საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაჩო ახალაიას ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სასამართლო დარჩენილ ორ საქმეზეც ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს
ბაჩო ახალაიას ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სასამართლო დარჩენილ ორ საქმეზეც ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ბაჩო ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კა­ტე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ სა­სა­მარ­თლო მათი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის წი­ნა­აღ­მდეგ დარ­ჩე­ნილ ორ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზეც ადეკ­ვა­ტურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს.

რო­გორც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ად­ვო­კატ­მა გოგა ონი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, არც რე­ინ­ჯე­რე­ბის და არც ცი­ხის ბუნ­ტის საქ­მე­ებ­ზე არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ბაჩო ახა­ლა­ი­ას და­ნა­შა­ულ­ში ამ­ხელს.

ად­ვო­კატ მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, რე­ინ­ჯე­რე­ბის – ე.წ 7 სპეც­რაზ­მე­ლის წა­მე­ბის საქ­მე­ზე ბაჩო ახა­ლა­ია ნახ­სე­ნე­ბი სა­ერ­თოდ არ არის

"სამ­ხედ­რო­ე­ბის საქ­მე­ზე იყ­ვნენ ისე­თე­ბი, ვინც ამ­ბობ­და, რომ ბაჩო ახა­ლა­ი­ამ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. რე­ინ­ჯე­რე­ბის საქ­მე­ში კი ახა­ლა­ია სა­ერ­თოდ არ არის ნახ­სე­ნე­ბი. იგი­ვე ხდე­ბა ცი­ხის ბუნ­ტის საქ­მე­ზეც. გან­ხილ­ვე­ბი ამ საქ­მე­ზე არ და­წყე­ბუ­ლა, თუმ­ცა მას­ში არის ჩვე­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ზე­წო­ლის შე­დე­გად არის მი­ღე­ბუ­ლი. ამ საქ­მე­ზე ჩვე­ნე­ბე­ბი ამ ადა­მი­ა­ნებს ერთხელ უკვე მი­ცე­მუ­ლი აქვთ, რო­მე­ლიც ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში შეც­ვა­ლეს. თუკი ზე­წო­ლა არ იყო, რა­ტომ უნდა შე­იც­ვა­ლოს ჩვე­ნე­ბა სამ­ჯერ?!", - გა­ნა­ცხა­და ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცი­ხის ბუნ­ტის საქ­მე­ზე ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ მხო­ლოდ კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი არ­სე­ბობს, რი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ ამ საქ­მე­ში ახა­ლი­ას ბრა­ლი არ მი­უ­ძღვის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ბაჩო ახალაიას ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სასამართლო დარჩენილ ორ საქმეზეც ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს

ბაჩო ახალაიას ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სასამართლო დარჩენილ ორ საქმეზეც ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სასამართლო მათი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ დარჩენილ ორ სისხლის სამართლის საქმეზეც ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც თავდაცვის მინისტრობის ეპიზოდთან დაკავშირებული განაჩენის გამოცხადების შემდეგ ადვოკატმა გოგა ონიანმა განაცხადა, არც რეინჯერების და არც ციხის ბუნტის საქმეებზე არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ბაჩო ახალაიას დანაშაულში ამხელს.

ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, რეინჯერების – ე.წ 7 სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბაჩო ახალაია ნახსენები საერთოდ არ არის

"სამხედროების საქმეზე იყვნენ ისეთები, ვინც ამბობდა, რომ ბაჩო ახალაიამ შეურაცხყოფა მიაყენა. რეინჯერების საქმეში კი ახალაია საერთოდ არ არის ნახსენები. იგივე ხდება ციხის ბუნტის საქმეზეც. განხილვები ამ საქმეზე არ დაწყებულა, თუმცა მასში არის ჩვენებები, რომელიც ზეწოლის შედეგად არის მიღებული. ამ საქმეზე ჩვენებები ამ ადამიანებს ერთხელ უკვე მიცემული აქვთ, რომელიც ახალი ხელისუფლების პირობებში შეცვალეს. თუკი ზეწოლა არ იყო, რატომ უნდა შეიცვალოს ჩვენება სამჯერ?!", - განაცხადა ველიჯანაშვილმა.

ადვოკატების ინფორმაციით, ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მხოლოდ კრიმინალური ავტორიტეტების ჩვენებები არსებობს, რითაც დასტურდება, რომ ამ საქმეში ახალიას ბრალი არ მიუძღვის.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ