სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ სანიკიძე - "მივიღე ეს გადაწყვეტილება და რა არის აქ საგანგაშო?"
თამარ სანიკიძე - "მივიღე ეს გადაწყვეტილება და რა არის აქ საგანგაშო?"

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში ახალ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა ხმა­უ­რით და­ი­წყო. სა­მი­ნის­ტრო­დან გა­უშ­ვა წი­ნა­მორ­ბე­დის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე­ე­ბი, მათ ად­გილ­ზე კი ახა­ლი მო­ად­გი­ლე­ე­ბის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს უკვე აუ­წყა. ახა­ლი მი­ნის­ტრის ამ ნა­ბი­ჯ­მა "რეს­პუბ­ლი­კუ­რი" პარ­ტი­ის კან­დი­და­ტი დრო­ე­ბით მა­ინც უმუ­შევ­რად და­ტო­ვა. სა­მი­ნის­ტროს ირ­გვლივ ატე­ხილ­მა ხმა­ურ­მა თა­ვად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც გა­ნაც­ვიფ­რა, ახალ მი­ნისტრს "კერ­კე­ტი კა­კა­ლი" უწო­და.

რა გახ­და სა­მი­ნის­ტრო­ში ცვლი­ლე­ბის მი­ზე­ზი, ამის შე­სა­ხებ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა თა­მარ სა­ნი­კი­ძემ ისა­უბ­რა:

- უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მაქვს მო­ნი­ჭე­ბუ­ლი რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის მი­ნისტრს, მაძ­ლევს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ვი­ღო. მე შე­ვა­ფა­სე ის ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს სა­მი­ნის­ტრო­ში, გა­დავ­ხე­დე სპე­ცი­ფი­კას და სა­მო­მავ­ლო პრო­ექ­ტებს და გა­დავ­წყვი­ტე, შე­მეც­ვა­ლა მო­ად­გი­ლე­ე­ბი. მე მჭირ­დე­ბა უშუ­ა­ლოდ გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი იმი­ტომ, რომ საქ­მე გვაქვს რე­ფორ­მას­თან, კა­ნო­ნებ­სა და იმ რე­გუ­ლა­ცი­ებ­თან, რო­მე­ლიც სპე­ცი­ფი­კუ­რად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კუ­თხით არის და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი. მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და სწო­რა­დაც მო­ვი­ქე­ცი.

- გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის დროს არ გჭირ­დე­ბო­დათ გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თუ წინა მი­ნის­ტრმა ამ მხრივ შეც­დო­მა და­უშ­ვა?

- არ ვიცი, გი­ორ­გიმ რო­გორ იხელ­მძღვა­ნე­ლა, მაგ­რამ მე ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბა მაქვს. რო­დე­საც მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მო­ვი­და მი­ნის­ტრად, და­ნიშ­ნა მო­ად­გი­ლე­ე­ბი. და­ი­ნიშ­ნა ახა­ლი მი­ნის­ტრი და მო­ად­გი­ლე­ებ­საც ავ­ტო­მა­ტუ­რად შე­უ­წყდა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა. რა არის აქ სა­გან­გა­შო? წინა მი­ნის­ტრმა ჩათ­ვა­ლა სა­ჭი­როდ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ჰყო­ლო­და მო­ად­გი­ლედ, მე კი ვთვლი, სხვე­ბი შევ­თა­ვა­ზო პრე­მი­ერ-მი­ნისტრს.

- და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა არა­ერ­თხელ გა­აკ­რი­ტი­კა მთავ­რო­ბა. მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი ხომ არ გახ­და მი­ზე­ზი სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო სტრუქ­ტუ­რის­გან მისი ჩა­მო­შო­რე­ბი­სა?

- ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კვა­ლი არ იკ­ვე­თე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე, რომ მსგავ­სი მო­საზ­რე­ბე­ბი არ გა­ჩე­ნი­ლი­ყო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ამის შემ­დეგ, თუ ვინ­მე ისევ პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვებ­ზე და­ი­წყებს სა­უ­ბარს, ეს მათი სუ­ბი­ექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა.

მინ­დო­და, მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა სუფ­თა ფურ­ცლი­დან და­მე­წყო, რის გა­მოც სა­ჭი­როდ ჩავ­თვა­ლე ძვე­ლი მო­ად­გი­ლე­ე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ახ­ლე­ბის და­ნიშ­ვნა.

- შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ, ვინ გა­ნი­ხი­ლე­ბა თქვენს მო­ად­გი­ლე­ე­ბად?

- რამ­დე­ნი­მე სპე­ცი­ა­ლის­ტი მყავს შერ­ჩე­უ­ლი, წარ­ვუდ­გენ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

თამარ სანიკიძე - "მივიღე ეს გადაწყვეტილება და რა არის აქ საგანგაშო?"

თამარ სანიკიძე - "მივიღე ეს გადაწყვეტილება და რა არის აქ საგანგაშო?"

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ახალმა ხელმძღვანელმა უფლება-მოვალეობის შესრულება ხმაურით დაიწყო. სამინისტროდან გაუშვა წინამორბედის, გიორგი მარგველაშვილის მოადგილეები, მათ ადგილზე კი ახალი მოადგილეების დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრს უკვე აუწყა. ახალი მინისტრის ამ ნაბიჯმა "რესპუბლიკური" პარტიის კანდიდატი დროებით მაინც უმუშევრად დატოვა. სამინისტროს ირგვლივ ატეხილმა ხმაურმა თავად ბიძინა ივანიშვილიც განაცვიფრა, ახალ მინისტრს "კერკეტი კაკალი" უწოდა.

რა გახდა სამინისტროში ცვლილების მიზეზი, ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ისაუბრა:

- უფლებამოსილება, რომელიც მაქვს მონიჭებული როგორც განათლების მინისტრს, მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მივიღო. მე შევაფასე ის ვითარება, რომელიც არსებობს სამინისტროში, გადავხედე სპეციფიკას და სამომავლო პროექტებს და გადავწყვიტე, შემეცვალა მოადგილეები. მე მჭირდება უშუალოდ განათლების სპეციალისტი იმიტომ, რომ საქმე გვაქვს რეფორმასთან, კანონებსა და იმ რეგულაციებთან, რომელიც სპეციფიკურად საგანმანათლებლო კუთხით არის დასამუშავებელი. მივიღე ეს გადაწყვეტილება და სწორადაც მოვიქეცი.

- გიორგი მარგველაშვილის დროს არ გჭირდებოდათ განათლების სპეციალისტები თუ წინა მინისტრმა ამ მხრივ შეცდომა დაუშვა?

- არ ვიცი, გიორგიმ როგორ იხელმძღვანელა, მაგრამ მე ჩემი შეხედულება მაქვს. როდესაც მარგველაშვილი მოვიდა მინისტრად, დანიშნა მოადგილეები. დაინიშნა ახალი მინისტრი და მოადგილეებსაც ავტომატურად შეუწყდა უფლებამოსილება. რა არის აქ საგანგაშო? წინა მინისტრმა ჩათვალა საჭიროდ ზურაბიშვილი ჰყოლოდა მოადგილედ, მე კი ვთვლი, სხვები შევთავაზო პრემიერ-მინისტრს.

- დავით ზურაბიშვილმა არაერთხელ გააკრიტიკა მთავრობა. მისი განცხადებები ხომ არ გახდა მიზეზი საპასუხისმგებლო სტრუქტურისგან მისი ჩამოშორებისა?

- ჩემს გადაწყვეტილებაში არანაირი პოლიტიკური კვალი არ იკვეთება. ყველაფერი გავაკეთე, რომ მსგავსი მოსაზრებები არ გაჩენილიყო საზოგადოებაში. ამის შემდეგ, თუ ვინმე ისევ პოლიტიკურ მოტივებზე დაიწყებს საუბარს, ეს მათი სუბიექტური გადაწყვეტილება იქნება.

მინდოდა, მოვალეობის შესრულება სუფთა ფურცლიდან დამეწყო, რის გამოც საჭიროდ ჩავთვალე ძველი მოადგილეების გათავისუფლება და ახლების დანიშვნა.

- შეგიძლიათ გვითხრათ, ვინ განიხილება თქვენს მოადგილეებად?

- რამდენიმე სპეციალისტი მყავს შერჩეული, წარვუდგენ პრემიერ-მინისტრს და საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა