მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ხიდაშელი - პროკურორებმა ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, რომ სხვა საქართველოში ცხოვრობენ
თინა ხიდაშელი - პროკურორებმა ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, რომ სხვა საქართველოში ცხოვრობენ

სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი არ ნიშ­ნავს იმას, რომ ბაჩო ახა­ლა­ია ან­გე­ლო­ზია, ეს სა­უბ­რობს იმა­ზე, რომ მას პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვერ და­უმ­ტკი­ცა და­ნა­შა­უ­ლი, - ასე აფა­სებს "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი თინა ხი­და­შე­ლი ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრულ ერთ-ერთ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩენს, რომ­ლი­თაც ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი უდა­ნა­შა­უ­ლოდ გა­მო­ცხად­და.

"სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის­გან თავს ვი­კა­ვებ, რომ არ მოხ­დეს ის, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბო­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ორი რამ შე­მიძ­ლია ვთქვა: თა­ვის­თა­ვად, ის რომ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მოხ­და, დიდი პროგ­რე­სის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი რამ გა­ე­ბე­და სა­სა­მარ­თლოს? ეს ადას­ტუ­რებს იმას, რომ სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ დიდი ნა­ბი­ჯე­ბით მივ­დი­ვართ. თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ ის, რომ ბაჩო ახა­ლა­ი­ას მი­მართ ასე­თი ტი­პის და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, ეს არ სა­უბ­რობს იმა­ზე, რომ ბაჩო ახა­ლა­ია ან­გე­ლო­ზია, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვერ და­უმ­ტკი­ცა და­ნა­შა­უ­ლი, სა­სა­მარ­თლოს კი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­აქვს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ დად­გა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. კარ­გია, როცა სა­სა­მარ­თლო ამას ახერ­ხებს, ცუ­დია როცა პრო­კუ­რა­ტუ­რა ვერ ახერ­ხებს და­ამ­ტკი­ცოს ბრა­ლი ასე­თი მძი­მე მუხ­ლით წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში", - გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნიშ­ნავს იმა­საც, რომ პრო­კუ­რო­რებ­მა ჯერ კი­დევ ვერ გა­ი­გეს, რომ სხვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რო­ბენ.

"არ ვიცი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში კად­რე­ბი სუს­ტია თუ ძლი­ე­რი, ამ პრო­კუ­რო­რებს არ ვიც­ნობ, მაგ­რამ ერთი და იგი­ვე ხალ­ხია, ვინც ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მუ­შა­ობ­და. ისი­ნი მიჩ­ვე­ულ­ნი არი­ან ასე მუ­შა­ო­ბას - არ სჭირ­დე­ბო­დათ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ცი­ხე­ში ჩა­ეს­ვათ. რო­გორც ჩანს, მათ ჰგო­ნი­ათ, რომ ბრა­ლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად და სა­სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის საკ­მა­რი­სია მხო­ლოდ ის, რა­საც პრო­კუ­რო­რი იტყვის. რო­გორც ჩანს, ჰგო­ნი­ათ, რომ ახ­ლაც იგი­ვე იქ­ნე­ბა. მომ­წონს თუ არა არ მომ­წონს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც არ უნდა მქონ­დეს ბაჩო ახა­ლა­ი­ა­სად­მი, ვფიქ­რობ, რომ მისი გა­ნა­ჩე­ნი ერ­თგვა­რი გაღ­ვი­ძე­ბის სიგ­ნა­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც ვერ გა­ი­გო, რომ სხვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობთ. იმე­დია, მო­მა­ვალ­ში უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი გა­მო­ცხად­დე­ბი­ან პრო­ცე­სებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ისეთ საქ­მე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­მე­ლიც წა­მე­ბას და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას ეხე­ბა. ასეთ საქ­მე­ებს გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბა, რად­გან ეს არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლი, ესაა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლით აღი­ა­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბა სჭირ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ზე ბაჩო ახა­ლა­ია სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო და აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა გა­ა­უქ­მა. სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს ბაჩო ახა­ლა­ი­ა­სა და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის, სამ­ხედ­რო­ე­ბის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბი­სა და ზვი­ად აბე­სა­ძის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის საქ­მე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლემ დღეს გა­მო­ა­ცხა­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თინა ხიდაშელი - პროკურორებმა ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, რომ სხვა საქართველოში ცხოვრობენ

თინა ხიდაშელი - პროკურორებმა ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, რომ სხვა საქართველოში ცხოვრობენ

სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არ ნიშნავს იმას, რომ ბაჩო ახალაია ანგელოზია, ეს საუბრობს იმაზე, რომ მას პროკურატურამ ვერ დაუმტკიცა დანაშაული, - ასე აფასებს "ინტერპრესნიუსთან" საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აღძრულ ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი უდანაშაულოდ გამოცხადდა.

"სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისგან თავს ვიკავებ, რომ არ მოხდეს ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. აქედან გამომდინარე, ორი რამ შემიძლია ვთქვა: თავისთავად, ის რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოხდა, დიდი პროგრესის მაჩვენებელია. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ სააკაშვილის საქართველოში ასეთი რამ გაებედა სასამართლოს? ეს ადასტურებს იმას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ დიდი ნაბიჯებით მივდივართ. თუმცა მეორე მხრივ ის, რომ ბაჩო ახალაიას მიმართ ასეთი ტიპის დანაშაულის დამტკიცება ვერ მოახერხა პროკურატურამ, ეს არ საუბრობს იმაზე, რომ ბაჩო ახალაია ანგელოზია, ეს ნიშნავს იმას, რომ პროკურატურამ ვერ დაუმტკიცა დანაშაული, სასამართლოს კი მტკიცებულებების საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ დადგა ეს გადაწყვეტილება. კარგია, როცა სასამართლო ამას ახერხებს, ცუდია როცა პროკურატურა ვერ ახერხებს დაამტკიცოს ბრალი ასეთი მძიმე მუხლით წაყენებული ბრალდების შემთხვევაში", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ნიშნავს იმასაც, რომ პროკურორებმა ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, რომ სხვა საქართველოში ცხოვრობენ.

"არ ვიცი პროკურატურაში კადრები სუსტია თუ ძლიერი, ამ პროკურორებს არ ვიცნობ, მაგრამ ერთი და იგივე ხალხია, ვინც ზურაბ ადეიშვილის პროკურატურაში მუშაობდა. ისინი მიჩვეულნი არიან ასე მუშაობას - არ სჭირდებოდათ რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევის განხორციელება, რომ ადამიანები ციხეში ჩაესვათ. როგორც ჩანს, მათ ჰგონიათ, რომ ბრალის დასამტკიცებლად და სასასამართლოს გადაწყვეტილებისთვის საკმარისია მხოლოდ ის, რასაც პროკურორი იტყვის. როგორც ჩანს, ჰგონიათ, რომ ახლაც იგივე იქნება. მომწონს თუ არა არ მომწონს აღნიშნული გადაწყვეტილება და რა დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს ბაჩო ახალაიასადმი, ვფიქრობ, რომ მისი განაჩენი ერთგვარი გაღვიძების სიგნალი შეიძლება იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც ვერ გაიგო, რომ სხვა საქართველოში ვცხოვრობთ. იმედია, მომავალში უფრო მომზადებულები გამოცხადდებიან პროცესებზე, განსაკუთრებით კი ისეთ საქმეებთან მიმართებაში, რომელიც წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ეხება. ასეთ საქმეებს განსაკუთრებით მომზადება სჭირდება, რადგან ეს არ არის ჩვეულებრივი დანაშაული, ესაა საერთაშორისო სამართლით აღიარებული დანაშაული, უმძიმესი დანაშაული, რომელსაც განსაკუთრებული მტკიცება სჭირდება", - აღნიშნა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.

თავდაცვის მინისტრობის პერიოდზე ბაჩო ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გააუქმა. საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების, სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოაცხადა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა