სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მგზავრებო, "კანფეტებიანი მძღოლი" გასაჭირშია!
მგზავრებო, "კანფეტებიანი მძღოლი" გასაჭირშია!

თე­მის გაგ­რძე­ლე­ბა

მძღო­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა მგზავრს ღი­მი­ლი­თა და კან­ფე­ტით ასა­ჩუქ­რებს, გა­სა­ჭირ­შია. თუმ­ცა, სა­ნამ ამის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ, შე­გახ­სე­ნებთ "კან­ფე­ტე­ბი­ან ძიას", რო­მე­ლიც "კვი­რის პა­ლიტ­რამ" რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­აც­ნო მკი­თხველს.

ქუ­თა­ი­სე­ლი თე­მუ­რი თბი­ლის­ში, N66-ის ხაზ­ზე მოძ­რა­ვი ყვი­თე­ლი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის მძღო­ლია. მას­თან მგზავ­რო­ბა ყვე­ლას მოს­წონს, რად­გან ტრან­სპორ­ტში ას­ვლის­თა­ნა­ვე კან­ფეტს გიწ­ვდის და გი­ღი­მის, გე­მოვ­ნე­ბი­ან მუ­სი­კას გას­მე­ნი­ნებს, სი­ცხე­ში კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ჩარ­თვა არ ავი­წყდე­ბა... ქარ­თვე­ლი მძღო­ლე­ბის­თვის უჩ­ვე­უ­ლო საქ­ცი­ე­ლის გამო თა­ვი­დან იბ­ნე­ვი, მგზავ­რე­ბის­კენ იხე­დე­ბი და მათი მხი­ა­რუ­ლი სა­ხე­ე­ბის და­ნახ­ვა­ზე ცდი­ლობ, გა­არ­კვიო, რა ხდე­ბა. შემ­დეგ კი სა­მუ­და­მოდ გა­მახ­სოვ­რდე­ბა, რომ ქა­ლაქ­ში ყვი­თე­ლი "მარ­შრუტ­კით" და­დის კაცი, რო­მე­ლიც სი­კე­თეს და ღი­მილს თე­სავს. ყვე­ლა მგზავრს გვე­გო­ნა, რომ თე­მუ­რი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი კა­ცია, მას კი თურ­მე თავ­შე­სა­ფა­რიც არა აქვს და უკვე 4 წე­ლია, გა­სა­ჭირ­ში ცხოვ­რობს, ცოლ-შვი­ლის­გან შორს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სით­ბო და სი­კე­თე არა­ვის­თვის ენა­ნე­ბა.

2008 წელს უმ­ძი­მეს ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოყ­ვა. 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­დან აწყობ­დნენ ექი­მე­ბი. გა­დარ­ჩა, მაგ­რამ ერ­თბა­შად და­კარ­გა ჯან­მრთე­ლო­ბა, სახ­ლი, ქო­ნე­ბა. დარ­ჩა ღია ცის ქვეშ ოჯახ­თან ერ­თად. მე­უღ­ლე და 19 წლის ვაჟი დღეს და­გი­რა­ვე­ბულ ბი­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ ქუ­თა­ის­ში. მი­ტო­ვე­ბუ­ლი ჰყავს მო­ხუ­ცი დედა.

თე­მუ­რი კარ­გა ხანს ღა­მეს ღია ცის­ქვეშ ათევ­და, სა­ნამ მუ­ხი­ან­ში, სა­ბავ­შვო ბა­ღის შე­ნო­ბა­ში ერ­თმა მო­ხუც­მა არ შე­ი­ფა­რა. მა­ნამ­დე მო­ნას­ტერ­შიც იცხოვ­რა. აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე ბერი უნდა გამ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ წა­მო­ვი­და და მძღო­ლი გახ­და. "ჩემი ვალი და ტვირ­თი ვერ ავ­კი­დე ოჯახს, ისე­დაც მძი­მე დღე­ში ჩა­ვარ­დნილს. ვერ გავ­ბე­დე, მხო­ლოდ ღვთის­თვის მი­მენ­დო მათი თავი და წა­მო­ვე­დი მო­ნას­ტრი­დან, იქ­ნებ რა­ღაც საქ­მე ვნა­ხო, რომ ვალი გა­ვის­ტუმ­რო და შვი­ლი აღარ შე­მი­წუ­ხოს ვინ­მემ-მეთ­ქი. წე­ლი­წად­ზე მე­ტია ვმუ­შა­ობ და იმე­დი გა­მიჩ­ნდა, რომ ისევ და­ვა­ლა­გებ ცხოვ­რე­ბას", - იხ­სე­ნებს თე­მუ­რი. ღმერ­თმა გად­მო­ხე­და და თბი­ლი­სის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ზე ცხრა ღა­მის გა­თე­ნე­ბის შემ­დეგ უც­ნობ­მა ახალ­გაზ­რდამ სამ­სა­ხუ­რი აპოვ­ნი­ნა. სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის გა­რაჟ­ში თით­ქმის მა­შინ­ვე აიყ­ვა­ნეს მძღო­ლად. მას შემ­დეგ თვე­ში ერ­თდრო­უ­ლად სამ ვალს ის­ტუმ­რებს, ერთი წლის ბო­ლოს დამ­თავ­რდე­ბა, ორ­საც წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში მორ­ჩე­ბა, მაგ­რამ კი­დევ რჩე­ბა ვალი, 12 ათა­სი დო­ლა­რი. არა­ფე­რია, ღმერ­თი შე­მაძ­ლე­ბი­ნებს და მა­გა­საც გა­ვის­ტუმ­რე­ბო, - ამ­ბობს სევ­დი­ა­ნი ღი­მი­ლით, მაგ­რამ საქ­მე არც ისე იო­ლად არის, რო­გორც ერთი შე­ხედ­ვით ჩანს. ამ კე­თილ მძღოლს მა­სა­ვით კე­თი­ლი მე­გობ­რე­ბი ჰყავს. ავ­ტო­ა­ვა­რი­ამ­დე, სა­ნამ საქ­მე კარ­გად მის­დი­ო­და, ბიზ­ნე­სის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად ფული დას­ჭირ­და და რად­გან ბან­კმა გა­უ­ჭი­ა­ნუ­რა კრე­დი­ტის მი­ცე­მა, საქ­მე კი არ იც­დი­და, მე­გო­ბარ­მა შეს­თა­ვა­ზა, ჩემი სახ­ლი და­ვა­გი­რა­ოთ და კერ­ძო პი­რე­ბის­გან ავი­ღოთ ვალი, ამა­სო­ბა­ში ბან­კიც და­გიმ­ტკი­ცებს სესხს და ჩემს ბი­ნა­საც გა­მო­ვიხ­სნი­თო. სამ­წუ­ხა­როდ, მე­გობ­რებს ბედ­მა დას­ცი­ნა. თე­მუ­რი მალე ავა­რი­ა­ში მოყ­ვა და ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა დად­გა. ისე­ვე, რო­გორც მისი ქო­ნე­ბა, მე­გობ­რის სახ­ლიც და­კარ­გვის საფრ­თხის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მგზავრებო, "კანფეტებიანი მძღოლი" გასაჭირშია!

მგზავრებო, "კანფეტებიანი მძღოლი" გასაჭირშია!

თემის გაგრძელება

მძღოლი, რომელიც ყველა მგზავრს ღიმილითა და კანფეტით ასაჩუქრებს, გასაჭირშია. თუმცა, სანამ ამის შესახებ გიამბობთ, შეგახსენებთ "კანფეტებიან ძიას", რომელიც "კვირის პალიტრამ" რამდენიმე თვის წინ გააცნო მკითხველს.

ქუთაისელი თემური თბილისში, N66-ის ხაზზე მოძრავი ყვითელი სამარშრუტო ტაქსის მძღოლია. მასთან მგზავრობა ყველას მოსწონს, რადგან ტრანსპორტში ასვლისთანავე კანფეტს გიწვდის და გიღიმის, გემოვნებიან მუსიკას გასმენინებს, სიცხეში კონდიციონერის ჩართვა არ ავიწყდება... ქართველი მძღოლებისთვის უჩვეულო საქციელის გამო თავიდან იბნევი, მგზავრებისკენ იხედები და მათი მხიარული სახეების დანახვაზე ცდილობ, გაარკვიო, რა ხდება. შემდეგ კი სამუდამოდ გამახსოვრდება, რომ ქალაქში ყვითელი "მარშრუტკით" დადის კაცი, რომელიც სიკეთეს და ღიმილს თესავს. ყველა მგზავრს გვეგონა, რომ თემური ძალიან ბედნიერი კაცია, მას კი თურმე თავშესაფარიც არა აქვს და უკვე 4 წელია, გასაჭირში ცხოვრობს, ცოლ-შვილისგან შორს. მიუხედავად ამისა, სითბო და სიკეთე არავისთვის ენანება.

2008 წელს უმძიმეს ავტოავარიაში მოყვა. 6 თვის განმავლობაში თავიდან აწყობდნენ ექიმები. გადარჩა, მაგრამ ერთბაშად დაკარგა ჯანმრთელობა, სახლი, ქონება. დარჩა ღია ცის ქვეშ ოჯახთან ერთად. მეუღლე და 19 წლის ვაჟი დღეს დაგირავებულ ბინაში ცხოვრობენ ქუთაისში. მიტოვებული ჰყავს მოხუცი დედა.

თემური კარგა ხანს ღამეს ღია ცისქვეშ ათევდა, სანამ მუხიანში, საბავშვო ბაღის შენობაში ერთმა მოხუცმა არ შეიფარა. მანამდე მონასტერშიც იცხოვრა. აღდგომის დღესასწაულზე ბერი უნდა გამხდარიყო, მაგრამ წამოვიდა და მძღოლი გახდა. "ჩემი ვალი და ტვირთი ვერ ავკიდე ოჯახს, ისედაც მძიმე დღეში ჩავარდნილს. ვერ გავბედე, მხოლოდ ღვთისთვის მიმენდო მათი თავი და წამოვედი მონასტრიდან, იქნებ რაღაც საქმე ვნახო, რომ ვალი გავისტუმრო და შვილი აღარ შემიწუხოს ვინმემ-მეთქი. წელიწადზე მეტია ვმუშაობ და იმედი გამიჩნდა, რომ ისევ დავალაგებ ცხოვრებას", - იხსენებს თემური. ღმერთმა გადმოხედა და თბილისის რკინიგზის სადგურზე ცხრა ღამის გათენების შემდეგ უცნობმა ახალგაზრდამ სამსახური აპოვნინა. სამარშრუტო ტაქსების გარაჟში თითქმის მაშინვე აიყვანეს მძღოლად. მას შემდეგ თვეში ერთდროულად სამ ვალს ისტუმრებს, ერთი წლის ბოლოს დამთავრდება, ორსაც წელიწად-ნახევარში მორჩება, მაგრამ კიდევ რჩება ვალი, 12 ათასი დოლარი. არაფერია, ღმერთი შემაძლებინებს და მაგასაც გავისტუმრებო, - ამბობს სევდიანი ღიმილით, მაგრამ საქმე არც ისე იოლად არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამ კეთილ მძღოლს მასავით კეთილი მეგობრები ჰყავს. ავტოავარიამდე, სანამ საქმე კარგად მისდიოდა, ბიზნესის გასაფართოებლად ფული დასჭირდა და რადგან ბანკმა გაუჭიანურა კრედიტის მიცემა, საქმე კი არ იცდიდა, მეგობარმა შესთავაზა, ჩემი სახლი დავაგირაოთ და კერძო პირებისგან ავიღოთ ვალი, ამასობაში ბანკიც დაგიმტკიცებს სესხს და ჩემს ბინასაც გამოვიხსნითო. სამწუხაროდ, მეგობრებს ბედმა დასცინა. თემური მალე ავარიაში მოყვა და ყველაფერი თავდაყირა დადგა. ისევე, როგორც მისი ქონება, მეგობრის სახლიც დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია