მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართულის ტესტების მესამე და მეოთხე ვარიანტების შედეგები, სავარაუდოდ, ოთხ დღეში გამოქვეყნდება
ქართულის ტესტების მესამე და მეოთხე ვარიანტების შედეგები, სავარაუდოდ, ოთხ დღეში გამოქვეყნდება

ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ტეს­ტე­ბის მე­სა­მე და მე­ო­თხე ვა­რი­ან­ტე­ბის შე­დე­გე­ბი, რო­მელ­თა და­კავ­ში­რე­ბი­თაც გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბი გაჩ­ნდა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ოთხ დღე­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა, კახა ჯამ­ბუ­რი­ამ გა­ნუ­ცხა­და, ტეს­ტე­ბის მე­სა­მე და მე­ო­თხე ვა­რი­ან­ტე­ბი ამ დრო­ის­თვის სწორ­დე­ბა და 5 აგ­ვის­ტოს ყვე­ლა შე­დე­გი ცნო­ბი­ლი იქ­ნე­ბა.

კახა ჯამ­ბუ­რია გა­მო­ეხ­მა­უ­რა პე­და­გოგ­თა და მშობ­ლე­თა ნა­წი­ლის მიერ გა­მოთ­ქმულ ერთ-ერთ მო­სა­ზა­რე­ბას, რომ ტეს­ტე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მო­უქ­ვეყ­ნებ­ლო­ბის მი­ზე­ზი ის ფაქ­ტია, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბი "ლარა" არას­წო­რად გა­ი­გეს, კერ­ძოდ - შვი­ლი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლის დამსმე­ნი ადა­მი­ა­ნი პატ­რი­ო­ტად და­ა­ხა­სი­ა­თეს.

ჯამ­ბუ­რი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მოც­და­ზე წარ­დგე­ნი­ლი რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბი "ლარა" ბევ­რმა, შე­საძ­ლოა ერ­თმა მე­სა­მედ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა არას­წო­რად გა­ი­აზ­რა, თუმ­ცა ტეს­ტე­ბის პა­სუ­ხე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას­თან ეს არა­ფერ შუ­ა­შია.

"რაც და­წე­რეს ბავ­შვებ­მა, იმ ქუ­ლებს იმ­სა­ხუ­რე­ბენ, სწორ­დე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით, თე­მის შე­ფა­სე­ბის პირ­ვე­ლი კრი­ტე­რი­უ­მი არის ტექ­სტის ადეკ­ვა­ტუ­რი გა­აზ­რე­ბა. ვინც არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად გა­ი­აზ­რა, რა თქმა უნდა მას ნული და­ე­წე­რე­ბა და არ გას­წორ­დე­ბა. რო­დე­საც სა­უ­ბა­რია, რომ ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი და­ას­მი­ნა, რად­გან უს­მე­ნენ რა­დი­ოს და ამი­ტომ უნდა და­ი­ჭი­რონ, მას­ზე თქმა, რომ იგი არის სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის მებ­რძო­ლი, ტან­ჯუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რა თქმა უნდა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი გა­გე­ბაა", - გა­ნა­ცხა­და კახა ჯამ­ბუ­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, შე­საძ­ლოა, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ეგო­ნათ, რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლის "ლა­რა­ში" მოქ­მე­დე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბო­და და ისი­ნი ვერ მიხ­ვდნენ, რომ სი­ტუ­ა­ცია საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ვი­თარ­დე­ბო­და. ჯამ­ბუ­რი­ას შე­ფა­სე­ბით, სამ­წუ­ხა­როდ, მათ ალ­ბათ არ იცი­ან, ვინ იყო რეზო ინა­ნიშ­ვი­ლი და რო­დის მოღ­ვა­წე­ობ­და მწე­რა­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ერთ პრე­ტენ­ზი­ას - სა­გა­მოც­დო და­ვა­ლე­ბას ტექ­სტში შეც­დო­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ. კახა ჯამ­ბუ­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, ყო­ველ­თვის, რო­დე­საც გამ­სწო­რებ­ლებს შო­რის აზრი იყო­ფა, სა­კი­თხი აბი­ტუ­რი­ენ­ტის სა­სარ­გებ­ლოდ წყდე­ბა.

"ფი­ლო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა შე­იძ­ლე­ბა დას­ვან მძი­მე­ე­ბი ისე­თი სი­ტყვის და­სა­წყის­ში და და­სას­რულ­ში, რო­გო­რიც არის სი­ტყვა "ფაქ­ტობ­რი­ვად" , რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­ტყვა ნა­წილს მი­აჩ­ნია, რომ არის ჩარ­თუ­ლი. მე­ო­რე შე­ნიშ­ვნაა, რომ ერთ-ერთ წი­ნა­და­დე­ბა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია აბი­ტუ­რი­ენ­ტმა და­წე­როს მძი­მე და ეს არ უნდა ჩა­ეთ­ვა­ლოს შეც­დო­მად. არც ჩა­უთ­ვლი­ან. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ყო­ველ წელს გვქონ­და და არას­დროს არ უთ­ვლიდ­ნენ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ამას შეც­დო­მად. ყო­ველ­თვის, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა გამ­სწო­რებ­ლებს შო­რის აზრი გა­ი­ყოს, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა აბი­ტუ­რი­ენ­ტის სა­სარ­გებ­ლოდ წყდე­ბო­და და წელ­საც ასე გა­და­წყდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კახა ჯამ­ბუ­რი­ამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეჭ­ვე­ბი მომ­დი­ნა­რე­ობს იქი­დან, რომ ბევ­რი სა­კი­თხის სპე­ცი­ფი­კას არ იც­ნობს. კახა ჯამ­ბუ­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­სურ­ვე­ლია, გა­მოც­დე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე მო­ე­წყოს დის­კუ­სია და გან­ხი­ლუ­ლი იყოს ყვე­ლა სა­დაო სა­კი­თხი.

"გან­სა­კუთ­რე­ბით და­ის­ვას სა­კი­თხი, რა­ტომ მოხ­და, რომ ბავ­შვებ­მა ვერ გა­ი­გეს მე-20 სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი ენით და­წე­რი­ლი ტექ­სტი, მა­შინ როცა მათ წე­სით უნდა შე­ეძ­ლოთ "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის", ვაჟა-ფშა­ვე­ლას და რთუ­ლი ტექ­სტე­ბის გა­აზ­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კახა ჯამ­ბუ­რი­ამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, წელს ცენ­ტრში გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რი, 39 000 ნა­წე­რი შე­ვი­და და გას­წო­რე­ბი­სა და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის პრო­ცე­სი ამი­ტომ გვი­ან­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ქართულის ტესტების მესამე და მეოთხე ვარიანტების შედეგები, სავარაუდოდ, ოთხ დღეში გამოქვეყნდება

ქართულის ტესტების მესამე და მეოთხე ვარიანტების შედეგები, სავარაუდოდ, ოთხ დღეში გამოქვეყნდება

ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტების მესამე და მეოთხე ვარიანტების შედეგები, რომელთა დაკავშირებითაც გარკვეული კითხვები გაჩნდა, სავარაუდოდ, ოთხ დღეში გამოქვეყნდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელმა, კახა ჯამბურიამ განუცხადა, ტესტების მესამე და მეოთხე ვარიანტები ამ დროისთვის სწორდება და 5 აგვისტოს ყველა შედეგი ცნობილი იქნება.

კახა ჯამბურია გამოეხმაურა პედაგოგთა და მშობლეთა ნაწილის მიერ გამოთქმულ ერთ-ერთ მოსაზარებას, რომ ტესტების შედეგების გამოუქვეყნებლობის მიზეზი ის ფაქტია, რომ აბიტურიენტებმა რევაზ ინანიშვილის ნაწარმოები "ლარა" არასწორად გაიგეს, კერძოდ - შვილისა და შვილიშვილის დამსმენი ადამიანი პატრიოტად დაახასიათეს.

ჯამბურიას ინფორმაციით, გამოცდაზე წარდგენილი რევაზ ინანიშვილის ნაწარმოები "ლარა" ბევრმა, შესაძლოა ერთმა მესამედმა აბიტურიენტმა არასწორად გაიაზრა, თუმცა ტესტების პასუხების გამოქვეყნებასთან ეს არაფერ შუაშია.

"რაც დაწერეს ბავშვებმა, იმ ქულებს იმსახურებენ, სწორდება ჩვეულებრივი კრიტერიუმებით, თემის შეფასების პირველი კრიტერიუმი არის ტექსტის ადეკვატური გააზრება. ვინც არაადეკვატურად გაიაზრა, რა თქმა უნდა მას ნული დაეწერება და არ გასწორდება. როდესაც საუბარია, რომ ადამიანმა საკუთარი შვილი და შვილიშვილი დაასმინა, რადგან უსმენენ რადიოს და ამიტომ უნდა დაიჭირონ, მასზე თქმა, რომ იგი არის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, ტანჯული ადამიანი, რა თქმა უნდა არაადეკვატური გაგებაა", - განაცხადა კახა ჯამბურიამ.

მისივე თქმით, შესაძლოა, აბიტურიენტებს ეგონათ, რევაზ ინანიშვილის "ლარაში" მოქმედება დამოუკიდებელ საქართველოში ხდებოდა და ისინი ვერ მიხვდნენ, რომ სიტუაცია საბჭოთა კავშირში ვითარდებოდა. ჯამბურიას შეფასებით, სამწუხაროდ, მათ ალბათ არ იციან, ვინ იყო რეზო ინანიშვილი და როდის მოღვაწეობდა მწერალი.

რაც შეეხება კიდევ ერთ პრეტენზიას - საგამოცდო დავალებას ტექსტში შეცდომების აღმოჩენის შესახებ. კახა ჯამბურიას განცხადებით, ყოველთვის, როდესაც გამსწორებლებს შორის აზრი იყოფა, საკითხი აბიტურიენტის სასარგებლოდ წყდება.

"ფილოლოგები ამბობენ, რომ აბიტურიენტებმა შეიძლება დასვან მძიმეები ისეთი სიტყვის დასაწყისში და დასასრულში, როგორიც არის სიტყვა "ფაქტობრივად" , რადგან აღნიშნული სიტყვა ნაწილს მიაჩნია, რომ არის ჩართული. მეორე შენიშვნაა, რომ ერთ-ერთ წინადადებაში შესაძლებელია აბიტურიენტმა დაწეროს მძიმე და ეს არ უნდა ჩაეთვალოს შეცდომად. არც ჩაუთვლიან. ასეთი შემთხვევები ყოველ წელს გვქონდა და არასდროს არ უთვლიდნენ აბიტურიენტებს ამას შეცდომად. ყოველთვის, სადაც შეიძლება გამსწორებლებს შორის აზრი გაიყოს, ყველა შემთხვევა აბიტურიენტის სასარგებლოდ წყდებოდა და წელსაც ასე გადაწყდება", - განაცხადა კახა ჯამბურიამ.

მისივე ინფორმაციით, ეჭვები მომდინარეობს იქიდან, რომ ბევრი საკითხის სპეციფიკას არ იცნობს. კახა ჯამბურიას განცხადებით, სასურველია, გამოცდების დასრულების შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოეწყოს დისკუსია და განხილული იყოს ყველა სადაო საკითხი.

"განსაკუთრებით დაისვას საკითხი, რატომ მოხდა, რომ ბავშვებმა ვერ გაიგეს მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ენით დაწერილი ტექსტი, მაშინ როცა მათ წესით უნდა შეეძლოთ "ვეფხისტყაოსნის", ვაჟა-ფშაველას და რთული ტექსტების გააზრება", - განაცხადა კახა ჯამბურიამ.

მისივე ინფორმაციით, წელს ცენტრში განსაკუთრებით ბევრი, 39 000 ნაწერი შევიდა და გასწორებისა და გამოქვეყნების პროცესი ამიტომ გვიანდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია