აპირებს თუ არა ირაკლი კაკაბაძე სახალხო აჯანყების ლიდერობას

აპირებს თუ არა ირაკლი კაკაბაძე სახალხო აჯანყების ლიდერობას

მას შემდეგ რაც სასამართლომ ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა, ინტერნეტით გავრცელდა მწერალ ირაკლი კაკაბაძის განცხადება, სადაც ის საზოგადოებას სახალხო აჯანყებისაკენ მოუწოდებს. სწორედ ამ საკითხზე ვთხოვეთ მას კომენტარი

- დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, სახალხო აჯანყება იქნება სავსებით ადეკვატური პასუხი ხალხის მხრიდან.

- რამდენად ჯდება ეს კანონის ფარგლებში? სასამართლომ, კანონის დაცვით მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც საჭიროდ ჩათვალა. ეს სახალხო აჯანყების მიზეზად რამდენად გამოდგება?

- რა თქმა უნდა, ეს კანონის დარღვევა იქნება, მაგრამ ხანდახან კანონის დარღვევა გამართლებულია, თუ ირღვევა ზნეობრივი ეთიკა და მორალური კანონები, როდესაც ახალაიასნაირი ჯალათები ციხიდან გამოდიან მაშინ პატიოსანი ხალხი ციხეში შედის.

- ბაჩო ახალია ისევ პატიმრობაში რჩება, მას მხოლოდ ერთ საქმეში გამოუტანეს გამამართლებელი განაჩენი...

- გამამართლებელი განაჩენი უკვე ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.

- თუ მოხდა სახალხო აჯანყება თქვენ ამ აჯანყების ლიდერი იქნებით?

- არაძალადობრივი აჯანყება თუ დაიწყო, გამოსვლები, გაფიცვები და ა.შ. (ალბათ ხალხი ოქტომბრამდე არაფერს გადაწყვეტს და მოცდას ამჯობინებს), რა თქმა უნდა, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. ვიქნები თუ არა ამ მოძრაობის ხელმძღვანელი, ამაზე წინასწარ პასუხის გაცემა არ შემიძლია, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლება საჭირო დასკვნებს გააკეთებს და აჯანყების საჭიროება აღარ იქნება. ფაქტია, ხელისუფლების დიდი ნაწილი გადაყვა ამ კოჰაბიტაციას პოლიტიკას და მკვლელების და სადისტების გამართლება დაიწყო. საზოგადოების თვალში ეს არის ყოვლად გაუმართლებელი. ბუნებრივია, ეს არ ეხება ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს. მე ვლაპარაკობ კონკრეტულ პოლიტიკოსებზე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა