პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნინა, ნუ მარცხვენ!" - ავთო ვარსიმაშვილის პასუხი ნინა ჩოდრიშვილს
"ნინა, ნუ მარცხვენ!" - ავთო ვარსიმაშვილის პასუხი ნინა ჩოდრიშვილს

"რე­ი­ტინ­გის" წინა ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ნიკო გო­მე­ლა­უ­რის ქვრი­ვის, ქალ­ბა­ტო­ნი ნინა ჩოდ­რიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ. მსა­ხი­ო­ბის მე­უღ­ლე სა­უბ­რობ­და, რო­გორ ცხოვ­რობს ის ნი­კოს გა­რე­შე, და­დის თუ არა იმ სპექ­ტაკ­ლებ­ზე, რო­მელ­შიც ნიკო მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­გორ აღ­ნიშ­ნა 12 ივ­ლი­სი - ნი­კოს და­ბა­დე­ბის დღე. ამას­თან ერ­თად, ნი­ნამ მას და რე­ჟი­სორ ავთო ვარ­სი­მაშ­ვილს შო­რის გა­ჩე­ნილ უთან­ხმო­ე­ბა­ზე ისა­უბ­რა. რეს­პონ­დენ­ტის თქმით, კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი ფილ­მი "ნიკო... აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი" გახ­და. ნი­კოს მე­გო­ბა­რი და რე­ჟი­სო­რი ავთო ვარ­სი­მაშ­ვი­ლი ნი­ნას იმი­ტომ გა­უ­ნა­წყენ­და, რომ მან ეს ფილ­მი ბა­ტონ ავ­თოს არ გა­და­ა­ღე­ბი­ნა. მე­ტიც, რო­გორც ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნამ აღ­ნიშ­ნა, გაბ­რა­ზე­ბულ ავ­თოს ნი­ნას­თვის ისიც უთ­ქვამს, ფილ­მის­თვის სა­ჭი­რო მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბას არ მოგ­ცე­მო. ამა­ში იმ სპექ­ტაკ­ლე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი იგუ­ლის­ხმე­ბო­და, რომ­ლე­ბიც ავთო ვარ­სი­მაშ­ვი­ლის რე­ჟი­სო­რო­ბით იყო დად­გმუ­ლი და სა­დაც ნიკო გო­მე­ლა­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამის შემ­დეგ ნი­ნამ იუ­რის­ტთან გა­არ­კვია თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბი და ფილ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი კად­რე­ბი კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ქრო­ნო­მეტ­რა­ჟით გა­მო­ი­ყე­ნა.

ქალ­ბა­ტო­ნი ნინა "რე­ი­ტინგთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში იმა­საც ამ­ბობს, რომ მის­თვის ავ­თოს გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია, ამით კი ყვე­ლა­ფე­რია ნათ­ქვა­მი და იმის მი­ზე­ზიც გარ­კვე­უ­ლია, თუ რა­ტომ გა­და­წყვი­ტა გო­მე­ლა­უ­რის ქვრივ­მა ფილ­მის და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ღე­ბა, თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ ზუს­ტად იმ პე­რი­ოდ­ში ბა­ტო­ნი ავთო იღებ­და ფილ­მს "მიდი, ძმაო, მიდი", რო­მე­ლიც ნიკო გო­მე­ლა­ურს ეძღვნე­ბო­და. მსა­ხი­ო­ბის ქვრი­ვის თქმით, ამის შემ­დეგ რე­ჟი­სორ­მა მას "თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის" კარი და­უ­ხუ­რა, რა­შიც ის იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ ბა­ტო­ნი ავთო ნი­ნას აღარ აძ­ლევს უფ­ლე­ბას, მისი ბა­ღის აღ­საზ­რდე­ლე­ბი "თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის" სცე­ნა­ზე და­ა­ყე­ნოს და წლის ბო­ლოს ტრა­დი­ცი­უ­ლი ზე­ი­მის მა­გივ­რად, სპექ­ტაკ­ლე­ბი ბავ­შვე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით თე­ატ­რის სცე­ნა­ზე წა­რად­გი­ნოს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

იხი­ლეთ ასე­ვე: ავთო ვარ­სი­მაშ­ვი­ლი ნიკო გო­მე­ლა­უ­რის ქვრივს და­უ­პი­რის­პირ­და - "მე მის­თვის აღარ ვარ­სე­ბობ"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

"ნინა, ნუ მარცხვენ!" - ავთო ვარსიმაშვილის პასუხი ნინა ჩოდრიშვილს

"ნინა, ნუ მარცხვენ!" - ავთო ვარსიმაშვილის პასუხი ნინა ჩოდრიშვილს

"რეიტინგის" წინა ნომერში გამოქვეყნდა ნიკო გომელაურის ქვრივის, ქალბატონი ნინა ჩოდრიშვილის ინტერვიუ. მსახიობის მეუღლე საუბრობდა, როგორ ცხოვრობს ის ნიკოს გარეშე, დადის თუ არა იმ სპექტაკლებზე, რომელშიც ნიკო მონაწილეობდა, როგორ აღნიშნა 12 ივლისი - ნიკოს დაბადების დღე. ამასთან ერთად, ნინამ მას და რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილს შორის გაჩენილ უთანხმოებაზე ისაუბრა. რესპონდენტის თქმით, კონფლიქტის მიზეზი ფილმი "ნიკო... აპლოდისმენტები" გახდა. ნიკოს მეგობარი და რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი ნინას იმიტომ გაუნაწყენდა, რომ მან ეს ფილმი ბატონ ავთოს არ გადააღებინა. მეტიც, როგორც ქალბატონმა ნინამ აღნიშნა, გაბრაზებულ ავთოს ნინასთვის ისიც უთქვამს, ფილმისთვის საჭირო მასალის გამოყენების უფლებას არ მოგცემო. ამაში იმ სპექტაკლების ჩანაწერები იგულისხმებოდა, რომლებიც ავთო ვარსიმაშვილის რეჟისორობით იყო დადგმული და სადაც ნიკო გომელაური მონაწილეობდა. ამის შემდეგ ნინამ იურისტთან გაარკვია თავისი უფლებები და ფილმისთვის აუცილებელი კადრები კანონით მინიჭებული ქრონომეტრაჟით გამოიყენა.

ქალბატონი ნინა "რეიტინგთან" ინტერვიუში იმასაც ამბობს, რომ მისთვის ავთოს გადაღებული ფილმები მიუღებელია, ამით კი ყველაფერია ნათქვამი და იმის მიზეზიც გარკვეულია, თუ რატომ გადაწყვიტა გომელაურის ქვრივმა ფილმის დამოუკიდებლად გადაღება, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზუსტად იმ პერიოდში ბატონი ავთო იღებდა ფილმს "მიდი, ძმაო, მიდი", რომელიც ნიკო გომელაურს ეძღვნებოდა. მსახიობის ქვრივის თქმით, ამის შემდეგ რეჟისორმა მას "თავისუფალი თეატრის" კარი დაუხურა, რაშიც ის იგულისხმება, რომ ბატონი ავთო ნინას აღარ აძლევს უფლებას, მისი ბაღის აღსაზრდელები "თავისუფალი თეატრის" სცენაზე დააყენოს და წლის ბოლოს ტრადიციული ზეიმის მაგივრად, სპექტაკლები ბავშვების მონაწილეობით თეატრის სცენაზე წარადგინოს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ასევე: ავთო ვარსიმაშვილი ნიკო გომელაურის ქვრივს დაუპირისპირდა - "მე მისთვის აღარ ვარსებობ"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება