პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო - "არანაირი "ქალიშვილობის დამადასტურებელი" ცნობების გაცემას არ ვაწარმოებთ"
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო - "არანაირი "ქალიშვილობის დამადასტურებელი" ცნობების გაცემას არ ვაწარმოებთ"

ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო არ აწარ­მო­ებს არა­ნა­ი­რი "ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი" ცნო­ბე­ბის გა­ცე­მას, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­დან აც­ნო­ბეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ბი­უ­როს გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო ფი­ზი­კუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის, ასე­ვე სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სა­სა­მარ­თლო ორ­გა­ნო­ე­ბის მო­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე ატა­რებს 450-ზე მეტი ტი­პის სხვა­დას­ხვა სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვას და შე­სა­ბა­მის კვა­ლი­ფი­ცი­ურ დას­კვნას გას­ცემს. ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო არ აწარ­მო­ებს არა­ნა­ი­რი "ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი" ცნო­ბე­ბის გა­ცე­მას. სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბი სქე­სობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის ან/და რა­ი­მე სხვა სა­ხის ძა­ლა­დო­ბის დად­გე­ნის, ასე­ვე გა­მო­ძი­ე­ბის ობი­ექ­ტუ­რად ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით, სარ­გებ­ლო­ბენ სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის მომ­სა­ხუ­რე­ბით. სტა­ტის­ტი­კა, რო­მე­ლიც მოყ­ვა­ნი­ლი იყო ფე­მი­ნის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის მიერ, მო­ი­ცავს ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ და­ნიშ­ნულ ექ­სპერ­ტი­ზებს.

მსგავ­სი სა­ხის ექ­სპერ­ტი­ზას ბი­უ­რო სა­სა­მარ­თლო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის ახორ­ცი­ე­ლებს, რათა დად­გე­ნილ იქ­ნას სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის დროს ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბი. ეს არის სრუ­ლად სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ტი­პის გა­მოკ­ვლე­ვა და დას­კვნა არ შე­ი­ცავს ჩა­ნა­წერს "ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის" შე­სა­ხებ. აღ­ნიშ­ნუ­ლი სცილ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტის კომ­პე­ტენ­ცი­ის სფე­როს. რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ "ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის" დად­გე­ნას, აღ­ნიშ­ნუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ერ კვა­ლი­ფი­ცი­ურ გი­ნე­კო­ლო­გი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. კონ­კრე­ტულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს სულ რამ­დენ­ჯერ­მე მო­მარ­თა სრულ­წლო­ვან­მა ფი­ზი­კურ­მა პირ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის. უშუ­ა­ლოდ სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პი­როვ­ნე­ბას რა მი­ზა­ნი ამოძ­რა­ვებ­და, ეს უკვე ბი­უ­როს კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებს სცილ­დე­ბა.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში გა­სუ­ლი სი­უ­ჟე­ტი ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს დაკ­ვე­თა არ იყო და არც ბი­უ­როს რეკ­ლა­მი­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. სსიპ ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს­თვის გა­უ­გე­ბა­რია მისი მი­სა­მარ­თით აგო­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნია და მი­უ­ღე­ბე­ლია გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ექსპერტიზის ეროვნული ბიურო - "არანაირი "ქალიშვილობის დამადასტურებელი" ცნობების გაცემას არ ვაწარმოებთ"

ექსპერტიზის ეროვნული ბიურო - "არანაირი "ქალიშვილობის დამადასტურებელი" ცნობების გაცემას არ ვაწარმოებთ"

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არ აწარმოებს არანაირი "ქალიშვილობის დამადასტურებელი" ცნობების გაცემას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტიზის ბიუროდან აცნობეს.

"ინტერპრესნიუსი" სამხარაულის სახელობის ბიუროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე საგამოძიებო და სასამართლო ორგანოების მომართვის საფუძველზე ატარებს 450-ზე მეტი ტიპის სხვადასხვა საექსპერტო კვლევას და შესაბამის კვალიფიციურ დასკვნას გასცემს. ექსპერტიზის ბიურო არ აწარმოებს არანაირი "ქალიშვილობის დამადასტურებელი" ცნობების გაცემას. საგამოძიებო ორგანოები სქესობრივი დანაშაულის ან/და რაიმე სხვა სახის ძალადობის დადგენის, ასევე გამოძიების ობიექტურად ჩატარების მიზნით, სარგებლობენ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მომსახურებით. სტატისტიკა, რომელიც მოყვანილი იყო ფემინისტური მოძრაობის მიერ, მოიცავს ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ საგამოძიებო სამსახურების მიერ დანიშნულ ექსპერტიზებს.

მსგავსი სახის ექსპერტიზას ბიურო სასამართლო და საგამოძიებო ორგანოების ინტერესებისთვის ახორციელებს, რათა დადგენილ იქნას სქესობრივი აქტის დროს ძალადობის ნიშნები. ეს არის სრულად სასამართლო-სამედიცინო ტიპის გამოკვლევა და დასკვნა არ შეიცავს ჩანაწერს "ქალიშვილობის" შესახებ. აღნიშნული სცილდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის კომპეტენციის სფეროს. რაც შეეხება ე.წ "ქალიშვილობის" დადგენას, აღნიშნული მომსახურების მიღება შესაძლებელია ნებისმიერ კვალიფიციურ გინეკოლოგიურ დაწესებულებაში. კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტიზის ბიუროს სულ რამდენჯერმე მომართა სრულწლოვანმა ფიზიკურმა პირმა აღნიშნული მომსახურებისათვის. უშუალოდ საექსპერტო კვლევის დასრულების შემდეგ პიროვნებას რა მიზანი ამოძრავებდა, ეს უკვე ბიუროს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება.

ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასული სიუჟეტი ექსპერტიზის ბიუროს დაკვეთა არ იყო და არც ბიუროს რეკლამირებას ემსახურებოდა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის გაუგებარია მისი მისამართით აგორებული კამპანია და მიუღებელია გამოთქმული მოსაზრებები", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია