პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - რუსეთიდან წარმატებით ფულის გატანა მხოლოდ რომან აბრამოვიჩმა და ბიძინა ივანიშვილმა შეძლეს
მიხეილ სააკაშვილი - რუსეთიდან წარმატებით ფულის გატანა მხოლოდ რომან აბრამოვიჩმა და ბიძინა ივანიშვილმა შეძლეს

ბოლო წლებ­ში რუ­სე­თი­დან წარ­მა­ტე­ბით ფუ­ლის გა­ტა­ნა მხო­ლოდ ორმა ადა­მი­ან­მა მო­ა­ხერ­ხა – რო­მან აბ­რა­მო­ვიჩ­მა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ია­როს­ლავ კა­ჩინ­სკის­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, აბ­რა­მო­ვი­ჩი პუ­ტი­ნის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ლა­რეა, ივა­ნიშ­ვილს კი რუ­სეთ­მა არ­ჩევ­ნე­ბის­თვის 2 მი­ლი­არ­დი გა­და­უ­ხა­და.

"ყვე­ლა მიხ­ვდა, რომ პი­როვ­ნე­ბის პრობ­ლე­მა არა­ფერ შუ­ა­ში იყო. შე­ვარ­დნა­ძე ზუს­ტად ისე­ვე ეზი­ზღე­ბო­და რუ­სეთს, რო­გორც - მე. შე­ვარ­დნა­ძის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფი­გუ­რა იყო გამ­სა­ხურ­დია, თუმ­ცა ისიც მტრად აღიქ­მე­ბო­და რუ­სე­თის მიერ. რაც შე­ე­ხე­ბა ივა­ნიშ­ვილს. მარ­ტო ორმა ადა­მი­ან­მა გა­მო­ი­ტა­ნა ფული ბოლო წლებ­ში რუ­სე­თი­დან წარ­მა­ტე­ბით, ეს არის პუ­ტი­ნის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ლა­რე აბ­რა­მო­ვი­ჩი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ეს ფაქ­ტია და ჩემი პრო­ვო­კა­ცია არ არის. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს 2 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­დეს არ­ჩევ­ნე­ბის წინ. ხო მა­ინც არ ჩათ­ვა­ლა რუ­სეთ­მა, რომ უნდა გა­უ­გო­როს კოჭი, რად­გან რუ­სეთს აქვს თა­ვი­სი გეგ­მე­ბი. რუ­სეთ­მა პი­რი­ქით ჩათ­ვა­ლა, რომ 2 მი­ლი­არ­დი რომ გვაქვს მი­ცე­მუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლომ იქით უნდა და­უთ­მოს ყვე­ლა­ფე­რი. როცა აქვს მო­ცე­მუ­ლი, ელო­დე­ბა, რომ შენც რა­მეს მის­ცემ და არ ელო­დე­ბა იმას, რომ აღ­შფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტავ. ყვე­ლა­ფე­რი ლო­გი­კუ­რია. მე მზად ვარ, მი­უ­ხე­და­ვად ამ 2 მი­ლი­არ­დი­სა, მი­უ­ხე­და­ვად პუ­ტი­ნის სა­ჯა­როდ გა­ცხა­დე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბი­სა, რომ ჩა­მოვ­შორ­დე პო­ლი­ტი­კი­სა, ვი­მუ­შაო სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან ერ­თად", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სე­თის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ქმე­დე­ბე­ბი, კერ­ძოდ 18 სექ­ტემ­ბრი­დან სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ პე­რე­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის გამ­კაც­რე­ბა და წი­თე­ლუბ­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის გა­ტა­ცე­ბა, გა­საკ­ვი­რი არ არის.

"ეს ქმე­დე­ბე­ბი გა­საკ­ვი­რი არ არის. თუ ვინ­მეს ეგო­ნა, რომ პუ­ტინს რა­ი­მე შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ვა­ყე­ნე - ომამ­დე შენი ჭი­რი­მე, შენ გე­ნაც­ვა­ლეს გარ­და მას­თან სხვა ენით მე არ მი­ლა­პა­რა­კია. ომის შემ­დეგ ოკუ­პან­ტის­თვის ენის მო­ჩლექ­ვა და ფე­ხე­ბის და­კოც­ნა, არ არის ღირ­სე­ბის საქ­ცი­ე­ლი. ომამ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, ვყო­ფი­ლი­ყა­ვით ზედ­მე­ტად დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, რათა ომი თა­ვი­დან აგ­ვე­ცი­ლე­ბი­ნა. ახლა ხში­რად ატ­რი­ა­ლე­ბენ კად­რებს - სა­ა­კაშ­ვი­ლი პუ­ტინ­ზე კარ­გად ლა­პა­რა­კობს 2005-შიო. რა თქმა უნდა ვი­ლა­პა­რა­კებ­დი - ომი არ ყო­ფი­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ამ დროს. რა თქმა უნდა რუ­სე­თი ჩა­დი­ო­და ყვე­ლა­ფერს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, მაგ­რამ მას ეს არას­დროს ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გა­უ­ცხა­დე­ბია და სა­ნამ ეს ზღვა­რი იყო გა­და­ლა­ხუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გვექ­ნა, რომ ეს ზღვა­რი არ გა­და­ლა­ხუ­ლი­ყო. რო­დე­საც დღეს, შენი ქვეყ­ნის ოკუ­პანტზე ლა­პა­რა­კობ, რომ პუ­ტი­ნი არის კარ­გი კაცი, მას ქარ­თვე­ლე­ბის­თვის სი­კე­თე უნდა, თვა­ლებ­ში ცრემ­ლე­ბი ად­გე­ბა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ახ­სე­ნებ და ასე შემ­დეგ, ეს ძა­ლი­ან გავს სა­ქარ­თვე­ლოს მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან ის­ტო­რი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გე­ნელ სა­მარ­ცხვი­ნო ნა­წილს, რა­საც ქარ­თულ ენა­ზე ქვია ღა­ლა­ტი. სხვა გან­მარ­ტე­ბა, რო­დე­საც ამას ჩა­დი­ხარ შენი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მტერ­თან, არ არ­სე­ბობს. მე მინ­და ყვე­ლას მო­ვუ­წო­დო, რომ შორს და­ი­ჭი­რონ თავი ამ ღა­ლა­ტის­გან. სა­ქარ­თვე­ლო აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვა ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან და აუ­ცი­ლებ­ლად გა­დარ­ჩე­ბა. ახლა არის კრი­ტი­კუ­ლი მო­მენ­ტი იმის­თვის, რომ რა­ღაც ისე­თი არ დავ­კარ­გოთ, რა­საც ვერ და­ვიბ­რუ­ნებთ. ერთ-ერთი ასე­თი არის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მიხეილ სააკაშვილი - რუსეთიდან წარმატებით ფულის გატანა მხოლოდ რომან აბრამოვიჩმა და ბიძინა ივანიშვილმა შეძლეს

მიხეილ სააკაშვილი - რუსეთიდან წარმატებით ფულის გატანა მხოლოდ რომან აბრამოვიჩმა და ბიძინა ივანიშვილმა შეძლეს

ბოლო წლებში რუსეთიდან წარმატებით ფულის გატანა მხოლოდ ორმა ადამიანმა მოახერხა – რომან აბრამოვიჩმა და ბიძინა ივანიშვილმა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა იაროსლავ კაჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აბრამოვიჩი პუტინის ჩვეულებრივი მოლარეა, ივანიშვილს კი რუსეთმა არჩევნებისთვის 2 მილიარდი გადაუხადა.

"ყველა მიხვდა, რომ პიროვნების პრობლემა არაფერ შუაში იყო. შევარდნაძე ზუსტად ისევე ეზიზღებოდა რუსეთს, როგორც - მე. შევარდნაძისგან განსხვავებული ფიგურა იყო გამსახურდია, თუმცა ისიც მტრად აღიქმებოდა რუსეთის მიერ. რაც შეეხება ივანიშვილს. მარტო ორმა ადამიანმა გამოიტანა ფული ბოლო წლებში რუსეთიდან წარმატებით, ეს არის პუტინის ჩვეულებრივი მოლარე აბრამოვიჩი და ბიძინა ივანიშვილი. ეს ფაქტია და ჩემი პროვოკაცია არ არის. ბიძინა ივანიშვილს 2 მილიარდი დოლარი გადაუხადეს არჩევნების წინ. ხო მაინც არ ჩათვალა რუსეთმა, რომ უნდა გაუგოროს კოჭი, რადგან რუსეთს აქვს თავისი გეგმები. რუსეთმა პირიქით ჩათვალა, რომ 2 მილიარდი რომ გვაქვს მიცემული, საქართველომ იქით უნდა დაუთმოს ყველაფერი. როცა აქვს მოცემული, ელოდება, რომ შენც რამეს მისცემ და არ ელოდება იმას, რომ აღშფოთებას გამოხატავ. ყველაფერი ლოგიკურია. მე მზად ვარ, მიუხედავად ამ 2 მილიარდისა, მიუხედავად პუტინის საჯაროდ გაცხადებული დავალებისა, რომ ჩამოვშორდე პოლიტიკისა, ვიმუშაო საქართველოს მთავრობასთან ერთად", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები, კერძოდ 18 სექტემბრიდან საჩხერის რაიონის სოფელ პერევის ტერიტორიაზე გადაადგილების გამკაცრება და წითელუბნიდან საქართველოს მოქალაქის გატაცება, გასაკვირი არ არის.

"ეს ქმედებები გასაკვირი არ არის. თუ ვინმეს ეგონა, რომ პუტინს რაიმე შეურაცხყოფა მივაყენე - ომამდე შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეს გარდა მასთან სხვა ენით მე არ მილაპარაკია. ომის შემდეგ ოკუპანტისთვის ენის მოჩლექვა და ფეხების დაკოცნა, არ არის ღირსების საქციელი. ომამდე შესაძლებელი იყო, ვყოფილიყავით ზედმეტად დიპლომატიური, რათა ომი თავიდან აგვეცილებინა. ახლა ხშირად ატრიალებენ კადრებს - სააკაშვილი პუტინზე კარგად ლაპარაკობს 2005-შიო. რა თქმა უნდა ვილაპარაკებდი - ომი არ ყოფილა ოფიციალურად ამ დროს. რა თქმა უნდა რუსეთი ჩადიოდა ყველაფერს საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ მას ეს არასდროს ოფიციალურად არ გაუცხადებია და სანამ ეს ზღვარი იყო გადალახული, ყველაფერი უნდა გვექნა, რომ ეს ზღვარი არ გადალახულიყო. როდესაც დღეს, შენი ქვეყნის ოკუპანტზე ლაპარაკობ, რომ პუტინი არის კარგი კაცი, მას ქართველებისთვის სიკეთე უნდა, თვალებში ცრემლები ადგება, როდესაც საქართველოს ახსენებ და ასე შემდეგ, ეს ძალიან გავს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, საქართველოს შემადგენელ სამარცხვინო ნაწილს, რასაც ქართულ ენაზე ქვია ღალატი. სხვა განმარტება, როდესაც ამას ჩადიხარ შენი ქვეყნის თავისუფლების მტერთან, არ არსებობს. მე მინდა ყველას მოვუწოდო, რომ შორს დაიჭირონ თავი ამ ღალატისგან. საქართველო აუცილებლად გამოვა ამ სიტუაციიდან და აუცილებლად გადარჩება. ახლა არის კრიტიკული მომენტი იმისთვის, რომ რაღაც ისეთი არ დავკარგოთ, რასაც ვერ დავიბრუნებთ. ერთ-ერთი ასეთი არის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა