N1 ტერორისტად შერაცხილი ჭიჭიაშვილის აღსარება - "დიახ, ესპანელი ბიზნესმენები მე გავიტაცე"

N1 ტერორისტად შერაცხილი ჭიჭიაშვილის აღსარება - "დიახ, ესპანელი ბიზნესმენები მე გავიტაცე"

"რაც მო­გი­ვა და­ვი­თა­ო, ყვე­ლა შე­ნი თა­ვი­თა­ო", ასე და­მე­მარ­თა, ჩე­მი ცოდ­ვე­ბი­სა და შეც­დო­მე­ბის გა­მო და­ვი­სა­ჯე, რაც ტკი­ვი­ლი­თა და გა­ჭირ­ვე­ბით უნ­და გა­მო­მეს­ყი­და. ახ­ლან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, შე­მეძ­ლო არ დავ­ჯა­ხე­ბო­დი სა­ხელ­მწი­ფოს, უფ­რო მოქ­ნი­ლად, ზო­მი­ე­რად და გო­ნივ­რუ­ლად მე­მოქ­მე­და და მიზ­ნის­თვი­საც მი­მეღ­წი­ა. ჭკვი­ა­ნი ხალ­ხი ასე იქ­ცე­ვა... აღარ ვა­პი­რებ კრი­მი­ნა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბას და სუფ­თა ფურ­ცლი­დან მინ­და ცხოვ­რე­ბის დაწყ­ე­ბა", - ამ­ბობს თა­ვის დრო­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნო­მერ პირ­ველ ტე­რო­რის­ტად შე­რაცხ­ი­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი მევ­ლუდ (შო­თა) ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 2003 წლის 24 ივ­ნისს მოს­კოვ­ში და­ა­კა­ვეს და ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბის, ბან­დი­ტიზ­მი­სა და სხვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო 22 წლით მე-7 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ამ­წე­სეს. ამ­ნის­ტი­ი­სა და სას­ჯელ­თა შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის გა­უქ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მან 10 წლის შემ­დეგ სა­პა­ტიმ­რო, ორ დღე­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს საზღ­ვრე­ბი და­ტო­ვა.

- ბა­ტო­ნო შო­თა, თა­ვის დრო­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნო­მერ პირ­ველ ტე­რო­რის­ტად შეგ­რაცხ­ეს. ვინ ხართ სი­ნამ­დვი­ლე­ში?

- სი­ნამ­დვი­ლე­ში ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, რი­გი­თი ქარ­თვე­ლი ვარ, რო­მე­ლიც ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ გარ­კვე­ულ პრო­ცე­სებ­ში ჩა­ე­ბა, რად­გან სხვა გზა არ დარ­ჩა... მა­მით ფშავ­-ხევ­სუ­რი ვარ, დე­დით - ქის­ტი, ასე რომ, სუფ­თა კავ­კა­სი­ე­ლი გახ­ლა­ვართ. ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა რომ და­იწყ­ო, სო­ფელ მა­ტან­ში ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია ამო­დი­ო­და ხოლ­მე. 15 წლის ბი­ჭი ვი­ყა­ვი და ეროვ­ნულ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე ლა­პა­რაკს რომ ვის­მენ­დი, ძარ­ღვებ­ში სის­ხლი მი­დუღ­დე­ბო­და. აფ­ხა­ზე­თი­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს ომის დაწყ­ე­ბი­სას პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ წას­ვლას ვა­პი­რებ­დი, კო­მი­სა­რი­ატ­ში მი­ვე­დით თა­ნა­ტო­ლე­ბი, მაგ­რამ მა­მამ გა­მა­ჩე­რა და ხათ­რი ვერ გა­ვუ­ტე­ხე. ჩეჩ­ნე­თის ომ­ში აღა­რა­ვის არა­ფე­რი ვკითხე და მო­ხა­ლი­სედ წა­ვე­დი იქ, სა­დაც კავ­კა­სი­ის ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბე­დი წყდე­ბო­და. მე­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი... მიგ­ვაჩ­ნდა, რომ შე­ვარ­დნა­ძემ მოს­კო­ვი­დან დახ­ლარ­თუ­ლი გვე­ლუ­რი ინ­ტრი­გე­ბით პუტ­ჩის­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მო­ი­შო­რა ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და თვი­თონ მოგ­ვევ­ლი­ნა ერის "მხსნე­ლად". ვი­ნა­ი­დან მათ­თან სა­ერ­თო ენა ვერ გა­მოვ­ნა­ხე და ზო­გი­ერ­თე­ბი­ვით ფო­ჩი­ა­ნი კამ­ფე­ტე­ბით ვერ მო­მის­ყი­დეს, გა­და­მემ­ტერ­ნენ. მათ­თან რომ მე­თა­ნამ­შრომ­ლა, ყვე­ლა­ფე­რი გამ­წვა­ნე­ბუ­ლი მექ­ნე­ბო­და. რა­საც ჩვენ ვა­კე­თებ­დით, ოფი­ცი­ა­ლურ ენა­ზე კრი­მი­ნა­ლი ჰქვი­ა, ჩვენ­თვის კი ომი იყო სა­ქარ­თვე­ლოს მტრებ­თან. იქი­დან მი­ღე­ბუ­ლი ნა­დავ­ლი სა­კუ­თარ ჯი­ბე­ში კი არა, სა­ერ­თო ფონ­დში მი­დი­ო­და და კავ­კა­სი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში იხარ­ჯე­ბო­და. ამათ­თვის მე ვი­ყა­ვი კრი­მი­ნა­ლი, მაგ­რამ ჩვენ რომ გაგ­ვე­მარ­ჯვა, მა­შინ ეროვ­ნუ­ლი გმი­რი ვიქ­ნე­ბო­დი.

- თქვენს სა­ხელს უამ­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი უკავ­შირ­დე­ბა, მათ შო­რის ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბა... ეს არ ნიშ­ნავს კრი­მი­ნალს?

- ნათ­ქვა­მი­ა, "მგელს მგლო­ბა დას­წა­მეს და ტუ­რამ ქვე­ყა­ნა და­აქ­ცი­ა­ო". არ ვამ­ბობ, რომ ფრთი­ა­ნი ან­გე­ლო­ზი ვარ, მეც უამ­რა­ვი შეც­დო­მა და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა მაქვს, მაგ­რამ ცი­ლის­წა­მე­ბა ძნე­ლი ასა­ტა­ნი­ა. ბევრ უღირს საქ­ცი­ელს მწა­მე­ბენ. ჩემს ლიკ­ვი­და­ცი­ას აპი­რებ­დნენ და მრა­ვალ­ჯერ სცა­დეს ჩე­მი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა. ამას კონ­კრე­ტუ­ლად კა­ხა თარ­გა­მა­ძე, ის "რკი­ნის კა­ცი", ჯარ­თში რომ ჩა­ა­ბა­რეს, ვახ­ტანგ ქუ­თა­თე­ლა­ძე და სხვე­ბი ცდი­ლობ­დნენ. მათ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა რამ­დენ­ჯერ­მე მო­მიწყ­ვეს თავ­დას­ხმა. ყვე­ლა­ფერს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს იმ­ჟა­მინ­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რე ნუგ­ზარ სა­ჯაია კუ­რი­რებ­და სა­ტა­ნა შე­ვარ­დნა­ძის და­ვა­ლე­ბით.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თქვენ ქარ­თვე­ლე­ბის, ჩეჩ­ნე­ბი­სა და ქის­ტე­ბის­გან 100-კა­ცი­ა­ნი ბან­და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეთ, რო­მე­ლიც გა­სა­ტა­ცე­ბელ ადა­მი­ან­თა კან­დი­და­ტუ­რებს არ­ჩევ­და და წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სქე­მით მოქ­მე­დებ­და. თქვენს სა­ხელს უკავ­ში­რებ­დნენ ნარ­კო­ვაჭ­რო­ბა­საც.

- ეს არის კლა­სი­კუ­რი ცი­ლის­წა­მე­ბა და ბინ­ძუ­რი ჭო­რი, თქვენს ენა­ზე - შა­ვი პი­ა­რი. შე­იძ­ლე­ბა ღრმად მორ­წმუ­ნე არ ვარ, მაგ­რამ ღმერ­თი ნამ­დვი­ლად მწამს. მე­ო­რეც, ვარ ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თვე­ლი და კავ­კა­სი­ე­ლი. ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­ყიდ­ვა უღირს საქ­მი­ა­ნო­ბად მი­მაჩ­ნია და სხვი­სი უბე­დუ­რე­ბით გამ­დიდ­რე­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბის აწყ­ო­ბა არც არა­ვის შერ­ჩე­ნი­ა. ვფი­ცავ, ნარ­კო­ტი­კებ­თან არც პირ­და­პი­რი, არც ირი­ბი შე­ხე­ბა არას­დროს მქო­ნი­ა, თუმ­ცა იყო ამის შან­სი და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. მქონ­და იმის სა­შუ­ა­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თუ­კი მო­ვინ­დო­მებ­დი, ეს­კო­ბა­რი­ვით ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამას მარ­ტო ღმერ­თის ში­შით არ გა­ვა­კე­თებ­დი. მე­ო­რეც - ხალ­ხის მრცხვე­ნი­ა, რწმე­ნაც მაქვს და სინ­დი­სიც. ვინც ნარ­კო­ტი­კებს ყიდ­და, მათ ომი გა­მო­ვუცხ­ა­დე. იმათ კი ჩე­მი "გა­სა­ღე­ბა" გა­ნიზ­რა­ხეს, რა­შიც ფუ­ლი გა­და­ი­ხა­დეს. ასე რომ, ნარ­კო­მო­ვაჭ­რე­ებ­თან მტრო­ბის მე­ტი არა­ფე­რი მა­კავ­ში­რებს. არც რო­მე­ლი­მე სპეც­რაზ­მის წევ­რი ვყო­ფილ­ვარ, თუ­კი რა­ი­მე მოწ­მო­ბა მქო­ნი­ა, ყვე­ლა ყალ­ბი იყო და ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის მჭირ­დე­ბო­და. მარ­თა­ლი­ა, რომ მქონ­და უშიშ­რო­ე­ბის ოფიც­რის მოწ­მო­ბა, შსს-ს მა­ი­ო­რიც ვი­ყა­ვი და კა­პი­ტა­ნიც, მაგ­რამ ამ "წო­დე­ბებს" მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მო­სატყ­უ­ებ­ლად ვი­ყე­ნებ­დი. გა­ტა­ცე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ამა­ზე პა­სუ­ხიც ვა­გე - ათ წე­ლი­წად­ზე მე­ტი ყვე­ლა­ზე მკაცრ პი­რო­ბებ­ში, სა­მარ­ტოო სა­კან­ში ვი­ჯე­ქი ცხო­ვე­ლი­ვით, მზე არ მი­ნა­ხავს და ჰა­ე­რი არ მი­სუნ­თქი­ა, დღე იყო თუ ღა­მე, ვერ ვი­გებ­დი, ჯან­მრთე­ლო­ბა შე­მერ­ყა და მხო­ლოდ ღმერ­თის წყა­ლო­ბით გა­დავ­რჩი. დრო­ზე მოგ­ვის­წრო ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, თო­რემ იქი­დან ცოცხ­ა­ლი ვერ გა­მო­ვი­დო­დი. გა­რეთ ყოფ­ნი­სას ბევ­რჯერ სცადეს ჩე­მი მოკ­ვლა, თავს მეს­ხმოდ­ნენ, ხან მა­ფეთ­ქებ­დნენ, ბო­ლოს ედუ­არდ ამ­ბრო­სი­ჩის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მომ­წამ­ლეს და ორი­ვე თირ­კმელ­გა­ჩე­რე­ბუ­ლი სა­წოლს მი­ვე­ჯაჭ­ვე, ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა მქონ­და, 6 თვე ცოცხ­ალ­-მკვდა­რი ვეგ­დე, წე­სით და რი­გით, ცოცხ­ა­ლი არ უნ­და დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი.

- გა­ტა­ცე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი არ და­გის­რუ­ლე­ბი­ათ. რის მი­ხედ­ვით არ­ჩევ­დით "მსხვე­რპლს"?

- სი­მარ­თლე გითხ­რათ, მო­რა­ლუ­რი კა­ნო­ნე­ბი არა­სო­დეს და­მირ­ღვე­ვი­ა. რა­საც ჰქვია კავ­კა­სი­უ­რი ტრა­დი­ცია და შა­რი­ა­თი, ყო­ველ­თვის წმინ­დად ვი­ცავ­დი. ვი­საც ვი­ტა­ცებ­დით, ისი­ნი ან აფე­რის­ტე­ბი იყ­ვნენ, ან ნა­ძი­რა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხალ­ხის გა­სატყ­ა­ვებ­ლად მო­დი­ოდ­ნენ. ისეთ ხალხს ვარ­ჩევ­დით, რომ­ლე­ბიც არც კა­ნონ­თან იყ­ვნენ სუფ­თა და არც კე­თი­ლი ზრახ­ვე­ბი ამოძ­რა­ვებ­დათ. არც ერ­თი მათ­გა­ნი ქარ­თვე­ლი და კავ­კა­სი­ე­ლი არ ყო­ფი­ლა. ამას გა­მო­სას­ყი­დის სა­ნაც­ვლოდ ვა­კე­თებ­დით, თუმ­ცა არა­ვის შე­უ­რაცხ­ვყოფ­დით, არც ვა­წა­მებ­დით. ვა­ტა­რებ­დით სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას, მი­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბი კი "კავ­კა­სი­ის ფონ­დში" მი­დი­ო­და.

- 2000 წელს დუ­ი­სი­დან "წი­თე­ლი ჯვრის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­ტა­ცე­ბას­თან რა სა­ერ­თო გქონ­დათ?

- ისი­ნი ჩე­ჩე­ნი სა­ვე­ლე მე­თა­უ­რის, არ­ბი ბა­რა­ე­ვის ჯგუ­ფის ნარ­ჩე­ნებ­მა მო­ი­ტა­ცეს და გა­მო­სას­ყიდს - 2 თუ 3 მი­ლი­ონს ითხ­ოვ­დნენ.

ბა­რა­ე­ვის ერ­თ-ერ­თი ძმა, ჩე­მი მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მებ­რძო­ლი, ჩემ­თან ვალ­ში იყო. ჩეჩ­ნე­ბი ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, სი­მარ­თლე რომ გითხ­რათ, ცუ­დი თვა­ლით უყუ­რებ­დნენ, მი­სი წევ­რე­ბი ჯა­შუ­შე­ბად მი­აჩ­ნდათ, რომ­ლე­ბიც "წი­თელ ჯვარს" იმი­ტომ იყ­ვნენ ამო­ფა­რე­ბუ­ლი, იმუ­ნი­ტე­ტი და ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რან­ტია რომ ჰქო­ნო­დათ. მა­თი ახ­სნით, ისი­ნი იყ­ვნენ მზვე­რა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ინ­ფორ­მა­ცი­ას აგ­რო­ვებ­დნენ და ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ობ­დნენ. ჩეჩ­ნებ­მა მო­ი­ტა­ცეს ორი მა­მა­კა­ცი და ერ­თი ქა­ლი, რო­მე­ლიც დიდ­გვა­რო­ვა­ნის შვი­ლი აღ­მოჩ­ნდა და ატყ­და ერ­თი ამ­ბა­ვი. ჩეჩ­ნე­ბი გამ­წარ­დნენ, ამ­ბობ­დნენ, მათ დავ­ხო­ცავთ და ძაღ­ლე­ბი­ვით გა­დავ­ყრი­თო, მაგ­რამ მე შე­ვა­ჩე­რე, ვუთხ­ა­რი, ამით სი­ტუ­ა­ცია გამ­წვავ­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფლიქ­ტამ­დეც მი­ვი­დეთ, რა­ტომ უნ­და ვე­გო­ნოთ ყვე­ლას ტე­რო­რის­ტე­ბი და მო­ვექ­ცეთ იზო­ლა­ცი­ა­ში, რო­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის გვერ­დში დგომა გვჭირ­დე­ბა-­მეთ­ქი. ჩეჩ­ნებ­მა მითხ­რეს, ესე­ნი მა­ინც უნ­და მოგ­ვე­შო­რე­ბი­ნა, შენ გჩუქ­ნით და რო­გორც გინ­და, ისე მო­ი­ქე­ცი­ო. შე­ვარ­დნა­ძეს და მის ძა­ლო­ვა­ნებს შე­ვუთ­ვა­ლე, ამ ხალხს თმის ღე­რი არ ჩა­მოუ­ვარ­დე­ბა, გა­მო­სას­ყი­დის გა­რე­შე ჩა­გა­ბა­რებთ, თქვენ კი მე და ჩემს ხალხს - 5 კაცს ძებ­ნა შეგ­ვი­ჩე­რეთ და სა­მარ­თლებ­რი­ვად რაც და­მიმ­ტკიც­დე­ბა, იმა­ზე ვა­გებ პა­სუხს-მეთ­ქი (შო­თა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი 1997 წლი­დან იძებ­ნე­ბო­და - ნ.ფ.). აკი გითხ­ა­რით, ჩე­მი ლიკ­ვი­და­ცი­ის ბრძა­ნე­ბა იყო გა­ცე­მუ­ლი და რო­გორც ცო­ფი­ან მგელს, ისე დამ­დევ­დნენ. არც მწვა­დი დავ­წვი, არც შამ­ფუ­რი, ჩეჩ­ნე­ბიც ღირ­სე­უ­ლად გა­მო­ვიდ­ნენ ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან და ჩვე­ნი ძებ­ნაც შე­ვა­ჩე­რე­ბი­ნე. გა­ტა­ცე­ბუ­ლე­ბიც მად­ლი­ე­რე­ბი წა­ვიდ­ნენ და შე­ვარ­დნა­ძე­მაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­და­მი­ხა­და მად­ლო­ბა.

- იმა­ვე წელს ეს­პა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი გა­ი­ტა­ცეთ და მა­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ ეს­პა­ნე­თის მთავ­რო­ბის მი­ერ 2 მლნ დო­ლა­რის გა­დახ­დის შემ­დეგ მო­ხერ­ხდა.

- დი­ახ, ეს­პა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი მე გა­ვი­ტა­ცე და ამის­თვის სას­ჯე­ლიც მო­ვი­ხა­დე. მა­შინ დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას ვი­ყე­ნებ­დი და ვე­რა­ფე­რი მათ­ქმე­ვი­ნეს. მათ­თვის ზედ­მე­ტად ხმა არა­ვის გა­უ­ცი­ა. გა­ვი­ტა­ცე ასი­რი­ე­ლი ხო­შა­ბა­ე­ვი და ებ­რა­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი მა­ნა­შე­რო­ვი. თუმ­ცა ჩე­მი საქ­მე რომ ნა­ხოთ, მას­ში უამ­რა­ვი ფაქ­ტია მოყ­ვა­ნი­ლი, რაც არ ჩა­მი­დე­ნია - მა­გა­ლი­თად, ბან­კის ინ­კა­სა­ტო­რებ­ზე თავ­დას­ხმა, ვი­ღაც ქა­ლის გა­ტა­ცე­ბა. მე­რე ყვე­ლა­ფე­რი, თუ­კი რა­ი­მე მომ­ხდა­რა, მე მო­მა­წე­რეს. აქ­ლე­მი­ვით მტვირ­თავ­დნენ საქ­მე­ე­ბით და ფიქ­რობ­დნენ, აი­ტან­სო. ნამ­დვი­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი მშრა­ლად გა­მო­ვიდ­ნენ და ყვე­ლა­ფე­რი მე ამ­კი­დეს. ვფი­ცავ, ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­თან და კა­ხა თარ­გა­მა­ძეს­თან არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნი­ა. ღმერ­თმა და­მი­ფა­როს, მათ­ზე მე­მუ­შა­ვა ან ინ­ფორ­მა­ცი­ით მო­მე­მა­რა­გე­ბი­ნა ვინ­მე. ჩემ­თვის სა­ხე­ლი და ღირ­სე­ბა იყო ყვე­ლა­ფე­რი. რაც შე­ე­ხე­ბა იმ ინ­გლი­სელს, პი­ტერ შო­უს ("აგ­რო­ბიზ­ნეს­ბან­კის" თავ­მჯდო­მა­რე), რომ­ლის გა­ტა­ცე­ბის დაბ­რა­ლე­ბის მცდე­ლო­ბაც იყო, მასზე სა­ერ­თოდ არა­ფე­რი მსმე­ნი­ა, ეს ამ­ბა­ვი რომ მოხ­და, უკ­ვე მოს­კოვ­ში ვი­ყა­ვი.

- ბა­ტო­ნო შო­თა, ვეფ­ხია მარ­გოშ­ვილ­თან რა­ტომ და­გე­ძა­ბათ ურ­თი­ერ­თო­ბა? არ­სე­ბობ­და ეჭ­ვი, რომ მის აფეთ­ქე­ბას­თან გქონ­დათ კავ­ში­რი.

- ადა­მი­ანს მი­პარ­ვით არა­სო­დეს მოვ­კლავ­დი, მო­საკ­ლა­ვი თუ იყო, მი­ვი­დო­დი პი­რის­პირ, თვა­ლებ­ში ჩავ­ხე­დავ­დი და ამას ისე გა­ვა­კე­თებ­დი. იცით, რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში? ვინც დი­დი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტიკს ყი­დის, მარ­გოშ­ვილს ვგუ­ლის­ხმობ, ის ავ­ტო­მა­ტუ­რად შეკ­რუ­ლია ძა­ლო­ვან უწყ­ე­ბებ­თან. ეს ან ოფი­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე ხდე­ბა და "ბა­რი­გა" მა­თი აგენ­ტი­ა, ან არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად და იმ ფულს ერ­თმა­ნეთ­ში "ტე­ხა­ვენ". ამ ბიზ­ნე­სის უკან უფ­რო უშიშ­რო­ე­ბა იდ­გა, ვი­ნა­ი­დან ია­რაღს და ნარ­კო­ტიკს ის კუ­რი­რებ­და, უმა­გა­თოდ იქ რა მოხ­დე­ბო­და, რო­ცა სა­მი ნარ­კო­მა­ნი­დან ორი მა­თი აგენ­ტი იყო? სა­ხელ­მწი­ფოს და ძა­ლო­ვან უწყ­ე­ბებს, თუ მო­ინ­დო­მებ­დნენ, ორ თვე­ში შე­ეძ­ლოთ აღეკ­ვე­თათ ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბა. მარ­გოშ­ვი­ლის ლიკ­ვი­და­ცია ან რუ­სულ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მო­ახ­დი­ნეს, ან ქარ­თულ­მა, ან ორი­ვემ ერ­თად. ნარ­კო­ტი­კე­ბის სფე­რო მე არ მე­ხე­ბო­და. ეტყ­ო­ბა, მარ­გოშ­ვი­ლი კონ­ტრო­ლი­დან გა­მო­ვი­და და მო­ი­შო­რეს. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა კი მას მე­რე და­ი­ძა­ბა, რაც მან ჩე­მი ძმად­ნა­ფი­ცის ბი­ძა მო­ი­ტა­ცა, ბო­დი­შიც მო­ი­ხა­და და უკა­ნაც და­ი­ხი­ა. სა­დაც მე ვი­ყა­ვი, იქ მა­თი ად­გი­ლი არ იყო, ჩემ­ზე წინ არ მი­დი­ოდ­ნენ. მათ თა­ვი­ან­თი სეგ­მენ­ტი ჰქონ­დათ, მე - ჩე­მი.

- პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი რა­ტომ­ღა გა­ი­ტა­ცეთ 2001 წელს? იყო მით­ქმა-­მოთ­ქმა, რომ მას პან­კი­სე­ლი ნარ­კო­მო­ვაჭ­რე­ე­ბის ვა­ლი ჰქონ­და.

- პეტ­რე არც ჩე­მი მე­გო­ბა­რია და არც მი­სი ად­ვო­კა­ტი ვარ, მაგ­რამ მი­მაჩ­ნი­ა, რომ მას, რო­გორც მთის კაცს, რა­ღაც ღირ­სე­ბა აქვს. იმ დროს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბად მო­ი­აზ­რე­ბოდ­ნენ კა­ხა თარ­გა­მა­ძე, ზუ­რაბ ჟვა­ნია და მი­შა სა­ა­კაშ­ვი­ლი. ესე­ნი ედუ­არდ მე­ფის ვე­ზი­რე­ბი იყ­ვნენ, მე­ფის კარ­ზე კი იყო დი­დი ინ­ტრი­გე­ბი - ერ­თმა­ნეთს უცი­ნოდ­ნენ, თან ძირს უთხ­რიდ­ნენ. პეტ­რე ჟვა­ნი­ას მე­გო­ბა­რი იყო. იმ დროს ჩვენ სულ სხვა ოპე­რა­ცი­ა­ზე მივ­დი­ო­დით. ძა­ლო­ვა­ნებ­მა შე­მო­მიგ­დეს კო­ტე ცი­ხის­თა­ვი, ნა­ძი­რა­ლა და ნომ­რი­ა­ნი აგენ­ტი, თე­ლა­ვე­ლი კა­ცი. კა­ხა თარ­გა­მა­ძემ, ნუგ­ზარ სა­ჯა­ი­ამ და მათ­მა "სას­ტავ­მა" კო­ტე ცი­ხის­თა­ვი გა­მო­აქ­ცია ცი­ხი­დან, რის შემ­დე­გაც მე მო­მად­გა სახ­ლში. შე­ვი­ფა­რე, ვას­ვი, ვა­ჭა­მე, ჩა­ვაც­ვი, გვერ­დში და­ვი­ყე­ნე და ყვე­ლას ვუთხ­ა­რი, ეს კა­ცი ჩე­მი სტუ­მა­რია და თუ რა­მე მოხ­და, მის სისხლს მე ავი­ღებ­-მეთ­ქი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ ცი­ხის­თა­ვი აგენ­ტი ყო­ფი­ლა. ჩვე­ნი საქ­მის­თვის მან­ქა­ნის მო­ნახ­ვა მას და­ვა­ვა­ლე და მა­ინ­ცდა­მა­ინც პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილს არ მიგ­ვა­ყე­ნა? კო­ტე პო­ლი­ცი­ე­ლის ფორ­მით იყო და წიგ­ნა­კი ჰქონ­და. ეს იყო კო­ტე ცი­ხის­თა­ვის, რო­გორც პო­ლი­ცი­ის აგენ­ტის მი­ერ წი­ნას­წარ დად­გმუ­ლი ოპე­რა­ცი­ა. ის თხუ­ნე­ლა იყო, შე­მოგ­ზავ­ნი­ლი, თო­რემ და­ვა­ლე­ბა მას თარ­გა­მა­ძემ და მის­მა ხალ­ხმა მის­ცა. ანუ მათ ჩვენ­და გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად დაგ­ვა­ჯა­ხეს ერ­თ-ერთ ჯგუფს. ჩვენ სხვა საქ­მე­ზე ვი­ყა­ვით წა­სუ­ლე­ბი, მან­ქა­ნა უნ­და "დაგ­ვეთ­რი­ა", უფ­რო სწო­რად, ექ­სპროპ­რი­ა­ცია მოგ­ვეხ­დი­ნა, მე­რე კი სად­მე მიგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა. პეტ­რე ვაჟ­კა­ცი ბი­ჭი აღ­მოჩ­ნდა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გაგ­ვი­წი­ა, ამი­ტო­მაც მის­მა წაყ­ვა­ნამ მოგ­ვი­წი­ა. უბ­რა­ლოდ, გვინ­დო­და, დრო­ე­ბით, 1-2 დღე იზო­ლა­ცი­ა­ში მოგ­ვექ­ცი­ა, სა­ნამ საქ­მეს გა­ვა­კე­თებ­დით. მას თან ახ­ლდა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ვუთხ­ა­რი, წა­დი, და­ი­კო, შენ­თან საქ­მე არ გვაქ­ვს-მეთ­ქი. ქალს თურ­მე ძა­ლი­ან ჰყვა­რე­ბია პეტ­რე და გვითხ­რა, სა­დაც ეს, მეც იქო და არ მი­ა­ტო­ვა. ასე­თი თავ­გან­წირ­ვის გა­მო პა­ტი­ვის­ცე­მა გაგ­ვიჩ­ნდა მის მი­მართ. მათ­თვის ზედ­მე­ტი არა­ვის არა­ფე­რი უკად­რე­ბი­ა, პი­რი­ქით, რომ სცი­ო­და, ჩვენს ტან­საც­მელს ვაც­მევ­დით იმ გო­გოს. ამა­სო­ბა­ში ლა­მის მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო გა­და­ვი­კი­დეთ. ახ­მე­ტამ­დე რომ მო­ვაღ­წი­ეთ, კო­ტე ცი­ხის­თავს ვუთხ­ა­რით, მან­ქა­ნა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. იქ ჯა­რის კორ­დო­ნე­ბი იდ­გა, ჩვენ კი ჩვე­ნი ბი­ლი­კე­ბი გვქონ­და და იმის ავ­ლით ჩუ­მად შე­ვაღ­წევ­დით ხოლ­მე პან­კის­ში. მან­ქა­ნა რომ მი­აგ­დეს, კო­ტემ ხელ­თათ­მა­ნე­ბი არ ჩა­იც­ვა და მან­ქა­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ტო­ვა კვა­ლი, ვი­თომ გა­და­ა­ვიწყ­და. არ მინ­დო­და მას­ში ეჭ­ვი შე­მე­ტა­ნა, ალა­ლად ვუ­ყუ­რებ­დი, 23 წლის ბი­ჭი ვი­ყა­ვი და არც იმ­დე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და. მე­რე ეს ცი­ხის­თა­ვი ჯერ პეტ­რეს და­ე­ტა­კა, გი­ნე­ბა და­უწყ­ო, შემ­დეგ იმ ქალს და­უწყო "ჩა­ლი­ჩი", მა­თი დამ­ცი­რე­ბა და მი­წას­თან გას­წო­რე­ბა უნ­დო­და. მის არა­კა­ცო­ბა­ზე ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი, და­ვე­მუქ­რე, კი­დევ თუ რა­მეს მო­ი­მოქ­მე­დებ, ტვინს გა­გას­ხმე­ვი­ნებ­-მეთ­ქი. მა­შინ და­ვეჭ­ვდი, რომ რა­ღა­ცა­ში იყო საქ­მე.

- რა იყო ძა­ლო­ვა­ნე­ბის მი­ზა­ნი?

- ეს ამ­ხე­ლა კა­ცი რომ ამ­კი­დეს, მივ­ხვდი, მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ეჯა­ხე­ბოდ­ნენ, პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტრი­გა იყო, რო­მელ­შიც ჩაგ­ვით­რი­ეს და ბრმა ია­რა­ღად უნ­დო­დათ ჩვე­ნი გა­მო­ყე­ნე­ბა. ამას მა­ლე მივ­ხვდი, ჩვენ არც გა­მო­სას­ყი­დი მოგ­ვითხ­ო­ვი­ა. იმათ ჩე­მი ძმა ჰყავ­დათ და­ჭე­რი­ლი არა­კა­ცუ­რად - ერ­თი ძმა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მო­წამ­ლეს და მო­მიკ­ლეს, მე­ო­რე ძმა მის და­საფ­ლა­ვე­ბა­ზე მო­დი­ო­და, ვი­თომ კო­რი­დო­რი მის­ცეს და და­ი­ჭი­რეს. რად­გან ასე ვე­რა­გუ­ლად და­ა­კა­ვეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­ვუ­ყე­ნე, ჩე­მი ძმა გა­მო­უშ­ვით და პეტ­რეს გად­მოგ­ცემთ-მეთ­ქი. გა­უშ­ვეს და მეც გა­ვუშ­ვი. ეს იყო და ეს. პეტ­რეს ნარ­კო­მა­ნო­ბას აბ­რა­ლებ­დნენ, მაგ­რამ ის სპორ­ტსმე­ნი კა­ცი იყო და სი­გა­რეტ­საც კი არ ეწე­ო­და, არც არა­ვის ვა­ლი ჰქო­ნი­ა, ეს იყო ბინ­ძუ­რი პი­ა­რი. მგო­ნი­ა, ღირ­სე­უ­ლი კა­ცი­ცა­ა, ჩემ­თვის ხე­ლი არ და­უ­დი­ა, არც არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბი­ა, მეც ჩე­მი მხრივ, მი­სი ღირ­სე­ბა და­ვი­ცა­ვი. მე მას მტრად არ ვთვლი, ჩვენ ერ­თმა­ნეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ­ვე გა­ვარ­კვი­ეთ.

- 2001 წლის მუხ­რო­ვა­ნის პირ­ველ ამ­ბო­ხე­ბას­თან რა კავ­ში­რი გქონ­დათ?

- მუხ­რო­ვა­ნის ბა­ზა ჩე­მი 7 კა­ცით უსის­ხლოდ და უმ­სხვერ­პლოდ ავი­ღე, მე­თა­უ­რე­ბი და­ვატყ­ვე­ვე, ია­რა­ღის საწყ­ო­ბე­ბი ხელ­ში ჩა­ვიგ­დე და ბა­ზა გია კრი­ა­ლაშ­ვილს და კო­ბა ოთა­ნა­ძეს გა­და­ვე­ცი. ისი­ნი ვაჟ­კა­ცი და პატ­რი­ო­ტი ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ. მათ­თან მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, რომ ნორ­მა­ლუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა, რა­თა ეროვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­­სუ­ლი­ყო სა­თა­ვე­ში. მე იქ არა­ფე­რი მნდო­მი­ა, არც ფუ­ლის გა­მო გა­მი­კე­თე­ბია რა­მე. მე­რე იცით, იქ რა მოხ­და? შე­მო­ვი­და ოთა­ნა­ძი­სა და კრი­ა­ლაშ­ვი­ლის ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბი და შე­ვარ­დნა­ძეს ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­უ­ყე­ნეს, შე­ვარ­დნა­ძე ორი­ვეს მო­ე­ლა­პა­რა­კა, კრი­ა­ლაშ­ვი­ლი სამ­ხედ­რო ატა­შედ გა­უშ­ვა უკ­რა­ი­ნა­ში, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 10 თუ 20 მი­ლი­ო­ნით გა­უ­ზარ­და ბი­უ­ჯე­ტი, მათ მო­ი­ლა­პა­რა­კეს, ჯო­ხი კი ჭი­ჭი­აშ­ვილ­ზე გა­დატყ­და, მე გა­მო­ვე­დი ქვეყ­ნის მტე­რი.

- ამ­ბო­ბენ, ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი სა­ნაია პან­კის­ში გა­და­ღე­ბულ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მამ­ხი­ლე­ბელ ვი­დე­ო­კა­სე­ტას შე­ე­წი­რა­ო. რო­გორ ფიქ­რობთ, მარ­თლა არ­სე­ბობ­და ასე­თი კომ­პრო­მა­ტი?

- რა­მე რომ ყო­ფი­ლი­ყო, მე­ცო­დი­ნე­ბო­და. ნარ­კო­ტი­კე­ბის სფე­რო მძულ­და და ჩა­ხე­დუ­ლი არ ვი­ყა­ვი მას­ში, მაგ­რამ მგო­ნი­ა, ესეც ჭო­რია და არა­ნა­ი­რი კა­სე­ტა არ არ­სე­ბობს. სა­ნა­ი­ას საქ­მე, ღმერ­თმა აცხ­ო­ნოს, უფ­რო მომავალი "ნა­ცე­ბის" ამ­ბა­ვი იყო. შე­ვარ­დნა­ძის­თვის ძი­რი რომ გა­მო­ეთხ­ა­რათ და მი­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლი და­ე­თე­სათ, მა­სებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის­თვის სჭირ­დე­ბო­დათ მი­სი სიკ­ვდი­ლი. მგო­ნი­ა, ამათ თვი­თონ­ვე მოკ­ლეს ეგ სა­ცო­და­ვი და შე­ვარ­დნა­ძეს გა­და­აბ­რა­ლეს.

არქივიდან

ვინ გაიტაცა ცისკარიშვილი და მისი საცოლე

"არა მარტო შსს, არამედ უშიშროების სამინისტროც უკვე კომპრომეტირებულია. შეიძლება შეგნებულადაც არის გაკეთებული. დავსვათ კითხვა: რამდენი კურდღლის დაჭერას შეეცადა ამ ტერაქტის ორგანიზატორი? ფაქტია, რომ შეურაცხყოფილია მთელი სახელმწიფო, პრეზიდენტი, პარლამენტი და მისი ხელმძღვანელობა".

გაზეთი "კვირის პალიტრა".

2001 წლის მაისი, ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ