ჩინეთის საცურაო აუზები ყოველთვის გადაჭედილია და შესაბამისად, ჭუჭყიანიც. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა ღია საცურაო აუზებშია.
შაბათ-კვირას ხალხი სიცხისგან თავის დასაღწევად საცურაო აუზებს სტუმრობს. თუმცა, ამ დაწესებულებებს რთულია, საცურაო აუზი უწოდო - ათასობით ადამიანი ერთდროულად ჩადის წყალში, ათასობით კი რიგში დგას იმისთვის, რომ დღის რომელიმე მონაკვეთში ცალი ფეხი მაინც წყალში ჩადგას.
წყალში თავისუფალი სივრცე თითქმის აღარ რჩება. წყალში ჩასული ადამიანი მხოლოდ ერთ ადგილზე ჩერდება, ვინაიდან ცურვა შეუძებელია. ხალხით სავსე აუზში "მოცურავეებზე" უკეთ ფოტოგრაფები ერთობიან.
ასეთ პირობებში წყალი, ცხადია, ადვილად ბინძურდება. 2008 წელს 1 ადამიანი დაიღუპა და 3 158 მოიწამლა, როდესაც აუზის წყალი შემთხვევით გადაეყლაპათ.
მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.