საზოგადოება
პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თენგიზ კიტოვანი: "ამათ იარაღის დიდი ნაწილი აზერბაიჯანში და თურქეთში აქვთ გადატანილი და იქ თურქ-მესხებს პირდებიან საქართველოში დაბრუნებას"
თენგიზ კიტოვანი: "ამათ იარაღის დიდი ნაწილი აზერბაიჯანში და თურქეთში აქვთ გადატანილი და იქ თურქ-მესხებს პირდებიან საქართველოში დაბრუნებას"

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თენ­გიზ კი­ტო­ვა­ნი, რო­მე­ლიც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და უკვე აქ­ცი­აც გა­მარ­თა დაბა ბორ­ჯომ­ში. მან, ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან ერ­თად, ბორ­ჯო­მის წყლე­ბის ბორ­ჯო­მე­ლე­ბის­თვის დაბ­რუ­ნე­ბა მო­ი­თხო­ვა. მისი თქმით, ის ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან არ­სად წა­სუ­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აქ არ ცხოვ­რობ­და.

- ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გზა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­აა…

- ევ­რო­კავ­ში­რის მომ­ხრე მეც ვარ, უეჭ­ვე­ლად უნდა გვქონ­დეს პარ­ტი­ო­რო­ბა, ასე­ვე უნდა გვქონ­დეს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა რუ­სეთ­თან. არ მომ­წონს ამე­რი­კუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი რომ მუ­შა­ო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ. აგერ ხომ ვნა­ხეთ, მი­შამ თქვა, თურ­მე 26 მა­ისს აქ იყ­ვნენ და დარ­ბე­ვას უყუ­რებ­დნენ.

- ბა­ტო­ნო თენ­გიზ, არა­ფე­რი გჯე­რათ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და მა­ინც და მა­ინც ეს გან­ცხა­დე­ბა რა­ტომ და­ი­ჯე­რეთ?

- კი, მიშა სულ იტყუ­ე­ბა, მაგ­რამ ეგეთ ტყუ­ილს ვერ გა­ბე­დავ­და. აკ­ვირ­დე­ბით, ამოხ­ტე­ბა ხოლ­მე და მა­გი­ნებს. ახ­ლაც წა­ი­კი­თხავს ამ სტა­ტი­ას და და­ი­წყებს ისევ. კი­ტო­ვან­მა და­ან­გრია თბი­ლი­სი და მე ავა­შე­ნეო. - იძა­ხის.

- ისე, თბი­ლი­სის ცენ­ტრი სწო­რედ იმ ომის დროს და­ინ­გრა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დით.

- ომი იყო და და­ინ­გრე­ო­და, აბა, რა იქ­ნე­ბო­და. მაგ­რამ მა­გან რა აა­შე­ნა? აი, გმირ­თა მო­ე­და­ნი აი­ღეთ, რას ჰგავს იქა­უ­რო­ბა, ვერ გა­ი­გებ რა ხდე­ბა? ამას ჰქვია აშე­ნე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი? ძვე­ლი ყვე­ლა­ფე­რი და­ან­გრია და ახა­ლი ბო­ლომ­დე არა­ფე­რი მი­იყ­ვა­ნა.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს იც­ნობთ პი­რა­დად?

- არა, არ ვიც­ნობ და არც მინ­და მა­გის გაც­ნო­ბა.

- საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი მო­დის, ვინ მოგ­წონთ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი კან­დი­და­ტე­ბი­დან?

- ძა­ლი­ან მომ­წონს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, კარ­გი ბი­ჭია, მა­გის ჰა­ბი­ტუ­სიც მომ­წონს და ჭკვი­ა­ნიც ჩანს. ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს მე მხარს ვერ და­ვუ­ჭერ, თო­რემ ისე არ არის ური­გო ქალი. მე ახლა უფრო მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მა­ინ­ტე­რე­სებს. ამ ორის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კარ­გია, მათ შო­რის იქ­ნე­ბა ძრი­თა­დად კონ­კუ­რენ­ცია.

- ბა­ტო­ნო თენ­გიზ, ხა­ტავთ კი­დევ?

- რა თქმა უნდა, ესე­ნი ჩემი ნა­ხა­ტე­ბია (კე­დელ­ზე გა­მო­ფე­ნილ ნა­ხა­ტებს მაჩ­ვე­ნებს), წყნეთ­შიც მაქვს ბევ­რი. მოს­კოვ­შიც სულ ვხა­ტავ, მერე ვყი­დი, მა­გით ვცხოვ­რობ. მში­ე­რი მოვ­კვდე­ბო­დი, რომ არ ვხა­ტავ­დე.

- კრემ­ლის ამ­ჟა­მინ­დელ ოფი­ცი­ოზ­თან გაქვთ კავ­ში­რე­ბი?

- არა, არა­ვის­თან. არა­ფერს ვერ­ჩი რუ­სებს, არ ვიცი, რა­ტომ უნდა ვიყო რუ­სე­თი­სად­მი აგ­რე­სი­უ­ლად გან­წყო­ბი­ლი, რო­დე­საც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ომის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქარ­თვე­ლე­ბი და რუ­სე­ბი ერ­თად იბ­რძოდ­ნენ.

- კი, მაგ­რამ მას მერე რუ­სე­თი ჩვენ გვე­ო­მა და ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს, ეს არ არის საკ­მა­რი­სი მი­ზე­ზი რომ მის მი­მართ აგ­რე­სია გვქონ­დეს?

- რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტა სა­ქარ­თვე­ლოს და­ღუპ­ვას ნიშ­ნავს.

- აბა, რა ვქნათ, შე­ვე­გუ­ოთ ოკუ­პა­ცი­ას?

- არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში, მაგ­რამ იქი­დან და­ვი­წყოთ, რომ გა­ვერ­კვეთ, ეს ოკუ­პა­ცია ვისი ბრა­ლია? რა თქმა უნდა, მი­მაჩ­ნია, რომ რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია და უნდა წა­ვი­დეს ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან. მაგ­რამ ამის­თვის ამე­რი­კე­ლებს უნდა და­ვა­ნე­ბით თავი და მო­ვა­წყოთ ქვე­ყა­ნა ფე­დე­რა­ცი­უ­ლად. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რუ­სე­თი ამა­ზე თა­ნახ­მა იქ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო და­ი­ღუ­პე­ბო­და, ივა­ნიშ­ვი­ლი რომ არ მო­სუ­ლი­ყო. მაგ­რამ არ მომ­წონს, რომ ძა­ლი­ან წე­ლა­ვენ ამ და­ძა­ბულ ვი­თა­რე­ბას, კო­ჰა­ბი­ტა­ცია თუ რა­ღაც რომ ჰქვია. კაცს თუ იჭერ, უნდა და­ი­ჭი­რო და აღარ უნდა გა­მო­უშ­ვა. ეს ხალ­ხს აბ­რა­ზებს. გარ­და ამი­სა, "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" რა­ღაც შე­ნიღ­ბუ­ლი თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა აქვთ, გა­მოჩ­ნდა კი­დეც, აგერ სა­მეგ­რე­ლო­ში ხომ იპო­ვეს ია­რა­ღი და­მა­ლუ­ლი, რა­ზეც მე ვლა­პა­რა­კობ­დი. როცა ადა­მი­ანს ბევ­რი ფული აქვს, ასე ად­ვი­ლად არ თმობს ძა­ლა­უფ­ლე­ბას. რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ ამათ ია­რა­ღის დიდი ნა­წი­ლი აზერ­ბა­ი­ჯან­ში და თურ­ქეთ­ში აქვთ გა­და­ტა­ნი­ლი და იქ თურქ-მეს­ხებს პირ­დე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას. თუ და­ჭირ­დე­ბათ, მათ მის­ცე­მენ ია­რაღს და გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ქვეყ­ნა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის და­სა­ძა­ბად.

- თქვენ ახალ სკან­და­ლურ გან­ცახ­დე­ბას აკე­თებთ, გაქვთ რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია, თუ ესეც თქვე­ნი ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის შე­დე­გია?

- არა, ანა­ლიზს ვა­კე­თებ. მე ვთქვი, რომ ამათ ია­რა­ღი ჰქონ­დათ გა­და­მა­ლუ­ლი და გა­მარ­თლდა. ახლა ვამ­ბობ, რომ მათი მომ­ხრე შე­იძ­ლე­ბა იყ­ვე­ნენ თურ­ქი-მეს­ხე­ბი, რო­მელ­თაც უნ­დათ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

თენგიზ კიტოვანი: "ამათ იარაღის დიდი ნაწილი აზერბაიჯანში და თურქეთში აქვთ გადატანილი და იქ თურქ-მესხებს პირდებიან საქართველოში დაბრუნებას"

თენგიზ კიტოვანი: "ამათ იარაღის დიდი ნაწილი აზერბაიჯანში და თურქეთში აქვთ გადატანილი და იქ თურქ-მესხებს პირდებიან საქართველოში დაბრუნებას"

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნდა და უკვე აქციაც გამართა დაბა ბორჯომში. მან, ადგილობრივებთან ერთად, ბორჯომის წყლების ბორჯომელებისთვის დაბრუნება მოითხოვა. მისი თქმით, ის ქართული პოლიტიკიდან არსად წასულა, მიუხედავად იმისა, რომ აქ არ ცხოვრობდა.

- ახალი ხელისუფლებაც აცხადებს, რომ საქართველოს გზა ევროინტეგრაციაა…

- ევროკავშირის მომხრე მეც ვარ, უეჭველად უნდა გვქონდეს პარტიორობა, ასევე უნდა გვქონდეს კარგი ურთიერთობა რუსეთთან. არ მომწონს ამერიკული სპეცსამსახურები რომ მუშაობენ საქართველოში, ამის წინააღმდეგი ვარ. აგერ ხომ ვნახეთ, მიშამ თქვა, თურმე 26 მაისს აქ იყვნენ და დარბევას უყურებდნენ.

- ბატონო თენგიზ, არაფერი გჯერათ მიხეილ სააკაშვილის და მაინც და მაინც ეს განცხადება რატომ დაიჯერეთ?

- კი, მიშა სულ იტყუება, მაგრამ ეგეთ ტყუილს ვერ გაბედავდა. აკვირდებით, ამოხტება ხოლმე და მაგინებს. ახლაც წაიკითხავს ამ სტატიას და დაიწყებს ისევ. კიტოვანმა დაანგრია თბილისი და მე ავაშენეო. - იძახის.

- ისე, თბილისის ცენტრი სწორედ იმ ომის დროს დაინგრა, რომელშიც მონაწილეობდით.

- ომი იყო და დაინგრეოდა, აბა, რა იქნებოდა. მაგრამ მაგან რა ააშენა? აი, გმირთა მოედანი აიღეთ, რას ჰგავს იქაურობა, ვერ გაიგებ რა ხდება? ამას ჰქვია აშენებული ქალაქი? ძველი ყველაფერი დაანგრია და ახალი ბოლომდე არაფერი მიიყვანა.

- მიხეილ სააკაშვილს იცნობთ პირადად?

- არა, არ ვიცნობ და არც მინდა მაგის გაცნობა.

- საპრეზიდენტო არჩევნები მოდის, ვინ მოგწონთ დასახელებული კანდიდატებიდან?

- ძალიან მომწონს გიორგი მარგველაშვილი, კარგი ბიჭია, მაგის ჰაბიტუსიც მომწონს და ჭკვიანიც ჩანს. ნინო ბურჯანაძეს მე მხარს ვერ დავუჭერ, თორემ ისე არ არის ურიგო ქალი. მე ახლა უფრო მარგველაშვილი მაინტერესებს. ამ ორის მონაწილეობა კარგია, მათ შორის იქნება ძრითადად კონკურენცია.

- ბატონო თენგიზ, ხატავთ კიდევ?

- რა თქმა უნდა, ესენი ჩემი ნახატებია (კედელზე გამოფენილ ნახატებს მაჩვენებს), წყნეთშიც მაქვს ბევრი. მოსკოვშიც სულ ვხატავ, მერე ვყიდი, მაგით ვცხოვრობ. მშიერი მოვკვდებოდი, რომ არ ვხატავდე.

- კრემლის ამჟამინდელ ოფიციოზთან გაქვთ კავშირები?

- არა, არავისთან. არაფერს ვერჩი რუსებს, არ ვიცი, რატომ უნდა ვიყო რუსეთისადმი აგრესიულად განწყობილი, როდესაც მეორე მსოფლიო ომის ომის განმავლობაში, ქართველები და რუსები ერთად იბრძოდნენ.

- კი, მაგრამ მას მერე რუსეთი ჩვენ გვეომა და ჩვენი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული აქვს, ეს არ არის საკმარისი მიზეზი რომ მის მიმართ აგრესია გვქონდეს?

- რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტა საქართველოს დაღუპვას ნიშნავს.

- აბა, რა ვქნათ, შევეგუოთ ოკუპაციას?

- არავითარ შემთხვევაში, მაგრამ იქიდან დავიწყოთ, რომ გავერკვეთ, ეს ოკუპაცია ვისი ბრალია? რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ რუსეთი ოკუპანტია და უნდა წავიდეს ჩვენი ტერიტორიებიდან. მაგრამ ამისთვის ამერიკელებს უნდა დავანებით თავი და მოვაწყოთ ქვეყანა ფედერაციულად. დარწმუნებული ვარ, რუსეთი ამაზე თანახმა იქნება. საქართველო დაიღუპებოდა, ივანიშვილი რომ არ მოსულიყო. მაგრამ არ მომწონს, რომ ძალიან წელავენ ამ დაძაბულ ვითარებას, კოჰაბიტაცია თუ რაღაც რომ ჰქვია. კაცს თუ იჭერ, უნდა დაიჭირო და აღარ უნდა გამოუშვა. ეს ხალხს აბრაზებს. გარდა ამისა, "ნაციონალებს" რაღაც შენიღბული თავდაცვისუნარიანობა აქვთ, გამოჩნდა კიდეც, აგერ სამეგრელოში ხომ იპოვეს იარაღი დამალული, რაზეც მე ვლაპარაკობდი. როცა ადამიანს ბევრი ფული აქვს, ასე ადვილად არ თმობს ძალაუფლებას. რატომღაც მგონია, რომ ამათ იარაღის დიდი ნაწილი აზერბაიჯანში და თურქეთში აქვთ გადატანილი და იქ თურქ-მესხებს პირდებიან საქართველოში დაბრუნებას. თუ დაჭირდებათ, მათ მისცემენ იარაღს და გამოიყენებენ ქვეყნაში სიტუაციის დასაძაბად.

- თქვენ ახალ სკანდალურ განცახდებას აკეთებთ, გაქვთ რაიმე ინფორმაცია, თუ ესეც თქვენი ლოგიკური აზროვნების შედეგია?

- არა, ანალიზს ვაკეთებ. მე ვთქვი, რომ ამათ იარაღი ჰქონდათ გადამალული და გამართლდა. ახლა ვამბობ, რომ მათი მომხრე შეიძლება იყვენენ თურქი-მესხები, რომელთაც უნდათ საქართველოში დაბრუნება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა