პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გმირი თუ მწამებელი - რას შეეწირა ლადო ბედუკაძის მამის სიცოცხლე...
გმირი თუ მწამებელი - რას შეეწირა ლადო ბედუკაძის მამის სიცოცხლე...

არ ვიცი, ეს ადა­მი­ა­ნი გმი­რია თუ ან­ტიგ­მი­რი... შე­საძ­ლოა, თი­თო­ე­ულ ჟურ­ნა­ლისტს სუ­ბი­ექ­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დეს, ამას არა­სო­დეს მო­ვახ­ვევთ მკი­თხველს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ცი­ხის სა­ზა­რე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის დროს ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ოდეს­მე ლადო ბე­დუ­კა­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩავ­წერ­დი, თუმ­ცა ასე მოხ­და. ამ­ბო­ბენ, რომ დაც­ვით და­დის, თუმ­ცა რე­დაქ­ცი­ა­ში მარ­ტო გვეს­ტუმ­რა, არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა, დაც­ვა გა­რეთ ელო­და. ორი კვი­რის წინ მამა და­ე­ღუ­პა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­დნენ, რომ ბე­დუ­კა­ძის მამა ვახო სა­ნა­ი­ას ეთერს შე­ე­წი­რა, სა­დაც ბე­დუ­კა­ძეს ერ­თდრო­უ­ლად გმირ­სა და მწა­მე­ბელს ეძახ­დნენ. ინ­ტერ­ვიუ ამ თე­მა­ზე სა­უბ­რით და­ვი­წყეთ.

- ცოტა ხნის წინ მამა დაგე­ღუ­პათ. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ "იმედ­ზე" ვახო სა­ნა­ი­ას გა­და­ცე­მა­ში გი­ყუ­რათ და თქვე­ნი მი­სა­მარ­თით მო­წყო­ბილ სა­ხალ­ხო სა­სა­მარ­თლოს ვერ გა­უძ­ლო.

- მთლად სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, რად­გან არ ვიცი, უყუ­რა თუ არა ამ ეთერს. ვერ მო­ვას­წა­რი, ბოლო წუ­თებ­ში მას­თან ერ­თად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. იმ გა­და­ცე­მა­ში ისე­თი არა­ფე­რი თქმუ­ლა, რომ ვერ გა­და­ე­ტა­ნა. არ მი­ვიჩ­ნევ, რომ იქ თავს ვი­მარ­თლებ­დი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის და მათ შო­რის, მათ წი­ნა­შე, ვინც იმ ეთერ­ში მო­ვი­და, თა­ვის სა­მარ­თლე­ბე­ლი არა­ფე­რი მჭირს. რაც შე­ე­ხე­ბა მა­მას, ამ ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა თქმა უნდა, ბევ­რს ნერ­ვი­უ­ლობ­და. ბევ­რი მტე­რი შე­ვი­ძი­ნე და გულ­თან მიჰ­ქონ­და ყვე­ლა­ფე­რი. მამა ავად­მყო­ფობ­და, გარ­კვე­უ­ლი როლი ითა­მა­შა ნერ­ვი­უ­ლო­ბა­მაც. ის ჩემს ძმას­თან სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­და.

- თბი­ლის­ში და­ი­ბა­დეთ?

- დიახ, ტყუ­პის­ცა­ლი ვარ. ეს სა­ჯა­როდ არა­სო­დეს მით­ქვამს. სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი ტყუ­პის­ცა­ლი და და­ი­ღუ­პა. შე­იძ­ლე­ბა, გა­და­ცე­მა "პრო­ფი­ლის" სი­უ­ჟეტს ვყვე­ბი, მაგ­რამ გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლი ჩემს მშობ­ლებს არ უნა­ხავთ. სამ­შო­ბი­ა­რო­დან გაქ­რა. ეს იყო 1976 წელს. მშობ­ლე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში, უთხრეს, რომ გუ­ლის მან­კით და­ი­ბა­და, ვერ ვხვდე­ბი, მა­შინ მე რა­ტომ არ მჭირს გუ­ლის მან­კი. ეს ეჭვი ყო­ველ­თვის მა­წუ­ხებ­და, მაგ­რამ იმ­დე­ნად იქ­ნე­ბა სა­ბუ­თე­ბი არე­უ­ლი, რომ ძნე­ლია, სი­მარ­თლე და­ად­გი­ნო. დღე­ვან­დელ თემ­ქის მე­ხუ­თე სამ­შო­ბი­ა­რო­ში და­ვი­ბა­დე და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, წლე­ბის შემ­დეგ, იმ ადა­მი­ან­მა, რო­მელ­მაც დედა ამ­შო­ბი­ა­რა, ჩემი მე­უღ­ლის მშო­ბი­ა­რო­ბაც მი­ი­ღო.

- რო­მე­ლი სკო­ლა და­ამ­თავ­რეთ?

- 118-ე, გლ­და­ნის რა­ი­ონ­ში ვცხოვ­რობ­დი. სა­ბავ­შვო ბაღ­ში ავ­ჭა­ლა­ში დავ­დი­ო­დი. სკო­ლა­ში ნორ­მა­ლუ­რი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ას, წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ვამ­თავ­რე. 118-ე სკო­ლა­ში ადრე გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლად ას­წავ­ლიდ­ნენ გერ­მა­ნულს. თა­ვი­სუფ­ლად ვლა­პა­რა­კობ­დი და სურ­ვი­ლი მქონ­და, უცხო ენებ­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. სკო­ლა 90-იან წლებ­ში და­ვამ­თავ­რე და ალ­ბათ გახ­სოვთ, რო­გო­რი არე­უ­ლო­ბა იყო ქვე­ყა­ნა­ში. ჩემი სკო­ლის წინ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა იდგა. ჩემი თვა­ლით მაქვს ნა­ნა­ხი, რო­გორ ეს­როდ­ნენ ტყვი­ებს მხედ­რი­ო­ნე­ლე­ბი. სა­ოც­რე­ბა ხდე­ბო­და. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ფორ­მას იხ­დიდ­ნენ. ამ დროს გა­მიჩ­ნდა პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა და 18 წლის რომ გავ­ხდი, პი­რი­ქით, ფორ­მა ჩა­ვიც­ვი. ან­ტა­გო­ნის­ტუ­რი ტიპი ვი­ყა­ვი, ყო­ველ­თვის თავ­გა­და­სა­ვალს ვე­ძებ­დი.

პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი იყო სა­მი­ნის­ტრო­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის დაც­ვის პო­ლი­ცი­ა­ში. მა­შინ იშ­ვი­ა­თად მი­დი­ო­და ახა­ლი კად­რი პო­ლი­ცი­ა­ში და იმ­დე­ნად გა­უ­ხარ­დათ, რომ მა­შინ­ვე ავ­ტო­მა­ტი მომ­ცეს. კუ­თხე­ში მი­ვა­ყუ­დე, არ გა­ვარ­დეს-მეთ­ქი. მე­ო­რე დღეს ცვლა რომ მო­ვი­და, ვუ­თხა­რი, დაშ­ლა-აწყო­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბა ეს­წავ­ლე­ბი­ნათ.

1994 წელს ჩი­ნე­თის ელ­ჩის რე­ზი­დენ­ცი­ის დაც­ვა­ში ვმუ­შა­ობ­დი, რად­გან "ძაღ­ლი" და­მერ­ქვა, პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ა­ში ტექ­ნი­კურ ფა­კულ­ტეტ­ზე დას­წრე­ბულ­ზე ჩა­ვა­ბა­რე (იღი­მე­ბა). სულ ოთხი წელი იარ­სე­ბა ამ ფა­კულ­ტეტ­მა. დიპ­ლომ­ში ინ­ჟი­ნერ-იუ­რის­ტი მი­წე­რია. რო­გორც წარ­ჩი­ნე­ბით კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი, სა­მუ­შა­ოდ კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში საგ­ზაო პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში უფ­როს ინ­სპექ­ტო­რად გა­მიშ­ვეს. ახლა არ ეცა­დოს სა­ა­კაშ­ვი­ლი კა­ხე­თის გამო თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვილს და­მა­კავ­ში­როს, სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი თა­მა­ზაშ­ვილს და მით უმე­ტეს ღა­რი­ბაშ­ვილს. იმი­ტომ თქვა მი­შამ ჩემ­ზე, რო­გორ გა­მოგ­ვე­პა­რა ეს "გა­იშ­ნი­კიო". მათ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აგ­რე­სია აქვთ ძველ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ამი­ტომ ჩემ­ზე და გია ცა­გა­რე­იშ­ვილ­ზეც.

- თუმ­ცა ხომ ფაქ­ტია, რომ მარ­თლა იღებ­დნენ მა­შინ ქრთამს?

- დიახ, მაგ­რამ ჩე­მით დავ­წე­რე პა­ტა­კი და სამ­სა­ხუ­რი დავ­ტო­ვე, როცა იქ მო­წყო­ბა ათა­სო­ბით დო­ლა­რი ღირ­და. ამის შემ­დეგ, 2001 წელს გად­მო­ვე­დი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ეს იყო ვაის გა­ვე­ყა­რე, უის შე­ვე­ყა­რე. 2006 წლამ­დე, სა­ნამ ამ სის­ტე­მა­ში ბაჩო ახა­ლია მო­ვი­დო­და, ცა და დე­და­მი­წა­სა­ვით გან­სხვავ­დე­ბო­და სი­ტუ­ა­ცია. ერთ ად­გი­ლას ვერ ვჩერ­დე­ბო­დი. რამ­დე­ნი­მე ციხე გა­მო­ვიც­ვა­ლე. არ ვამ­ბობ, რომ მომ­წონ­და, რაც მა­ნამ­დე ხდე­ბო­და, მაგ­რამ ქურ­დე­ბის და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნე­ბი ახა­ლა­ი­ას და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნე­ბით შე­იც­ვა­ლა. პა­ტიმ­რის­თვის რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ვინ სცემს? კა­ნონს მხო­ლოდ უცხო­ე­ლებს აჩ­ვე­ნებ­დნენ, რომ­ლე­ბიც თავს უკ­რავ­დნენ, რომ მოს­წონ­დათ. რე­ა­ლუ­რად ახა­ლა­ია არ­სად წა­სუ­ლა. ბო­ლომ­დე მისი გუნ­დი მარ­თავ­და მთლი­ან პრო­ცე­სებს. შაშ­კი­ნი და კალ­მა­ხე­ლი­ძე იყ­ვნენ ბუ­ტა­ფო­რია, რომ ხალ­ხს და­ე­ნა­ხა - რა­ღაც შე­იც­ვა­ლა. ცი­ხე­ში ყო­ველ­თვის იყო ახა­ლა­ი­ას სული და ის მარ­თავ­და პრო­ცე­სებს (იღი­მე­ბა). კალ­მა­ხე­ლი­ძე მხო­ლოდ ლენ­ტის გაჭ­რა­ზე და­დი­ო­და, ან უცხო­ე­ლე­ბი რომ მო­დი­ოდ­ნენ. ერთ თა­ნამ­შრო­მელს არ შეხ­ვედ­რია, რომ ეკი­თხა, რა უჭირ­დათ.

- ცხოვ­რე­ბის რა ეტაპ­ზე და­ო­ჯახ­დით?

- აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლი­სას. ჩემი მე­უღ­ლეა ირმა ორ­ჯო­ნი­კი­ძე. სა­ა­კაშ­ვილს მისი გვა­რი რომ გა­ე­გო, ატეხ­და ამ­ბავს, ეგ უნდა კი­დევ მა­გის გა­გი­ჟე­ბას (იცი­ნის). ორი შვი­ლი მყავს - 14 წლის უჩა და 6 წლის ანა. ირმა პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტია. დი­ა­სახ­ლი­სი, არა­სო­დეს უმუ­შა­ვია. ავ­ჭა­ლა­ში ჩემი კა­რის მე­ზობ­ლის ბი­ძაშ­ვი­ლია და მას­თან მო­დი­ო­და სტუმ­რად. გაც­ნო­ბი­დან ერთ თვე­ში და­ვო­ჯახ­დით. ჩემ­ნა­ი­რი სულსწრა­ფი ადა­მი­ა­ნის­თვის ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო.

- ცი­ხის ცნო­ბილ­მა სკან­დალ­მა რა გარ­და­ტე­ხა მო­ახ­დი­ნა თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში?

- დაგ­ვე­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია, ირ­მა­მაც არ იცო­და, რას ვა­პი­რებ­დი. თან არა­სო­დეს ვლა­პა­რა­კობ­დი სამ­სა­ხუ­რის ამ­ბებ­ზე სახ­ლში.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

გმირი თუ მწამებელი - რას შეეწირა ლადო ბედუკაძის მამის სიცოცხლე...

გმირი თუ მწამებელი - რას შეეწირა ლადო ბედუკაძის მამის სიცოცხლე...

არ ვიცი, ეს ადამიანი გმირია თუ ანტიგმირი... შესაძლოა, თითოეულ ჟურნალისტს სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდეს, ამას არასოდეს მოვახვევთ მკითხველს. სიმართლე გითხრათ, ციხის საზარელი კადრების გავრცელების დროს ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ლადო ბედუკაძესთან ინტერვიუს ჩავწერდი, თუმცა ასე მოხდა. ამბობენ, რომ დაცვით დადის, თუმცა რედაქციაში მარტო გვესტუმრა, არ ვიცი, შეიძლება, დაცვა გარეთ ელოდა. ორი კვირის წინ მამა დაეღუპა, სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ბედუკაძის მამა ვახო სანაიას ეთერს შეეწირა, სადაც ბედუკაძეს ერთდროულად გმირსა და მწამებელს ეძახდნენ. ინტერვიუ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ.

- ცოტა ხნის წინ მამა დაგე­ღუპათ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იმედზე" ვახო სანაიას გადაცემაში გიყურათ და თქვენი მისამართით მოწყობილ სახალხო სასამართლოს ვერ გაუძლო.

- მთლად სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან არ ვიცი, უყურა თუ არა ამ ეთერს. ვერ მოვასწარი, ბოლო წუთებში მასთან ერთად ვყოფილიყავი. იმ გადაცემაში ისეთი არაფერი თქმულა, რომ ვერ გადაეტანა. არ მივიჩნევ, რომ იქ თავს ვიმართლებდი. საზოგადოების და მათ შორის, მათ წინაშე, ვინც იმ ეთერში მოვიდა, თავის სამართლებელი არაფერი მჭირს. რაც შეეხება მამას, ამ ცხრა თვის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ბევრს ნერვიულობდა. ბევრი მტერი შევიძინე და გულთან მიჰქონდა ყველაფერი. მამა ავადმყოფობდა, გარკვეული როლი ითამაშა ნერვიულობამაც. ის ჩემს ძმასთან სოფელში ცხოვრობდა.

- თბილისში დაიბადეთ?

- დიახ, ტყუპისცალი ვარ. ეს საჯაროდ არასოდეს მითქვამს. სამწუხაროდ, ჩემი ტყუპისცალი და დაიღუპა. შეიძლება, გადაცემა "პროფილის" სიუჟეტს ვყვები, მაგრამ გარდაცვლილი შვილი ჩემს მშობლებს არ უნახავთ. სამშობიაროდან გაქრა. ეს იყო 1976 წელს. მშობლები დარწმუნებული იყვნენ მის გარდაცვალებაში, უთხრეს, რომ გულის მანკით დაიბადა, ვერ ვხვდები, მაშინ მე რატომ არ მჭირს გულის მანკი. ეს ეჭვი ყოველთვის მაწუხებდა, მაგრამ იმდენად იქნება საბუთები არეული, რომ ძნელია, სიმართლე დაადგინო. დღევანდელ თემქის მეხუთე სამშობიაროში დავიბადე და მოგვიანებით, წლების შემდეგ, იმ ადამიანმა, რომელმაც დედა ამშობიარა, ჩემი მეუღლის მშობიარობაც მიიღო.

- რომელი სკოლა დაამთავრეთ?

- 118-ე, გლდანის რაიონში ვცხოვრობდი. საბავშვო ბაღში ავჭალაში დავდიოდი. სკოლაში ნორმალური მოსწავლე ვიყავი, რაც შეეხება პოლიციის აკადემიას, წითელ დიპლომზე დავამთავრე. 118-ე სკოლაში ადრე გაძლიერებულად ასწავლიდნენ გერმანულს. თავისუფლად ვლაპარაკობდი და სურვილი მქონდა, უცხო ენებზე ჩამებარებინა. სკოლა 90-იან წლებში დავამთავრე და ალბათ გახსოვთ, როგორი არეულობა იყო ქვეყანაში. ჩემი სკოლის წინ პოლიციის განყოფილება იდგა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ესროდნენ ტყვიებს მხედრიონელები. საოცრება ხდებოდა. პოლიციელები ფორმას იხდიდნენ. ამ დროს გამიჩნდა პროტესტის გრძნობა და 18 წლის რომ გავხდი, პირიქით, ფორმა ჩავიცვი. ანტაგონისტური ტიპი ვიყავი, ყოველთვის თავგადასავალს ვეძებდი.

პირველი სამსახური იყო სამინისტროში დიპლომატიური წარმომადგენლობის დაცვის პოლიციაში. მაშინ იშვიათად მიდიოდა ახალი კადრი პოლიციაში და იმდენად გაუხარდათ, რომ მაშინვე ავტომატი მომცეს. კუთხეში მივაყუდე, არ გავარდეს-მეთქი. მეორე დღეს ცვლა რომ მოვიდა, ვუთხარი, დაშლა-აწყობა და გამოყენება ესწავლებინათ.

1994 წელს ჩინეთის ელჩის რეზიდენციის დაცვაში ვმუშაობდი, რადგან "ძაღლი" დამერქვა, პოლიციის აკადემიაში ტექნიკურ ფაკულტეტზე დასწრებულზე ჩავაბარე (იღიმება). სულ ოთხი წელი იარსება ამ ფაკულტეტმა. დიპლომში ინჟინერ-იურისტი მიწერია. როგორც წარჩინებით კურსდამთავრებული, სამუშაოდ კახეთის რეგიონში საგზაო პოლიციის განყოფილებაში უფროს ინსპექტორად გამიშვეს. ახლა არ ეცადოს სააკაშვილი კახეთის გამო თამაზ თამაზაშვილს დამაკავშიროს, საერთოდ არ ვიცნობდი თამაზაშვილს და მით უმეტეს ღარიბაშვილს. იმიტომ თქვა მიშამ ჩემზე, როგორ გამოგვეპარა ეს "გაიშნიკიო". მათზე განსაკუთრებული აგრესია აქვთ ძველ ხელისუფლებას და ამიტომ ჩემზე და გია ცაგარეიშვილზეც.

- თუმცა ხომ ფაქტია, რომ მარ­თლა იღებდნენ მაშინ ქრთამს?

- დიახ, მაგრამ ჩემით დავწერე პატაკი და სამსახური დავტოვე, როცა იქ მოწყობა ათასობით დოლარი ღირდა. ამის შემდეგ, 2001 წელს გადმოვედი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ეს იყო ვაის გავეყარე, უის შევეყარე. 2006 წლამდე, სანამ ამ სისტემაში ბაჩო ახალია მოვიდოდა, ცა და დედამიწასავით განსხვავდებოდა სიტუაცია. ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი. რამდენიმე ციხე გამოვიცვალე. არ ვამბობ, რომ მომწონდა, რაც მანამდე ხდებოდა, მაგრამ ქურდების დაუწერელი კანონები ახალაიას დაუწერელი კანონებით შეიცვალა. პატიმრისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ სცემს? კანონს მხოლოდ უცხოელებს აჩვენებდნენ, რომლებიც თავს უკრავდნენ, რომ მოსწონდათ. რეალურად ახალაია არსად წასულა. ბოლომდე მისი გუნდი მართავდა მთლიან პროცესებს. შაშკინი და კალმახელიძე იყვნენ ბუტაფორია, რომ ხალხს დაენახა - რაღაც შეიცვალა. ციხეში ყოველთვის იყო ახალაიას სული და ის მართავდა პროცესებს (იღიმება). კალმახელიძე მხოლოდ ლენტის გაჭრაზე დადიოდა, ან უცხოელები რომ მოდიოდნენ. ერთ თანამშრომელს არ შეხვედრია, რომ ეკითხა, რა უჭირდათ.

- ცხოვრების რა ეტაპზე დაოჯახდით?

- აკადემიაში სწავლისას. ჩემი მეუღლეა ირმა ორჯონიკიძე. სააკაშვილს მისი გვარი რომ გაეგო, ატეხდა ამბავს, ეგ უნდა კიდევ მაგის გაგიჟებას (იცინის). ორი შვილი მყავს - 14 წლის უჩა და 6 წლის ანა. ირმა პროფესიით ეკონომისტია. დიასახლისი, არასოდეს უმუშავია. ავჭალაში ჩემი კარის მეზობლის ბიძაშვილია და მასთან მოდიოდა სტუმრად. გაცნობიდან ერთ თვეში დავოჯახდით. ჩემნაირი სულსწრაფი ადამიანისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო.

- ციხის ცნობილმა სკანდალმა რა გარდატეხა მოახდინა თქვენს ურთიერთობაში?

- დაგვეძაბა სიტუაცია, ირმამაც არ იცოდა, რას ვაპირებდი. თან არასოდეს ვლაპარაკობდი სამსახურის ამბებზე სახლში.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია