პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახლში შეჭრილმა მძარცველმა ბავშვი გამოკვება და დააძინა
სახლში შეჭრილმა მძარცველმა ბავშვი გამოკვება და დააძინა

ინ­დო­ნე­ზი­ელ­მა მა­მა­კაც­მა, რო­მელ­მაც სახ­ლის ძარ­ცვის დროს ბავ­შვის ტი­რი­ლის ხმა გა­ი­გო­ნა, ჩვილს საკ­ვე­ბი აჭა­მა, უმ­ღე­რა და და­ა­ძი­ნა. ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა. ინ­ცი­დენ­ტი ჯა­კარ­ტში მოხ­და.

რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Metro იტყო­ბი­ნე­ბა, კო­ჯეკ მის­ტა სხვა ქურ­დებ­თან ერ­თად ძარვცის მიზ­ნით სახ­ლში დი­ლით შე­იჭ­რა. მათ დი­ა­სახ­ლი­სი და ბავ­შვის ძიძა გა­კო­ჭეს. ხმა­ურ­ზე პა­ტა­რას გა­ეღ­ვი­ძა და ტი­რი­ლი და­ი­წყო.

მის­ტამ დე­დას ჰკი­თხა, რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რომ ბავ­შვი გა­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყო. მან ქურ­დს ბავ­შვის რძით გა­მოკ­ვე­ბა სთხო­ვა. მა­შინ მძარ­ცველ­მა პა­ტა­რა ხელ­ში აიყ­ვა­ნა, უმ­ღე­რა და აჭა­მა.

მა­ლე­ვე ბავ­შვს მძარ­ცვე­ლის ხელ­ში და­ე­ძი­ნა. კო­ჯეკ­მა ის კვლავ სა­წოლ­ში ჩა­აწ­ვი­ნა.

"მეც მყავს შვი­ლი და ვიცი, რო­გორ უნდა და­ვა­ძი­ნო ბავ­შვი", - გა­ნა­ცხა­და კო­ჯეკ­მა პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უბ­რი­სას.

ბავ­შვის გა­ჩუ­მე­ბის შემ­დეგ ქურ­დებ­მა სახ­ლი­დან ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი გა­ი­ტა­ნეს და მი­ი­მალ­ნენ, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ამ ისი­ნი მა­ლე­ვე იპო­ვა. მის­ტას 10 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია metro.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სახლში შეჭრილმა მძარცველმა ბავშვი გამოკვება და დააძინა

სახლში შეჭრილმა მძარცველმა ბავშვი გამოკვება და დააძინა

ინდონეზიელმა მამაკაცმა, რომელმაც სახლის ძარცვის დროს ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა, ჩვილს საკვები აჭამა, უმღერა და დააძინა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. ინციდენტი ჯაკარტში მოხდა.

როგორც ბრიტანული გამოცემა Metro იტყობინება, კოჯეკ მისტა სხვა ქურდებთან ერთად ძარვცის მიზნით სახლში დილით შეიჭრა. მათ დიასახლისი და ბავშვის ძიძა გაკოჭეს. ხმაურზე პატარას გაეღვიძა და ტირილი დაიწყო.

მისტამ დედას ჰკითხა, რა უნდა გაეკეთებინა, რომ ბავშვი გაჩუმებულიყო. მან ქურდს ბავშვის რძით გამოკვება სთხოვა. მაშინ მძარცველმა პატარა ხელში აიყვანა, უმღერა და აჭამა.

მალევე ბავშვს მძარცველის ხელში დაეძინა. კოჯეკმა ის კვლავ საწოლში ჩააწვინა.

"მეც მყავს შვილი და ვიცი, როგორ უნდა დავაძინო ბავშვი", - განაცხადა კოჯეკმა პოლიციის განყოფილებაში ჟურნალისტთან საუბრისას.

ბავშვის გაჩუმების შემდეგ ქურდებმა სახლიდან ძვირფასი ნივთები გაიტანეს და მიიმალნენ, მაგრამ პოლიციამ ისინი მალევე იპოვა. მისტას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მომზადებულია metro.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს