მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქსნის N15 დაწესესებულების პატიმრები დახმარებას ითხოვენ
ქსნის N15 დაწესესებულების პატიმრები დახმარებას ითხოვენ

ქსნის N15 და­წე­სე­სე­ბუ­ლე­ბის პა­ტიმ­რე­ბი "გუ­რია ნი­უსს" დახ­მა­რე­ბას სთხო­ვენ. ვრცელ წე­რილ­ში, ისი­ნი პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­წავ­ლას და მათი საქ­მე­ე­ბის გა­და­ხედ­ვას მო­ი­თხო­ვენ. პა­ტი­მარ­თა თქმით, პირ­ველ ეტაპ­ზე პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად შიმ­ში­ლო­ბას 50 მსჯავ­რდე­ბუ­ლი და­ი­წყებს, რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი, რო­გორც ისი­ნი ვა­რა­უ­დო­ბენ, აქ­ცი­ას ასო­ბით მსჯავ­რდე­ბუ­ლი შე­უ­ერ­თდე­ბა.

"ჩვენ უკა­ნო­ნოს არა­ფერს ვი­თხოვთ. პირ­ველ რიგ­ში, გვსურს, რე­ა­ლუ­რად ამოქ­მედ­დეს ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის 25-ე მუხ­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა ისარ­გებ­ლოს თა­ვი­სი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს მიერ გან­ხილ­ვის უფ­ლე­ბით. ამას­თან, პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის საქ­მეს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ად­გი­ლობ­რი­ვი საბ­ჭო იხი­ლავს, რო­მელ­საც ზუ­რაბ ჯი­ბღაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ჯი­ბღაშ­ვი­ლი ყვე­ლა კა­ნონს უგუ­ლე­ბელ­ყოფს და პირ­და­პირ აცხა­დებს უარს პა­ტიმ­რე­ბის ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას სა­შუ­ა­ლოდ 400-600 პა­ტი­მა­რი ითხოვს, აქე­დან 30-40 კაცი კმა­ყო­ფილ­დე­ბა, და­ნარ­ჩე­ნებს კი უა­რით ის­ტუმ­რე­ბენ" - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქსნის N15 დაწესესებულების პატიმრები დახმარებას ითხოვენ

ქსნის N15 დაწესესებულების პატიმრები დახმარებას ითხოვენ

ქსნის N15 დაწესესებულების პატიმრები "გურია ნიუსს" დახმარებას სთხოვენ. ვრცელ წერილში, ისინი პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის საქმიანობის შესწავლას და მათი საქმეების გადახედვას მოითხოვენ. პატიმართა თქმით, პირველ ეტაპზე პროტესტის ნიშნად შიმშილობას 50 მსჯავრდებული დაიწყებს, რამდენიმე დღეში კი, როგორც ისინი ვარაუდობენ, აქციას ასობით მსჯავრდებული შეუერთდება.

"ჩვენ უკანონოს არაფერს ვითხოვთ. პირველ რიგში, გვსურს, რეალურად ამოქმედდეს ამნისტიის შესახებ კანონის 25-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ყველას აქვს უფლება ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით. ამასთან, პირობით ვადამდე გათავისუფლების საქმეს სასჯელაღსრულების სამინისტროს ადგილობრივი საბჭო იხილავს, რომელსაც ზურაბ ჯიბღაშვილი ხელმძღვანელობს. ჯიბღაშვილი ყველა კანონს უგულებელყოფს და პირდაპირ აცხადებს უარს პატიმრების ვადამდე გათავისუფლებაზე. გათავისუფლებას საშუალოდ 400-600 პატიმარი ითხოვს, აქედან 30-40 კაცი კმაყოფილდება, დანარჩენებს კი უარით ისტუმრებენ" - ნათქვამია წერილში.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"