ქუთაისის მერიის ბალანსზე არსებული ავტოპარკი, შესაძლოა, კერძო პირების მფლობელობაში გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატები ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, საკრებულოს გადაწყვეტილებით, შპს "ქუთ სპეც ავტო" დაფუძნდა, რომლის 100 %-იანი მესაკუთრე ქუთაისის მერიაა.
თვითმართველობის წარმომადგენლების განცხადებით კი, ორგანიზაციის დაფუძნების მიზანია, თვითმმართველობის ბალანსზე არსებული სპეც ტექნიკის მოვლა-პატრონობა, რომელიც მათივე თქმით, ადგილობრივ ბიუჯეტს დაზოგავს.
იხილეთ ვრცლად