პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შერონ სტოუნი: "ჰოლივუდში სახის გადაჭიმვას მაიძულებდნენ"
შერონ სტოუნი: "ჰოლივუდში სახის გადაჭიმვას მაიძულებდნენ"

ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ობ­მა, 55 წლის შე­რონ სტო­უნ­მა ამე­რი­კულ ჟურ­ნალ NEW YOU-ს ინ­ტერ­ვიუ მის­ცა.

ვარ­სკვლა­ვი უარს ამ­ბობს პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ა­ზე და ნა­ო­ჭებ­შიც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს. შე­რო­ნი მა­კი­ა­ჟის გა­რე­შეც არა­ერ­თხელ გა­მოჩ­ნდა მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. მან აღი­ა­რა, რომ ჰო­ლი­ვუდ­ში მოღ­ვა­წე თით­ქმის ყვე­ლა რე­ჟი­სო­რი და აგენ­ტი მას სა­ხის გა­და­ჭიმ­ვას ურ­ჩევ­და და ბო­ტოქ­სი მის­თვის პლას­ტი­კურ ქი­რურ­გებ­საც შე­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ. მსა­ხი­ო­ბი აღი­ა­რებს, რომ კომ­პლექ­სიც კი გა­უჩ­ნდა და სე­რი­ო­ზუ­ლად და­ფიქ­რდა, კო­ლე­გა ქა­ლე­ბის მსგავ­სად სახე გა­და­ე­ჭი­მა. სტო­უ­ნი ბედ­ნი­ე­რია, რომ მსხვერ­პლზე არ წა­ვი­და და ბო­ტოქსზე უარი თქვა.

"ზუს­ტად არც კი მახ­სოვს, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მი­ბიძ­გებ­და სა­ხის გა­და­ჭიმ­ვის­კენ. ასე­თე­ბი უამ­რა­ვი იყ­ვნენ. სარ­კე­ში ვი­ყუ­რე­ბო­დი, ფო­ტო­ებს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი და ვფიქ­რობ­დი, ნეტა სა­ხის რო­მე­ლი მო­ნაკ­ვე­თი უნდა გა­და­ჭი­მონ? ბო­ტოქ­სის სა­ჭი­რო­ე­ბას ვერ ვხე­დავ­დი. ახალ­გაზ­რდო­ბა კარ­გია, მაგ­რამ ხე­ლოვ­ნუ­რი არა­ფე­რი მიხ­დე­ბა. მეს­მის, რომ ასაკ­თან ერ­თად თვა­ლებ­ში თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის დრო­ინ­დე­ლი ცე­ცხლი და ბრწყინ­ვა­ლე­ბა გა­მიქ­რა, აქა-იქ ცე­ლუ­ლიტს ვმა­ლავ, მაგ­რამ ეს ბუ­ნებ­რი­ვია", - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია NEW YOU-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

შერონ სტოუნი: "ჰოლივუდში სახის გადაჭიმვას მაიძულებდნენ"

შერონ სტოუნი: "ჰოლივუდში სახის გადაჭიმვას მაიძულებდნენ"

ჰოლივუდის მსახიობმა, 55 წლის შერონ სტოუნმა ამერიკულ ჟურნალ NEW YOU-ს ინტერვიუ მისცა.

ვარსკვლავი უარს ამბობს პლასტიკურ ქირურგიაზე და ნაოჭებშიც თავს კომფორტულად გრძნობს. შერონი  მაკიაჟის გარეშეც არაერთხელ გამოჩნდა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე. მან აღიარა, რომ ჰოლივუდში მოღვაწე თითქმის ყველა რეჟისორი და აგენტი მას სახის გადაჭიმვას ურჩევდა და ბოტოქსი მისთვის პლასტიკურ ქირურგებსაც შეუთავაზებიათ. მსახიობი აღიარებს, რომ კომპლექსიც კი გაუჩნდა და სერიოზულად დაფიქრდა, კოლეგა ქალების მსგავსად სახე გადაეჭიმა. სტოუნი ბედნიერია, რომ მსხვერპლზე არ წავიდა და ბოტოქსზე უარი თქვა.

"ზუსტად არც კი მახსოვს, რამდენი ადამიანი მიბიძგებდა სახის გადაჭიმვისკენ. ასეთები უამრავი იყვნენ. სარკეში ვიყურებოდი, ფოტოებს ვათვალიერებდი და ვფიქრობდი, ნეტა სახის რომელი მონაკვეთი უნდა გადაჭიმონ? ბოტოქსის საჭიროებას ვერ ვხედავდი. ახალგაზრდობა კარგია, მაგრამ ხელოვნური არაფერი მიხდება. მესმის, რომ ასაკთან ერთად თვალებში თინეიჯერობის დროინდელი ცეცხლი და ბრწყინვალება გამიქრა, აქა-იქ ცელულიტს ვმალავ, მაგრამ ეს ბუნებრივია", - განაცხადა მსახიობმა.

მომზადებულია NEW YOU-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება