მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველო სექსტეტით წარსდგება
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველო სექსტეტით წარსდგება

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის საპ­რო­დი­უ­სე­რო ჯგუფ­მა სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ის­თვის ექ­ვსი ბავ­შვი შე­არ­ჩია. რო­გორც ambebi.ge-ს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლი­დან აც­ნო­ბეს, შერ­ჩე­ულ კონ­კურ­სან­ტთა შო­რის მოხ­ვდნენ მა­რი­ამ შავ­ლა­ძე, მა­რი­ამ სა­მუ­შია, თამ­თა დი­ა­სა­მი­ძე, ანა კვან­ტა­ლი­ა­ნი, ლუკა გო­გი­ბე­რი­ძე და საბა ჩა­ჩუა.

კონ­კურ­სის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, ეს იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ევ­რო­ვი­ზი­ის ფი­ნა­ლურ კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლო სექ­სტე­ტით წარ­დგე­ბა. ოთხი გო­გო­ნა და ორი ბიჭი პრო­დი­უ­სე­რებ­მა 22 ბავ­შვი­დან შე­არ­ჩი­ეს.

ჯგუფ­ში ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა წევ­რი 10 წლის მა­რი­ამ შავ­ლა­ძეა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მათ შო­რის "ანა ბა­ნა­ში".

11 წლი­სე­ბი არი­ან მა­რი­ამ სა­მუ­შია და თამ­თა დი­ა­სა­მი­ძე, ორი­ვეს აქვს კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. თამ­თა მღე­რის ან­სამ­ბლ "პა­ტა­რა ქარ­თვე­ლებ­ში", რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლიც არის მეკო ქავ­თა­რა­ძე.

12 წლის ანა კვან­ტა­ლი­ანს კი მა­ყუ­რე­ბე­ლი პირ­ვე­ლად სწო­რედ სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე შე­ა­ფა­სებს.

13 წლის საბა ჩა­ჩუა არის ვო­კა­ლუ­რი ან­სამ­ბლი "იმე­დის" სო­ლის­ტი. 2006 წელს მო­ნა­წი­ლე­ობ­და მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ ფეს­ტი­ვალ­ზე "утренняя звезда", სა­დაც I ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და. იმა­ვე წელს მოს­კოვ­ში ფეს­ტი­ვალ­ზე "мир детства" გრან-პრი მო­ი­პო­ვა. 2007 წელს მო­ნა­წი­ლე­ობ­და პრო­ექ­ტში "ანა-ბა­ნა­ში", გახ­და "ანა-ბა­ნას" სახე და ფა­ვო­რი­ტი. 2011 წელს ანაკ­ლი­ა­ში გა­მარ­თულ ფეს­ტი­ვალ­ზე "Golden shell" აიღო III საპ­რი­ზო ად­გი­ლი, ხოლო 2012 წელს ყა­ზა­ხეთ­ში, ქა­ლაქ ალმა-ათა­ში გა­მარ­თულ ევ­რა­ზი­ის სა­ბავ­შვო ფეს­ტი­ვალ­ზე "Almaly" აიღო გრან-პრი და მო­ი­პო­ვა რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის სა­ბავ­შვო ფეს­ტი­ვა­ლის საგ­ზუ­რი.

ჯგუ­ფის მე­ექ­ვსე წევ­რი 14 წლის ლუკა გო­გი­ბე­რი­ძეა, რო­მე­ლიც უკ­რავს გი­ტა­რა­ზე, მო­ნა­წი­ლე­ობ­და პრო­ექ­ტში "ახა­ლი სა­ბავ­შვო ხმა".

მო­ნა­წი­ლე­ებ­თან, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის საპ­რო­დი­უ­სე­რო ჯგუფ­თან ერ­თად, ტრა­დი­ცი­უ­ლად, გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძე იმუ­შა­ვებს. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა და­ერ­ქმე­ვა ჯგუფს და რა სიმ­ღე­რას შე­ას­რუ­ლე­ბენ ისი­ნი კი­ევ­ში, სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველო სექსტეტით წარსდგება

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველო სექსტეტით წარსდგება

საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფმა საბავშვო ევროვიზიისთვის ექვსი ბავშვი შეარჩია. როგორც ambebi.ge-ს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან აცნობეს, შერჩეულ კონკურსანტთა შორის მოხვდნენ მარიამ შავლაძე, მარიამ სამუშია, თამთა დიასამიძე, ანა კვანტალიანი, ლუკა გოგიბერიძე და საბა ჩაჩუა.

კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლების თქმით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროვიზიის ფინალურ კონკურსზე საქართველო სექსტეტით წარდგება. ოთხი გოგონა და ორი ბიჭი პროდიუსერებმა 22 ბავშვიდან შეარჩიეს.

ჯგუფში ყველაზე პატარა წევრი 10 წლის მარიამ შავლაძეა, რომელიც სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში მონაწილეობდა, მათ შორის "ანა ბანაში".

11 წლისები არიან მარიამ სამუშია და თამთა დიასამიძე, ორივეს აქვს კონკურსში მონაწილეობის გამოცდილება. თამთა მღერის ანსამბლ "პატარა ქართველებში", რომლის ხელმძღვანელიც არის მეკო ქავთარაძე.

12 წლის ანა კვანტალიანს კი მაყურებელი პირველად სწორედ საბავშვო ევროვიზიაზე შეაფასებს.

13 წლის საბა ჩაჩუა არის ვოკალური ანსამბლი "იმედის" სოლისტი. 2006 წელს მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ ფესტივალზე "утренняя звезда", სადაც I ადგილის მფლობელი გახდა. იმავე წელს მოსკოვში ფესტივალზე "мир детства" გრან-პრი მოიპოვა. 2007 წელს მონაწილეობდა პროექტში "ანა-ბანაში", გახდა "ანა-ბანას" სახე და ფავორიტი. 2011 წელს ანაკლიაში გამართულ ფესტივალზე "Golden shell” აიღო III საპრიზო ადგილი, ხოლო 2012 წელს ყაზახეთში, ქალაქ ალმა-ათაში გამართულ ევრაზიის საბავშვო ფესტივალზე "Almaly” აიღო გრან-პრი და მოიპოვა რამდენიმე ქვეყნის საბავშვო ფესტივალის საგზური.

ჯგუფის მეექვსე წევრი 14 წლის ლუკა გოგიბერიძეა, რომელიც უკრავს გიტარაზე, მონაწილეობდა პროექტში "ახალი საბავშვო ხმა".

მონაწილეებთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფთან ერთად, ტრადიციულად, გიგა კუხიანიძე იმუშავებს. ჯერჯერობით უცნობია, რა დაერქმევა ჯგუფს და რა სიმღერას შეასრულებენ ისინი კიევში, საბავშვო ევროვიზიაზე.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება