პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2013 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ მინუს 0,8 პროცენტი შეადგინა
2013 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ მინუს 0,8 პროცენტი შეადგინა

2013 წლის ივ­ნის­ში, წინა წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, რე­ა­ლუ­რი მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის ზრდის ტემ­პმა მი­ნუს 0,8 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა.

ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის წი­ნას­წა­რი შე­ფა­სე­ბის დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც "საქსტატ­მა" დღეს გა­მო­აქ­ვეყ­ნა, 2013 წლის მე­ო­რე კვარტლის მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის სა­შუ­ა­ლო რე­ა­ლურ­მა ზრდამ 1,3 პრო­ცენ­ტი, ხოლო 2013 წლის პირ­ვე­ლი ექ­ვსი თვის მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის სა­შუ­ა­ლო რე­ა­ლურ­მა ზრდამ 1,8 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა.

"საქსტა­ტი" ეკო­ნო­მი­კის ზრდის ყო­ველ­თვი­ურ წი­ნას­წარ შე­ფა­სე­ბებს 2012 წლის იან­ვრი­დან ყო­ველ­თვი­უ­რად აწარ­მო­ებს. რო­გორც სტა­ტის­ტი­კის სამ­სა­ხურ­ში გან­მარ­ტა­ვენ, მო­ნა­ცე­მი უწყებ­რი­ვი სტა­ტის­ტი­კის (დღგ-ის გა­დამ­ხდე­ლი სა­წარ­მო­ე­ბის ბრუნ­ვე­ბის, ფის­კა­ლუ­რი და მო­ნე­ტა­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის) სა­ფუძ­ველ­ზე იან­გა­რი­შე­ბა. "აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი წარ­მო­ად­გენს სა­ერ­თა­შო­რი­სოდ მი­ღე­ბულ პრაქ­ტი­კას, რო­მელ­საც იყე­ნე­ბენ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი წი­ნას­წა­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­სა­ღე­ბად. იმ სფე­რო­ებ­ში, სა­დაც ყო­ველ­თვი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი (მა­გა­ლი­თად, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, და­უკ­ვირ­ვე­ბა­დი ეკო­ნო­მი­კის მო­ცუ­ლო­ბა) არ მო­ი­პო­ვე­ბა, შე­ფა­სე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლია წინა პე­რი­ო­დის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, რე­ა­ლუ­რი კვარ­ტა­ლუ­რი გა­ან­გა­რი­შე­ბე­ბი შე­საძ­ლოა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბო­დეს წი­ნას­წა­რი შე­ფა­სე­ბის­გან", - გან­მარ­ტა­ვენ "საქსტატ­ში".

გარ­და ამი­სა, სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ველ­თვი­უ­რად შე­საძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს წინა თვე­ე­ბის დღგ-ის გა­დამ­ხდე­ლი სა­წარ­მო­ე­ბის ბრუნ­ვე­ბის კო­რექ­ტი­რე­ბა, რაც, შე­სა­ბა­მი­სად, რე­ა­ლუ­რი ზრდის ყო­ველ­თვი­უ­რი წი­ნას­წა­რი შე­ფა­სე­ბის მო­ნა­ცე­მის კო­რექ­ტი­რე­ბა­საც იწ­ვევს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

2013 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ მინუს 0,8 პროცენტი შეადგინა

2013 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ მინუს 0,8 პროცენტი შეადგინა

2013 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა მინუს 0,8 პროცენტი შეადგინა.

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების დოკუმენტის თანახმად, რომელიც "საქსტატმა" დღეს გამოაქვეყნა, 2013 წლის მეორე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,3 პროცენტი, ხოლო 2013 წლის პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,8 პროცენტი შეადგინა.

"საქსტატი" ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს 2012 წლის იანვრიდან ყოველთვიურად აწარმოებს. როგორც სტატისტიკის სამსახურში განმარტავენ, მონაცემი უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე იანგარიშება. "აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან", - განმარტავენ "საქსტატში".

გარდა ამისა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ