ვიდრე დემი მურის ადვოკატები ეშტონ კატჩერთან მისი განქორწინების საკითხს აგვარებენ, კატჩერი დროს არ კარგავს და მილა კუნისთან ურთიერთობით ტკბება. ამ დღეებში პაპარაცებმა მსახიობები ჩიკაგოში სამხატვრო გამოფენაზე გადაიღეს.
გამვლელები გაოცებულნი შესცქეროდნენ ეშტონს, რომელსაც კისერზე პატარა ბავშვი ჰყავდა შესმული. კინოვარსკვლავი და ბიჭუნა ძალიან მხიარულობდნენ. კუნისი კი საყვარელი მამაკაცისა და მისი პატარა თანამგზავრის გვერდით მიაბიჯებდა. როგორც აღმოჩნდა, წყვილი გამოფენაზე მეგობართან ერთად მივიდა, რომელსაც თან შვილი ახლდა. კატჩერისგან, სავარაუდოდ, კარგი მამა დადგება. კატჩერმა, ამ მხრივ, კარგი გამოცდილება შეიძინა დემი მურთან ცხოვრებისას - მურისა და ბრუს უილისის სამ ქალიშვილთან მას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა.
რაც შეეხება მილას, მართალია, ის კატჩერთან რომანის შესახებ პრესასთან არასდროს საუბრობს, მაგრამ დედობაზე ხშირად ლაპარაკობს:
"მინდა, ნამდვილი დედა ვიყო, - განუცხადა კუნისმა ჟურნალ Playboy-ს, - როდესაც პატარა ვიყავი, ჩემი მშობლები მთელი დღე სამსახურში იყვნენ. თუმცა მათ მრავალი წლის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლიათ. მე კი ერთ ადგილზე ორი თვის განმავლობაშიც კი იშვიათად ვცხოვრობ. ასეთ პირობებში ნორმალური დედა როგორ გავხდები? როგორც ჩანს, კომპრომისზე წასვლა მომიწევს."
კუნისის თქმით, გადაღებაზე უარის თქმა მისთვის ტრაგედია არ არის. მართალია მას ძალიან უყვარს თავისი პროფესია, მაგრამ უკვე დიდი ხანია, საკუთარი ძალების სხვა სფეროში მოსინჯვა სურს. როგორც თავად ამბობს, ოჯახის შესაქმნელად ჯერჯერობით შესაბამისი პირობები არ აქვს - ის გამუდმებით მოგზაურობს, ცხოვრების ასეთი რეჟიმი კი შვილებისთვის არ გამოდგება, ამიტომ დაოჯახება მსახიობმა დროებით სამომავლოდ გადადო.
მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.