მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი კუტალაძე საქართველოში ბავშვის სანახავად ჩამოდის?
ირაკლი კუტალაძე საქართველოში ბავშვის სანახავად ჩამოდის?

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე მოს­კო­ვი­დან ახ­ლად­და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის სა­ნა­ხა­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დის. "ამ­ბე­ბი.გე" ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად ნი­ნის მეჯ­ვა­რე­სა და ნა­თე­სავს, ტე­ლე­წამ­ყვან სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

- გული იმა­ზე კი არ მწყდე­ბა, რომ ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე ცუ­დად მო­იქ­ცა, დღეს მა­მა­კა­ცე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ასე იქ­ცე­ვა (ან მე რა უნდა გა­მიკ­ვირ­დეს, როცა ყო­ფილ­მა ქმარ­მა ასე მა­ზა­რა­ლა), მე ამ ფაქ­ტზე ხალ­ხის სა­ო­ცარ­მა რე­აქ­ცი­ამ გა­მა­ო­ცა. რა­ტომ გა­ე­ხარ­დათ ირაკ­ლის ასე­თი საქ­ცი­ე­ლი?! მაგ­რამ რო­გორც მივ­ხვდი, ქარ­თვე­ლე­ბი ბო­რო­ტი ხალ­ხი ვყო­ფილ­ვართ. სხვის­მა უბე­დუ­რე­ბამ ნუთუ ასე უნდა გა­გა­ხა­ლი­სოს და გა­გა­ხა­როს? ის კი არა, "ფე­ის­ბუ­ქის" ჩემ გვერ­დზე ერთი სი­ტყვა ვერ და­მი­წე­რია, რომ ჩემი მი­სა­მარ­თით აგ­რე­სი­ის ნი­აღ­ვა­რი არ წა­მო­ვი­დეს... ან ნი­ნიმ ვის რა და­უ­შა­ვა, რომ ასეთ დღე­ში ჩა­აგ­დეს?! ნი­ნის დო­ნის რო­მე­ლი­მე უცხო­ე­ლი მომ­ღე­რა­ლი ანა­ლო­გი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რომ აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, იმა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­უ­ჭერ­და მხარს, ვიდ­რე ეს წარ­მო­სად­გე­ნია. აქ კი ყვე­ლა­ფე­რი უკუღ­მაა. ადა­მი­ანს მა­ინ­ცდა­მა­ინც ბოლო სტა­დი­ის კიბო უნდა ჰქონ­დეს, რომ თა­ნად­გო­მა გა­მო­უ­ცხა­დონ და მხარ­ში და­უდ­გნენ... მხო­ლოდ ამის გამო შე­უძ­ლი­ათ მომ­ღერ­ლის დაც­ვა. ნამ­დვი­ლად სა­წყე­ნია... სა­ქარ­თვე­ლო­ში ამის შემ­დეგ არაფ­რის გა­კე­თე­ბას აზრი არ აქვს.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ჩა­მოს­ვლას აპი­რებს...

- ოჯახ­ში ამ სა­კით­ზე ლა­პა­რა­კი ავ­კრძა­ლეთ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არც მა­ინ­ტე­რე­სებს, რას იზამს ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე. მისი გახ­სე­ნე­ბაც არ მინ­და.

- სა­ლო­მე, ნი­ნის ნა­თე­სა­ვე­ბი­დან სამ­შო­ბი­ა­რო­ში ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა შენ მო­ი­ნა­ხუ­ლე პა­ტა­რა ელე­ნე. ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზეც წერ­დი...

- კი, ელე­ნე ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და საყ­ვა­რე­ლი გო­გო­ნაა. იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს ახალ­შო­ბი­ლი, ასე­თი და­წყო­ბი­ლი სახე ჰქონ­დეს, მე მას ნი­ნის ვამ­სგავ­სებ...

- ახლა სად არის პა­ტა­რა ელე­ნე?

- ნი­ნის ოჯახს მცხე­თა­ში აგა­რა­კი აქვს და ყვე­ლა­ნი იქ ის­ვე­ნე­ბენ, პა­ტა­რაც იქ ჰყავთ...

ლალი ფა­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ირაკლი კუტალაძე საქართველოში ბავშვის სანახავად ჩამოდის?

ირაკლი კუტალაძე საქართველოში ბავშვის სანახავად ჩამოდის?

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნინი ბადურაშვილის ყოფილი მეუღლე, ირაკლი კუტალაძე მოსკოვიდან ახლადდაბადებული ბავშვის სანახავად საქართველოში ჩამოდის. ”ამბები.გე” ინფორმაციის გადასამოწმებლად ნინის მეჯვარესა და ნათესავს, ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილს დაუკავშირდა.

- გული იმაზე კი არ მწყდება, რომ ირაკლი კუტალაძე ცუდად მოიქცა, დღეს მამაკაცების უმრავლესობა ასე იქცევა (ან მე რა უნდა გამიკვირდეს, როცა ყოფილმა ქმარმა ასე მაზარალა), მე ამ ფაქტზე ხალხის საოცარმა რეაქციამ გამაოცა. რატომ გაეხარდათ ირაკლის ასეთი საქციელი?! მაგრამ როგორც მივხვდი, ქართველები ბოროტი ხალხი ვყოფილვართ. სხვისმა უბედურებამ ნუთუ ასე უნდა გაგახალისოს და გაგახაროს? ის კი არა, "ფეისბუქის" ჩემ გვერდზე ერთი სიტყვა ვერ დამიწერია, რომ ჩემი მისამართით აგრესიის ნიაღვარი არ წამოვიდეს... ან ნინიმ ვის რა დაუშავა, რომ ასეთ დღეში ჩააგდეს?! ნინის დონის რომელიმე უცხოელი მომღერალი ანალოგიურ სიტუაციაში რომ აღმოჩენილიყო, იმაზე მეტი ადამიანი დაუჭერდა მხარს, ვიდრე ეს წარმოსადგენია. აქ კი ყველაფერი უკუღმაა. ადამიანს მაინცდამაინც ბოლო სტადიის კიბო უნდა ჰქონდეს, რომ თანადგომა გამოუცხადონ და მხარში დაუდგნენ... მხოლოდ ამის გამო შეუძლიათ მომღერლის დაცვა. ნამდვილად საწყენია... საქართველოში ამის შემდეგ არაფრის გაკეთებას აზრი არ აქვს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი კუტალაძე საქართველოში ბავშვის მოსანახულებლად ჩამოსვლას აპირებს...

- ოჯახში ამ საკითზე ლაპარაკი ავკრძალეთ. სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს, რას იზამს ირაკლი კუტალაძე. მისი გახსენებაც არ მინდა.

- სალომე, ნინის ნათესავებიდან სამშობიაროში ერთ-ერთმა პირველმა შენ მოინახულე პატარა ელენე. ამის შესახებ "ფეისბუქის" გვერდზეც წერდი...

- კი, ელენე ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგონაა. იშვიათად მინახავს ახალშობილი, ასეთი დაწყობილი სახე ჰქონდეს, მე მას ნინის ვამსგავსებ...

- ახლა სად არის პატარა ელენე?

- ნინის ოჯახს მცხეთაში აგარაკი აქვს და ყველანი იქ ისვენებენ, პატარაც იქ ჰყავთ...

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება