მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმის ყოფილ მერს ძაღლების დახოცვის გამო უჩივლეს
ბათუმის ყოფილ მერს ძაღლების დახოცვის გამო უჩივლეს

ბა­თუ­მის ყო­ფილ მერს, რო­ბერტ ჩხა­ი­ძეს ძაღ­ლე­ბის და­ხოც­ვის გამო უჩივ­ლეს. გა­რე­მოს­დამ­ცველ­მა ვახ­ტანგ ოქ­რო­პი­რი­ძემ სა­ჩი­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და აჭა­რის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში შე­ი­ტა­ნა.

გა­რე­მოს­დამ­ცვე­ლი ითხოვს, ბა­თუ­მის ყო­ფი­ლი მერი, მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის და შპს "სან­და­სუფ­თა­ვე­ბის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რონ:

"რო­ბერტ ჩხა­ი­ძის მიერ არა­სა­თა­ნა­დო სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლის შე­დე­გად, ხდე­ბო­და ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ სას­ტი­კი მო­პყრო­ბა და და­ხოც­ვა. ეს არის სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი და უნდა და­ი­სა­ჯონ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი", - აღ­ნიშ­ნა ვახ­ტანგ ოქ­რო­პი­რი­ძემ.

ოქ­რო­პი­რი­ძე მო­ი­თხოვს, რომ სა­ნამ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ცხო­ველ­თა მი­მართ სას­ტი­კი მო­პყრო­ბა შე­წყდეს.

აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას ბა­თუ­მის მოქ­მედ­მა მერ­მა ჯე­მალ ანა­ნი­ძემ უპა­სუ­ხა. მისი თქმით, გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით, მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბის და­ხოც­ვის ფაქ­ტე­ბი შემ­ცი­რე­ბუ­ლია, ბა­თუ­მის მერი სა­კი­თხის გა­და­საჭ­რე­ლად გა­რე­მოს დამ­ცვე­ლებ­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს:

"ქა­ლაქ­ში მა­წან­წა­ლა ცხო­ვე­ლე­ბის ლიკ­ვი­და­ცია ჩვენ შევ­წყვი­ტეთ, რად­გა­ნაც გა­რე­მოს­დამ­ცვე­ლე­ბი ამას აქ­ტი­უ­რად აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. იყო სა­სა­მარ­თლო­ში სა­ჩივ­რე­ბიც. ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებთ, ვი­საც აქვს გა­მოც­დი­ლე­ბა, დაგ­ვიდ­გეს გვერ­დში, ერ­თობ­ლი­ვად შე­ვი­მუ­შა­ოთ პრო­ექ­ტი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რათა ქა­ლაქ­ში იყოს თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის ძაღ­ლებ­თან ჰუ­მა­ნუ­რი მო­პყრო­ბის მთე­ლი სის­ტე­მა-კომ­პლექ­სი", - აღ­ნიშ­ნა ჯე­მალ ანა­ნი­ძემ.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ბათუმის ყოფილ მერს ძაღლების დახოცვის გამო უჩივლეს

ბათუმის ყოფილ მერს ძაღლების დახოცვის გამო უჩივლეს

ბათუმის ყოფილ მერს, რობერტ ჩხაიძეს ძაღლების დახოცვის გამო უჩივლეს. გარემოსდამცველმა ვახტანგ ოქროპირიძემ საჩივარი საქართველოს მთავარ პროკურატურასა და აჭარის მთავარ სამმართველოში შეიტანა.

გარემოსდამცველი ითხოვს, ბათუმის ყოფილი მერი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის და შპს "სანდასუფთავების" თანამშრომლები სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააპატიმრონ:

"რობერტ ჩხაიძის მიერ არასათანადო სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ხდებოდა ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა და დახოცვა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და უნდა დაისაჯონ კონკრეტული პირები", - აღნიშნა ვახტანგ ოქროპირიძემ.

ოქროპირიძე მოითხოვს, რომ სანამ გამოძიება მიმდინარეობს, ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა შეწყდეს.

აღნიშნულ განცხადებას ბათუმის მოქმედმა მერმა ჯემალ ანანიძემ უპასუხა. მისი თქმით, გასულ წლებთან შედარებით, მაწანწალა ძაღლების დახოცვის ფაქტები შემცირებულია, ბათუმის მერი საკითხის გადასაჭრელად გარემოს დამცველებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს:

"ქალაქში მაწანწალა ცხოველების ლიკვიდაცია ჩვენ შევწყვიტეთ, რადგანაც გარემოსდამცველები ამას აქტიურად აპროტესტებდნენ. იყო სასამართლოში საჩივრებიც. ყველას მოვუწოდებთ, ვისაც აქვს გამოცდილება, დაგვიდგეს გვერდში, ერთობლივად შევიმუშაოთ პროექტი და ინფრასტრუქტურა, რათა ქალაქში იყოს თანამედროვე სტანდარტების ძაღლებთან ჰუმანური მოპყრობის მთელი სისტემა-კომპლექსი", - აღნიშნა ჯემალ ანანიძემ.

ნინო ხოზრევანიძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია