ოკეანეში ზვიგენის გამოჩენა უეჭველ სიკვდილს ნიშნავს, მაგრამ ინგლისის საგრაფო კორნუოლში, სანაპირო Porthcurno-ზე მცხოვრები ადამიანები ასე არ ფიქრობენ.
ფოტოგრაფმა რეიჩელ ჰოსკენმა ეს ფოტო შემთხვევით გადაიღო. როგორც რეიჩელი ამბობს, ფოტოებს იღებდა, როდესაც წყალში მოცურავე ადამიანებთან ძალიან ახლოს უზარმაზარმა ზვიგენმა ჩაიარა. ფოტოგრაფმა იფიქრა, რომ საბედისწერო სცენის მომსწრე გახდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ არც გიგანტურ ზვიგენს და არც მოცურავეებს არ შეშინებიათ და ერთმანეთისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ.
"დაუჯერებელია, მაგრამ ძალიან მშვიდი სცენა იყო. ზვიგენმა გზა განაგრძო და მოცურავეებს ყურადღება არ მიაქცია. მსგავსი რამ არსად მინახავს", - ამბობს ფოტოგრაფი.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.