მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ა­რა­ვინ უარ­ყოფს, რომ და­ვით კირ­ვა­ლი­ძემ ლა­შა ნაც­ვლიშ­ვილს სცე­მა"
"ა­რა­ვინ უარ­ყოფს, რომ და­ვით კირ­ვა­ლი­ძემ ლა­შა ნაც­ვლიშ­ვილს სცე­მა"

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ექ­სმი­ნის­ტრი და­ვით კირ­ვა­ლი­ძე აცხ­ა­დებს, რომ "ტრაქ­ტო­რე­ბის საქ­მე" შე­კე­რი­ლია და რე­ა­ლუ­რად და­ნა­შა­უ­ლი არ მომ­ხდა­რა. იყო თუ არა ამ სა­კითხ­ზე ლა­პა­რა­კი პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე,­ გვე­სა­უბ­რე­ბა ბა­ტო­ნი სო­სო ცის­კა­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ საქ­მე­ზე სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს.

- პრე­მი­ერ­თან შეხ­ვედ­რი­სას ალ­ბათ, ილა­პა­რა­კებ­დით სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ზე. ე.წ ტრაქ­ტო­რე­ბის თე­მა­სა და და­ვით კირ­ვა­ლი­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე. რა ით­ქვა?

- ბა­ტო­ნი პრე­მი­ე­რის რეპ­ლი­კა, რომ იმ დღეს პო­ლი­ტი­კა­ზე არ გვე­სა­უბ­რა, აღ­ვიქ­ვი სწო­რედ მო­წო­დე­ბად, რომ კირ­ვა­ლი­ძის თე­მის­თვის გვერ­დი აგ­ვევ­ლო. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სტუმ­რის სტა­ტუ­სით ვი­ყა­ვით პრე­მი­ე­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, რო­გორც ჩანს, ამ მი­ნიშ­ნე­ბას ალ­ღო ავუ­ღეთ და დუ­მი­ლი ვამ­ჯო­ბი­ნეთ. უპ­რი­ა­ნი­ა, და­ვე­ლო­დოთ სა­სამა­რთლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, პრო­კუ­რა­ტუ­რის სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლი და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის გა­მომ­ჟღავ­ნე­ბას.

- თქვენ ლა­შა ნაც­ვლიშ­ვი­ლი და­ა­და­ნა­შა­უ­ლეთ ამ საქ­მი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რეს­ში და თქვით, რომ კირ­ვა­ლი­ძე მის პი­რად ან­გა­რიშ­სწო­რე­ბას ემ­სხვერ­პლა.

- მზაკ­ვრო­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი ამ საქ­მე­ში იმ­დე­ნად მა­ღა­ლი­ა, რომ ერ­თი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის კი არა, მთე­ლი ჯგუ­ფის ინ­ტე­რე­სი იკ­ვე­თე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად ან­გა­რიშ­სწო­რე­ბას, ეს იმ ტე­ლე­ვი­ზი­ის ნა­მუს­ზე იყოს, რო­მელ­მაც ჩე­მი ნათ­ქვა­მი­დან ამ საქ­მის პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბი ამოჭ­რა და მხო­ლოდ ის და­ტო­ვა, თუ ვინ სცე­მა ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ლა­შა ნაც­ვლიშ­ვილს. თუმ­ცა ასე­თი რამ ნამ­დვი­ლად მოხ­და და არც ერ­თი მხა­რე ამას არ უარ­ყოფს.

- ანუ ახალ­გაზ­რდო­ბა­ში და­ვით კირ­ვა­ლი­ძემ გა­ლა­ხა ლა­შა ნაც­ვლიშ­ვი­ლი?

- დი­ახ. თუმ­ცა ეს ნამ­დვი­ლად არ არის იმის მი­ზე­ზი, რაც დღეს და­ვით კირ­ვა­ლი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ ხდე­ბა, ამ საქ­მის გა­ყალ­ბე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო, პრო­კუ­რო­რე­ბის ის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი იყო ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის მი­ერ.

- კარ­გი, ახ­ლა პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე ვი­სა­უბ­როთ.

- ჯერ ერ­თი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის რე­ფორ­მის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ყო­ფი­ლია უზარ­მა­ზა­რი თან­ხა, რაც იწ­ვევს მა­დის აღ­ძვრას ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნი­სა თუ სტრუქ­ტუ­რის­თვის, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სიმ­სუ­ნა­გის ნი­ჭით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. გარ­და ამი­სა,­ დე­მო­ნო­პო­ლი­ზა­ცი­ა, რო­მელ­ზეც წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ამ­დენს ვლა­პა­რა­კობ­დით, არც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში დაწყ­ე­ბუ­ლა, მო­ნო­პო­ლის­ტე­ბი ვინც იყ­ვნენ და სა­დაც იყ­ვნენ, ისევ დარ­ჩნენ. იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც აღარ არ­სე­ბობს სა­ხელ­მწი­ფო რე­კე­ტი, რო­გორც ჩანს, ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცი­ის წყა­რო სადღ­აც სხვა­გან აღ­მო­ცენ­და და გა­უ­გე­ბა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და, რად­გან სა­ხელ­მწი­ფო რე­კე­ტის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში უნ­და დაწყ­ე­ბუ­ლი­ყო გა­ი­ა­ფე­ბა იმ პრო­დუქ­ტი­სა, რაც ამ მი­ზე­ზით იყო ძვი­რი. სხვა­თა შო­რის, გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა ივა­ნიშ­ვილ­მა იმ შეხ­ვედ­რა­ზეც დას­ვა კითხ­ვა - რა­ტომ არ იაფ­დე­ბა­ო? კირ­ვა­ლი­ძის მი­ნის­ტრო­ბა, რო­გორც ჩანს, ბევ­რს სე­რი­ო­ზუ­ლად უშ­ლი­და ხელს. მის გა­რე­შე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის რე­ფორ­მა უფ­რო გაძ­ნელ­დე­ბო­და, ესეც შე­დიო­და გარ­კვე­უ­ლი პოლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის ინ­ტე­რეს­ში. ვი­ღა­ცას სურ­და ისიც, რომ ამას მოჰ­ყო­ლო­და პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის კრი­ტი­კა. რო­დე­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ძი­ე­ბას არ იწყ­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნი­ლი ჩე­ხუ­რი "ზე­ტო­რის" ტრაქ­ტო­რე­ბის­თვის მოწყ­ო­ბი­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ბო­ტა­ჟის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ეს ბევრ კითხ­ვას წარ­მო­შობს. ეს სა­ბო­ტა­ჟი გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და იმა­ში, რომ ამ ტრაქ­ტო­რებ­ში სხვა­დას­ხვა დროს და სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას ჩას­ხმუ­ლი იყო დი­ზე­ლის ნაც­ვლად ქვი­შა­ნა­რე­ვი საწ­ვა­ვი, რა­საც ისი­ნი მწყობ­რი­დან გა­მოჰ­ყავ­და. რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა­ში ძრა­ვა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს სრუ­ლი­ად გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის რკი­ნის ნაჭ­რე­ბი. ამის ჩა­ფიქ­რე­ბას და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ერ­თი ადა­მი­ა­ნი ნამ­დვი­ლად ვერ შეძ­ლებ­და. ამ ყვე­ლაფ­რის ინი­ცი­ა­ტო­რი ლა­შა ნაც­ვლიშ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ არის. ფორ­მა­ლუ­რად ეს სა­კი­თხი ინი­ცი­რე­ბუ­ლია "ჯი-­თი ჯგუ­ფის" მი­ერ, რო­მე­ლიც იგებ­და ყვე­ლა ტენ­დერს ადე­იშ­ვი­ლი­სა და მე­რა­ბიშ­ვი­ლის დროს. მა­ინ­ტე­რე­სებს, პრო­კუ­რა­ტუ­რამ რა­ტომ არ გა­მო­ი­ძია კი­დევ ერ­თი ამ­ბა­ვი. რო­დე­საც ეს პრო­ცე­სი და­იწყ­ო, შსს-ში შე­იქ­მნა დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ექ­სპერ­ტი­ზის­თვის გა­და­ეგ­ზავ­ნა სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ექ­სპერ­ტო ბი­უ­როს, რა­თა და­ედ­გი­ნათ, რო­მე­ლი ტრაქ­ტო­რი უკე­თე­სი იყო. ეს დო­კუ­მენ­ტი ხელ­მო­წე­რი­ლია იმ­ჟა­მად ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მოად­გი­ლის გე­ლა ხვე­დე­ლი­ძის მი­ერ. ამ ცნო­ბა­ში შეც­ვლი­ლია ტრაქ­ტო­რე­ბის წო­ნა. რო­გორც ჩანს, ყუ­რი მოჰ­კრეს, რომ მო­სახ­ნა­ვად უმ­ჯო­ბე­სია მძი­მე ტრაქ­ტო­რი, ვიდ­რე მსუ­ბუ­ქი, ჰო­და, ჩე­ხურ ტრაქ­ტორს მო­აკ­ლეს 250კგ, თურ­ქულს კი მი­უ­მა­ტეს 200კგ. პრო­კუ­რა­ტუ­რა ვალ­დე­ბუ­ლია გა­მო­ი­ძი­ოს და და­ად­გი­ნოს, ეს შეც­დო­მაა თუ და­ნა­შა­უ­ლი.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ა­რა­ვინ უარ­ყოფს, რომ და­ვით კირ­ვა­ლი­ძემ ლა­შა ნაც­ვლიშ­ვილს სცე­მა"

"ა­რა­ვინ უარ­ყოფს, რომ და­ვით კირ­ვა­ლი­ძემ ლა­შა ნაც­ვლიშ­ვილს სცე­მა"

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ექ­სმი­ნის­ტრი და­ვით კირ­ვა­ლი­ძე აცხ­ა­დებს, რომ "ტრაქ­ტო­რე­ბის საქ­მე" შე­კე­რი­ლია და რე­ა­ლუ­რად და­ნა­შა­უ­ლი არ მომ­ხდა­რა. იყო თუ არა ამ სა­კითხ­ზე ლა­პა­რა­კი პრე­მი­ერ­-მი­ნისტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე,­ გვე­სა­უბ­რე­ბა ბა­ტო­ნი სო­სო ცის­კა­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ საქ­მე­ზე სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს.

- პრემიერთან შეხვედრისას ალ­ბათ, ილა­პა­რა­კებ­დით სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ზე. ე.წ ტრაქ­ტო­რე­ბის თე­მა­სა და და­ვით კირ­ვა­ლი­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე. რა ით­ქვა?

- ბა­ტო­ნი პრე­მი­ე­რის რეპ­ლი­კა, რომ იმ დღეს პო­ლი­ტი­კა­ზე არ გვე­სა­უბ­რა, აღ­ვიქ­ვი სწო­რედ მო­წო­დე­ბად, რომ კირ­ვა­ლი­ძის თე­მის­თვის გვერ­დი აგ­ვევ­ლო. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სტუმ­რის სტა­ტუ­სით ვი­ყა­ვით პრე­მი­ე­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, რო­გორც ჩანს, ამ მი­ნიშ­ნე­ბას ალ­ღო ავუ­ღეთ და დუ­მი­ლი ვამ­ჯო­ბი­ნეთ. უპ­რი­ა­ნი­ა, და­ვე­ლო­დოთ სა­სამა­რთლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლებას, პრო­კუ­რა­ტუ­რის სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლი და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის გა­მომ­ჟღავ­ნე­ბას.

- თქვენ ლა­შა ნაც­ვლიშ­ვი­ლი და­ა­და­ნა­შა­უ­ლეთ ამ საქ­მი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რეს­ში და თქვით, რომ კირ­ვა­ლი­ძე მის პი­რად ან­გა­რიშ­სწო­რე­ბას ემ­სხვერ­პლა.

- მზაკ­ვრო­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი ამ საქ­მე­ში იმ­დე­ნად მა­ღა­ლი­ა, რომ ერ­თი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის კი არა, მთე­ლი ჯგუ­ფის ინ­ტე­რე­სი იკ­ვე­თე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად ან­გა­რიშ­სწო­რე­ბას, ეს იმ ტე­ლე­ვი­ზი­ის ნა­მუს­ზე იყოს, რო­მელ­მაც ჩე­მი ნათ­ქვა­მი­დან ამ საქ­მის პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბი ამოჭ­რა და მხო­ლოდ ის და­ტო­ვა, თუ ვინ სცე­მა ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ლა­შა ნაც­ვლიშ­ვილს. თუმ­ცა ასე­თი რამ ნამ­დვი­ლად მოხ­და და არც ერ­თი მხა­რე ამას არ უარ­ყოფს.

- ანუ ახალ­გაზ­რდო­ბა­ში და­ვით კირ­ვა­ლი­ძემ გა­ლა­ხა ლა­შა ნაც­ვლიშ­ვი­ლი?

- დი­ახ. თუმ­ცა ეს ნამ­დვი­ლად არ არის იმის მი­ზე­ზი, რაც დღეს და­ვით კირ­ვა­ლი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ ხდე­ბა, ამ საქ­მის გა­ყალ­ბე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო, პრო­კუ­რო­რე­ბის ის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი იყო ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის მი­ერ.

- კარ­გი, ახ­ლა პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე ვი­სა­უბ­როთ.

- ჯერ ერ­თი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის რე­ფორ­მის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ყო­ფი­ლია უზარ­მა­ზა­რი თან­ხა, რაც იწ­ვევს მა­დის აღ­ძვრას ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნი­სა თუ სტრუქ­ტუ­რის­თვის, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სიმ­სუ­ნა­გის ნი­ჭით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. გარ­და ამი­სა,­ დე­მო­ნო­პო­ლი­ზა­ცი­ა, რო­მელ­ზეც წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ამ­დენს ვლა­პა­რა­კობ­დით, არც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში დაწყ­ე­ბუ­ლა, მო­ნო­პო­ლის­ტე­ბი ვინც იყ­ვნენ და სა­დაც იყ­ვნენ, ისევ დარ­ჩნენ. იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც აღარ არ­სე­ბობს სა­ხელ­მწი­ფო რე­კე­ტი, რო­გორც ჩანს, ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცი­ის წყა­რო სადღ­აც სხვა­გან აღ­მო­ცენ­და და გა­უ­გე­ბა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და, რად­გან სა­ხელ­მწი­ფო რე­კე­ტის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში უნ­და დაწყ­ე­ბუ­ლი­ყო გა­ი­ა­ფე­ბა იმ პრო­დუქ­ტი­სა, რაც ამ მი­ზე­ზით იყო ძვი­რი. სხვა­თა შო­რის, გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა ივა­ნიშ­ვილ­მა იმ შეხ­ვედ­რა­ზეც დას­ვა კითხ­ვა - რა­ტომ არ იაფ­დე­ბა­ო? კირ­ვა­ლი­ძის მი­ნის­ტრო­ბა, რო­გორც ჩანს, ბევრს სე­რი­ო­ზუ­ლად უშ­ლი­და ხელს. მის გა­რე­შე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის რე­ფორ­მა უფ­რო გაძ­ნელ­დე­ბო­და, ესეც შე­დიო­და გარ­კვე­უ­ლი პოლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის ინ­ტე­რეს­ში. ვი­ღა­ცას სურ­და ისიც, რომ ამას მოჰ­ყო­ლო­და პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის კრი­ტი­კა. რო­დე­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ძი­ე­ბას არ იწყ­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნი­ლი ჩე­ხუ­რი "ზე­ტო­რის" ტრაქ­ტო­რე­ბის­თვის მოწყ­ო­ბი­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ბო­ტა­ჟის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ეს ბევრ კითხ­ვას წარ­მო­შობს. ეს სა­ბო­ტა­ჟი გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და იმა­ში, რომ ამ ტრაქ­ტო­რებ­ში სხვა­დასხვა დროს და სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას ჩას­ხმუ­ლი იყო დი­ზე­ლის ნაც­ვლად ქვი­შა­ნა­რე­ვი საწ­ვა­ვი, რა­საც ისი­ნი მწყობ­რი­დან გა­მოჰ­ყავ­და. რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა­ში ძრა­ვა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს სრუ­ლი­ად გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის რკი­ნის ნაჭ­რე­ბი. ამის ჩა­ფიქ­რე­ბას და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ერ­თი ადა­მი­ა­ნი ნამ­დვი­ლად ვერ შეძ­ლებ­და. ამ ყვე­ლაფ­რის ინი­ცი­ა­ტო­რი ლა­შა ნაც­ვლიშ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ არის. ფორ­მა­ლუ­რად ეს სა­კითხი ინი­ცი­რე­ბუ­ლია "ჯი-­თი ჯგუ­ფის" მი­ერ, რო­მე­ლიც იგებ­და ყვე­ლა ტენ­დერს ადე­იშ­ვი­ლი­სა და მე­რა­ბიშ­ვი­ლის დროს. მა­ინ­ტე­რე­სებს, პრო­კუ­რა­ტუ­რამ რა­ტომ არ გა­მო­ი­ძია კი­დევ ერ­თი ამ­ბა­ვი. რო­დე­საც ეს პრო­ცე­სი და­იწყ­ო, შსს-ში შე­იქ­მნა დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ექ­სპერ­ტი­ზის­თვის გა­და­ეგ­ზავ­ნა სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ექ­სპერ­ტო ბი­უ­როს, რა­თა და­ედ­გი­ნათ, რო­მე­ლი ტრაქ­ტო­რი უკე­თე­სი იყო. ეს დო­კუ­მენ­ტი ხელ­მო­წე­რი­ლია იმ­ჟა­მად ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მოად­გი­ლის გე­ლა ხვე­დე­ლი­ძის მი­ერ. ამ ცნო­ბა­ში შეც­ვლი­ლია ტრაქ­ტო­რე­ბის წო­ნა. რო­გორც ჩანს, ყუ­რი მოჰ­კრეს, რომ მო­სახ­ნა­ვად უმ­ჯო­ბე­სია მძი­მე ტრაქ­ტო­რი, ვიდ­რე მსუ­ბუ­ქი, ჰო­და, ჩე­ხურ ტრაქ­ტორს მო­აკ­ლეს 250კგ, თურ­ქულს კი მი­უ­მა­ტეს 200კგ. პრო­კუ­რა­ტუ­რა ვალ­დე­ბუ­ლია გა­მო­ი­ძი­ოს და და­ად­გი­ნოს, ეს შეც­დო­მაა თუ და­ნა­შა­უ­ლი.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა