კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარადიულმა ახალგაზრდობამ ქალს სამი ოჯახი დაუნგრია
მარადიულმა ახალგაზრდობამ ქალს სამი ოჯახი დაუნგრია

47 წლის ბრი­ტა­ნე­ლი ენ ბოლ­ტო­ნი ყვე­ლა­ფერ­ზეა წამ­სვლე­ლი, რომ მის სა­ხეს და­ბე­რე­ბის რა­ი­მე ნი­შა­ნი შე­ე­ტოს. ის "მა­რა­დი­უ­ლი ახალ­გაზ­რდო­ბის წყევ­ლით" იტან­ჯე­ბა.

24 წლის ასაკ­ში ენი ცო­ლად მის თა­ნა­ტოლ კრის­ტო­ფერ ბოლ­ტონს გაყ­ვა. თავ­და­პირ­ვე­ლად წყვი­ლი ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ 5 წლის შემ­დეგ ოჯახ­ში კონ­ფლიქ­ტის სა­ფუძ­ვე­ლი გაჩ­ნდა. ჩხუ­ბის მი­ზე­ზი უმე­ტე­სად ის იყო, რომ ენს სი­ბე­რე გვერდს უვ­ლი­და. მის სა­ხეს წლებ­თან ერ­თად არ­ცერ­თი ნა­ო­ჭი არ გას­ჩე­ნია.

"სა­ნამ 30 წელი შე­მის­რულ­დე­ბო­და, ჩემ­მა მე­უღ­ლემ შე­ამ­ჩნია, რომ ჩემ­ზე გა­ცი­ლე­ბით პა­ტა­რა ბი­ჭე­ბის ყუ­რა­დღე­ბას ვიქ­ცევ­დი და ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და­ი­წყო. წლებ­თან ერ­თად ჩვენს გა­რეგ­ნო­ბას შო­რის იმ­ხე­ლა სხვა­ო­ბა გაჩ­ნდა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ჩემს მე­უღ­ლეს გა­დახ­რე­ბის მქო­ნედ მი­იჩ­ნევ­დნენ. მათ ეგო­ნათ, რომ კრის­ტო­ფე­რი მას­ზე გა­ცი­ლე­ბით ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა­ზე და­ქორ­წინ­და, არა­და ტო­ლე­ბი ვართ. ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დე, რომ უფრო ხნი­ე­რი გა­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ სა­სურ­ველ შე­დეგს ვერ მი­ვაღ­წიე", - აცხა­დებს 47 წლის ენი.

წყვილ­მა ერ­თად 8 წელი იცხოვ­რა. მათ 2 შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, თუმ­ცა ამან ენის მე­უღ­ლე ვერ შე­ა­ჩე­რა. ის ცოლს მა­ინც გა­ე­ყა­რა, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბის რის­ხვა აე­რი­დე­ბი­ნა.

ორი შვი­ლის დე­დამ გან­ქორ­წი­ნე­ბა რთუ­ლად გა­და­ი­ტა­ნა. ის ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ექ­ცია მას­ზე გა­ცი­ლე­ბით პა­ტა­რა ბი­ჭე­ბის­თვის, რო­მელ­თაც ენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაბ­მა სურ­დათ. გან­ქორ­წი­ნე­ბი­დან 4 წლის შემ­დეგ "უბე­რე­ბელ­მა" ქალ­მა ბრა­ი­ან გრე­ჰა­მი გა­იც­ნო, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამა­ყობ­და ენის გა­რეგ­ნო­ბით.

"ის კომ­პლი­მენ­ტე­ბით მა­ნე­ბივ­რებ­და. რო­დე­საც ორი შვი­ლი, ჯე­ი­კო­ბი და ჯო­შუა გა­ვუ­ჩი­ნე, მა­ში­ნაც უბედ­ნი­ე­რე­სი იყო. ჩემი გა­რეგ­ნო­ბა არც მშო­ბი­ა­რო­ბას შე­უც­ვლია. მაგ­რამ რო­დე­საც ბრა­ი­ანს 42 წელი შე­უს­რულ­და, მა­რა­დი­უ­ლი ახალ­გაზ­რდო­ბის წყევ­ლამ კვლავ იჩი­ნა თავი. ჩემს მე­უღ­ლეს აღი­ზი­ა­ნებ­და ხალ­ხის კი­თხვე­ბი, მისი შვი­ლი ვი­ყა­ვი თუ და", - იხ­სე­ნებს მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მო­წყო­ბას ენი 32 წლის პოლ სმიტ­თან შე­ე­ცა­და, თუმ­ცა ამ­ჯე­რა­დაც ყვე­ლა­ფე­რი კრა­ხით დას­რულ­და.

ქალ­მა მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა შვი­ლებ­ზე გა­და­ი­ტა­ნა, თუმ­ცა პრობ­ლე­მებ­მა აქაც იჩი­ნა თავი. უფ­როს­მა ვა­ჟიშ­ვი­ლებ­მა დე­დის­გან თავი შორს და­ი­ჭი­რეს, რად­გან გო­გო­ნე­ბი ეჭ­ვი­ა­ნობ­დნენ. ყვე­ლას ეგო­ნა, რომ ენი მათი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო.

"ჩემი შვი­ლე­ბის მე­გო­ბარ გო­გო­ნებს არ მოვ­წონ­დი. და­ო­ჯა­ხე­ბულ ქა­ლებს ხომ სა­ერ­თოდ...ქმრებს მა­რი­დებ­დნენ. ყო­ველ დი­ლით იმ იმე­დით ვიღ­ვი­ძებ, რომ სარ­კე­ში ჩა­ხედ­ვი­სას ერთ ნა­ოჭს მა­ინც აღ­მო­ვა­ჩენ სა­ხე­ზე, მაგ­რამ ჩემი კანი ისევ ისე­თია, რო­გორც წლე­ბის წინ. ჩემი ახალ­გაზ­რდო­ბა ნამ­დვილ წყევ­ლად მექ­ცა", - აცხა­დებს ენ ბოლ­ტო­ნი, რო­მე­ლიც უკვე ბე­ბია გახ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

მარადიულმა ახალგაზრდობამ ქალს სამი ოჯახი დაუნგრია

მარადიულმა ახალგაზრდობამ ქალს სამი ოჯახი დაუნგრია

47 წლის ბრიტანელი ენ ბოლტონი ყველაფერზეა წამსვლელი, რომ მის სახეს დაბერების რაიმე ნიშანი შეეტოს. ის "მარადიული ახალგაზრდობის წყევლით" იტანჯება.

24 წლის ასაკში ენი ცოლად მის თანატოლ კრისტოფერ ბოლტონს გაყვა. თავდაპირველად წყვილი ბედნიერად ცხოვრობდა, მაგრამ 5 წლის შემდეგ ოჯახში კონფლიქტის საფუძველი გაჩნდა. ჩხუბის მიზეზი უმეტესად ის იყო, რომ ენს სიბერე გვერდს უვლიდა. მის სახეს წლებთან ერთად არცერთი ნაოჭი არ გასჩენია.

"სანამ 30 წელი შემისრულდებოდა, ჩემმა მეუღლემ შეამჩნია, რომ ჩემზე გაცილებით პატარა ბიჭების ყურადღებას ვიქცევდი და ეჭვიანობა დაიწყო. წლებთან ერთად ჩვენს გარეგნობას შორის იმხელა სხვაობა გაჩნდა, რომ ადამიანები ჩემს მეუღლეს გადახრების მქონედ მიიჩნევდნენ. მათ ეგონათ, რომ კრისტოფერი მასზე გაცილებით ახალგაზრდა გოგონაზე დაქორწინდა, არადა ტოლები ვართ. ყველაფერი ვცადე, რომ უფრო ხნიერი გამოვჩენილიყავი, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიე", - აცხადებს 47 წლის ენი.

წყვილმა ერთად 8 წელი იცხოვრა. მათ 2 შვილი შეეძინათ, თუმცა ამან ენის მეუღლე ვერ შეაჩერა. ის ცოლს მაინც გაეყარა, რათა საზოგადოების რისხვა აერიდებინა.

ორი შვილის დედამ განქორწინება რთულად გადაიტანა. ის ყველანაირად ცდილობდა ყურადღება არ მიექცია მასზე გაცილებით პატარა ბიჭებისთვის, რომელთაც ენთან ურთიერთობის გაბმა სურდათ. განქორწინებიდან 4 წლის შემდეგ "უბერებელმა" ქალმა ბრაიან გრეჰამი გაიცნო, რომელიც ყოფილი მეუღლისგან განსხვავებით, ამაყობდა ენის გარეგნობით.

"ის კომპლიმენტებით მანებივრებდა. როდესაც ორი შვილი, ჯეიკობი და ჯოშუა გავუჩინე, მაშინაც უბედნიერესი იყო. ჩემი გარეგნობა არც მშობიარობას შეუცვლია. მაგრამ როდესაც ბრაიანს 42 წელი შეუსრულდა, მარადიული ახალგაზრდობის წყევლამ კვლავ იჩინა თავი. ჩემს მეუღლეს აღიზიანებდა ხალხის კითხვები, მისი შვილი ვიყავი თუ და", - იხსენებს მრავალშვილიანი დედა.

პირადი ცხოვრების მოწყობას ენი 32 წლის პოლ სმიტთან შეეცადა, თუმცა ამჯერადაც ყველაფერი კრახით დასრულდა.

ქალმა მთელი ყურადღება შვილებზე გადაიტანა, თუმცა პრობლემებმა აქაც იჩინა თავი. უფროსმა ვაჟიშვილებმა დედისგან თავი შორს დაიჭირეს, რადგან გოგონები ეჭვიანობდნენ. ყველას ეგონა, რომ ენი მათი შეყვარებული იყო.

"ჩემი შვილების მეგობარ გოგონებს არ მოვწონდი. დაოჯახებულ ქალებს ხომ საერთოდ...ქმრებს მარიდებდნენ. ყოველ დილით იმ იმედით ვიღვიძებ, რომ სარკეში ჩახედვისას ერთ ნაოჭს მაინც აღმოვაჩენ სახეზე, მაგრამ ჩემი კანი ისევ ისეთია, როგორც წლების წინ. ჩემი ახალგაზრდობა ნამდვილ წყევლად მექცა", - აცხადებს ენ ბოლტონი, რომელიც უკვე ბებია გახდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს