ჯოზეფ ქეი მზად არის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოდან გამოიტანოს

ჯოზეფ ქეი მზად არის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოდან გამოიტანოს

დეპუტატი გიორგი ვაშაძე ჯოზეფ ქეის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს თუ უარყოფს, ან ბოდიშს მოიხდის, ქეი მზად არის სარჩელი სასამართლოდან გამოიტანოს, - ამის შესახებ ჯოზეფ ქეის ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ადვოკატი ასევე არ გამორიცხავს, რომ ჯოზეფ ქეის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო, ქეიმ სარჩელი თბილისის მერის გიგი უგულავას წინააღმდეგაც შეიტანოს.

"ჩვენ მხარეს მიაჩნია, რომ ქეის მიმართ მოხდა ცილისმწამებლური განცხადების გავრცელება და დანაშაულის დაბრალება. თუ ამ ინფორმაციას მისი გამავრცელებელი პირი უარყოფს, ჩვენ მზად ვართ სარჩელი უკან გამოვიტანოთ. ჩვენთვის პანაცეა არ არის გიორგი ვაშაძის ქონება, არც მისთვის 50 000 ლარის დაკისრება. როცა არის საუბარი თაღლითზე, თაღლითი ნიშნავს პირს, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დადგენილი ქმედება და მასზე არის გამოტანილი განაჩენი , მაჩვენეთ ეს განაჩენი", - აცხადებს ყანდაშვილი.

მისივე თქმით, მიმდინარე სასამართლო დავასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჯოზეფ ქეის სარჩელს გიორგი ვაშაძის მიმართ, მოპასუხე მხარე არასწორ განცხადებებს ავრცელებს, თითქოს სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და გიორგი ვაშაძის ქონება დაყადაღებულია.

"მიგვაჩნია, რომ მეორე მხარე ავრცელებს განცხადებებს, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს ეს დავა არის პოლიტიკური დევნის საფუძველი, რაც სწორი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი სამართლებრივი დავა. მეორე მხარე ასევე აპელირებს, თითქოს ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რაც ასევე არ არის მართებული. გამომდინარე იქიდან, რომ ქონებრივი მოთხოვნა იხილება საქალაქო სასამართლოში, კერძოდ ჩვენ ვითხოვთ 50 000 ლარს. ქონებრივი დავის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვეულებრივი ფორმა არის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. გამოყენებულია არა ყადაღა, არამედ ქონების გაყიდვის, იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა რაც სამართლებრივად სხვადასხვა ცნებებია", - აცხადებს ყანდაშვილი.

ადვოკატის თქმით, გიორგი ვაშაძემ 24 თებერვალს ჯოზეფ ქეის სატელევიზიო ეთერში გამოსვლისას თაღლითი უწოდა. ჯოზეფ ქეი სასამართლოს გზით ვაშაძისგან აღნიშნული განცხადების უარყოფას და 50 000 ლარს მოითხოვს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა