მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საუცხოო სნობიზმი", ანუ უინძორთა მემკვიდრე საქართველოსაც გაუჩნდა
"საუცხოო სნობიზმი", ანუ უინძორთა მემკვიდრე საქართველოსაც გაუჩნდა

თით­ქმის ერთი კვი­რაა, ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო თუ არა, ქარ­თვე­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი მა­ინც, ქეით მიდლტონ­თან ერ­თად "იჭინ­თე­ბო­და" და რო­გორც იქნა, ინ­გლი­სის ტახ­ტის მემ­კვიდ­რე შვეს. ჩვენ­თან სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პა­ტა­რა მემ­კვიდ­რის და­ბა­დე­ბას თო­ფის გას­რო­ლა არა, მაგ­რამ ისე­თი შე­ძა­ხი­ლე­ბი მოჰ­ყვა, ზო­გი­ერთ ნაც­ნობ-ახ­ლო­ბელს აღტყი­ნე­ბუ­ლი სტა­ტუ­სე­ბის გამო - "ბი­ჭია! ბიჭი!" "ვაჟ­კა­ცი და­ი­ბა­და!" და ა.შ. - კი­ნა­ღამ ოჯა­ხის წევ­რის და­ბა­დე­ბა მი­ვუ­ლო­ცე. იმათ კი სნო­ბუ­რი ქედ­მაღ­ლო­ბით მი­პა­სუ­ხეს, - ეე, სადა ბა­ნა­ობ, ქე­ით­მა იმ­შო­ბი­ა­რაო.

ღმერ­თმა და­ლო­ცოს ინ­გლი­სის ტახ­ტის მემ­კვიდ­რე და სა­მე­ფო კარი. შე­სა­ნიშ­ნა­ვია კარ­გი ოჯა­ხის გამ­რავ­ლე­ბა და ახა­ლი ადა­მი­ა­ნის და­ბა­დე­ბა, მაგ­რამ მისი და­ბა­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ქარ­თველ­თა ემო­ცი­ე­ბი გა­და­მე­ტე­ბუ­ლად მო­მეჩ­ვე­ნა და ორი­ო­დე წლის წინ მომ­ხდა­რი ერთი ძა­ლი­ან კარ­გი ამ­ბა­ვი და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი ხალ­ხის რე­აქ­ცია გა­მახ­სენ­და: 2011 წლის 27 სექ­ტემ­ბერს და­ი­ბა­და პა­ტა­რა გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ონ-ბაგ­რა­ტი­ო­ნი, ანა და და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის ვაჟი, ორი სა­მე­ფო შტოს სა­მუ­და­მოდ გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი. მას, რო­გორც სა­მე­ფო გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნელს, ეტი­კე­ტის შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ერ სა­მე­ფო ოჯახ­ში მის უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ამ ტი­ტუ­ლით მოხ­სე­ნი­ე­ბას ამ­ბა­ვი მოჰ­ყვა!.. რა უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა, რა ტახ­ტის მემ­კვიდ­რე, ეგ ასე­თი და ისე­თი მშობ­ლე­ბის შვი­ლიო. რა მეფე, რის მე­ფეო!.. მოკ­ლედ, ხალ­ხის ნა­წი­ლი ფსი­ქოზ­მა შე­ი­პყრო და არა მარ­ტო ახალ­შო­ბი­ლის და­ლოც­ვა და­ა­ვი­წყდათ, ერთი ამ­ბა­ვი ატე­ხეს, რაღა დროს უფ­ლის­წუ­ლო­ბა და ტახ­ტის აღ­დგე­ნა­ზე ფიქ­რია, ეგ ამ­ბა­ვი 210 წლის წინ დამ­თავ­რდა, რო­დე­საც რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ტახ­ტი მი­ი­ტა­ცაო!

რუ­სეთს ვგმობთ, მტერს, მა­თხო­ვარს, უნა­მუ­სოს და ოკუ­პანტს ვუ­წო­დებთ და უც­ნა­უ­რია, რომ რო­გორც კი ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო ოჯა­ხის ამ­ბებს ან ტახ­ტის აღ­დგე­ნას ეხე­ბა საქ­მე, გავ­კი­ვით, რუ­სებ­მა ეგ ყვე­ლა­ფე­რი დიდი ხნის წინ და­ა­სა­მა­რეს და მე­ფო­ბა­ზე ლა­პა­რა­კიც მოკ­ვდაო. ტახ­ტის წარ­თმე­ვის შემ­დეგ რუ­სუ­ლი იმ­პე­რია ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის და­უ­ძი­ნე­ბელ მტრად იქცა და მათ არა­თუ ხმა­უ­რი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის უფ­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ჰქონ­დათ, სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ. 1924 წლი­დან ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის გვა­რის ჟლე­ტა ბოლ­შე­ვი­კე­ბის ჩვე­უ­ლე­ბად იქცა. მარ­ტო ერთ ღა­მე­ში ბაგ­რა­ტი­ონ­თა გვა­რის 20-ზე მეტი ქალი, კაცი და ბავ­შვი დახ­ვრი­ტეს. ეს სის­ხლი­ა­ნი ის­ტო­რია "აივ­ნე­ბის" დახ­ვრე­ტის სა­ხე­ლით დარ­ჩა სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს მა­ტი­ა­ნე­ში. სო­ფელ აბა­ნო­ში მცხოვ­რებ ბაგ­რა­ტი­ონ-და­ვი­თიშ­ვი­ლებს ბოლ­შე­ვი­კე­ბი ეზო­დან ეძახ­დნენ და აი­ვან­ზე გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ხვრეტ­დნენ. ამ ტრა­გე­დი­ას მა­შინ ერ­თა­დერ­თი ბავ­შვი გა­და­ურ­ჩა, გივი ბაგ­რა­ტი­ო­ნი, რო­მე­ლიც გა­რეთ ავად­მყო­ფო­ბის გამო ვერ გა­ვი­და.

პა­ტა­რა გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ონ-ბაგ­რა­ტი­ო­ნის და­ბა­დე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოდ და­ემ­თხვა 27 სექ­ტემ­ბერს, სო­ხუ­მის და­ცე­მის მე-18 წლის­თავს. აფხა­ზე­თის და­ცე­მის დღეს პა­ტა­რა ბი­ჭის მოვ­ლი­ნე­ბით ერ­თმა­ნეთ­თან მო­ქიშ­პე ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის ორი შტო და­ზავ­და, გა­ერ­თი­ან­დნენ, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბაც ხომ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ აფხა­ზე­თი­დან და­ი­წყო...

მო­ნუ­რი სნო­ბიზ­მის მსგავ­სი რამ გვჭირს. ჩვე­ნი­ა­ნის წარ­მა­ტე­ბა არ გვა­ხა­რებს, გვშურს, გვძულს, უცხოს­თვის კი ვგიჟ­დე­ბით.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"საუცხოო სნობიზმი", ანუ უინძორთა მემკვიდრე საქართველოსაც გაუჩნდა

"საუცხოო სნობიზმი", ანუ უინძორთა მემკვიდრე საქართველოსაც გაუჩნდა

თითქმის ერთი კვირაა, ნახევარი საქართველო თუ არა, ქართველების დიდი ნაწილი მაინც, ქეით მიდლტონთან ერთად "იჭინთებოდა" და როგორც იქნა, ინგლისის ტახტის მემკვიდრე შვეს. ჩვენთან სოციალურ ქსელებში პატარა მემკვიდრის დაბადებას თოფის გასროლა არა, მაგრამ ისეთი შეძახილები მოჰყვა, ზოგიერთ ნაცნობ-ახლობელს აღტყინებული სტატუსების გამო - "ბიჭია! ბიჭი!" "ვაჟკაცი დაიბადა!" და ა.შ. - კინაღამ ოჯახის წევრის დაბადება მივულოცე. იმათ კი სნობური ქედმაღლობით მიპასუხეს, - ეე, სადა ბანაობ, ქეითმა იმშობიარაო.

ღმერთმა დალოცოს ინგლისის ტახტის მემკვიდრე და სამეფო კარი. შესანიშნავია კარგი ოჯახის გამრავლება და ახალი ადამიანის დაბადება, მაგრამ მისი დაბადებით გამოწვეული ქართველთა ემოციები გადამეტებულად მომეჩვენა და ორიოდე წლის წინ მომხდარი ერთი ძალიან კარგი ამბავი და ამასთან დაკავშირებული ჩვენი ხალხის რეაქცია გამახსენდა: 2011 წლის 27 სექტემბერს დაიბადა პატარა გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი, ანა და დავით ბაგრატიონების ვაჟი, ორი სამეფო შტოს სამუდამოდ გამაერთიანებელი. მას, როგორც სამეფო გვარის წარმომადგენელს, ეტიკეტის შესაბამისად, ნებისმიერ სამეფო ოჯახში მის უდიდებულესობად მოიხსენიებენ, მაგრამ სოციალურ ქსელებში ამ ტიტულით მოხსენიებას ამბავი მოჰყვა!.. რა უდიდებულესობა, რა ტახტის მემკვიდრე, ეგ ასეთი და ისეთი მშობლების შვილიო. რა მეფე, რის მეფეო!.. მოკლედ, ხალხის ნაწილი ფსიქოზმა შეიპყრო და არა მარტო ახალშობილის დალოცვა დაავიწყდათ, ერთი ამბავი ატეხეს, რაღა დროს უფლისწულობა და ტახტის აღდგენაზე ფიქრია, ეგ ამბავი 210 წლის წინ დამთავრდა, როდესაც რუსეთის იმპერიამ საქართველოს სამეფო ტახტი მიიტაცაო!

რუსეთს ვგმობთ, მტერს, მათხოვარს, უნამუსოს და ოკუპანტს ვუწოდებთ და უცნაურია, რომ როგორც კი ქართული სამეფო ოჯახის ამბებს ან ტახტის აღდგენას ეხება საქმე, გავკივით, რუსებმა ეგ ყველაფერი დიდი ხნის წინ დაასამარეს და მეფობაზე ლაპარაკიც მოკვდაო. ტახტის წართმევის შემდეგ რუსული იმპერია ბაგრატიონების დაუძინებელ მტრად იქცა და მათ არათუ ხმაურიანი ქორწინების უფლება და შესაძლებლობა არ ჰქონდათ, სასტიკად უსწორდებოდნენ. 1924 წლიდან ბაგრატიონების გვარის ჟლეტა ბოლშევიკების ჩვეულებად იქცა. მარტო ერთ ღამეში ბაგრატიონთა გვარის 20-ზე მეტი ქალი, კაცი და ბავშვი დახვრიტეს. ეს სისხლიანი ისტორია "აივნების" დახვრეტის სახელით დარჩა საქართველოს უახლეს მატიანეში. სოფელ აბანოში მცხოვრებ ბაგრატიონ-დავითიშვილებს ბოლშევიკები ეზოდან ეძახდნენ და აივანზე გამოსვლისთანავე ხვრეტდნენ. ამ ტრაგედიას მაშინ ერთადერთი ბავშვი გადაურჩა, გივი ბაგრატიონი, რომელიც გარეთ ავადმყოფობის გამო ვერ გავიდა.

პატარა გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონის დაბადება საინტერესოდ დაემთხვა 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის მე-18 წლისთავს. აფხაზეთის დაცემის დღეს პატარა ბიჭის მოვლინებით ერთმანეთთან მოქიშპე ბაგრატიონების ორი შტო დაზავდა, გაერთიანდნენ, საქართველოს გაერთიანებაც ხომ საუკუნეების წინ აფხაზეთიდან დაიწყო...

მონური სნობიზმის მსგავსი რამ გვჭირს. ჩვენიანის წარმატება არ გვახარებს, გვშურს, გვძულს, უცხოსთვის კი ვგიჟდებით.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია