ჰოლივუდის მსახიობ ბრიუს უილისმა განაცხადა, რომ მის სახლში მუდმივად ცხოვრობს 30 ქალი. ვარსკვლავს არ დაუკონკრეტებია მათი ვინაობა, თუმცა როგორც ჟურნალი ვარაუდობს, ბრუსმა ქალიშვილებთან და ცოლთან ერთად, მოახლე, ძიძები და მზარეულები იგულისხმა.
"თქვენი აზრით, ვინ იგებს კამათს?" - იხუმრა ვარსკვლავმა გამოცემასთან საუბრისას, შემდეგ კი დასძინა, რომ მათ ოჯახში არასდროს არავინ ჩხუბობს.
მსახიობმა აღიარა, რომ ქალების გარემოცვაში თავს უსაფრთხოდ გრძნობს. სწორედ ამიტომ შემოიკრიბა გარშემო სუსტი სქესის ამდენი წარმომადგენელი - ცოლი და 4 ქალიშვილი.
უფროსი ქალიშვილები, რომლებიც ბრუსს პირველი მეუღლისგან, დემი მურისგან ჰყავს, უკვე დიდები არიან: რუმერი 24 წლისაა, სკაუტი 22-ის, ხოლო ტალულა 19-ის. ვარსკვლავი კმაყოფილია, რომ ყველა მათგანი ჭკვიან, თავაზიან ქალად ჩამოყალიბდა.
მისივე თქმით, საქმე აღზრდაშია. ბრუსი აცხადებს, რომ ის და დემი ყოველთვის აღიარებდნენ საკუთარ შეცდომებს და ამით კარგ მაგალითს აძლევდნენ გოგონებს.
"მე და დემი მათ ისე ვზრდიდით, რომ სამივეს ჰქონდა ხმის უფლება და საკუთარი აზრი. ახლა სულ უფრო ხშირად მომწონს და მაინტერესებს მათი მსოფლმხედველობა", - აცხადებს მსახიობი.
მომზადებულია 7 Дней-ს მიხედვით.