მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგა კვენეტაძე - ”ქეთა ყოველთვის გვერდით მიდგას, როცა მჭირდება”
გიგა კვენეტაძე - ”ქეთა ყოველთვის გვერდით მიდგას, როცა მჭირდება”

მომ­ღე­რა­ლი გიგა კვე­ნე­ტა­ძე უკვე 5 წე­ლია, სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და. რო­გორც ამ­ბობს, უზარ­მა­ზარ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბას მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით მა­შინ­ვე აუღო ალღო. ცოტა ხან­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვა, თუმ­ცა "ამ­ბე­ბი.გე" მას მოს­კოვ­ში და­უ­კავ­შირ­და.

- სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის მე­ნატ­რე­ბა, რად­გა­ნაც ეს არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც და­ვი­ბა­დე, გა­ვი­ზარ­დე, სა­დაც ყო­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მღე­რის და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ამ ყვე­ლაფ­რის გამო, რო­გორ არ უნდა მო­გე­ნატ­როს სა­ქარ­თვე­ლო?

- უკვე წლე­ბია, მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ. ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ხომ არ მი­ი­ღე?

- რუ­სე­თი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას იან­ვარ­ში მომ­ცემს და ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა (რუ­სე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­სი) მექ­ნე­ბა.

- ცნო­ბი­ლი რუსი მუ­სი­კო­სე­ბი­დან ვის­თან მე­გობ­რობ?

- ძა­ლი­ან ბევ­რი რუსი და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, სხვა ეროვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მე­გო­ბა­რი მყავს, რაც მე­ა­მა­ყე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს, შემ­სრუ­ლებ­ლებს თუ ჯგუ­ფებს, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბაც ბევრთან მაქვს. რო­გორც სოლო მომ­ღერ­ლებ­თან, ასე­ვე ჯგუ­ფებ­თან: "ა სტუ­დიო", "ჟას­მი­ნი", ნი­კო­ლა ტი­მო­ფე­ე­ვი, რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლე­ბი­დან კი - დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას­თან, და­ვით კა­ლან­და­ძეს­თან, დათო ხუ­ჯა­ძეს­თან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. ასე­ვე ვთა­ნამ­შრომ­ლობ ცნო­ბილ პრო­დი­უ­სე­რებ­თან, კომ­პო­ზი­ტო­რებ­თან და ტექ­სტის ავ­ტო­რებ­თან.

- კონ­კრე­ტუ­ლად რას საქ­მი­ა­ნობ?

- ვმუ­შა­ობ ხმის ჩამ­წერ სტუ­დი­ა­ში, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი სკო­ლის (N1331) შე­ნო­ბა­ში მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც იქ­მნე­ბა ჩემი ყვე­ლა კომ­პო­ზი­ცია. სტუ­დია ჩემი მე­ო­რე სახ­ლია. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­უ­ხა­დო დათო ხუ­ჯა­ძეს თა­ნად­გო­მის­თვის და ასე­ვე ამ სკო­ლის ყო­ველ თა­ნამ­შრო­მელს, გან­სა­კუთ­რე­ბით, სკო­ლის დი­რექ­ტორს.

- რო­გორც მი­თხა­რი, სა­ქარ­თვე­ლო­ში შვე­ბუ­ლე­ბით 10 აგ­ვის­ტოს ჩა­მო­დი­ხარ... აქაც კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვას ხომ არ აპი­რებ?

- ალ­ბათ დას­ვე­ნე­ბა არ მი­წე­რია. სულ შრო­მა­ში ვარ. რა თქმა უნდა, არის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ქ­ტე­ბი, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მინ­და, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვიცი, რას ვი­ზამ, ვნა­ხოთ.

- კმა­ყო­ფი­ლი ხარ მოს­კოვ­ში ცხოვ­რე­ბით?

- რა თქმა უნდა, კმა­ყო­ფი­ლი ვარ. აქ ვხე­დავ მო­მა­ვალს და ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას. მოკ­ლედ, ჯერ ყვე­ლა­ფე­რი წინ არის. ვვი­თარ­დე­ბი, რო­გორც კომ­პო­ზი­ტო­რი, მაგ­რამ რო­გორც სოლო შემ­სრუ­ლე­ბელს, ჩემი სი­ტყვა რუ­სულ ესტრა­და­ში ჯერ არ მით­ქვამს.

- რო­გორც გა­ტყობ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას აღარ აპი­რებ...

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ ჩემს მო­მა­ვალს და კა­რი­ე­რას სხვა ქვეყ­ნებს ვუ­კავ­ში­რებ, მათ შო­რის, რუ­სეთს.

- შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა­ი­მე სი­ახ­ლე ხომ არ არის?

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სი­ჩუ­მეა, მაგ­რამ მუ­ზე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არ გან­ვიც­დი…"ისი­ნი სულ ჩემ­თან არი­ან" და წა­მი­თაც არ მტო­ვე­ბენ. ჩემს ნე­ბის­მი­ერ სიმ­ღე­რა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი ცო­ცხლობს, რი­თაც ბედ­ნი­ე­რი ვარ...

- სიმ­ღე­რებს ვინ გიკ­ვე­თავს?

- ყვე­ლას­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ, მათ შო­რის, უც­ნობ მომ­ღერ­ლებ­თან. ასე რომ, ვერც გა­მოვ­ყოფ, ვინ უფრო მეტ სიმ­ღე­რას მიკ­ვე­თავს... მოკ­ლედ, რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბამ ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბით წინსვლა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას ხელი უფრო შე­უ­წყო. ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მე­გო­ბა­რი შემ­ძი­ნა, მათ შო­რის, რო­გორც ცნო­ბი­ლე­ბი, ასე­ვე - უც­ნო­ბე­ბი...

- რო­დე­საც მოს­კოვ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლე­ბი და­ა­სა­ხე­ლე, არ გიხ­სე­ნე­ბია მომ­ღე­რა­ლი ქეთა თო­ფუ­რია. სა­ინ­ტე­რე­სოა, თუ და­გეხ­მა­რა უცხო ქვე­ყა­ნა­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა­ში?

- ქეთა თო­ფუ­რია ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი მე­გო­ბა­რია. ის ყო­ველ­თვის გვერ­დში მედ­გა და მიდ­გას, როცა მჭირ­დე­ბა. კი­დევ ერთხელ, დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო მხარ­და­ჭე­რის­თვის. მინ­და ჯან­მრთე­ლო­ბა, ბედ­ნი­ე­რე­ბა და მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა ვუ­სურ­ვო. ასე­ვე მად­ლო­ბა მინ­და, გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს მსმე­ნელ­სა და ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბის ყვე­ლა შემ­ფა­სე­ბელს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გიგა კვენეტაძე - ”ქეთა ყოველთვის გვერდით მიდგას, როცა მჭირდება”

გიგა კვენეტაძე - ”ქეთა ყოველთვის გვერდით მიდგას, როცა მჭირდება”

მომღერალი გიგა კვენეტაძე უკვე 5 წელია, საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. როგორც ამბობს, უზარმაზარ ქალაქში ცხოვრებას მეგობრების დახმარებით მაშინვე აუღო ალღო. ცოტა ხანში საქართველოში ჩამოვა, თუმცა "ამბები.გე" მას მოსკოვში დაუკავშირდა.

- საქართველო ყოველთვის მენატრება, რადგანაც ეს არის ქვეყანა, სადაც დავიბადე, გავიზარდე, სადაც ყოველი ქართველი მღერის და სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. ამ ყველაფრის გამო, როგორ არ უნდა მოგენატროს საქართველო?

- უკვე წლებია, მოსკოვში ცხოვრობ. ორმაგი მოქალაქეობა ხომ არ მიიღე?

- რუსეთი მოქალაქეობას იანვარში მომცემს და ორმაგი მოქალაქეობა (რუსეთისა და საქართველოსი) მექნება.

- ცნობილი რუსი მუსიკოსებიდან ვისთან მეგობრობ?

- ძალიან ბევრი რუსი და რუსეთის მოქალაქე, სხვა ეროვნების წარმომადგენელი მეგობარი მყავს, რაც მეამაყება. რაც შეეხება ცნობილ ადამიანებს, შემსრულებლებს თუ ჯგუფებს, შემოქმედებითი ურთიერთობაც ბევრთან მაქვს. როგორც სოლო მომღერლებთან, ასევე ჯგუფებთან: "ა სტუდიო", "ჟასმინი", ნიკოლა ტიმოფეევი, რუსეთში მოღვაწე ქართველებიდან კი - დიანა ღურწკაიასთან, დავით კალანდაძესთან, დათო ხუჯაძესთან მაქვს ურთიერთობა. ასევე ვთანამშრომლობ ცნობილ პროდიუსერებთან, კომპოზიტორებთან და ტექსტის ავტორებთან.

- კონკრეტულად რას საქმიანობ?

- ვმუშაობ ხმის ჩამწერ სტუდიაში, რომელიც ქართული სკოლის (N1331) შენობაში მდებარეობს, სადაც იქმნება ჩემი ყველა კომპოზიცია. სტუდია ჩემი მეორე სახლია. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო დათო ხუჯაძეს თანადგომისთვის და ასევე ამ სკოლის ყოველ თანამშრომელს, განსაკუთრებით, სკოლის დირექტორს.

- როგორც მითხარი, საქართველოში შვებულებით 10 აგვისტოს ჩამოდიხარ... აქაც კონცერტების გამართვას ხომ არ აპირებ?

- ალბათ დასვენება არ მიწერია. სულ შრომაში ვარ. რა თქმა უნდა, არის საინტერესო პროქტები, რომლის განხორციელებაც საქართველოში მინდა, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცი, რას ვიზამ, ვნახოთ.

- კმაყოფილი ხარ მოსკოვში ცხოვრებით?

- რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. აქ ვხედავ მომავალს და ჩემი შემოქმედებითი განვითარების პერსპექტივას. მოკლედ, ჯერ ყველაფერი წინ არის. ვვითარდები, როგორც კომპოზიტორი, მაგრამ როგორც სოლო შემსრულებელს, ჩემი სიტყვა რუსულ ესტრადაში ჯერ არ მითქვამს.

- როგორც გატყობ, საქართველოში დაბრუნებას აღარ აპირებ...

- ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ჩემს მომავალს და კარიერას სხვა ქვეყნებს ვუკავშირებ, მათ შორის, რუსეთს.

- შენს პირად ცხოვრებაში რაიმე სიახლე ხომ არ არის?

- პირად ცხოვრებაში სიჩუმეა, მაგრამ მუზების ნაკლებობას არ განვიცდი…"ისინი სულ ჩემთან არიან" და წამითაც არ მტოვებენ. ჩემს ნებისმიერ სიმღერაში განსაკუთრებული ამბავი ცოცხლობს, რითაც ბედნიერი ვარ...

- სიმღერებს ვინ გიკვეთავს?

- ყველასთან ვთანამშრომლობ, მათ შორის, უცნობ მომღერლებთან. ასე რომ, ვერც გამოვყოფ, ვინ უფრო მეტ სიმღერას მიკვეთავს... მოკლედ, რუსეთში ცხოვრებამ ჩემს შემოქმედებით წინსვლასა და განვითარებას ხელი უფრო შეუწყო. ბევრი საინტერესო მეგობარი შემძინა, მათ შორის, როგორც ცნობილები, ასევე - უცნობები...

- როდესაც მოსკოვში მოღვაწე ქართველები დაასახელე, არ გიხსენებია მომღერალი ქეთა თოფურია. საინტერესოა, თუ დაგეხმარა უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრებაში?

- ქეთა თოფურია ჩემი უსაყვარლესი მეგობარია. ის ყოველთვის გვერდში მედგა და მიდგას, როცა მჭირდება. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. მინდა ჯანმრთელობა, ბედნიერება და მსოფლიო აღიარება ვუსურვო. ასევე მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს მსმენელსა და ჩემი შემოქმედების ყველა შემფასებელს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება