მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ბერძენიშვილი - სასამართლო უკვე თავისუფალია
ლევან ბერძენიშვილი - სასამართლო უკვე თავისუფალია

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რის, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ბაჩო ახა­ლა­ი­ას მი­მართ გა­მო­ტა­ნილ­მა გა­ნა­ჩენ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სა­მარ­თლო უკვე თა­ვი­სუ­ფა­ლია.

"მე რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი მო­სა­მარ­თლის მი­მართ კი­თხვებს ვერ დავ­სვამ, ერ­თა­დერ­თი რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ, არის ის, რომ დღე­ვან­დელ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ და­ამ­ტკი­ცა, რომ მო­სა­მარ­თლე და­რახვე­ლი­ძის სა­ხით სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სა­მარ­თლო პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია. სა­სა­მარ­თლო თა­ვი­სუ­ფა­ლია და ესაა სე­რი­ო­ზუ­ლი მიღ­წე­ვა უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. მე არ მახ­სენ­დე­ბა ასე­თი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის საქ­მე, რო­მელ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც მო­სა­მარ­თლეს ამ ტი­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ე­ტა­ნოს. ასე­თი რამ არ მომ­ხდა­რა არც შე­ვარ­დნა­ძის დროს და მი­თუ­მე­ტეს, ვერ მოხ­დე­ბო­და ვერც სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­რი­ოდ­ში", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ მო­სა­მარ­თლის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას, დე­პუ­ტა­ტის გან­მარ­ტე­ბით, დე­მოკ­რა­ტი­ის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პი სა­სა­მარ­თლო, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თდა­მო­უ­კი­დებ­ლო­ბაა, რის გა­მოც მი­აჩ­ნია, რომ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ უნდა აფა­სებ­დნენ.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ზე ბაჩო ახა­ლა­ია სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო და აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა გა­ა­უქ­მა. სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ბაჩო ახა­ლა­ი­ა­სა და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის, სამ­ხედ­რო­ე­ბის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბი­სა და ზვი­ად აბე­სა­ძის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის საქ­მე­ზე, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლემ დღეს გა­მო­ა­ცხა­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ლევან ბერძენიშვილი - სასამართლო უკვე თავისუფალია

ლევან ბერძენიშვილი - სასამართლო უკვე თავისუფალია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, ბაჩო ახალაიას მიმართ გამოტანილმა განაჩენმა დაადასტურა, რომ საქართველოში სასამართლო უკვე თავისუფალია.

"მე როგორც პარლამენტის წევრი მოსამართლის მიმართ კითხვებს ვერ დავსვამ, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ დღევანდელმა გადაწყვეტილებამ დაამტკიცა, რომ მოსამართლე დარახველიძის სახით საქართველოში სასამართლო პროკურატურისგან და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელია. სასამართლო თავისუფალია და ესაა სერიოზული მიღწევა უკანასკნელი წლების განმავლობაში. მე არ მახსენდება ასეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობის საქმე, რომელთან მიმართებაშიც მოსამართლეს ამ ტიპის გადაწყვეტილება გამოეტანოს. ასეთი რამ არ მომხდარა არც შევარდნაძის დროს და მითუმეტეს, ვერ მოხდებოდა ვერც სააკაშვილის პერიოდში", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლევან ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ მოსამართლის სამართლიანობას, დეპუტატის განმარტებით, დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ურთიერთდამოუკიდებლობაა, რის გამოც მიაჩნია, რომ პარლამენტის წევრები მოსამართლის გადაწყვეტილებას არ უნდა აფასებდნენ.

თავდაცვის მინისტრობის პერიოდზე ბაჩო ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გააუქმა. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების, სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე, გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოაცხადა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა