - თქვენი ადგილი ახლა რუსთაველზეა, ვალდებული ვართ, იქ ვიყოთ-მეთქი. ლექცია შევწყვიტე და სტუდენტებთან ერთად დარბევის ადგილზე მივედი. ამ დროს უკვე სპეცრაზმი სასტუმრო "თბილისთან" იდგა. ჩვენ თეატრალურ უნივერსიტეტთან ვიყავით. საშიშროება რომ ვიგრძენით, თეატრალური უნივერსიტეტის სარდაფს შევაფარეთ თავი. იქ ასობით ადამიანს მოეყარა თავი. ეროვნული მოძრაობის დროიდან კარგად ვერკვეოდი ამ ადგილებში და დაცვას ვთხოვე, უკანა ეზოში გასასვლელი კარი გაეღო. ეს კარი თაბუკაშვილის ქუჩაზე გადიოდა. ასე გამოვედით სამშვიდობოს და შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი გადავარჩინე. ნოემბრის მოვლენებმა დამაბრუნა პოლიტიკაში. მაშინ ახალი ჩამოყალიბებული იყო ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, სადაც ლევან ვეფხვაძის გარდა არავის ვიცნობდი, მაგრამ ნდობით განვეწყვე მათ მიმართ და შევუერთდი. ბევრი მეკითხება, გადავხედავ თუ არა ჩემს მოღვაწეობას თუნდაც ქრისტიან-დემოკრატებში ყოფნის გამო.

- ალბათ იმიტომ, რომ ახლა "ოცნების" წევრი ხარ, ხოლო ქრისტიან-დემოკრატებს ხშირად მმართველი პარტიის ანუ "ნაციონალების" სატელიტ პარტიას უწოდებდნენ და მასთან თანამშრომლობაში სდებდნენ ბრალს.

- მე როგორ ვმუშაობდი, ეს საზოგადოებამ კარგად იცის. არ ყოფილა არც ერთი თემა, რომელზეც საკრებულოს ფრაქციას უკან დაეხიოს. შეგვეძლო, საკრებულოს ფარგლებში გარკვეული კოაბიტაცია გვქონოდა "ნაციონალურ მოძრაობასთან", მაგრამ ეს არ გაგვიკეთებია. თვალებს არაფერზე ვხუჭავდით და უკან არ ვიხევდით. არაფერს ვუთმობდით. ბოლო არჩევნებამდე საკრებულოში ის ადამიანები იყვნენ, ვინც დღეს ლიდერები არიან და "ქართული ოცნების" კოალიციაში შედიან. მათთან მაშინაც ვთანამშრომლობდი და ბევრ საკითხზე საერთო აზრიც გვქონდა. ისიც გახსოვთ ალბათ, როდესაც დენისა და ნაგვის გაერთიანებული გადასახადის სიმბოლო - ცოცხი და მრიცხველი ვაჩუქე "ნაციონალურ მოძრაობას". ამ სხდომის შემდეგ ჩემი სამსახურიდან გაშვების საკითხიც კი დადგა, მაგრამ გადავრჩი. საკრებულოში არსებულ ქრისტიან-დემოკრატების ფრაქციასთან კითხვები არავის აქვს...

- გარდა იმისა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობ, ასევე ხარ ლექტორი, ჟურნალ "ისტორიანის" რედაქტორი და რადიო "პალიტრაში" გადაცემაც მიგყავს. ამ ყველაფრის მერე ოჯახისთვის დრო გრჩება?

- დრო ისე მაქვს გადანაწილებული, რომ ყველაფერს ვასწრებ.

- საკრებულოში მოქალაქეებთან შეხვედრა გიწევს ალბათ. რა პრობლემებით მოდიან?

- დღის განმავლობაში 10-ზე მეტი ადამიანი მოდის, თითოეული 15-20 წუთის განმავლობაში გიყვება თავისი პრობლემების შესახებ. იქ დალხენილი ადამიანი არ მოდის. ეს ძალზე გთრგუნავს და გუნებასაც გიფუჭებს. ერთხელ შემოვიდა თანაშემწე, ერთიანად ცახცახებდა. ხელში რაღაც ფურცელი ეჭირა, - აი, ეს განცხადებაა შემოსული და გაეცანითო, - გამომიწოდა. თავფურცელზე დაკრული იყო ახალგაზრდა ბიჭის მოზრდილი ფოტო. წერილი კი იწყებოდა ასე: "მე დავიღუპე აფხაზეთის ომში" და ამას მოჰყვებოდა პატარა ამბავი, მისი გარდაცვალების შესახებ და თხოვნა დახმარების თაობაზე. ეს ყველაფერი პირველ პირში იყო დაწერილი, რაც ძალიან დამთრგუნველი გახლდათ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ 90-იან წლებში გარდაცვლილი ადამიანი საიქიოდან მელაპარაკებოდა. ამას მოფიქრება ხომ უნდა? გაჭირვებამ ხალხს ფანტაზიაც კი განუვითარა. ზოგიერთი იმისთვისაც მოდის, რომ თურმე დედამთილთან ნაჩხუბარია და გვთხოვს, რომ მეუღლის ოჯახთან შევარიგოთ. ერთი ქალბატონი მოვიდა, რომელსაც უამრავი ოქროს ბეჭედი ეკეთა, თითოეულის ღირებულება ალბათ რამდენიმე ათასი იქნებოდა, ცხოვრობდა თბილისის ცენტრალურ უბანში, კეთილმოწყობილ ბინაში და ჰყავდა 3 სრულწლოვანი, ჯან-ღონით სავსე ვაჟი. ითხოვდა 200 ლარს, წამლების საყიდლად. ასეთი მთხოვნელი ცოტა არ იყოს და აგრესიასაც კი იწვევს. მართლა ვისაც უჭირს, ზოგჯერ ის ვერ მოდის ჩვენამდე... ისეთი ადამიანებიც მოსულან, რომლებიც ჩიოდნენ, რომ მეზობლები ჯადოს უკეთებდნენ და დახმარებას ითხოვდნენ. ეს ყველაფერი საშინლად დამთრგუნველია. რომ არა ჩემი შვილები, ამას ალბათ ვერ გავუძლებდი. შინ დაბრუნებულს ყველაფერი მავიწყდება და მთლიანად ბავშვებზე გადავერთვები ხოლმე.

- 2 ვაჟი გყავთ - ცოტნე და თორნიკე და მესამეს ელოდებით...

- 3 ბიჭის მამობა უკვე "განაჩენია". ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა...

- იმის შესახებაც გვიამბე, როგორ დაქორწინდი საკუთარ სტუდენტზე...

- (იცინის) არა, მთლად ჩემი არ იყო... დავიწყოთ იქიდან, რომ ერთი პერიოდი, კარგა ხნის მანძილზე ვცხოვრობდი ლონდონში. 6 თვის განმავლობაში საქართველოში ნამყოფი არ ვიყავი. შემდეგ 2 კვირით დავბრუნდი და ისევ ევროპაში გავემგზავრე, სადაც კიდევ კარგა ხანს შემოვრჩი. ასე რომ, ხანგრძლივი მოგზაურობიდან დაბრუნებული, მშობლიურ უნივერსიტეტსაც დავუბრუნდი. 8 თებერვალს დაიწყო მეორე სემესტრის ლექციები და პირველივე ლექციაზე, დაგვიანებით შემოვიდა სტუდენტი გოგონა, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო. 2-საათიანი ლექცია იყო და შესვენების მერე აღარ დაბრუნებულა. მოვიკითხე და აღმოჩნდა, რომ თურმე იმ ჯგუფის სტუდენტი არ ყოფილა, შეშლია და შეცდომით შემოსულა ჩემს ლექციაზე.

ნინო გძელიძე:

- იმ სემესტრში დავიწყეთ ახალი საგანი - საქართველოს ისტორია. შესაბამისად, პირველი ლექცია იყო და ლექტორს არ ვიცნობდი. ამიტომ, არც მიფიქრია, რომ აუდიტორია შემეშალა. ვიცოდი, რომ 2 მეგრელი ლექტორი კითხულობდა ლექციას - კუდავა და სამუშია და სულ არ ვიცოდი, რომელი რომელი იყო. კი ამბობდნენ ხოლმე, რომ ახალგაზრდა, უცოლო ლექტორია, გვარად სამუშიაო, მაგრამ მის ხილვას ვერ ვეღირსე, რადგან ევროპაში იყო. იმ დღეს კი ისე საინტერესოდ ჰყვებოდა ლექციას, რომ გასუსული ვუსმენდი. მერე ხშირად ვხედავდი ხოლმე ჩვენს აუდიტორიასთან. ხანდახან ცვლიდა ლექციას და ჩვენთან შემოდიოდა. მეგობრები მეუბნებოდნენ - სამუშიას მოსწონხარო, მაგრამ თავი შორს დავიჭირე. თუმცა, მეც ვგრძნობდი, რომ ჩემ მიმართ გულგრილი არ იყო. ექსკურსიებს გვიწყობდა ხოლმე. ჩვენს ჯგუფს მთელი საქართველო მოატარა.

ჯაბა:

- იმ პირველი ლექციის მერე გამიჩნდა ინტერესი, მაგრამ 1 წელი არც მიცდია დაახლოება. შორიდან ვზვერავდი. შემდეგ კი ნელ-ნელა დავუახლოვდი და შეყვარებულებიც გავხდით.

- ყველა წესის დაცვით ითხოვე ნინო თუ გაიპარეთ?

- სიმართლე თუ გინდათ, ისაა, რომ ნინომ მომიტაცა (იცინის). მანქანის ტარება ვასწავლე და ერთხელ ქალაქგარეთ გავედით. საჭესთან ნინო იჯდა. ორიენტაცია ძალიან ცუდი აქვს. ანანურთან რომ მივედით, ციხე იცნო და მიხვდა, რომ თბილისიდან საკმაოდ შორს ვიყავით. მე ვეხუმრებოდი, - ფაქტობრივად, მომიტაცე და ნება იბოძე და შინ დამაბრუნე, თორემ ახლა დედას დავურეკავ და ვეტყვი, რომ მოტაცებული ვარ-მეთქი... ნინოც ატირდა, - სახლში წამიყვანეო. თითქოს საჭესთან მე ვიჯექი. ერთი სიტყვით, იმ დღეს ყველაფერი კარგად დამთავრდა და შინ დამაბრუნა. შემდეგ ოფიციალურად ვთხოვე მამამისს შვილის ხელი. გადავწყვიტე, მომავალი სიმამრი გამეცნო და რესტორანში დავპატიჟე. ვკითხე, როგორ მოვიქცე, - ქართული პურმარილი გავაშლევინო თუ ევროპულად, შამპანური დავლიოთ-მეთქი? იმას უფიქრია - ასეთი ახალგაზრდა პროფესორია, იქნებ წიგნების მეტი არაფერი უნახავს, დედიკოს ბიჭი არ აღმოჩნდესო და გადაწყვიტა, სმაში გამოვეცადე. ამიტომ, - ქართული პურმარილი შეუკვეთეო, მითხრა. სასმელს კარგად ვიტან. შევყევით... ამ მთის ვთქვით, იმ მთის მოვყევით და ბოლოს მითხრა - ასეთი კარგი ბიჭი ხარ, პროფესორი, მოქეიფე, ცხოვრება აწყობილი გაქვს, ცოლი რად გინდა, დრო ატარე, ტვირთს რატომ იკიდებო? - ახლა ასეთები არ გინდა, საქმე არ ჩამიშალო, გაჩუმდი-მეთქი, - ვუთხარი.

- ნინო, ყურადღებიანი კავალერი იყო ჯაბა?

- კი, ძალიან. ყვავილებს ხშირად მჩუქნიდა ხოლმე. დილით ვიღვიძებდი და კართან თაიგული მხვდებოდა. ერთხელ ბებია გარდამეცვალა. მაშინ ჩემი და ჯაბას ურთიერთობა ახალი დაწყებული იყო. ბებიას ორმოცი ჯერ არ იყო გასული, რომ მამაჩემმა დილით სადარბაზოს კარი გააღო და უზარმაზარი თაიგული დახვდა. დედაჩემს აუჯუჯღუნდა, - კარი რატომ იყო დაკეტილი, სამძიმარზე მოსულან და თაიგული კართან დაუტოვებიათო. ის ყვავილები კი გადაყარა. რა მათქმევინებდა, რომ მე მეკუთვნოდა? ჯაბა ახლაც ძალიან ყურადღებიანია. საღამოს სანამ შინ მოვა, დარეკავს და მეუბნება, რომ ბავშვები არ დავაძინო. სურს, ცოტა ხანს ეთამაშოს. მე ის მაოცებს, ასე დაღლილი მოდის, ბავშვებთანაც თამაშობს და ისინი რომ დაიძინებენ, კიდევ მუშაობას იწყებს, ზის და წერს. კვირაში ერთხელ ექსკურსიაზე მივდივართ ხოლმე. საქართველო მოვლილი გვაქვს. ჯაბა ცდილობს, ბავშვებს სამშობლო გააცნოს და შეაყვაროს.

- სამსახურის ამბებს გიყვება ხოლმე?

- არ ვაწუხებ ზედმეტი შეკითხვებით.

ჯაბა:

- თავიდან, საკრებულოში რომ დავიწყე მუშაობა, საღამოობით შინ დაბრუნებულს, ნინო სუფრას მიწყობდა, გვერდით მომიჯდებოდა და მთხოვდა, მომეყოლა, რა მოხდა იმ დღეს სამსახურში. ერთ დღეს ავირიდე თავიდან, მეორე დღეს ავირიდე და მერე ვუთხარი - დაჯექი ახლა და უნდა მოგიყვე-მეთქი. დავიწყე იმ დღის ამბების დაწვრილებით მოყოლა. 15-20 წუთი გაუძლო და ადგომა დააპირა, მაგრამ არ გავუშვი - დაჯექი, სანამ ბოლომდე არ მოგიყვები, არ ადგე-მეთქი... კარგა ხანს ვაწვალე ასე. ახლა ხმას აღარ იღებს. აღარ მაწუხებს ზედმეტი შეკითხვებით. ყველაფერს დავთმობ (ოჯახს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა), მაგრამ მეცნიერულ მუშაობას - ვერა. ეს ისაა, რაც არასოდეს მომწყინდება. ახლა მატერიალურად ისე არ გვიჭირს, რომ უნივერსიტეტის ხელფასს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ სტუდენტებისა და ამ ლექციების გარეშე არ შემიძლია... ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ერთ სტუდენტზე კურიოზს გავიხსენებ: ერთმა ბიჭმა მკითხა - ბატონო ჯაბა, სტალინი რა სპორტით იყო გატაცებულიო? იმაზე საშინელება არაფერია, როცა სტუდენტი რამეს გკითხავს და შენ პასუხი არ გაქვს. გონებაში სტალინის მთელი ბიოგრაფია გადავაბრუნე, მაგრამ პასუხი ვერ ვიპოვე. ბოლოს ვუთხარი - ჭიდაობდა, მაგრამ მასე საქართველოში ყველა ჭიდაობს და ვერ ვიტყვი, რომ მაგ სპორტით იყო გატაცებული-მეთქი. - კი მაგრამ, თუ სპორტსმენი არ იყო, "ადიდასები" რატომ აცვიაო? ლამის გავგიჟდი. თურმე სურათზე შარვლის ზოლები ისე ჩანდა, როგორც "ადიდასის" ზოლები და ამ სულელ ბიჭს უფიქრია, რომ სპორტსმენი იყო და სპორტული შარვალი ეცვა... აბა, მოდი და ასეთ კურიოზებს შეელიე.

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"