პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკული გამოცემა - საქართველოში საბჭოთა დიქტატორის, სტალინის მონუმენტს აღმართავენ
ამერიკული გამოცემა - საქართველოში საბჭოთა დიქტატორის, სტალინის მონუმენტს აღმართავენ

"სა­ქარ­თვე­ლო­ში საბ­ჭო­თა დიქ­ტა­ტო­რის, სტა­ლი­ნის მო­ნუ­მენტს აღ­მარ­თა­ვენ", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა Los Angeles Times ქე­როლ ჯეი უი­ლი­ამ­სის სტა­ტი­ას.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტა­რა ქა­ლაქ გორ­ში, სა­დაც 1878 წელს სტა­ლი­ნი და­ი­ბა­და, მისი სას­ტი­კი მემ­კვიდ­რე­ო­ბის მუ­ზე­უ­მის წინ საბ­ჭო­თა ეპო­ქის დიქ­ტა­ტო­რის, იო­სებ სტა­ლი­ნის ბრინ­ჯა­ოს ქან­და­კე­ბას მალე აღ­მარ­თა­ვენ, რო­გორც ეს ქვეყ­ნის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და.

"სამი წლის წინ, სტა­ლი­ნის 20-ფუ­ტი­ა­ნი (6-მეტ­რი­ა­ნი) ქან­და­კე­ბა შუ­ა­ღა­მით ჩა­მო­აგ­დეს კავ­კა­სი­ის ამ რეს­პუბ­ლი­კა­ში ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი ეპო­ქის დას­რუ­ლე­ბის ნიშ­ნად, რო­მე­ლიც პრო­და­სავ­ლუ­რი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით აღ­მო­ი­ფხვრა. მას შემ­დეგ ქან­და­კე­ბა გორ­ში, სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე ეგდო", - წერს ქე­როლ ჯეი უი­ლი­ამ­სი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცი­ით, სტა­ლი­ნის ქან­და­კე­ბის ახა­ლი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი მუ­ზე­უ­მის ეზო უნდა იყოს, თუმ­ცა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქეთი ება­ნო­ი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გა­და­სა­წყვე­ტია, თუ სად და რო­დის აღი­მარ­თოს სტა­ლი­ნის ქან­და­კე­ბა.

"სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის აღაშ­ფო­თა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მიერ 21 დე­კემ­ბერს, სტა­ლი­ნის და­ბა­დე­ბის დღე­ზე, ქან­და­კე­ბის აღ­მარ­თვა­ზე ნე­ბარ­თვის გა­ცე­მამ", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის კო­მენ­ტარს ცი­ტი­რებს, რო­მელ­მაც სტა­ლი­ნის ქან­და­კე­ბის აღ­მარ­თვას წარ­მო­უდ­გენ­ლად ბარ­ბა­რო­სუ­ლი, ან­ტი­ქარ­თუ­ლი, ან­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი უწო­და, რად­გან ის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ე­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ა­ში აქ­ცევს.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლო უკა­ნას­კნე­ლი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სტა­ლი­ნის ხარ­კის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

"თუმ­ცა პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა რე­ა­ლუ­რად შე­სუს­ტდა სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მის შემ­დეგ, რაც ძა­ლა­უფ­ლე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, მი­ლი­არ­დე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხელ­ში გა­და­ვი­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის მხარს უჭერს გო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის კამ­პა­ნი­ას – სტა­ლი­ნის ქან­და­კე­ბის აღ­მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - წერს ქე­როლ ჯეი უი­ლი­ამ­სი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ქან­და­კე­ბე­ბი სტა­ლი­ნის სა­პა­ტივ­სა­ცე­მოდ, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­შირს 1924 წლი­დან სიკ­ვდი­ლის ბო­ლომ­დე მარ­თავ­და და მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდილ­ში იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, საბ­ჭო­ე­თის მიერ მარ­თვად აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში აღ­მარ­თეს.

"ორი ათწლე­უ­ლის წლის წინ, ან­ტი­კო­მუ­ნის­ტუ­რი ამ­ბო­ხე­ბე­ბის შემ­დეგ, როცა სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ი­ტა­ნეს სტა­ლი­ნის მიერ ოპო­ნენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი, ქან­და­კე­ბე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­მონ­ტა­ჟი მო­ახ­დი­ნეს. თუმ­ცა, მის მშობ­ლი­ურ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჯე­რაც ბევ­რი მი­იჩ­ნევს სტა­ლინს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გა­მარ­ჯვე­ბი­სა და მისი ზე­სა­ხელ­მწი­ფოდ ქცე­ვის მთა­ვარ ძა­ლად", - აღ­ნიშ­ნავს ქე­როლ ჯეი უი­ლი­ამ­სი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ მარ­ტში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კარ­ნე­გის ცენ­ტრის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ქარ­თველ­თა 68% მი­იჩ­ნევს, რომ სტა­ლი­ნი "ბრძე­ნი ლი­დე­რი იყო, რო­მელ­მაც საბ­ჭო­თა კავ­შირს ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა მო­უ­ტა­ნა".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Los Angeles Times-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ამერიკული გამოცემა - საქართველოში საბჭოთა დიქტატორის, სტალინის მონუმენტს აღმართავენ

ამერიკული გამოცემა - საქართველოში საბჭოთა დიქტატორის, სტალინის მონუმენტს აღმართავენ

"საქართველოში საბჭოთა დიქტატორის, სტალინის მონუმენტს აღმართავენ", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Los Angeles Times ქეროლ ჯეი უილიამსის სტატიას.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს პატარა ქალაქ გორში, სადაც 1878 წელს სტალინი დაიბადა, მისი სასტიკი მემკვიდრეობის მუზეუმის წინ საბჭოთა ეპოქის დიქტატორის, იოსებ სტალინის ბრინჯაოს ქანდაკებას მალე აღმართავენ, როგორც ეს ქვეყნის კულტურის სამინისტრომ განაცხადა.

"სამი წლის წინ, სტალინის 20-ფუტიანი (6-მეტრიანი) ქანდაკება შუაღამით ჩამოაგდეს კავკასიის ამ რესპუბლიკაში ტოტალიტარული ეპოქის დასრულების ნიშნად, რომელიც პროდასავლური პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით აღმოიფხვრა. მას შემდეგ ქანდაკება გორში, სამხედრო ბაზაზე ეგდო", - წერს ქეროლ ჯეი უილიამსი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს რეკომენდაციით, სტალინის ქანდაკების ახალი ადგილსამყოფელი მუზეუმის ეზო უნდა იყოს, თუმცა სამინისტროს წარმომადგენელი ქეთი ებანოიძე აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტია, თუ სად და როდის აღიმართოს სტალინის ქანდაკება.

"სააკაშვილის განცხადებით, ის აღაშფოთა ამ გადაწყვეტილებამ და კულტურის სამინისტროს მიერ 21 დეკემბერს, სტალინის დაბადების დღეზე, ქანდაკების აღმართვაზე ნებართვის გაცემამ", - წერს სტატიის ავტორი და საქართველოს პრეზიდენტის კომენტარს ციტირებს, რომელმაც სტალინის ქანდაკების აღმართვას წარმოუდგენლად ბარბაროსული, ანტიქართული, ანტინაციონალური და ანტისახელმწიფოებრივი უწოდა, რადგან ის საქართველოს საეთაშორისო იზოლაციაში აქცევს.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, სააკაშვილისა და მისი "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობით საქართველო უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში სტალინის ხარკისგან გათავისუფლდა.

"თუმცა პრეზიდენტის უფლებამოსილება რეალურად შესუსტდა საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, რაც ძალაუფლება პრემიერ-მინისტრის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ხელში გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მხარს უჭერს გორის ადმინისტრაციის კამპანიას – სტალინის ქანდაკების აღმართვასთან დაკავშირებით", - წერს ქეროლ ჯეი უილიამსი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ქანდაკებები სტალინის საპატივსაცემოდ, რომელიც საბჭოთა კავშირს 1924 წლიდან სიკვდილის ბოლომდე მართავდა და მილიონობით ადამიანის სიკვდილში იყო პასუხისმგებელი, საბჭოეთის მიერ მართვად აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში აღმართეს.

"ორი ათწლეულის წლის წინ, ანტიკომუნისტური ამბოხებების შემდეგ, როცა სააშკარაოზე გამოიტანეს სტალინის მიერ ოპონენტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ქანდაკებების უმრავლესობის დემონტაჟი მოახდინეს. თუმცა, მის მშობლიურ საქართველოში, ჯერაც ბევრი მიიჩნევს სტალინს მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებისა და მისი ზესახელმწიფოდ ქცევის მთავარ ძალად", - აღნიშნავს ქეროლ ჯეი უილიამსი.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მარტში ჩატარებული კარნეგის ცენტრის კვლევის მიხედვით, ქართველთა 68% მიიჩნევს, რომ სტალინი "ბრძენი ლიდერი იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირს ძლევამოსილება და კეთილდღეობა მოუტანა".

მომზადებულია Los Angeles Times-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია