მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისთან ერთად აპირებს დასასვენებლად გაპარვას ანი გიუნტერი
ვისთან ერთად აპირებს დასასვენებლად გაპარვას ანი გიუნტერი

"რუს­თა­ვი 2"-ის დი­ლის გა­და­ცე­მის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ანი გი­უნ­ტე­რი ძა­ლი­ან ხი­ფა­თი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ველ­თვის ცდი­ლობს იფრ­თხი­ლოს, თავ­სა­ტე­ხი მა­ინც არ ელე­ვა. ცხე­ნი­დან მისი გად­მო­ვარ­დნა თით­ქმის მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ პირ­და­პირ ეთერ­ში იხი­ლა, ცოტა ხნის წინ კოჭ­ში ისე მო­ირ­ტყა ჩე­მო­და­ნი, ფე­ხის თა­ბა­შირ­ში ჩას­მა დას­ჭირ­და. ეს მხო­ლოდ ნა­წი­ლია იმ თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­სა, რაც ანის გა­დახ­დე­ნია. თავს, ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი მსგავს ამ­ბებ­ზე ვრცლად ინ­ტერ­ვი­უ­ში გვი­ამ­ბობს და თან სა­ზა­ფხუ­ლო გეგ­მებ­საც გაგ­ვიმ­ხელს.

- ვე­ლო­დე­ბი ივ­ლი­სის ბო­ლოს, რომ გავ­შა­ლო ფრთე­ბი და წა­ვი­დე და­სას­ვე­ნებ­ლად. აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და ჩემს ქმარ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბა. ვის­ვე­ნებ იქ, სა­დაც შე­და­რე­ბით ნაკ­ლებ ნაც­ნობ სა­ხე­ებს ვხე­დავ და სა­დაც შე­და­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, მომ­წონს ის ად­გი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ძი­ლის იმი­ტა­ცი­ას მიქ­მნის, რად­გან მო­ნატ­რე­ბუ­ლი ვარ ძილს. მინ­და, ცოტა ხანს ბავ­შვე­ბის გა­რე­შე და­ვის­ვე­ნო, რად­გან მერე ერთი თვე მათ­თან ერ­თად მო­მი­წევს ყოფ­ნა, ეს კი დას­ვე­ნე­ბა არ არის. ისე, ამ ბოლო დროს მზეს ვე­ღარ ვი­ტან, მზე­ზე ყო­ვე­ლი გას­ვლა თა­ვის ტკი­ვი­ლით მთავ­რდე­ბა... ახლა ვე­ლო­დე­ბი ანა­ლი­ზის პა­სუხს, რო­მე­ლიც და­ად­გენს, რამ­დე­ნად ცუ­დად მოქ­მე­დებს ჩემ­ზე მზის სხი­ვე­ბი. უკვე ეჭვი მე­პა­რე­ბა იმა­ში, კი­დევ შევ­ძლებ თუ არა სა­ნა­პი­რო­ზე და­წო­ლას და გა­რუ­ჯვას, რად­გან ამ­ჟა­მად მან­ქან­შიც კი უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე, შუა ად­გი­ლას ვჯდე­ბი, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად მომ­ხვდეს მზე.

არა­და, ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ადრე შე­მეძ­ლო, სა­ა­თო­ბით ვწო­ლი­ლი­ყა­ვი პლაჟ­ზე. რაც უფრო დი­დხანს ვი­ყა­ვი მზე­ზე, მის­გან უფრო მეტ ძა­ლა­სა და ენერ­გი­ას ვი­ღებ­დი, ახლა კი მოღ­რუბ­ლულ ამინ­დში მო­მი­წევს გა­რუ­ჯვა. არა­და, ადრე პლაჟ­ზე სა­ა­თო­ბით ვი­წე­ქი, დამ­ცა­ვი კრე­მი სხე­უ­ლის ყვე­ლა ნა­წი­ლის­თვის ყო­ველ­თვის თან მქონ­და, ჯერ ძლი­ე­რის წას­მას ვი­წყებ­დი, შემ­დეგ ვა­სუს­ტებ­დი და ნელ-ნელა ვირუ­ჯე­ბო­დი. ერთხელ მე და ჩემი მე­გო­ბა­რი კუს ტბა­ზე ვი­ყა­ვით, მახ­სოვს, გა­და­მიგ­დო დამ­ცა­ვი კრე­მი, ეს არ გჭირ­დე­ბაო და ის იყო ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა, როცა კანი და­მეწ­ვა და გა­მიჩ­ნდა ხა­ლე­ბი, არა­და და­ბა­დე­ბი­დან მხო­ლოდ ერთი ხალი მქონ­და ფე­ხის თით­ზე, ეს იყო ნი­შა­ნი, რომ­ლი­თაც და­კარ­გვის შემ­თხვე­ვა­ში ჩემი პოვ­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და (იცი­ნის).

- ალ­ბათ ბავ­შვო­ბა­ში გქონ­დათ ამო­ჩე­მე­ბუ­ლი ად­გი­ლი, სა­დაც და­სას­ვე­ნებ­ლად ხში­რად და­დი­ო­დით...

- კი, ასე­თი იყო სი­ო­ნი, სა­დაც პირ­ვე­ლად ორი თვის ჩა­მიყ­ვა­ნეს და მას შემ­დეგ თით­ქმის ყო­ველ წელს ჩავ­დი­ვარ, 2008 წელს, ომის პე­რი­ოდ­შიც კი იქ ვი­ყა­ვით, არ გვქონ­და შუქი და პი­რო­ბე­ბი, მაგ­რამ სი­ონს არ ვუ­ღა­ლა­ტეთ. ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას მი­აქ­ცე­ვენ ამ ად­გილს, რად­გან მარ­თლაც კარ­გი შერ­წყმაა მთის ჰა­ე­რი­სა და იმ წყალ­სა­ცა­ვის, რო­მე­ლიც იქ მდე­ბა­რე­ობს. ადა­მი­ანს სა­შუ­ა­ლე­ბა გეძ­ლე­ვა, და­ის­ვე­ნო სიგ­რი­ლე­ში, მთის ჰა­ერ­ზე და იმავდრო­უ­ლად გაგ­რილ­დე. შარ­შან სა­ღა­მოს რვა სა­ათ­ზე მიმ­ყავ­და ბავ­შვე­ბი წყალ­სა­ცავ­ში სა­ცუ­რა­ოდ, ყვე­ლას გიჟი ვე­გო­ნე, რად­გან ამ დროს წყა­ლი საკ­მა­ოდ ცი­ვია, ტემ­პე­რა­ტუ­რა გავ­ზო­მე და 21 გრა­დუ­სი იყო, სა­მა­გი­ე­როდ, გა­კაჟ­დნენ.

- გა­მო­დის, რომ ბავ­შვებს ცივ წყალ­ში აცუ­რა­ვებ­დი...

- კი, მე ისე­დაც საკ­მა­ოდ გრილ წყალ­ში ვა­ბა­ნა­ვებ ბავ­შვებს, მაქ­სი­მუ­მი 28 გრა­დუ­სია. მე ცხე­ლი შხა­პი კი მიყ­ვარს, მაგ­რამ არ მინ­და, ჩემი შვი­ლე­ბი მცი­ვა­ნე­ბი იყ­ვნენ და ვცდი­ლობ, ხელი შე­ვუ­წყო მათ ჯან­სა­ღად აღ­ზრდას, რა­საც მი­აჩ­ვევ, იმას მი­ეჩ­ვე­ვი­ან, მაგ­რამ ამას ხე­ლოვ­ნუ­რად ვერ გა­ა­კე­თებ და არც ვა­კე­თებ, თა­ვად ბავ­შვე­ბი მაძ­ლე­ვენ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას. ბავ­შვს ის არ უნდა გა­უ­კე­თო, რაც არ სი­ა­მოვ­ნებს, ჩემი შვი­ლე­ბის­თვის გრილ წყალ­ში ბა­ნა­ო­ბა ცხოვ­რე­ბის სტი­ლია და არა გა­კა­ჟე­ბის ხერ­ხი.

- ანი, რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ხი­ფა­თი­ა­ნი ხარ, პირ­და­პირ ეთერ­ში ერთხელ ცხე­ნი­და­ნაც კი გად­მო­ვარ­დი...

- კი­დევ ბევ­რი რამ გა­დამ­ხდე­ნია სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს და ისე­დაც. ერთხელ იო­გას ცენ­ტრი­დან მქონ­და ჩარ­თვა, არ ვიცი რო­გორ მო­ვა­ხერ­ხე, მაგ­რამ თვა­ლი და­ვიწ­ვი, თუმ­ცა ჩარ­თვა­სა და ჩარ­თვას შო­რის მო­ვას­წა­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მის­ვლა და გა­მო­რე­ცხვა, ამის შემ­დეგ ახლო კად­რით აღარ ვუჩ­ვე­ნე­ბი­ვარ, თო­რემ თვა­ლი საკ­მა­ოდ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მქონ­და. ხი­ფა­თი­ა­ნი კი ვარ, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა, არ ვთქვათ, რომ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ფრთხი­ლიც გახ­ლა­ვართ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ვისთან ერთად აპირებს დასასვენებლად გაპარვას ანი გიუნტერი

ვისთან ერთად აპირებს დასასვენებლად გაპარვას ანი გიუნტერი

"რუსთავი 2"-ის დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი ანი გიუნტერი ძალიან ხიფათიანი ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ცდილობს იფრთხილოს, თავსატეხი მაინც არ ელევა. ცხენიდან მისი გადმოვარდნა თითქმის მთელმა საქართველომ პირდაპირ ეთერში იხილა, ცოტა ხნის წინ კოჭში ისე მოირტყა ჩემოდანი, ფეხის თაბაშირში ჩასმა დასჭირდა. ეს მხოლოდ ნაწილია იმ თავგადასავლებისა, რაც ანის გადახდენია. თავს, ჩვენი რესპონდენტი მსგავს ამბებზე ვრცლად ინტერვიუში გვიამბობს და თან საზაფხულო გეგმებსაც გაგვიმხელს.

- ველოდები ივლისის ბოლოს, რომ გავშალო ფრთები და წავიდე დასასვენებლად. აუცილებლად მინდა ჩემს ქმართან ერთად საქართველოს ფარგლებს გარეთ გამგზავრება. ვისვენებ იქ, სადაც შედარებით ნაკლებ ნაცნობ სახეებს ვხედავ და სადაც შედარებით განსხვავებული სიტუაციაა, მომწონს ის ადგილები, რომლებიც ძილის იმიტაციას მიქმნის, რადგან მონატრებული ვარ ძილს. მინდა, ცოტა ხანს ბავშვების გარეშე დავისვენო, რადგან მერე ერთი თვე მათთან ერთად მომიწევს ყოფნა, ეს კი დასვენება არ არის. ისე, ამ ბოლო დროს მზეს ვეღარ ვიტან, მზეზე ყოველი გასვლა თავის ტკივილით მთავრდება... ახლა ველოდები ანალიზის პასუხს, რომელიც დაადგენს, რამდენად ცუდად მოქმედებს ჩემზე მზის სხივები. უკვე ეჭვი მეპარება იმაში, კიდევ შევძლებ თუ არა სანაპიროზე დაწოლას და გარუჯვას, რადგან ამჟამად მანქანშიც კი უკანა სავარძელზე, შუა ადგილას ვჯდები, რომ რაც შეიძლება ნაკლებად მომხვდეს მზე.

არადა, ზღვაზე დასვენება ძალიან მიყვარს, ადრე შემეძლო, საათობით ვწოლილიყავი პლაჟზე. რაც უფრო დი­დხანს ვიყავი მზეზე, მისგან უფრო მეტ ძალასა და ენერგიას ვიღებდი, ახლა კი მოღრუბლულ ამინდში მომიწევს გარუჯვა. არადა, ადრე პლაჟზე საათობით ვიწექი, დამცავი კრემი სხეულის ყველა ნაწილისთვის ყოველთვის თან მქონდა, ჯერ ძლიერის წასმას ვიწყებდი, შემდეგ ვასუსტებდი და ნელ-ნელა ვირუჯებოდი. ერთხელ მე და ჩემი მეგობარი კუს ტბაზე ვიყავით, მახსოვს, გადამიგდო დამცავი კრემი, ეს არ გჭირდებაო და ის იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა კანი დამეწვა და გამიჩნდა ხალები, არადა დაბადებიდან მხოლოდ ერთი ხალი მქონდა ფეხის თითზე, ეს იყო ნიშანი, რომლითაც დაკარგვის შემთხვევაში ჩემი პოვნა შესაძლებელი იქნებოდა (იცინის).

- ალბათ ბავშვობაში გქონდათ ამოჩემებული ადგილი, სადაც დასასვენებლად ხშირად დადიოდით...

- კი, ასეთი იყო სიონი, სადაც პირველად ორი თვის ჩამიყვანეს და მას შემდეგ თითქმის ყოველ წელს ჩავდივარ, 2008 წელს, ომის პერიოდშიც კი იქ ვიყავით, არ გვქონდა შუქი და პირობები, მაგრამ სიონს არ ვუღალატეთ. ძალიან კარგი იქნება, თუ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ ამ ადგილს, რადგან მართლაც კარგი შერწყმაა მთის ჰაერისა და იმ წყალსაცავის, რომელიც იქ მდებარეობს. ადამიანს საშუალება გეძლევა, დაისვენო სიგრილეში, მთის ჰაერზე და იმავდროულად გაგრილდე. შარშან საღამოს რვა საათზე მიმყავდა ბავშვები წყალსაცავში საცურაოდ, ყველას გიჟი ვეგონე, რადგან ამ დროს წყალი საკმაოდ ცივია, ტემპერატურა გავზომე და 21 გრადუსი იყო, სამაგიეროდ, გაკაჟდნენ.

- გამოდის, რომ ბავშვებს ცივ წყალში აცურავებდი...

- კი, მე ისედაც საკმაოდ გრილ წყალში ვაბანავებ ბავშვებს, მაქსიმუმი 28 გრადუსია. მე ცხელი შხაპი კი მიყვარს, მაგრამ არ მინდა, ჩემი შვილები მცივანები იყვნენ და ვცდილობ, ხელი შევუწყო მათ ჯანსაღად აღზრდას, რასაც მიაჩვევ, იმას მიეჩვევიან, მაგრამ ამას ხელოვნურად ვერ გააკეთებ და არც ვაკეთებ, თავად ბავშვები მაძლევენ ამის საშუალებას. ბავშვს ის არ უნდა გაუკეთო, რაც არ სიამოვნებს, ჩემი შვილებისთვის გრილ წყალში ბანაობა ცხოვრების სტილია და არა გაკაჟების ხერხი.

- ანი, რამდენადაც ვიცი, ხიფათიანი ხარ, პირდაპირ ეთერში ერთხელ ცხენიდანაც კი გადმოვარდი...

- კიდევ ბევრი რამ გადამხდენია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და ისედაც. ერთხელ იოგას ცენტრიდან მქონდა ჩართვა, არ ვიცი როგორ მოვახერხე, მაგრამ თვალი დავიწვი, თუმცა ჩართვასა და ჩართვას შორის მოვასწარი საავადმყოფოში მისვლა და გამორეცხვა, ამის შემდეგ ახლო კადრით აღარ ვუჩვენებივარ, თორემ თვალი საკმაოდ დაზიანებული მქონდა. ხიფათიანი კი ვარ, მაგრამ არ შეიძლება, არ ვთქვათ, რომ ყველაფერთან ერთად, ფრთხილიც გახლავართ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები